Page 76 of 78

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 16 აპრ 2011, 15:45
by marmenio
გაზაფხულია… შენს თითებზე ცოცხლობს აპრილი!
ციდან კოკორზე დაფენილი მხვდება აისი…
დაისს ეპნევა უმოწყალოდ ატმის ყვავილი…
დაზაფრულია, ეს სურნელი ჩნდება მაისში!
თბილი ჰაერი, წვიმისაგან ქუჩა ნატიფი,
სველი, წაშლილი ყველა კაცის თითო ნაბიჯი…
ეს სიცოცხლე კი მზის სხივებით გადანაფიქრი
ხეტიალშიც კი თავს მახსენებს ფერით, ხალისით!
გაზაფხულია… როგორ მიყვარს ჟრჟოლვა აპრილის!
მომწონს ამ მარტის არეული განცდა წადილის!
აღმაფრთოვანებს ვარდობისთვის ქარის მანდილი…
ხო, გაზაფხულდა! სიყვარული მოდის აშლილი!

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 16 აპრ 2011, 15:50
by marmenio
ele

დიდი მადლობა, ძალიან ვისიამოვნე შენი დადებული ლექსებით :)

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 19 აპრ 2011, 15:45
by ele
marmenio wrote:ele

დიდი მადლობა, ძალიან ვისიამოვნე შენი დადებული ლექსებით :)
მადლობა ... :oops:



პროვინციალური გაზაფხული



ცვალებადია დრო და ალაგი.
ახლა მაისმა მოსვლა ინებოს,
როგორც პოეტი, ელის ქალაქი
თეთრი ტყემლებით დაგვირგვინებას.
ო, ყველას ახსოვს ზამთარი დიდი!
მაგრამ გამოჩნდა ტყის იალქანი.
ვით აივანი ამაღლდა ხიდი
და აყვავილდა ძველი ბალკონი.
აღებენ ფანჯრებს ნაზი ხელები.
კვალად გაიხსნა ფუტკრების ტურნე.
კათოლიკური კარაველები
ცას უგზავნიან სალოცავ სურნელს.
რუხ მდინარეზე სოველი ტივი
და სააღდგომო რეკვა ზარების.
სადღაც იკერავს გამხდარი ქვრივი
კაბას ტრაურულს და უღარიბესს.
ცაზე ჰკიდია მზე-მალაღური,
აპრილი აკრავს მწვანე აფიშებს,
ვით ბალდახინის თეთრი მსახური
სასაფლაოსკენ ის მიაბიჯებს.
სადაც მოელის ლეში უძრავი
გაზაფხულს, როგორც თავის მესსიას
და იზრაილი შეუმუსრავი
კიდევ მოითხოვს შავ პროცესიას.


ვალერიან გაფრინდაშვილი

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 06 მაი 2011, 09:31
by Archil
სიმღერების თემა ვერ მოვნახე უცებ და აქ იყოს მაინცა :)

http://www.geolyrics.com/5403

ალუდა ქეთელაური – მუცოს გოდება

Aluda Ketelauri -- Mutsos godeba (Gudanis jvari)
ალუდა ქეთელაური -- მუცოს გოდება (გუდანის ჯვარი)
(ტექსტი: გელა დაიაური)

სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,
თორღვაის ცხენიც იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია
ჟამმა გზა-ბილიკებს უცნობს.

მისამღერი:
.. არც შენ დაბერდი გუდანის ჯვარო
არ დაგიბერდეს ყმანია,
შენს კარზედ აუარებლად
საკლავიც მოგვიყვანია.
დიდია გუდანის ჯვარი
ბევრიცა ყავს ყმანია,
შენს კარზედ შემოვკრებილვართ
ფიცვერცხლ ნაჭამი ძმანია.

(მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას,
მტერი მამულისა მიკაფია,
სისხლი წყაროსავით მიხაპია,
იმედი რომ ერქვა მუცოს.
“ღმერთო! ძე ღვთისაო და მარიამ,
მტერი, მოყვარე მთავარია,
ჩემთან არც ერთი არ არიან,
ყველასთვის გავმხდარვარ უცხო”.)

ნეტავ, რა ხმა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია?
მუცოს ბეჭები გაბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო.

მისამღერი..

(სურდათ აკვნები ურწეველი,
მტერი არ დარჩა უწვეველი,
“წასული თავ-ბედ უწყევლელი,
ქართლს მტერი ეყოლება ნურცო”.
ასე ურყევი და ურღვეველი,
მტრისათვის ხარკის უძლეველი,
გაუტეხელი და უძლეველი,
ჟამისგან ძლეულა მუცო)

სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ცეკვაა და არღანია,
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.

აქ აღარც თორღვა ძაგანია, აღარც
ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია,
ბეჭებგაბზარულ მუცო.

მისამღერი..

გამათიბე ჩემო ცელოო
ქადას გამოგიცხობენო,
ქუჩნი ჩამამცდეს წკმუტუნითაო,
ცხენის ნალებით დატუქსვილნიო.

წყარო: http://www.geolyrics.com/5403

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 06 მაი 2011, 11:13
by qarsaoti
მე მგონი ბალაში არის
ცელის ნალევის დატუქსვილნია
სადაც ქუჩია(ბექს-კლდეს მიკრული ბალახი) იქ ცხენი ვერ გაივლიდა

თან ბოლო სტრაფი ცელისთვის შემღერებაა, მთიბლეში ყველა თავის ცელს აქებდა, თავის ნათიბს, ხადა ვინაც ეგ იძახა, იგულისხმა რომ ქუცნი წატუქსა ცელის ნალევით, ანუ დიდხანს ნახმარი ცელის პირი რომ გათხელდება იმას ქვია ნალევი :)

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 10 მაი 2011, 19:31
by tama
ერთი სიყვარულის ლეგენდა
არც შენ იქნები მარადი,
სიცოცხლევ, ჩემო მზიანო,
მეც მალე წამეფარება
შავი ნაბადი მიწისა,
ამ ცოდვილ დედამიწაზე
რამდენიც უნდა ვიარო,
ჩაივლის ჩემი ზღაპარიც
სიხარულის და სიმწრისა!..

მარტო სახელი დარჩება
და ლექსი, თქმული ანაზდად,
შენი სურვილის სხივით რომ
ვაგვირისტებდი სტრიქონებს,
ეგ ერთადერთი იქნება
შორი მომავლის დაფასთან,
თავმომწონედ და ამაყად
მზეში რომ გამოიქროლებს...

სხვა ამაოა ყოველი,
მშვენივრად ვიცით სუყველამ,
მჯობი ურთიერთტრფიალის
სხვა რაღა უნდა გვეკეთა?!
ამიტომ, ჩემო ძვირფასო,
ნუ წუხდები და ნუ ღელავ,
იცოცხლებს, ვიცი, იცოცხლებს
ამ სიყვარულის ლეგენდა!..

ძეგლს ვუდგამ საუკუნოვანს
გულს, სავსეს მზითა და შენით,
ამას ვუტოვებ სამშობლოს
საჩუქრადა და საუნჯედ,
სხვა არცა მაქვს და არც მქონდა
ქვეყნად რაიმე საშველი,
ფერფლსა და დავიწყების მტვერს
როგორმე რომ გადავურჩე!..

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 10 მაი 2011, 19:33
by tama
ფურისულები

ამომღერებულხართ, ფურისულებო,
უხვად მოდებიხართ ველ-მინდვრებს,
თქვენ, დედამიწის ღიმილი ხართ,
თქვენს შეწუხებას ვერიდები!

მაგრამ ისეთი ლაღები ხართ,
თვალებს იმნაირად აფახულებთ,
მომიტევეთ და უნდა მოგკრიფოთ
ამ ნააღდგომევ-ნამარხულევს...

უნდა გაგამგზავროთ ქალაქისკენ,
არ გამიბრაზდეთ, დობილებო,
მივართმევ თქვენს თავს თქვენსავით ლამაზ
თვალებს და თითებს დანდობილად...

ცრიატი დღეა. ყვავილები
კი არ წყრებიან, მომძახიან:
- თუნდაც ყველანი გამოგყვებით
ჩვენი გულუხვი ოჯახიდან!

ლამის ხელმეორედ დაიბადონ.
სიცოცხლის ნამდვილი გიშრებია:
- წამოვალთ, მოგყვებით, წაგვიყვანე,
ჩვენ ხომ სიყვარულის ნიშნები ვართ...

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 11 ივნ 2011, 18:24
by ele
პიპა


(ჩემი და მეფე გიორგის მონოლოგი)



პიპა,მომგვარე ჩემი წითური ცხენი,

აღმოსავლეთთან უნდა მივასწრო დილას,

პიპა აბჯარი...შემოვისხამ და ვშვენი...

სადღაც ბაყაყი ღამის სიჩუმეს კილავს…



პიპა,ნერვები აღარ შემომრჩა ციდა,

პიპა,უფალი ცოდვებს მიშენს და ვყვირი,

პიპა,მიდი და გადმოაბრძანე ციდან,

პიპა,მიშველე...ნუ დაგიღია პირი!



პიპა,მშვილდი და პიპა,ისარი,ჩქარა,

ნახე,ბილიკზე მიიპარება შველი,

თვალიდან ცრემლის გადმომივიდა ფარა,

პიპა,ესროლე...პიპა,ვერაფერს ვშველი.



პიპა,თრიაქი...ცაში აგველდა ბოლი,

სადღაც მიცურავს ჩემი სახლი და ოზე,

პიპა,რატომ ხარ,პიპა,დევების ტოლი?!

დაპატარავდი,დაპატარავდი დროზე.



პიპა,შემინდე,პიპა,ცოდვების რიგი,

პიპა,საქმენი შემომათალე ავი,

პიპა,ქარაფში გადამხტარაო იგი,

პიპა,დალპაო,პიპა,მოჭრილი მკლავი.



პიპა,საფეთქელს,პიპა,ცრემლები მინავს,

პიპა,ნამდვილად,პიპა,ჭკუიდან შემშლი,

მიდი უღმერთოვ,დამალევინე ღვინო,

სანამ წვალებით ჩაგაკვდებოდე ხელში!



ბექა ახალაია

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 20 ივლ 2011, 09:24
by გვალდა
ამ ბიჭის ლექსებმა ჩვენი ჰერეთის გასვლა მომაგონა ტკბილად.

ზაზა ჰერელი (სუყაშვილი)

ალაზნის მიღმა... საქართველოში!

რამდენჯერ ცრემლით დაუწყია თვალის გახელა,
თუმცა ძარღვებში დარდმა გენი ჯერ ვერ ჩახუთა!
ძნელია, როცა საინგილო ჰქვია სახელად
და ვერ იბრუნებს ისტორიულ ჰერეთს - საკუთარს...
დროის დინებამ ამოხია მატიანედან,
თათარმა დააკაბადონა, როგორც წიგნაკი.
-იცით? -იწყება საქართველო სწორედ აქედან,
ჰოდა ვალია, გავუფრთხილდეთ! ამის მიღმა კი
წყალს წაუღია უდაბნო და მთები - ხრიოკი!
მინდა სოფელში ბერიკაცი დიილიგს* ბარავდეს,
მერე ბოსტნიდან (საღამო ხანს) პაპა იობის
მეზობლის ბავშვი საზამთროს და კიტრებს პარავდეს.
ღამით კი ლოცვით მიდიოდეს ბებო ხატებთან
და უფალს მშვიდად გათენებას ეხვეწებოდეს...
და ცხელი ცრემლი, ნაოჭიან, ფერმკრთალ ღაწვებთან
დაგუბებული, ჟონავდეს და მეწვეთებოდეს!
სანატრელია! მენატრება სოფლის მთა-ველი,
შორიდან მესმის მშობლიური კუთხის ნანინა.
ქვეყნად გამჩენო, დაკარგული ყველა მტკაველი
ნეტავი, პეშვით სამშობლოში მომატანინა!
...
ჭრილობებს სულზე ჩუმი ლოცვით გაიმთელებენ,
დაუბრუნდება ბაირაღი ჰერელ მედროშეს...
იქართველებენ!.. ძველებურად იქართველებენ
ალაზნის მიღმა... გასხვისებულ საქართველოში!

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 20 ივლ 2011, 11:29
by likakoo
Image

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 23 სექ 2011, 19:25
by Ivane Goliadze
აი ესეთი ლექსი შემომეწერა:
ნ----------

გავბედნიერდი როს ვნახე ხანძთა,
ხახული, ბანა, იშხანი ოშკი,
ვარძია, თმოგვი, ქვაბები ვანთა
ფარავნის მტკვართან ხერთვისის კოშკი.

რა ლამაზია პატარა წუნდა,
კუმურდოს თავი, ქვა ჩამოშლილი,
სულს აქ დარჩენა მარადის უნდა,
საროს ტაძართან მთა ჩამოთლილი.

აფნიის ხედი ვარძიის კლდეზე,
მოჭრელო მწვანე მინდვრების ფენა,
აელვარდება საღამო მზეზე,
და მოგინდება მის თავზე ფრენა.

აბულის მთაზე მე ვნახე ღმერთი,
როცა ფარავანს დაეცა წერო,
უკან მოსჩანდა სამსარი თეთრი,
მას მერე მინდა ლექსი დავწერო





2011 03 09

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 23 სექ 2011, 19:36
by Ivane Goliadze
აი კიდე

-
ტბები მიყვარს, ჯავახეთის ტბები,
მზით დამწვარი თივის თითო ღერო
ზეგან-ზეგან თავტიტველა მთები
და ბუდიდან აფრენილი წერო

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 23 სექ 2011, 19:55
by legenda
Ivane Goliadze

მომეწონა
:)

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 23 სექ 2011, 20:00
by Tami
Ivane Goliadze wrote:აი კიდე

-
ტბები მიყვარს, ჯავახეთის ტბები,
მზით დამწვარი თივის თითო ღერო
ზეგან-ზეგან თავტიტველა მთები
და ბუდიდან აფრენილი წერო
მეც როგორ მიყვარს ჯავახეთის ტბები<3

პ.ს კარგ ფოტოებს რომ იღებ კი ვიცით,
თურმე ლექსებიც რა კარგად გამოგდის.

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Posted: 23 სექ 2011, 20:05
by Ivane Goliadze
legenda
Tami
გმადლობთ :)


-
აი კიდევ ერთი

-
გაზაფხული მიხაროდა შენში,
შენს თვალებში აპრილის თვე თრთოდა,
ალუბლები გებნეოდა თმებში
და შენს ახლოს ყვავილები თოვდა.

მახსოვს წვიმას მოჰყვებოდი ციდან,
მახსოვს მზეზე გიბრწყინავდა თმები,
ამ სიცივეს ახლა ვეღარ ვიტან,
ჩამოთოვა სინანულმა მთები.

ჩამოიხა ჩვენი სახლის ფარდა,
ჩამოინგრა ჩვენი ჭრელი ჭერი,
არც რა დამრჩა მოგონების გარდა
და მზე დამრჩა მხოლოდ ერთი ფერი

2010.09.09