კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 04 მარ 2008, 19:22

ახლა ამწუთას, როცა მე აქ ვარ,
როცა წისქვილებს ვაბრუნებ პირქვე,
ნეტავ სიტყვებმა სიმართლე დაფქვან,
ნეტავ სიმართლეს გაუძლოს ვინმემ,

ახლა ამწუთას, როცა განვიცდი,
ნეტავ აქ იყო, შენც განიცდიდე,
მარხვა დამწურავს, ლოცვა არ ვიცი,
ლოცვა ცეცხლივით მაინც ლიცლიცებს,

ვითვინიერებ ყვავებს და ყორნებს,
სამყაროს ბზარი გაივლის ჩემში,
შენამდე მოვა, თან გაგიყოლებს,
თან გაგიყოლებს, ჭკუიდან შეგშლის,

დაბეჯითებით და სიტყვა-სიტყვით,
ისე გულდასმით, ისე არასდროს,
ნაბეჭდი მთებით, მარხვისას ვიტყვი,-
შეკრულმა თასმით, ხსნილი მანახოს,

გზები მანახოს, სამყარო შეცდა,
ნეტავ სუნთქვებმა ლოცვანი დაფქვან,
ახლა ამწუთას, მათ შორის შენც და
ახლა ამწუთას, როცა მე აქ ვარ,

როცა წისქვილებს ვაბრუნებ პირქვე
და ბევრი ვნახე ზეიმი, გლოვა,
ლოცვა ყვავების მიპნიოს ვინმემ
და ის სიმართლეც თავისით მოვა,

ის ერთადერთი, ის უშორესი.
თანაც ჩემს თვალწინ როცა ლიცლიცებს,
დანაც დაჟანგდა უშნოდ ნალესი
ნეტავ აქ იყო, შენც განიცდიდე,

ზუსტად იგივეს, ზუსტად ისევე,
დამდგან ხეებმაც, ჩრდილი დამწურავს,
თაფლზე ფუტკრებსაც შემომისევენ,
რადგან მე აქ ვარ, ახლა ამწუთას.

დ. გოგიბედაშვილი
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 04 მარ 2008, 20:53

უცნაურია ამინდია,
უცნაური დარი,
შემომაწვა გულსზე სევდა,
ღამის დასადარი.
რა ვქნა, ამდენ მოლოდინის
ძალა აღარ არი
უცნაური ამინდია
უცნაური დარი.


პეტრე გრუზინსკი
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 07 მარ 2008, 17:10

ტოროლა მიდის წკრიალით,
როგორ უხდება ზეცას,
ველზე ქრის გრილი ნიავი,
შროშანებს წელში კეცავს.
ირგვლივ მზის სუნი ტრიალებს,
ქვასაც უხარის, ხესაც,
როგორც მიყვარდი აქამდის,
ისე მიყვარხარ დღესაც!

გ. ჩოხელი
მეაც გავთუშდ მეაც!

nodari
ბილიკზე მოარული
Posts: 55
Joined: 05 დეკ 2007, 02:04
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by nodari » 07 მარ 2008, 17:39

...
Last edited by nodari on 12 აპრ 2008, 15:27, edited 1 time in total.

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 07 მარ 2008, 18:49

გაზაფხულის უვერტურა

ისევ მაისობს სამაიის ისასამანი,
მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება.
დავტოვე ჩემი მწუხარების მყუდრო სავანე,
ისევ მაისობს სამაიის იასამანი.
ღმერთო! სამშვინველს გაზაფხულის მიეც დიდება
და ბროწეულის ბაღებისკენ გზები სავალი.
მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება,
ისევ მაისობს სამაიის იასამანი.

რატი ამაღლობელი
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 08 მარ 2008, 23:32

ხალხური

* * *

საყვარელო, შენი ქება
უცხო თემში მიამბესო,
გადმოფრენა დავაპირე,
მაგრამ ჯაჭვით მიმაბესო,
რამდენიც წამოვიწიე,
კალთა ლურსმნით დამიკრესო,
არ მაღირსეს შენი ნახვა,
ყველგან მახე დამიგესო,
- ქალო, გევხარ ალვის ხესა,
ბაღჩაშია დანერგულსა,
ტანი მიგიგავს ლერწამსა,
ზღვის პირასა ამოსულსა,
ყელი გიგავს არაბულსა
შეკაზმულსა ბედაურსა,
თვალ-წამწამი ყორანს გიგავს,
შავი ზღვიდან ამოსულსა,
ენა ჭიკჭიკ მერცხალს გიგავს,
ინდოეთიდან მოსულსა,
ადე და ჩემსკენ წამოდი,
შემოგახვევ ვარდის სუნსა,
თუ რომ გულით არ მიყვარდე,
ამომართმევს ღმერთი სულსა.
მეაც გავთუშდ მეაც!

nodari
ბილიკზე მოარული
Posts: 55
Joined: 05 დეკ 2007, 02:04
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by nodari » 09 მარ 2008, 01:14

...
Last edited by nodari on 12 აპრ 2008, 15:29, edited 1 time in total.

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 09 მარ 2008, 12:10

* * *

ცას შეასწორებს უცნობი ხელი,
დაუსრულებელს და უყავაროს,
ეს მხარე მიყვარს თვალებით შენით,
მზეების ჩემის აღმოსავალო.

სხივებს გადახრის გრიგალი ურჩი,
როგორც უხრია სწორი ვერხვები,
მე მოვალ მაშინ ცასავით ლურჯი
და შენს უღონო მხრებს დავეხრები.

მოვალ, მოვითხოვ იდუმალ შველას,
თუ გზა მეყო და ბედი მეღირსა,
რომ, ჩრდილოელო, ამბორმა შენმა
გადამწვას შვილი მზეთა ქვეყანისა.

მირზა
წამო, ზღაპარში ...
Image

nodari
ბილიკზე მოარული
Posts: 55
Joined: 05 დეკ 2007, 02:04
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by nodari » 09 მარ 2008, 12:16

...
Last edited by nodari on 12 აპრ 2008, 15:30, edited 1 time in total.

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 09 მარ 2008, 22:55

სატრფოსთან ახლოს

მე შენზე ფიქრში მზის თეთრი რაში
გამომენთება ზღვის სამყაროში;
მე შენზე ფიქრში მთვარის ციალში
ჩავიხატები წმინდა წყაროში;
მე გხედავ, გხედავ, როცა შორ გზაზე
მტვრის ავარდება კორიანტელი,
უკუნ ღამეში ვიწრო შუკაზე
დაილანდება როცა გამვლელი.
მე მესმის შენი, როცა ყრუ ფშვინვით
აღიმართება შორეთში ტალღა;
ჩუმ ხეივანში მივაყურადებ
როს აფეთქდება ბაღჩად და ბაღად.
მე შენთანა ვარ, შორს იყო თუნდაც
მე მაინც ახლო მეგულვი თითქო!
დახდების მზე და მე აღმომხდება:
ჩემო ვარსკვლავო, ო, აქ რომ იყო!

გოეთე
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 10 მარ 2008, 12:01

წამოდი ჩემთან

წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

შორს აგიშენო თეთრი კარავი,
სიყვარულივით ჩუმი, მდუმარი.
არ შეგაშფოთებს მეტი არავინ,
ისევ ჩვენ ვიყოთ ჩვენი სტუმარი.

ო, შენ არასდროს არ მოგწყინდება,
ჩემთან სიზმრებში ჩაგეძინება
და ცისკარივით გამიბრწყინდები,
ძილში რომ ჩუმად ჩაგეცინება.

ხან უზრუნველი მინდორთა შორის
თეთრ ყვავილებში დამემალები,
მინდორს აანთებს ვარსკვლავი ორი
და შემაჟრჟოლებს შენი თვალები...

წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგხურო თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

ალეკო შენგელია
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 10 მარ 2008, 13:18

ქალავ მითხარი შენაც თუ მიგწონს,
ედემის მსგავსი ჩემი საუფლო.
მთებზე ნისლები უნდა დავკოცნო,
რა გამახარებს ნეტავ სხვა უფრო.
ჩემი დუმილი არ გაიოცო,
როცა ჩაუვლი პარტახ აულებს,
სადმე გზის პირზე დავანთებ კოცონს,
და გზებს წარსულზე ავასაუბრებ.
ბესოთ გიორგი
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 10 მარ 2008, 13:34

ვშორდებით
ყოველ წუთას ვშორდებით...
და აკრძალული სევდის ტოტებით
ერთმანეთს ვუმტვრევთ სულის დარაბებს.
თუმცა, არ შერჩა აზრი არაფერს.
არც ერთგულებას და არც მოლოდინს,
რადგან გმირებად დავრჩით ბოლომდის
და ვერც შევიტყვეთ რომ გვექცა მხარი.
რომ სული ვგვემეთ და არა ლეში
და ის სიწმინდე ჩავკალით ჩვენში
რითაც მდიდარი იყო და არის...
ადამიანი....
ო.ჭილაძე
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by guruli » 10 მარ 2008, 20:05

meore monadire
დავლიათ ვაჟებო ორაყი,
დავლიათ ორაყი ანწლისა,
ძველია ჭერხოში ნანახი,
ძველია, არ არის ამ წლისა
ეს სტროფი სხვა ტემაში ვნახე და იქ რომ არ გამეოფებინა, აქ გადმოვიტანე. ეგ ლექსი ხალხურია თუ ჰყავს ავტორი? და საერთოდ, ხევსურულია თუ თუშური? მე თუშების გარმონზე დამღერებული მომისმენია, მაგრამ ცოტა სხვანაირად:
დაასხით არაყი, ვაჟებო,
არაყი დაასხით ანწლისა,
ძველია ჭერხოში ნანახი,
ძველია არაყიც ანწლისა.

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 11 მარ 2008, 00:48

მონატრების მონატრება მომეძალა,
მამავ, წმინდა სიყვარულის მომე ძალა.
მიმოვფანტე, თუკი შენგნით მომეცა რა,
უმეცრებით ყველგან ხელი მომეცარა.
მამავ, წმინდა სიყვარულის მომე ძალა,
რომ მეძავმა ანგელოზის სახით მდგარმა
არ წაბილწოს ჩემი ფიქრის სამყოფელი,
მომე ძალა სიცოცხლისთვის სამყოფელი.
გზა შინისკენ ვერ ვიპოვე, დამეკარგა,
გულზე სევდის ვრცელი ქსელი დამექარგა.
მამავ ჩემო, ყოველთა უწინარესთა,
იქნებ შემხვდე სინანულის მდინარესთან.

რატი ამაღლობელი
მეაც გავთუშდ მეაც!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]