კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by qvevri » 29 ოქტ 2007, 13:47

ეს რა წაიკითხა ჩემმა თვალებმა :shock:

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 31 ოქტ 2007, 01:08

ვაჟა ხორნაული


ცამ ნისლი წაიყვანა
და ღმერთის სიტყვები
ჰორიზონტზე გაბრწყინდა
ყვავილებად.

:roll:

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 31 ოქტ 2007, 01:11

ამ მიწის ბედი ჩემი ბედია


ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,
მის ბეჭზე ბეჭით ვთიბავ ბალახებს,
მე თუნდა არ ვთქვა, მთები გეტყვიან,
რაც მაწუხებს და რაიც მალაღებს.
ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ,
ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი,
საწუთრო ჩემზე ისე ბალახობს,
როგორც უღელში ნაბამი ხარი.
დავალაჯუნებ დედამიწაზე,
ბრუნავს მიწა და მეც მატრიალებს,
სადღაც მივდივარ, გზა მიდევს შორი,
წვეთი-წვეთ ვტოვებ უკან მზიანეთს.
ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,
ამ მიწის ბეჭზე დამწერეს ჯვარი.

გოდერძი ჩოხელი :roll:

User avatar
a12
მაწანწალა
Posts: 621
Joined: 15 ივნ 2005, 11:38
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by a12 » 31 ოქტ 2007, 03:23

mindvris kvavilebi
chems leqsebshi shemovitane
magram rad ginda shenma siaxlovem kvela gamixmo
მართლა იპოვა კონჭკათში დათიკო ნებიერიძემ დინოზავრის კვერცხები?

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 31 ოქტ 2007, 12:17

მაღლა ასწიეთ ხუროები ჭერი, ჰიმენე!

სულაც ახადეთ ხუროებო ჭერი, ჰიმენე!

სიძე მობრძანდება მაღალი

მაღალზე უფრო მაღალი

(ლესბოსელი პოეტი ქალის ლექსია ლეხბოს კუნძული იყო ძველ საბერძნეთში, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობდნენ)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by გვალდა » 31 ოქტ 2007, 21:13

"აქეთაც ქარაფებია,
იქეთაც ქარაფებია.
ვიცოცხლებთ? - არაფერია,
მოვკვდებით? - არაფერია!
"
სვანეთოლოგი

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by guruli » 31 ოქტ 2007, 22:07

Beqa Picxelauri
(ლესბოსელი პოეტი ქალის ლექსია ლეხბოს კუნძული იყო ძველ საბერძნეთში, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობდნენ)
საფოს ლექსია? :roll: :roll: :roll:

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 31 ოქტ 2007, 22:24

ფშავის არაგვი, რომ უერთდება ხევსურეთისას,
იქ დამწყდა გული.
მივალ ბარისკენ თან მაკავებს,
სევდა დაკრული.
მალვით გავცქერი იხურება,
მთათა კარიბჭე.
აქ რა მაკავებს? იქ რა მინდა?
ბევრი რამ ვიბჭე.
კიდევ ამოვალ ათენგენას,
ალბათ ხატობას?!
კიდევ ვეცდები თქვენს შესუნთქვას,
თქვენით დათრობას.
მივალ! თან მბოჭავს ურჩი ძალა,
ჰაი დედასა.
მივალ! მივალ და ვეღარ ვმალავ,
გულში სევდასა.
ორი არაგვის შესაყართან,
დამრჩა გონება.
ჰე ხევსურეთო,
ჩემი თავიმც დაგემონება!
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
meko
მაწანწალა
Posts: 681
Joined: 25 სექ 2006, 23:57
Location: Georgia
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meko » 31 ოქტ 2007, 22:28

tama
მაგარია!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 31 ოქტ 2007, 22:41

გიღალატე და გაგწირე, გულით ძნელამოსაღებო,
ობლებ ვართ უერცხვისოდა, ვაის მემრ დასაძახებო,
მე ბარი მედედინაცვლა, მე – შენ, შენ – მე განაღვლებო
შენი მლოცველი მეკვლე ვარ, კარს კრძალვით შემოვაღებო
ყრმობას ფეხშიშვლის ნათელო, სამშობლოს იალაღებო,
რად მხვდებით მოქუფრულები, გეუცხოვებით, ლაღებო?
კბოდეებო და კორდებო, ნაკადულ-ნაქამანდრებო,
წარმტაცო სიმაღლეებო – საჯიხვეთ თავ-გუმბათებო
აკვნიდან წრიაპებამდე თვალშადგმით დასანახებო.
ცის ბოძო, კიდეგანაო, ღმერთების ნაქანდაკებო,
იერზვიადო, მეხების სპირალით ნასვირანგებო.
სინდიურავ და საფარევ, ლურჯი ლაჟვარდის ჭაღებო
ტანმთელო მიცუს ციხეო, ზისვრის დუღაბით ნაგებო,
მსოფლიოს ციხეთ ლიდერო, მომხვდურთგან ვერანაღებო,
შუღლწაუგებო შატილო, ბეგენგორივით საქებო,
ქალუნდაურის ნამუსო, ძაღლიკას ნაჯანსაღებო,
ბნელ ღამევ, ბაბურაულის დაშნაით ნაჩახჩახებო
შენ, ჩემო თემის კარიბჭევ, ცქიოტო ქავის თაღებო
დავლათიანი გაგაის უტყუვრად ნაგუშაგებო
ქარჩათ ბუბაის დალალო, ჩაჩქანში ნატუსაღებო
ტკივნებავ – სულის წამღებო, კივლებავ – გულის ამკლებო
ნიას “კალდიმის" წივლებავ – ლაშქრისად ოცის მამკლებო
მახვილ-ხმალ-მაჯა-მარჯვენო, ურჯულოს ყანად მამკებო!
მელოდი, სულის სამყოფოვ, მართლადამც დამელოდები
მამღერე შენი სიმაღლე, ხომ მაინც ლექსით მგონდები
მათქმიე, რომ ძველს გაუსწრებ, არამც თუ გაუსწორდები,
მისაღონე და გამხარჯე, მომანანიე ცოდვები,
მოვედ და განაწილების შემდეგ ნელ-ნელა ვგროვდები,
გუნებაგამოცვლილები პირქუშად დგანან გორ-მთები,
ჭერმოხდილ ჭერხოთ ყორეებს ბუ დაჰქვითინებს მგონდები
მოშლილა სათოფურები, მრავალგზის განაფოთები,
აქით სიკვდილის პირითა იფურთხებოდნენ თოფები...
ისმოდა ხეიბარ პაპის ჟრუანტლიანი ლოცვები.
სატკენი შედარებაა, საწყენი, გასაოცები -
მაწმიდართ სამამაცოსა დაუბამთ ფერმის ძროხები,
რიოშით შეძრწუნებული ამხდარა ანგელოზები,
გადაფარულა შამბითა პატრონცოცხალი ქოხები,
ღამისმთეველთა მაღალბან არ წკრიალებენ დროშები
ყელს შესდნობიათ სამოსი – ქალწულთა ხელსახოცები
მეც ბრალიანთა რიცხვის ვარ, ვუმზერ და სულით ვღონდები
ვითამ რა საზღაურია, მიუწვდომ გავსაგონდები,
ქვეყნად ჰყავდა კი? ან რაად აუხდა ავთ ნალოცები.
მტრისგან ძლეულს და დაბრეულს ღგავ ნასოფლარი სოფლები
მთიელი უმთოდ – უმშობლო, მთა – უშვილებო მშობლები,
ასე ვართ, მთაო, მე და შენ უერთმანეთოდ ობლები.
Last edited by tama on 01 ნოე 2007, 21:49, edited 2 times in total.
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
meko
მაწანწალა
Posts: 681
Joined: 25 სექ 2006, 23:57
Location: Georgia
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meko » 01 ნოე 2007, 02:16

LOKOKINA ეს გახსოვს? :wink: :)

დაღამდა... წვრილნი ვარსკვლავნი
აყვავდნენ, დასხდნენ ცაზედა;
მთვარე კი ჯერ არსადა სჩანს,
არ დაგვნათოის თავზედა,
ჯერ თუ არ გაუღვიძნია,
ისევ თუ სძინავს მკლავზედა!
.....
....

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 01 ნოე 2007, 02:19

ჰმ..
მახსოვს? :D
უფრო მეტიც :!: (ოღონდ ზუსტად არ ვიცი რას ნიშნავს უფრო მეტი :roll: )
აქ აღარ მახსოვს, მგონი ესეა სწორი, მოიცა გავიხსენო, უი, შემეშალა :D:D:D:D :wink: :wink: :wink: Image
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
meko
მაწანწალა
Posts: 681
Joined: 25 სექ 2006, 23:57
Location: Georgia
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meko » 01 ნოე 2007, 02:27

LOKOKINA
ხო აი ზუსტად ეგ მინდოდა გაGეხსენებინა ... :wink: :roll:

....
ეხლა ცა წყნარობს... სოფელსაც
გულწყნარად დაეძინება.
უეცრად შუაღამისას
ცას ჯანღი დაეფინება,
შავი ზღვის შავი ვეშაპი
პირღია დაგვეღირება,
ჩვენ მოსვენებით მძინარეთ,
საჭმელად დაგვეპირება.
.....
....


ხო მერე... ნუ მოკლედ... :roll: ...
კაი ხვალ გეტყვი ბოლომდე :wink:

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 01 ნოე 2007, 10:10

tama
ძაან მაგარია !!!

მთელი ცხოვრება ვეხვეწებოდი ბაბუა ალუადურს ამ ლექსს :)

ძაან უმაგრესი ლექსია

ცხოვრებაში სულ პირველად ეგ ლექსი ვისწავლე ზეპირად (3 წლისამ) :) დიდი მადლობა თამაზ
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 01 ნოე 2007, 10:22

guruli
საფოს ლექსი კია, ვისი თარგმანია არ მახსოვს სამწუხაროდ

სიბრზნის სიმფონიაში წერია
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]