კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ln_ln » 13 აპრ 2010, 12:11

დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.

როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.

ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.

ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.

საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა...


ნიკო გომელაური

:(
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tamuna_gudarexi » 13 აპრ 2010, 13:59

მე რომ წავალ, ალბათ იტყვის დედა,
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ,
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ, გაიხსენებს მამაა,
პირველად რომ მნახა უკვე დიდი.
კარგია, რომ არ გამათამამა,
კარგია, რომ ასე კარგად მსჯიდი.
წავალ, მჯერა, მერე იტყვის ქალი,
შესაძლოა, დაიღვაროს ცრემლად.
ეცოცხლაო, ყოფილიყო მთვრალი,
მთვარია, ვიქნებოდით ერთად.
მე არ ვიცი რას იფიქრებს შვილი,
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც.
თვითონ ვიცი, მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც.
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას,
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს გარეშე აყვებიან გრძნობას.
იქ, კი ვიცი, ვინც დამხვდება, იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას,
კარგი არ უკეთებია თითქმის,
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას.
მე მინდა, რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას -
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას,
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას...

ნიკო გომელაური
:roll: :cry:

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 14 აპრ 2010, 16:05

ვისაც მთის ლექსები მოგწონთ :)
http://www.xevsureti.ge/portal/pdf/lado ... arauli.pdf
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ln_ln » 16 აპრ 2010, 17:29

meore monadire

უი რა კარგია :)

რამდენიმე ლექსი მეცნო ,მარა ავტორი ვინ იყო არ ვიცოდი , ეხლა ვიცი

=)
:)
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ln_ln » 21 აპრ 2010, 21:43

ქალბატონო


რატომ გგონიათ ქალბატონო, თითქოს წუხელის
თქვენით შეშლილი მივეძალე ასე კონიაკს,
არა, ეს მხოლოდ ახირება იყო წუხილის,
თქვენ კი გგონიათ,
ქალბატონო, თქვენ კი გგონიათ,
რომ მარტოოდენ თრობისათვის უაზროდ ვსვამდე,
ან სასიკვდილოდ შევიტოვე მეშვიდე ტყვია;
მე შემიძლია გიერთგულოთ იმ სადგურამდე,
რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია.
მიეძინება ამ ვნებასაც დროის მირაჟში,
მიეძინება როგორც მზისგან ნაგმობ ფოლიანტს,
თქვენ მომღიმარი დაბრუნდებით მყუდრო ბინაში,
მე კი სად წავალ, ქალბატონო, როგორ გგონიათ?!
ეს არც ფიცია, არც ღაღადი, არც აღსარება
თუ თქვენი კდემა გავიხადე სიგიჟის ძეგლად...
და ყველა მზერა, თუ უსიტყვო ამკვნესარება
იკმარეთ ჩემი თავხედობის მოსატევებლად...
და ნუ გგონიათ, მარტოოდენ თრობისთვის ვსვამდე,
ან საფეთქლისთვის ჩავარჩინე ლულაში ტყვია;
არა! უბრალოდ ერთგულება მწამს სადგურამდე,
რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია.

ლევან ალავერდაშვილი
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ln_ln » 21 აპრ 2010, 21:47

შენს ფეხებთან აბეზარი ქარი გაიშრიალებს,
ურცხვად მოგეპარება და კაბას აგიფრიალებს,
აუჰ! თვალებს აგარიდებ, მაინც გამთქვეს თვალებმა,
რადგან მზერა უნებურად შენსკენ გამეპარება.
უი დედა! დაიმორცხვებ, კაბას იჭერ ხელებით
მარწყვის ბაგეს დაიშაქრავ დათაფლული წყევლებით.
მიხაროდენ; წყევლით მლოცავ,
ტოკავს გულის გალია,
ეგე ქარი, ეგ დაწყევლე, ჩემი რაღა ბრალია;
მე რაც მსურდა აქამომდე, შენს თვალებშიც ვხედავდი,
ქარს კაბა არ აეწია, რა, არ შემოგხედავდი?!
ნეტავ ქარი კვლავ მოვიდეს, კვლავაც გაიშრიალოს,
ურცხვად შემოგეპაროს და კაბა აგიფრიალოს,
ნეტავ იმ წუთს, საფიცარო,
თუ სხვა კიდევ მერჩიოს,
უკვე დედა ყოფილიყავ, ხელში პირმშო გეჭიროს;
უი დედა! წამოწითლდე,
ხელს რომ ვეღარ ახმარებ,
თვალხუჭელა მოგაგნებ და კაბას ჩამოგაფარებ;
შენ კი ისევ "დამწყევლი" და ისევ დაიქუფრები;
კარგი, ფეხებს თუ მიმალავ,
თვალებს რაღას უშვები?!

ლევან ალავერდაშვილი
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 23 აპრ 2010, 11:05

ნათლული


ერთად გავსინჯეთ მე და ალდიმ ხმალი ჩემი - "დავითფერული",
ჩემმა ნათლულმა შეაფრქვია ჩემს ხმალს ღიმილი, -
"დავითფერულიც" იყო ხმალი - ჩემი ნათლული! -
ქართული იყო ეს ხმალი და ფხა წამახული, -
მტრისკენ წახრილი იყო იგი და წარმართული!

ჩემი ნათლული იყო იგი - ყრმაი, როშკელი,
ჩემი დედული იყო იგი - კაი ბოკვერი!..
სახეს მზიანი ჩრდილი ადგა ქაჩუს კოშკების,
და თვალებს შუქი უნათებდა შურის მომკვლელი...

ვით მოკვეთილი, საუფლოდან, ძველი სარანგნი -
დაჭრილ მამულში შეფიცულთა ედგა ფალანგი!..
ქვებზე სიარულს ასწავლიდა როშკის ჭიუხი -
და ჯიუტს, ხელში ლაღად ეპყრა ხრმალი ჯიუტი!..

ეს ჩემი ხმალი შენ იხმარე , ჩემო ნათლულო, -
რომ ხიბლში მყოფი ერის სუნთქვა გააქართულო...
კედლებს მახვილით დააწერე შენი სახელი, -
ძველი ნიშები - შენი ჯიშის გამომსახველი!!!
არ შეგეშIნდეს, რომ წინდებულ გერქვას ქართველი
რომ ქართველს შენი ქართველობის გედგას ნათელი!

არ დაგეკარგოს ძველი სიტყვა - ის მოსასხამი (!) -
მამის სამოსი უმთვარეო ღამეს სახმარი...
შორი ანდრეზი: პაპის-პაპის-პაპის ნათქვამი,
შენი ღირსება, ჯიში შენი - მზის ანათალი.

არ წაგიშალონ უფლის სიტყვა - ცით ნაბოძარი,
თუ გაგიბედეს, შენც უბოძე ძველი ბოძალდი!..
არ გაგიბედონ: რომ ჩვილი ხარ, კიდევ მოზარდი! -
ვით მოყმე ვეფხვთან მეომარი, - ისე მობრძანდი!!!

თუკი შეგკადრეს, შენც შეჰკადრე, ვეფხვით მიუხდი, -
მყვრიან ჭაობში ჩაუგორე ქვები ჭიუხის!..
"შეიბ მახვილი!" - ჩაუელვე ხრმალი ჯიუტი,
ჩამოაფლითე - ამ ჰიბრიდებს - უშნო "ბიუსტი"!!!

ჩვენ საქართველო არ გვჭირდება: არც უსვანებოდ,
არც - უმოხეოდ, არც - უმესხოდ, არც - უხევსუროდ!...
ვერც უსახელო ვერ იქნება ჩვენი სამეფო:
"იყვან ქართველი", - ერს ქართული ქუდი ეხუროს"!!!

ჩვენთვის მწარეა უცხო თესლი და უცხო წესი:
სხვის წესში ჩვენი დასასრულის დევს დასაწყისი!..
მათ ურჩევნიათ: ჩვენთვის იყოს მუდამ კრწანისი,
გადაუხადონ დამარცხებულ ერს პარაკლისი...

ნათლულო ჩემო, შეიმოსე უფლის ნათელით,
გერქვას მამის და პაპის-პაპის ყველა სახელი -
ეს იყოს შენი მუზარადი და თავსარქმელი!..
აჰა, შეირტყი იგი ხრმალი, ვერცხლის სარტყელით, -

მათ შეუთვალე: დაითვალონ შენი ნახმლევი!...
ამ ხმალს, ძვირფასო, გავლილი აქვს ომის უღრანი,
ასო ომიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული?! -
ჩვენ ჯერ არ ვიცით მისი ბრძოლის ძველი მუღამი,
მკვდართა სიმშვიდე ჩვენ მშვიდობად გვაქვს გაგებული!..

ამ ხმალს არ უყვარს არც შექება, არც - საყვედური, -
აქ ისევ ღვივის მისი გრდემლი და სამჭედლური...
ის გაიცინებს - თუ შეკრბება ყმათა კრებული -
ის გაიელვებს, როგორც ლექსი ვაჟასებური!!!

არ დაგავიწყდეს ესე სიტყვა ჩემი ნათქვამი:
აგვისტოს მთებზე მოელვარე თეთრი ზამთარი...
ანუ ქართველთა წინაპრების ცხადი ზღაპარი:
ის, - მცხეთის ღამე, წმინდა ნინოს თმებში ჩამთბარი...

კობა არაბული
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ln_ln » 12 მაი 2010, 19:04

რაც დასახარჯი არსებობს – ვხარჯავ.
რაც სანახავი არსებობს – ვნახე.
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

ვერ დავარბიე ჩემში ველური,
კანდაშაშრული მზით და მარილით,
ვერ მივაჭედე სულს სახელური,
რომ გამოაღოს ყველამ კარივით.

ყველა ზეიმზე დავიგვიანე,
ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე.
არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი,
მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.

მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

ოთარ ჭილაძე
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ln_ln » 12 მაი 2010, 19:05

მეფეებივით ფიქრობენ მთები...
ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს...
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს...

ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი -
ლამის არაგვის შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,
უფრო უარეს ხევში ვეშვები.

კაცი არა ჩანს , რომ რამე ვკითხო.
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები.
და აი, ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.

ოთარ ჭილაძე
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ln_ln » 12 მაი 2010, 19:07

***

დედაა, რასაც პირველად ნახავ.
მამით იწყება გზებზე ფიქრები.
მერე ჩვენ ვძერწავთ საკუთარ სახეს
იმ დღისთვის როცა აღარ ვიქნებით.
ბავშვობა გადის და უცებ გადის.
ჩვენც გვიხარია, რომ უცებ გადის.
აღარ ჩანს-დღემდე რაც ნათლად ჩანდა,
ქრება უხილავ მეტოქის ლანდიც.
ვერც ჩვენ ვახერხებთ იმ განძის პოვნას,
ვცერც ჩვენ ვნახულობთ იმ აშიშ სოროს,
რომელიც დიდხანს მოჰყვება ხსოვნას
და ბავშვობაში არსებობს მხოლოდ.
სამაგიეროდ დღემდე ჩაკეტილს,
დღეს ყველა ქუჩას გვიჩენს ქალაქი
და უკვე ვიცით, ვინ რას აკეთებს
ულაპარაკოდ თუ ლაპარაკით.
ჩვენ აღარ გვაკრთობს ხმაური ქარის და აღარც დედებს არ ვეტირებით,
რადგან ზღაპრების გმირების დარად,
ვართ ბოროტები ან კეთილები.
და ყველა ვცდილობთ რაღაცის შოვნას,
ყველამ ვიღაცას მივეცით ფიცი.
ჩვენ უკვე ვიცით, რას ნიშნავს თოვლი,
ბავშვები როგორ ჩნდებიან ვიცით.
და უცებ სულში შემოდის ქალი:
ვარდებით, ელდით და ჟრუანტელით....
და ტკივილამდე გახელილ თვალებს
ეცოტავებათ ზეცის ნათელი.
ჩვენ ვხურავთ წიგნებს, უჯრებს და ფანჯრებს
და გაბრუებულ ფრინველის მსგავსად
ვაწყდებით კედლებს და უცებ ვამჩნევთ,
რომ წასასვლელი აღარ გვაქვს არსად.
რომ აღარ გვახსოვს, რაც უკვე ვნახეთ,
რასაც ოდესღაც მივწვდით ფიქრებით....
და მაინც ვძერწავთ საკუთარ სახეს
იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით.

ოთარ ჭილაძე
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ln_ln » 16 მაი 2010, 11:52

წამოდი, გავიქცეთ!

როგორ შეიცვალე, ბებერო თბილისო...
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია...
შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა,
შენს ახლად დაგებულ ქუჩებში მარხია.

რამ გაგაბოროტა, რამ გაგასულელა,
რამ დაგაავადა ამ თავის მკვლელობით?!
ამდენი ვირთხა და ამდენი თხუნელა,
რამ გაგაზრდევინა, ასეთ მზრუნველობით?!

ან რამ მოგაწყურა?! ან რამ მოგაშია?!
ან რა დროს ლექსია, ამ შუაღამეში...
რა დროს სიყვარული... ახლა მოდაშია
უნეზეს გრძნობებით სასტიკი თამაში.

დღეს ბარბარობაა... პაემანს გინიშნავ!
მერიის კუთხესთან შეგხვდები, ბებერო,
(ყოველ შემთხვევისთვის თითზე მოინიშნე...)
უნდა მოვიდე და უნდა მოგეფერო!

ერთი ნაბიჯია ჩემიდან შენამდე,
თუ ვერარეჩკიდან მოკლეზე გადმოვჭრი -
მზიურში ბავშვობას დავკრეფ და ვერამდე,
ფერად ქაღალდებად გზა და გზა გამოვჭრი.

მერე ზემელია... მერეა მთაწმინდა...
აქ, ამ ეზოებში, ჩიხებში, ქუჩებში,
ვჩხუბობდით... გვიყვარდა... გვათოვდა... გვაწვიმდა...
და ლამაზ-ლამაზებს ვკოცნიდით ტუჩებში.

ჩავყვები ბესიკით გრიბოედოვიდან -
სალამი რუსთაველს! (სადღაა ჭადრები...)
ტაბიძის კუთხესთან ჩემს დარდებს მოგიტან
და გეტყვი: - ხანდახან როგორ მენატრები...

და მერე პუშკინით... და მერე, კონკიდან,
ძველი დროებიდან, ახალ დროებამდე,
მოყევი, როგორ ხარ, ხელი ხელს მომკიდე
და ასე ვიაროთ აბანოებამდე.

მოყევი! მოყევი, როგორ ხარ, თბილისო...
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია...
შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა,
ამ ცუდად დანაგებ ქუჩებში მარხია.

შეხედ ამ ვირთხებს, ამ ნაგვის გროვას და
თუ ასე ძნელია სათქმელის მიგნება,
წამოდი, გავიქცეთ! იქნება მოვასწროთ...
მოვასწროთ აქედან გაქცევა, იქნება!

საჯაია
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ln_ln » 16 მაი 2010, 11:53

რეზიუმე

მოდი, ცხოვრება შევაჯამოთ -
თუმცა, არც ისე ადვილია!
ხორცი, რომელიც შეიჭამა,
სისხლი, რომელიც დაილია,
ფეხი, რომელიც წამოვკარით,
ხელი, რომელიც ჩავიქნიეთ,
გრძნობა, რომელიც ამოვკირეთ,
ეჭვი: "არ გვხსოვს"... "არ გვქნია"...
ყველა მოშლილი პარაპეტი,
ყველა შებღალვა სამარეთა,
და არც ნაკლები და არც მეტი -
მზერა, რომელიც ავარიდეთ...
სიტყვა, რომელიც ვერ დავძარით,
ხმალი, ხელიდან განაგდები,
ყველა საყდარი და ტაძარი,
შეჩვენება და ანათემა.
მიწა, რომელიც მივაყარეთ
ზეცას, დაცემით შესაშური...
ჯვარი, რომელზეც მივაკარით
ღმერთი, სახელად იეშუა.
მამა, რომლიც აღარც ვიცით...
დედა, რომელიც - უანგაროდ!
შვილი, რომელიც გავასხვისეთ,
ცოლი, რომელიც უარვყავით -
სუფთა ფურცელზე ჩამოვწეროთ,
უნდა სულ რაღაც ათი წუთი...
გამოვითვალოთ ქვეშმიწერით
ყველა კუთხე და აზიმუტი,
სადაც ცხოვრებამ გადაგვხარა
(მაინც დარჩება ფარატინად!)
და საუკუნის გასაყარზე,
როგორც მეფე და პალადინი,
შევდგეთ წარსულის შეჯამებით -
თუმცა, არც ისე ადვილია! -
ხორცით, რომელიც შეიჭამა,
სისხლით, რომელიც დაილია...
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ln_ln » 16 მაი 2010, 11:53

ქუჩის მუსიკოსი

მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
მამას იქნებ შია, მაგრამ იცის,
ოჯახს უფრო წაადგება ჭამა
და მშიერი მიაშურებს მიწის-
ქვეშა გადასასვლელს მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
გიტარით და გასაშლელი სკამით,
მიდის, ჯდება ჩასასვლელთან მეტროს
და ბრუნდება სახლში გვიან ღამით,
მამა - დიდი მუსიკოსი ერთ დროს.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
უკრავს მამა და მადლს ფეხთან უყრის,
ყველა, ვინც კი წამოვა და წავა.
არის ბედის ირონია, უფრო
წამებაა - ამაყია მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ერიდება, მაგრამ რა ჰქნას - უჭირს
(მამას ალბათ სულ სხვა ბედი სურდა)
და პოეტ შვილს, თან მასსავით - ქუჩის,
სახლში პური მიუტანოს უნდა.
მამაჩემი დიდი მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.

გიო საჯაია
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 18 მაი 2010, 22:38

(ანდუყაფარო…)

ანდუყაფარო,
ლიპარიტო, -
დარნო მთათანო,
ბაგრატოვანთა ბანოვანის ტანო-ტატანო,
ბიჭო სესეო,
თოთიკაანთ ქალო მელანო,
ვაჟას არწივო,
შოთას ვეფხვო,
ტატოს მერანო;

ბზიფო,
ენგურო,
ალაზანო,
მტკვარო,
იორო,
აგერ, ახლახან გარდაცვლილო გალაკტიონო;
ქინძმარაულო,
ტიბაანო, -
ღვინოვ კახურო;
გამოსროლილო ხევსურეთით ლექსო ხალხურო,
დიდო კოლხეთო,
დიდო ქართლო,
დიდო შამქორო, -
ვერ დამადუმონ,
ვერ დამძალონ –
თუნდა ჩამქოლონ…

ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს –
ფრთები მასხია თქვენგნით…
მხოლოდ თქვენგნით რამეთუ.




მუხრან მაჭავარიანი
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meleksa » 19 მაი 2010, 21:43

მე
შენ
მიყვარხარო...
ჩუმად ჩაგჩურჩულე,
შენ კი ამიხლართე გზები,
ვიღაც სხვა მეტრფისო, ფიქრი გამირთულე
ჭირსაც წაუღია სხვები.


მე
შენ
მიყვარხარო...
ზეცას დავაწერე
შენზე შევღაღადე უფალს,
გული გამომექცა ვეღარ გავაჩერე
შენი სიყვარული ღუპავს.

მე
შენ
მიყვარხარო...
ხელებს გიკოცნიდი
შენთან სიახლოვე მსურდა,
სხვებიც მეტრფიანო ასე მპასუხობდი
პასუხიც ასეთი უნდა.

მე
შენ
მიყვარდითქო....
ამას მოგაძახებ
გულს კი ჩამოვკიდებ ბოქლომს
ვერცხლი რომც მაძლიონ მაინც არ მივიღებ
გული შეგეჩვია ოქროს!


(როგორც წესი ავტორი არვიცი)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]