კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 01 ნოე 2007, 13:53

ჰაფეზ შენს საფლავს სატრფომ სიოდ, რომ ჩაუქროლოს
შემოგეხევა ვნებისაგან ტანზე სუდარა

ჰაფეზი
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by qvevri » 01 ნოე 2007, 15:49

მეუბნებიან რად სვამ ხაიამ...
როდესაც ვსვავ მე მესმის რას ჩურჩულებენ ვარდები, იები და ჟასმინები.
მე ისიც კი მესმის, რასაც თვით სატრფოც კი ვერ მეტყოდა...
ომარ ხაიამი.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by gobe » 02 ნოე 2007, 01:17

ამ ქვეყნად გმართებს, არ გადასცდე სიფრთხილის კიდეს,
ქვეყნად მოსავალს შენსას უნდა უჩუმრად მკიდე.
სანამ გაქვს ენა, ყურები და თვალები გიჭრის,
უნდა დამუნჯდე, დაყრუვდე და დაბრმავდე კიდეც...

ომარ ხაიამი



:!:


:evil:


ჰმ...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by guruli » 02 ნოე 2007, 11:49

თუ დავიხრჩვები, ღვინომ დამახრჩოს,
ვგავდე ყაყაჩოს სათისხალიანს,
ძლივს მობარბაცებს მთვრალი ყაყაჩო,
ომარ ხაიამ!
გული, თელილი ბედის ფლოქვებით,
მოკვდა, დადუმდა დიდი ხანია,
სულს მაინც შერჩა ღვინო დოქებით,
ომარ ხაიამ!
არ ვიცი, ეს ოფტოპიკია თუ არა და ლექსი ბევრი სხვაც მიყვარს, მაგრამ ანა კალანდაძის ეს ლექსი (თუმცა აქ მხოლოდ საწყისი 2 სტროფი დავწერე) - მაინც გამორჩეულად.

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 02 ნოე 2007, 11:58

გიორგი ჭინჭარაულს (ბაბოთ გიორგის, იცნობენ კარველები, ბაქარმა მოკლა )

მეთერთმეტე კლასში თავის მერხზე საკუთარი ტეპები ქონდა ამოჩორკნილი:

"მორჩა, დასრულდა დღეს ყველაფერი, ხვალიდან უკვე ვიწყებ ლოთობას!"

კიდევ ერთი მისი ტაეპი მახსოვს:
"გაივლის დრო და ქარი წლებს თმებში ჩამოშლის"

ძალიან მაგარი ხევსური იყო ბაბოთ გიორგი...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by shatilis asuli » 02 ნოე 2007, 13:09

მაგარია ომარ ხაიამის სერია გააგრძელეთ რა?

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 02 ნოე 2007, 13:34

მას შემდეგ, რაც კი მზე და მთვარე ცაზე ანთია,
მადლი ღვინისა ამა ქვეყნად დიდზე დიდია,
ისინი, ღვინოს გასაყიდად ვინც იმეტებენ,
ვერ გამიგია, ღვინოზე კარგს რას იყიდიან.

ომარ ხაიამი
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by qvevri » 02 ნოე 2007, 14:59

shatilis asuli wrote:მაგარია ომარ ხაიამის სერია გააგრძელეთ რა?
ჩვენ კი გავაგრძელებთ მარა შენ რას იტყვი?

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ZVIOSULI » 02 ნოე 2007, 16:13

ჩვენ გვინდა ვჭამდეთ იმას რაც გვიყვარს
და მოუნელებლობით ტკობით ვღრღვინავდეთ,
ვეფეთებოდეთ ნალურსმნალ კედლებს და ყოველ აგურზე ქრისტეს ვერ ვამჩნევდეთ.
გატეხო საკუთარი ნეკნების ჯავშანი და გამოიღო გულის წრფელობა,
რომელიც სისხლს საფარით დაფარული და სიმთვრალის ორთქლით გალეშიალია.
მე არ დაგარქმევთ არც ერთს სახელს,
სახელი წარმავალია.
მე არ დაგისმევთ არც ერთხელ კითხვებს,
კითხვები მხოლოდ ცალი მხარეა,
არამედ მხოლოდ მარტოობაში, ჩემიანომით განგეშორებით
და ასე დავაფასებ თქვენს არსებობას. ჩემს სიშორეში.
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Archil » 02 ნოე 2007, 17:05

გუდაურში მივდივარ და
სიტყვა მინდა დაგიტოვოთ
ლექსი ლექსად დაწერეთ და
სხვა რამ აქ არ დამიტოვოთ

მალე მოვალ, დავბრუნდები
სიონს მთისას ვინახულებ
მოვიკითხავ მოხევებს
და ადგილებს უნახულებს

ომარ კაი კაცი იყო,
ღმერთი იქაც გაანათლებს,
მაგრამ ქართულ სიტყვის მადლსა,
ომარს ვერვინ დაანათლებს

კაი ლექსი დამახვედრეთ,
ჯიგარი და ეშხიანი
თქვენი ნაბრძნობ ნათქვამი და
თქვენი აზრის ნაზიარი

როცა მოვალ, რომ შევხედავ
გულის ძირში გამიხარდეს
ჩემი თავი თუნდაც ჭირსა
ამ კარავის შემხედვარეს
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

lika
ბილიკზე მოარული
Posts: 32
Joined: 23 მაი 2006, 22:26
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lika » 02 ნოე 2007, 19:30

Archil


ძალიან კარგი განყოფილება გახსენი ძალიან მაგარი ლექსებია, ყველანი მაგრები ხართ :D :D :D

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 02 ნოე 2007, 22:59

არც სინაგოგა, არც მეჩეთი, არც ეკლესია, _
არ მწამს არც ერთი, მათი გმობა ჩემი წესია!
მე არც სამოთხის იმედებით ვყოფილვარ ქვეყნად,
არც ჯოჯოხეთის მოლოდინით დამიკვნესია.


ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიამ ნიშაბური
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 03 ნოე 2007, 11:46

ლოცვას რომ მორჩე, მეჩეთიდან წადი, იარე
სარდაფში ჩადი, ქუჩა-ქუჩა ნუ იყიალებ,
ხაიამ შესვი, თორემ მალე შენი ნეშტიდან
გამოძერწავენ მაგ ღვინისთვის თასს და ფიალებს.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 03 ნოე 2007, 23:51

ტურფავ, ღვინო მომაწოდე.ორი რამე მინდა მხოლოდ:
ღვინო შევსვა და ზედ შენი ტკბილი ბაგე დავაყოლო.
ღვინო! ღვინო მომიტანე, რათა თავის შეკავების
აღთქმა შენი დალალივით ქარს და ნიავს გავაყოლო!
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 04 ნოე 2007, 00:36

"დახუჭე თვალები, დახუჭე...
სინათლე ყველაფერს აფუჭებს..
სიბნელე მათრობს და მაჩუმებს...
არ გინდა?... ცხოვრებას გაჩუქებ...
თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს...
ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს...
გთხოვ შენი თვალები მაჩუქე
და შენი თითები მაჩუქე..
და შენი სიზმრები მაჩუქე...
და შენი ალერსი მაჩუქე...
დილა და საღამო მაჩუქე ...
და ამ ყველაფრის სანაცვლოდ...
დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ...
დახუჭე თვალები დახუჭე...
სინათლე ყველაფერს აფუჭებს!"

სხვა ფორუმზე ვნახე შემთხვევუთ და რაღაცნაირად მომეწონა
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]