კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ლეონტი » 27 ნოე 2011, 10:06

გათენდა, თოვს, ფიფქები მოდიან
ზევიდან ქვევით,
ზევიდან ქვევით.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ARCHILI » 27 ნოე 2011, 10:58

ლეონტი wrote:გათენდა, თოვს, ფიფქები მოდიან
ზევიდან ქვევით,
ზევიდან ქვევით.
ჩამოვიდნენ
.
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ლეონტი » 27 ნოე 2011, 12:16

ჩამოვიდნენ , დალაგდნენ.
არც ერთი მსგავსი.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ARCHILI » 27 ნოე 2011, 14:10

არადა ერთად
ყველა ერთია

.
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ლეონტი » 27 ნოე 2011, 23:35

და ამას ჰქვიან სოციუმი,
რომელიც მზის გამოჩენაზე გაქრება.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Ketevan Guliashvili » 08 თებ 2012, 18:57

* * *

მე მიყვარს, როცა ყანაში გახვალ
და მგაგებებს სიმინდი ლახვარს.
მე მიყვარს, როცა ყანაში გახვალ
და დილის ნამით გაილუმპები…
თუ ეს ერთხელაც არ განგიცდია,
სიტყვის უთქმელად დაიღუპები.
ან როცა იწყებ სიმინდის მოროდს
და ფეხზე სველი მიწა გეყრება…
თუ ეს იგრძენი, ცხოვრების ბოლოს
ცვრიანი სიტყვა არ გაგეყრება.
მე ქალის თმების სურნელის მსგავსად
ვეტრფი მოხნული მიწის ოხშივარს,
ამიჩქარდება სისხლი ველური
და ვაჟკაური ლექსი მომშივა.
მე ქალის თმების სურნელის მსგავსად
მათრობს სიმინდის ულვაშის სუნი…
ლექსის სათქმელად რომ ვემზადები,
ვარ ოჯალეშით გულდასისხლული.
მე მხოლოდ მისი სახელი მიყვარს,
ვისაც სიცოცხლე ამგვარად მიჰყავს,
და მხოლოდ მისი ცეცხლი მედება,
ვისაც ასე სწამს შემოქმედება.

1938 ლადო ასათიანი
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ln_ln » 13 ივლ 2012, 17:32

მცივა..
მზე შორსაა და აღარც კი ვეძებ..
მე გუშინ მზერა მოვწამლე
და სამუდამოდ დავამუნჯე თეთრი თემიდა..
გარსი, რომელიც ჩემს ცნობიერს აკრავს
ზედმეტად მახინჯია, რომ მიყვარდეს..
სფერო კი, რომელიც ამ გარსშია, ზედმეტად უცნობი..
ტიტებით ნაშენი სიზმრებიდან ღრუბლების ქვეყნამდე

მცივა..
გვირაბი სივრცეა..
კედლები – მირაჟი..
სინამდვილეში ჩვენს გარშემო სიცარიელეა..
სინამდვილეში თითოეული ჩვენგანი აშენებს საკუთარ გვირაბს
და უსასრულოდ ცდილობს იმ ნათელს დაეწიოს,
რომელიც მხოლოდ ბოლოში ჩანს..
ნამდვილი სინათლე მხოლოდ სიკვდილია..
გვირაბი შენი დღევანდელი სამოსია,
ჩაიცვი კედლები
და გაბობღდი ვირთხების სასაფლაოზე..
მუხლები დაიკაწრე..
წვივები დაისისხლე..
თვალები დაითხარე..
და როცა მიაღწევ, მიხვდები რომ ჭეშმარიტებაც გვირაბია,
რომლის დასაწყისი და ბოლო ერთმანეთს უერთდებიან
და წრედი დიდდება
იკვრება
წებდება
და როცა იბადები – კვდები..
და როცა კვდები – იბადები..
ფერადი სითხე დეტისონიკაა,
სიცოცხლის კოლბაში ფსკერამდე დასული
და ჩემი სიცოცხლეც ოქროს ქრონიკაა,
დღეს უნდა ვითხოვო კოსმოსის ასული,
ან ტყვედ ავიყვანო ინკების პრინცესა,
რომ სიტყვად ნაშობი ღიმილი ვიპოვო..
მე ქარმა ცხოვრების დოგმა დამიწესა
მე ქარი დამახრჩობს. რომც შველა ვითხოვო
არც ერთი მიწელი კარებს არ გამიღებს,
არც ერთი ქალაქი არ მფერავს სიკეთით,
თვალი აარიდეთ ნაწამებ თარიღებს,
ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ვირთხებად იქეცით..
გაშალე, ადამიანო, სიკვდილის დროშები
და შენს მიერ გათხრილ სამარხებში ჩაწვი და ჩაბუგე..
გაიხადე, ადამიანო, ჯალათის პერანგი
და შენს მიერ აშენებულ კრემტორიუმებში დაივიწყე..
დასერე, ადამიანო, ომის პირამიდა
და შენს მიერ გამოგონილი ჩაქუჩებით დაანგრიე ის..
და იცანი, ადამიანო, ტანკების გახსენებული ბიბლია..
და მიხვდი, ადამიანო
და გაიგე, ადამიანო
და შეიგნე, ადამიანო
რომ არარაობა ხარ!
და შენი დედამიწა შენივე სიზმრის ერთ-ერთი ტომია
და შენი ცხოვრება შენივე ილუზიაა
და შენი სიკვდილია მხოლოდ ჭეშმარიტება!!!!!
მაწამეთ!

საჯაროდ ვაცხადებ,
მე ვარ ბოროტება..
მე ვარ ურჩხული..
მე ვარ სასაფლაო..
მე ვარ ნაგავსაყელი..
მე ვარ ჭაობი..
მე ვარ ტალახი..
მე ვარ აბელის მკვლელი..
მე ვარ ცერბერი..
მე ვარ ბრუნოს ჯალათი..
მე ვარ ჰადესი..
მე ვარ ილიას მკვლელი..
მაწამეთ!!!!!

და მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდი,
ადამიანო!
ადამიანო!!
ადამიანო!!!
შენ ვინ ხარ?!

ხვიარა
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ln_ln » 13 ივლ 2012, 17:34

იცი, როგორ ვარ? ქარბუქი რომ თავს დაატყდება
sოფელს და ყველა მიატოვებს. სიცარიელე
ისე იზრდება ამ სოფელში, წლების მანძილზე,
საკუთარ მკერდში რომ ვაშენე, ჩემი მფარველი
სულებისთვის, რომ ცოტა ხანში არათუ სამ-ოთხ
ტყის სულს, არამედ, ზუსტად ვიცი, მთელი სამყაროს
მხეცებს დავიტევ, ჭეშმარიტი შამანივით და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? კატას სარზე რომ წამოაგებ
და უცქერ, როგორ საცოდავად ფართხალებს. უცქერ
და ამაყი ხარ, კმაყოფილი, იმით, რომ ასე
იოლად არ ხარ მისაწვდომი, ასე მარტივად
გასაგები და თავს იმშვიდებ იმით, რომ შეგწევს
ძალა ბრძოლის და ძალა თქმის და ძალა გაქცევის
ბოლოს და ბოლოს - შენს ხელთაა შენი ბედიც და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? დახვრეტილი წიგნის გმირივით,
წლების მერე რომ სხვის წიგნებში ცოცხლდება, კვდება,
ცოცხლდება, კვდება და ერთხელაც ყელში ამოსდის
ეს ყველაფერი. ერთდროულად ყველა წიგნიდან
გარბის და ისე იკარგება, საკუთარ თავსაც
ვეღარ პოულობს სივრცისა და დროის შავ ხვრელში -
"ბაღში, რომელშიც ბილიკები იყრებიან" და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? ასაკიც რომ კარგავს პირვანდელ
მნიშვნელობას და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ყველა
ღირებულება, რაც აქამდე გაგაჩნდა, შენი
წარსულიც, აწმყოც, მომავალიც და არსებობაც,
ზოგადად. იღებ ფურცლის ნაგლეჯს, იღებ კალმისტარს
და წერ, რომ შენი სახელია "საკარიასი",
მიგაქვს სანთელთან ეს ნაგლეჯი (ფურცლის) და წვავ და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? არაფერი როცა არ ხდება
გარშემო. როცა გასართობად რამეს იგონებ,
ამბავს რომლიც უნდა მოხდეს, ან უკვე მოხდა
და რა თქმა უნდა ტრაგიკულად დასრულდა შენთვის,
ან დასრულდება და მერე ამ გამოგონილი
ტრაგედიების ანჟანბემანს აყოლებ ჩაის
და შიგადაშიგ შაქრის ნატეხს, ან მურაბას და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? როცა შენში თავს იჩენს ნიჭი
მისნობის, ისე ერთფეროვნად გადის ყოველდღე
ერთი ცხოვრების ერთი მთელი ცხრა მეათედი,
ყოველთვის ერთი სადგურიდან, ასევე ერთი
მიმართულებით, ზუსტად იცი ხვალ რა მოხდება:
როგორ პოზაში გაიღვიძებ, სად წახვალ, ან ვინ
შეგხვდება გზად და რა ეცმევა, რას გეტყვის სხვას და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ

იცი, როგორ ვარ? როცა გინდა რომ ღმერთის გწამდეს
და გულს ვერ უდებ. ვერ პოულობ ადგილს და მიზეზს
დარჩენის, როცა წასვლა გინდა და მაინც რჩები
და ან პირიქით, მიდიხარ და დარჩენა გინდა.
როცა არსებობს რაღაც ძალა, რასაც ეყრდნობი,
ან რაც გეყრდნობა (მაგიაა), გიყვარს, ან მეტიც -
უყვარხარ, ვინმეს და ვერ ამჩნევ, ან არ იმჩნევ და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა ამაზე, რადგან

სოფელში, ერთ დროს სულებისთსის რომ ავაშენე,
ჩემი კეთილი სულებისთვის, საკუთარ მკერდში,
იმდენმა (უფრო სწორად რომ ვთქვა - იმხელა) მხეცმა
დაისადგურა, რომ ადგილი სხვა სულებისთვის
აღარც კი დარჩა და ამიტომ, იცი, როგორ ვარ?
ამ უთავბოლო ვერბლანივით: უშინაარსო,
უცეცხლო, უწყლო, უმიწაო, უჰაერო და
ვიფიქრე, ჯობდა არ მეფიქრა.

გიორგი საჯაია
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ln_ln » 13 ივლ 2012, 17:37

*
მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა
მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ბრუნდება სახლში
და ვიდრე ღამე მზის სხივებით არ აიმღვრევა -
ვერ შელევია მის წმინდა და სევდიან ნახშირს.
ვინც უკეთესი ვერაფერი ვერ შეძლო, ვიდრე
ღამის ხიდიდან ჯოჯოხეთში ვარდნაა; და ვინც
მზის პირველ სხივებს, როგორც ფილმის მოსაწყენ ტიტრებს,
ისე აჰყურებს. ვისაც სძულს და ვერა თმობს მაინც
თუნდაც ერთ წარსულს, უმახინჯესს. ჰოდა მიმღერე
შენი ხმამწარე იავნანა - მათთვის, ვინც ღმერთზე
მხოლოდ ის იცის, რომ ახლოა, და ვერ იყენებს
მისკენ მიმავალ ვერცერთ რწმენას, არადა ეძებს.
მიმღერე შენი იავნანა, მიმღერე შენი
კანონგარეშე იავნანა მათთვის, ვინც ახლა
ღამენათევი და ნათრევი მიიწევს ქშენით
ცივი სახლისაკენ; იმისაკენ, რასაც ჯერ სახლად
ნათლავს და სჯერა, რომ იქ მაინც დახვდება სითბო,
რომელიც თუნდაც მხოლოდ სხეულს ჭირდება ჯერაც;
სჯერა, რომ სიკვდილს და სიყვარულს რაც უფრო ითმენ,
მით უფრო მშვიდად დაიძინებ. რატომღაც სჯერა.
(იმღერე მისთვის, ვინც თავისი ნახა საფლავი
და თითქმის გული აუჩუყა წარწერამ ნიშში.
სახლებს ანგრევენ, ზღვებს აშრობენ, ტყეებს კაფავენ,
მან კი ვერაფრით მოიკვეთა სიკვდილის შიში.)
მიმღერე შენი იავნანა, შვების სიმღერა
მისთვის, ვინც ლიფტის წითელ ღილაკს დილითღა აჭერს
და მერე სამჯერ წარმოიდგენს, როგორ იღება
ლიფტის კარი დ ვიღაც როგორ დაახლის სამჯერ
სახეში ტყვიას. ვინც საკუთარ გასისხლულ სახეს
და აყმუვლებულ ჭირისუფალ ძაღლებსღა ფიქრობს,
როცა კანკალით დილისპირზე სახლის კარს აღებს
და გაუხდელად მიეგდება; და რათა იკლოს
ძილგამძლე ფიქრმა, ყვავილს ხატავს ბალიშზე თითით
ან წარმოიდგენს, რომ დალია აბი საძილე,
ან თავზე საბანს წაიფარებს, ან კიდევ ითვლის,
ან ცდილობს, თავი მოუყაროს ლექსის ნაწილებს
და გრძნობს, რომ სისხლი თვალებიდან აღარ იღვრება.
აღარც ცრემლები. მხოლოდ შიში, დაღლა და შიში.
მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა
მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ეფლობა ძილში.



დაგვიანებული პასუხი მეგობარს

შოთა იათაშვილს

I

რა გიპასუხო? განა ღმერთი ასეთებს გვხედავს.
განა ის ხედავს ჩვენს ქმნილებებს, სიმწრით ნაკეთებს.
ამ ნაგებობებს, ამ მანქანებს, რომლებშიც ვსხედვართ.
ამ თვითმფრინავებს, მატარებლებს, გემებს, რაკეტებს.
განა ის ხედავს ჩვენს სავარძლებს, ტელევიზორებს
და ჩვენს კედლებზე მოწიკწიკე იაფ საათებს.
სარკეებს, სადაც გამრუდებულ სახეს ვისწორებთ.
საწოლებს, სადაც უკანასკნელ ღამეს გავათევთ.

ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს ქაღალდებს; როგორც ფასიანს _
ფულის ნიშნებს და ასე შემდეგ, ისე სავსებით
უსარგებლოებს _ ხელნაწერებს, რითიც სავსეა
ჩვენი უჯრები, და უჯრები ჩვენი მსგავსების.
ვერ ხედავს არყით გადავსებულ ერთჯერად ჭიქებს.
ვერც ბნელ ტროტუარს, ნამთვრალევი სადაც ვირწევით.
ვერც თაროებზე უწესრიგოდ მიწყობილ წიგნებს.
ვერც ჩვენს სახელებს, ზოგიერთის ყდაზე მიწერილს.

ღმერთისთვის ისევ შიშვლები ვართ. და ჩვენს გარშემო
როგორიც შექმნა, ისეთია ისევ სამყარო.
რამდენიც გინდა ცათამბჯენი, ქოხი ვაშენოთ,
უშენ მინდვრებზე ამწეების ჩრდილი დავხაროთ,
მისთვის არსებობს მხოლოდ მიწა, რომელსაც ქარი
გვის და ამტვერებს; და რომელშიც შიშვლად ვმარხივართ.
და მას არ ესმის ტელეფონის გაბმული ზარი
ცარიელ სახლში. და ვერც ხედავს, თუ აქ სახლია.


II

ზამთარია. სასაცილო სპორტული ქუდით,
მამისეული ბათინკებით შენ მოირთვები
და წახვალ ქარში, ან წვიმაში, ჯიბეში ხურდით,
გულში სიმღერის არცთუ ისე მსუბუქ ზვირთებით.
წახვალ და, თუმცა დღეს არავის ნახვა არ გინდა,
მაინც, გზადაგზა კაფეებთან აყოვნებ წამით
და იხედები ვიტრინებში: ერთერთ მაგიდას
იქნებ უსხედან ნაცნობები, რომლებიც სვამენ.

მთელი დღე ძვირფას, მობეზრებულ ქუჩებში ივლი.
ღამით აბოლებ აივანზე. მერე შეწვები
ნაჩვევ ლოგინში. ვერც ვიტრინებს, რომლებიც დილით
გირეკლავდნენ, ვერც აივანს, სადაც ეწევი,
და ვერც იმ ლოგინს, სადაც წევხარ, ვერ ხედავს ღმერთი.
ღმერთი ვერ ხედავს შენს მაგიდას, რომელიც კვლავაც
არეულია. ვერც ხელნაწერს, რომელსაც ხევდი.
ღმერთი ვერ ხედავს შენს თითებში მომწყვდეულ კალამს.

ვერ ხედავს არყის ბოლო წვეთებს, რომელსაც ვიყოფთ.
და ვერც ნასუფრალს ბნელ ოთახში, როცა ვიშლებით.
მისთვის ისევე შიშვლები ვართ, როგორიც იყო
ყველა, ვინც იყო. ვინც იქნება. ისე შიშვლები,
როგორც ადამი. და რაც გინდა სხეულს ფარავდეს –
ლაბადა, ჯინსი, ანაფორა, ნიღაბი, ჩექმა,
ღმერთისთვის მაინც შიშვლები ვართ აწ და მარადის
და სამყაროც ისეთია, როგორიც შექმნა.


III

მისთვის სამყარო ისეთია, როგორიც თავად
ოდესღაც შექმნა და მოხატა ლურჯი ლაქებით.
მხოლოდ მიწაა და მდინარე, რომელშიც გავალთ
და ყველაფერი დასრულდება. ეს ქალაქები
და ეს სახლები, სადაც ვცხოვრობთ, რ არსებობენ.
არ არსებობენ არც ის გზები, ჩვენ რომ მივყვებით.
ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს ვერაფერს, რადგან ზემოდან
არაფერი ჩანს გარდა ერთის _ გარდა სიტყვების.

ის ხედავს სიტყვებს. ოღონდ შიშვლებს. ჯერარშემოსილს
მნიშვნელობებით, ჟღერადობით, ასო-ნიშნებით.
ის ხედავს სიტყვებს, ეს-ესაა ჩვენში შემოსულს,
ვიდრე წარმოვთქვამთ, ვიდრე დავწერთ, ვიდრე შიშვლები
დგანან ჩვენს გულში და იცდიან. წიგნი ჩანიშნე,
ლამპა ჩააქრე, წაიფარე თბილი საბანი.
ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს საწოლებს, საბან-ბალიშებს:
შიშვლები ვყრივართ ცივ მიწაზე, წვიმით ნაბანნი.

და ვერც ამ სიტყვებს, სამწუხაროდ. მათგან არცერთი,
უკვე ნათქვამი, დაწერილი, ღმერთისგან არ ჩანს.
თუმცა ხედავდა თითოეულს, ვიდრე დავწერდი.
და ჯერაც ხედავს რამდენიმეს, რომელიც დამრჩა
მოსახელთები, დასაწერი. არ ქონდა აზრი,
თორემ ამ ლექსის დასრულებას ალბათ შევძლებდი
გულში მომხვედრი, ეფექტური, ლამაზი
ფრაზით,
რომელსაც ერთხანს, ვაღიარებ, კიდეც ვეძებდი.

ზვიად რატიანი
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 01 ნოე 2014, 19:13

მე ხევსური ვარ და მთები მიყვარს.
მიყვარს ლამაზი საჯიხვეები.
შიშის მომგვრელი მხეცების ბრდღვინვა.
ჭიუხები და სალი კლდეები.
ხშირად სიკვდილთან პირისპირ დგომა,
ვაჟკაცის გული გაუტეხელი.
მიყვარს ხევსური ქალის ოცნება,
ოცნება ხშირად აუხდენელი.
ქალ-ვაჟის ტრფობა წმინდათაწმინდა,
ვაჟკაცის ფიქრი თავმოწონების.
ფათერაკების ძიება ხშირად,
მაგრამ არასდროს გამოგონების.
და სიამაყე შატილის ცისა,
გმირი წინაპრის გამოძახილი.
მე იქაური ღრეობა მიყვარს
ბარში ლეგენდად ჩამოტანილი.
შენ, ხევსურეთის ძვირფასო მიწავ,
შენ გამოზარდე გმირი შვილები,
და ოდითგანვე გეძახის ბარი,
მაშინ როდესაც, ძლიერ სჭირდები.
მე ხევსურების ჯირითიც მიყვარს
გაქაფულ ცხენს რომ სდის ოხშივარი
სულ სხვაგვარია ხევსურთა გლოვა
ხევსური ქალიც ხმით მომტირალი
ლექსიც სხვა არის მთისა და ბარის
მთისა ექოა გამოძახილი
ამიტომაა ხევსურთა რწმენაც
ბარში ლეგენდად ჩამოტანილი
მე ხევსური ვარ და მთები მიყვარს
მიყვარს ლამაზი საჯიხვეები
ცაში არწივთა ველური ქროლვა
ჭიუხები და სალი კლდეები

ინგა ლიქოკელი
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 12 დეკ 2014, 16:58

ზეცა ჩამოცვივდა მსუბუქ ფანტელებად,
სადღაც აივნებზე თვლემენ ბეღურები.
მინდა გადავიქცე ღამის გათენებად
და ამ სურვილებით ღმერთსაც ვეხუმრები.

ფილტვებს კვამლად ჩაჰყვა თეთრი კაეშანი,
უცხო ხმაური აქვს ფიქრთა მინარევებს.
როგორც შეწყვეტილი მორცხვი პაემანი,
ზამთრის ამინდები დღეებს მისხვაფერებს.

ისევ ღამეა და მივსდევ საცალფეხოს,
ხეებს მოხდენიათ თეთრი სამხრეები.
უკვე მეფიქრება ყინვამ არ გამტეხოს,
ისე მიმოდიან უცხო სახეები.

თითქოს გულის ცემაც უკვე სხვა რითმია,
თითქოს ჰორიზონტზეც გაჩნდა განთიადი.
ალბათ დამშეული მეძებს არითმია,
ალბათ გზა მორჩა და ცასთან გავმთლიანდი.
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
qarsaoti
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 19 სექ 2010, 18:12
Location: სან ფრანცისკო, კალიფორნია
Contact:
Re: კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by qarsaoti » 08 ნოე 2018, 01:25

დაგვირბუნდი რა თამა

ეს სანტიაგოს საღამოს მოხდა.
თითქოს უეცრად და უნებურად
ფარნები ჩაქრა და ჭრიჭინებმა
აანთეს ღამე წინანდებურად.
ბნელ შესახვევში მისი გულმკერდი
მე გავაღვიძე ხელის შევლებით
და ძუძუები აყვავდნენ უცებ,
ვით იასამნის თეთრი მტევნები.
მისმა ხაბარდამ გახამებულმა
შიშველი ტანი ვეღარ შეფუთნა
და აშრიალდა აბრეშუმივით,
თითქოს დასერა ასმა ბებუთმა.
დაუფერავნი ვერცხლის სევადით
ხეები გახდნენ უფრო მაღლები
და ცის შორეულ ჰორიზონტივით
მდინარის გაღმა ყეფდნენ ძაღლები.
როცა გამოვცდით მყუდრო მაყვლიანს
და ყრუ ძეძვნარებს, მე სველ სილაზე
გავშალე მისი დამძიმებული
და მოელვარე თმების სინაზე.
მან შემოიხსნა წელზე სარტყელი
და გაიხადა ჭრელი ფარაგი,
მე მოვისროლე ამოქარგული
ჩემი ჯუბაჩა და იარაღი.
არც ვარდის ფურცლებს და არც ნიჟარებს
არა აქვთ კანი ისე ნატიფი,
და მთვარიანში ისე არ ბრწყინავს
განათებული ყვითლად სათიბი.
გაელვებული სველი სინათლით
და ასხლეტილი ცივი შეხებით,
ბადეში გაბმულ კალმახებივით
არ მიკარებდნენ მისი ფეხები.
იმ დღეს სადაფის თეთრი ფაშატით
უბადლო გზებზე _ შეუსვენებლივ,
უუზანგებოდ და უაღვიროდ
მე ვიჯირითე შმაგი ჭენებით.
ნდომაკეთილი ჩვენი გაცნობა
მაბამს უსიტყვოდ და უქამანდოდ,
და როგორც მამრს და ვაჟკაცს შეჰფერის,
არ ვიტყვი იმას, რაც მან გამანდო.
როცა კოცნით და სილით მოსვრილი
წყლის ნაპირიდან წამოვიყვანე,
გზად ძეძვიანის მჭრელი დაშნები
ბასრი შეხებით ჩხვლეტდნენ სიღამეს.
ვით ნამდვილ ბოშას შეეფერება
მე უშურველი ვიყავ მისადმი _
მრეში ატლასის დიდი ზარდახშა
ვაჩუქე ერთი _ ხელსაქმისათვის,
მაგრამ მე იგი არ შევიყვარე,
რადგან პასუხად სიტყვამისაგებს _
არ მითხრა სხვისი ცოლი რომ იყო,
როცა მიმყავდა მდინარისაკენ.
მთარგმნელი თამაზ ჩხენკელი
-იქაც ხევსურული ლხინი გაჩაღდება,
"იქაც დაირაზე დაიბუქნებს დათვი"...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]