Page 77 of 78

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 28 სექ 2011, 01:06
by Ivane Goliadze
მე რის გიჟი ვარ თუ არ ვიგიჟე
და ამ თავსხმაში თავს არ დაგესხი,
თუ არ მოვედი და არ გაგათბე,
თბილი ქურქივით ტანთ არ ჩაგეცვი

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 11 ოქტ 2011, 11:38
by ln_ln
Ivane Goliadze
ყოჩაღ კარგია !


ვილაპარაკოთ

მსგავსი დღეების უსაშველო დარჩა ატანა,
დეე, გადაწყდეს ისე როგორც ღამემ განაგოს,
მოდი ჩემთან და ამ დუმილის გასაფანტავად,
თუნდაც სულ მცირე, ამინდებზე ვილაპარაკოთ.

ვილაპარაკოთ - როგორ ფეთქავს დილა კვირტივით,
წვიმის წვეთებში მზის სხივები როგორ ეტევა,
იცი, მე ახლაც შარშანწინდელ ამინდს მივტირი
და ეს ტირილიც მენანება გასამეტებლად.

ვილაპარაკოთ, შენს უმანკო სულთან მიმიშვი,
თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს,
ვილაპარაკოთ - სიყვარულზე მთელი სიგიჟით
და მოდი მერე სიგიჟეზე ვილაპარაკოთ.

ვილაპარაკოთ, დანარჩენზეც, ბევრი მხილებით,
სხვებს როგორ უყვართ, როგორ სძულთ ან როგორ ელიან,
როგორ არიან ანგარებით ერთად წყვილები
და ანგარება ჩვენთვის როგორ არაფერია -

რადგან პროცესი დასრულდება მაინც გნიასით,
დაგეგმილ გრძნობებს ჩვეულებრივ ვეღარ განაგებ,
ვილაპარაკოთ - ერთადერთხელ პოეზიაზეც -
ან შენ მისმინე და მე მარტო ვილაპარაკებ...

ვილაპარაკოთ - უსაფუძვლოდ, უხმოდ, უმიზნოდ,
თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს,
ვილაპარაკოთ, მაგრამ მოდი ისეც ნუ ვიზამთ,
რომ არაფერი აღარ დაგვრჩეს სალაპარაკო.

ტყუპები (ბალადა)


ტყუპები იყვნენ, საოცარი ნიჭი აქვთ ტყუპებს,
თუმც უსახელოდ, სუნთქავდნენ და სუნთქავდნენ ჰაერს,
ჰაერს რომელიც ერთმანეთის სუნთქვიდან წრუპეს,
ჟანგბადს რომელიც დაბადების მოლოდინს ერთვის,
მაგრამ არ იცი, არასოდეს არ იცი თურმე,
ხშირად ბჭობს კაცი და ნაკლებად იცინის ღმერთი.

შემთხვევაც ესე მე რომელიც გიამბოთ უნდა,
ერთ დილით მოხდა, საშინელ და დაწყევლილ დილით,
ზოგს ახსოვს კარგად, ზოგიც კიდევ იხსენებს ბუნდად,
მოასკდა ქალაქს ნიაღვარი, იქუხა ცაზე,
ყველაფერი კი ყველაფერი დაიწყო იმით,
რომ ათ საათზე ყველაფერი დაიწყო ასე -

ეძინათ ტყუპებს, მერე ფეხში ტკივილი იგრძნეს,
ჩაჰკიდეს ხელი ერთმანეთს და მეორე ხელში
სიფრთხილე შეკრეს, გაეღვიძათ მოშორდნენ სიზმრებს
და უცებ ერთ ტყუპს ღვარად წასკდა ზურგიდან სისხლი,
დაიფშვნა საფრთხე და მეორეს ერთგვარად შეშლილს,
გადაეფარა ის პირველი, თავისი ღვიძლი.

გაგრძელდა ბრძოლა თუმც ეს ბრძოლა არ ჰგავდა ბრძოლას,
მათ მხოლოდ იმის ჰქონდათ შანსი დაეცვათ თავი,
იფიქრეს კიდევ, კიდევ ერთი ძმის ან დის ყოლა
და როცა მაშინ როს კაცი ბჭობს და ღმერთი ტირის,
თავგანწირულად, იძულებით, საათზე თერთმეტ,
დაეცა ასე დაგეგმილად ორივე გმირი.

.............. ............ ...............

დღე იყო ცივი, ქარი ფოთლებს ხეებში ხევდა,
იყო პალატა, თეთრ ხალათით შევიდა მაცნე,
გამოაღვიძა და ტკივილით გადაღლილ დედას,
წარმატებული და მორიგი აბორტი ამცნო...


ცის პოეზია



აქ მე ვიწყები, ვრწმუნდები რომ ვიწყები აქ მე,
ვსაუბრობ თავთან მოკრძალებით, ღმერთთან ვსაუბრობ,
საკმევლის სუნიც ყოველ ახალ შეგრძნებას აკმევს
და ვხვდები საქმეც სასარგებლო არის რა უფრო,

ანუ წარსულის კალაპოტის მივარღვევ ჯებირს,
ანუ მომავლის კალაპოტის ჯებირს ვიღობავ,
ვინახავ ტვინში მიყოლებით სტრიქონებს ზეპირ
და სულში დგება ცოდვის გუბე და წყალდიდობას -

მომაგონებენ შიგადაშიგ აზრები მრუდე,
მიფრინავს სადღაც ჩემი ხანა, როგორც კარეტა
და საკუთარ თავს უფრო მეტად შიგნიდან ვუტევ
და საკუთარი თავი მიდგას მცველად გარედან.

აქ მე ვიწყები, აქ მე ვიბრძვი, ვმარცხდები აქ მე,
ჟრჟოლავს ტაძარი და სულია როგორც კანაო,
მერე შემოდის ჩემში ღმერთი, რომელიც დავგმე
და როგორც სუნთქვა მომაკვდავის, ისე ქანაობს.

მე მაგონდება მამაჩემი ტაძარში მუდამ,
არადა ხშირად მიტირია როგორ მოვლიე,
ერთი უფალი რომ გვყოლოდა მამას ეს სურდა
და მეც ამ სურვილს სამარეში ჩავიყოლიებ,

რადგან სრულდება რაღაცები საერთოდ აღარ,
საკუთარ თავთან არასოდეს თუ არ იცინი
და საერთოდაც ეს ცხოვრება მარტივი ზმნაა,
ხოლო პოეტი უმეტესად არის ზმნისწინი.

ფიქრთა ასეთი შეჯამება მჩვევია აქ მე,
დედაჩემი კი დედაჩემი ყველაზე მარტო,
მომელოდება, მე კი როგორც დაღლილი საქმე
ისე არ ვაქცევ ყურადღებას, ვსრულდები და რტო -

ზეთისხილების, ჩემს მეუღლეს უხდება თმაში,
მოუხდებოდა უფრო სწორედ, ვიცი ეს კარგად,
და მისი ცრემლი ერთიანად ტკბილი და მლაშე,
მუდამ ჩემს მხრებზე მოგროვდება უღელის ხარკად,

ხარკად რომელიც მისი ხარკი უფროა ვგონებ,
მე მეშინია ამ ფიქრებით საკუთარ თავის
ასაკში ასეთ, რადგან ვხვდები მეცლება ღონე
და ჩემი ლექსი უფრო მეტად შიგნიდან ბღავის.

და ვარ ტაძარში, აქ მე ვიბრძვი, ვიწყები აქ მე,
სანთელი ჟრჟოლავს და სულია როგორც კანაო,
მერე შემოდის ჩემში ღმერთი, რომელიც დავგმე
და როგორც სუნთქვა მომაკვდავის, ისე ქანაობს..

როინ აბუსელიძე

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 11 ოქტ 2011, 11:40
by ln_ln
ჩვენებურები


კიდევ ერთხელ მიამბე
გურჯისტანზე ეფენდი,
რატომ მღერის ყარდაში
ცრემლიანად ,,ჯილველოს"?
გუშინ შეღამებამდინ,
ჭოროხთან რომ გევედი,
ტაიას ხმა გევგონე,
აგზენ ბავშვებს ჰყიდდნენო.

ყოველ დილით ბაბაი,
რატომ გასცქერს ჩრდილოეთს?
რატომ ახლავს ამ სურათს
ნენეს ცრემლი ალალი?
ანდაც ყველა საღამოს,
მაინც რომც არ გინდოდეს,
,,სულიკოს" რომ მღერობენ,
რატომ მბურძგლავს ბალანი?

გურჯისტანი შორსაა?
იქ რატომ არ ვბრუნდებით?
ფეხით ჩავალთ იქამდის? -
მომიყევი ეფენდი,
რატომ არ დამასწავლი,
ასე რატომ ჩუმდები?
ნეტა გზები ვიცოდე
მარტოც მოვაფერებდი.

დავიბენი ეფენდი,
ვინ ვართ - ან ვინ ვიყავით?
მოდი დღესვე წავიდეთ,
იქნებ კიდეც გველიან,
ბავშვობაში ემიას
გორასთან რომ მივყავდი,
მებნეოდა - გახსოვდეს -
ამის მიღმა ჩვენია...

კიდევ ერთხელ მიამბე,
გურჯისტანზე ეფენდი, -
ისევ იმეორებდა -
ბიჭი ტაო-კლარჯელი
და უსმენდა უსიტყვოდ,
ცრემლიანი თვალებით,
თურქ ეფენდის სამოსში
ოთხმოცი წლის ქართველი!...


ნ ი ნ ო ს


მაგ თმების ტევრში სუნთქვა გაიხა,
კოცნას სურნელი მოაქვს გემოთა,
შენ ახლა ჩემი ყველა ქალი ხარ,
ვინც მყოლია და მეყოლებოდა.

ქარი თებერვლის მოტივს დაიხვევს,
გუბდება ფილტვში ჯარი სიტყვათა,
შენ ახლა ჩემი ყველა ქალი ხარ,
ვისაც ვუყვარდი და ვინც მიყვარდა.

სივრცე გაშლილი არის არშინად,
ზამთარს ფანჯრებთან უსამსალია,
შენ ახლა ჩემთვის ყველა ქალში ხარ
და შენში ახლა ყველა ქალია.

სუნთქვის აფრები მიაქვს იალქნებს,
გრნობამ მაჯები უნდა შეღებოს,
ჩემმა ლექსებმა როგორ მიგაგნეს,
ყოველ სტრიქონში მიუგნებელო.

ამინდმა ციდან მთვარე გარიყა
დედამიწა კი მუცელს იტკივებს,
შენ ახლა ჩემი ყველა ქალი ხარ,
ვინც მიტირა და... ვინც დამიტირებს...
ბოლოს ...

როინ აბუსელიძე

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 23 ნოე 2011, 13:23
by ln_ln
ჰაიკუები

* * *

არ გაჩერდება
შუა გზაზე. . .
ეს ფოთოლცვენა!

ტეჯიო ნაკამურა

* * *
არ გინდა მოხვიდე და ნახო
მარტოობა? მხოლოდ ერთი ფოთოლი
კირის ხიდან.

მაცუო ბაშიო


* * *
მივდივარ,
თუმცა მოფენილ ფოთლებს
ფეხს არ ვაბიჯებ.


სოგიო ჰასეგავა

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 23 ნოე 2011, 13:25
by ln_ln
***
,,უკვე ჩამოდგა შემოდგომა” _
მითხრა ჩურჩულით
ჩემს სასთუმალთან ფეხაკრეფით მოსულმა ქარმა.
მაცუო ბაშიო

***

დამშრალი
წყარო-
სახე მოხუცისა.
კადოკავა

* * *

ფოთოლცვენა,
ქვრივი ქალის
წააგავს სიცილს.

... იაცუკა იშიჰარა


* * *

მაგიდას შერჩენილი ორცხობილა
ხელში ავიღე
და ჭიანჭველა ავაღრიალე.
ტეიჯიო ნაკამურa

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 23 ნოე 2011, 13:34
by ლეონტი
ინტერნეტში შევედი და მერე ,
გამოვედი.
ლეონტი.

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 24 ნოე 2011, 08:47
by qvevri
ქვევრში ღვინო
ჩავასხი
და მერე ისევ
ამოვასხი
ქვევრი

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 24 ნოე 2011, 22:53
by ARCHILI
qvevri wrote:ქვევრში ღვინო
ჩავასხი
და მერე ისევ
ამოვასხი
ქვევრი
არ გამოდგა?
გკითხე
და
პასუხს არ დაველოდე,
რადგან პასუხი ვიცოდი.
ქვევრის ღვინო კი არ ისხმევა -
ილევა.

რჩილი ("ა" განგებ გამოვტოვე, ფსევდონიმით ვწერ)

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 25 ნოე 2011, 11:18
by ლეონტი
გათენდა, , მზე არ ჩანს.
მხოლოდ შუქია.
ლეონტი

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 25 ნოე 2011, 14:12
by ARCHILI
წავიკითხე ლეონტის
ლექსი.
ერთი ამოსუნთქვით
იკითხე
ბა.

რჩილი

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 25 ნოე 2011, 14:53
by ლეონტი
ბატონო რჩილი გმადლობთ, თქვენი მონა მორჩილი.
ლეონტი.

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 25 ნოე 2011, 17:38
by KINALOKO
რკინის ბორბლებიანს და 10 მეტრიანს
ესვრიან კვერცხებს....
ღმერთო, სადაა ჩემი შლოპანცი?!
საქართველო

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 26 ნოე 2011, 13:36
by ARCHILI
გამოშლიოპანცდა ეს საქართველო,
და გამოკვერცხდა
ბათუმი?
არა - ყველა
ნი

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 26 ნოე 2011, 13:42
by ლეონტი
ასეა ძამა,
უპატრონო თხა ,
მგელმა შეჭამა.

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 26 ნოე 2011, 14:04
by ARCHILI
და მერე ნათელაშვილმა
სასამართლოში იჩივლა
თხის კუდისა
თვის

.