სიმღერები კოცონთან, რომელსავ ვმღერით ან ვუსმენთ ხოლმე..

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე



User avatar
marmenio
მაწანწალა
Posts: 545
Joined: 13 აგვ 2009, 17:08
სიმღერები კოცონთან, რომელსავ ვმღერით ან ვუსმენთ ხოლმე..

Post by marmenio » 19 აპრ 2011, 16:08

უი, რა კარგი თემა ვიპოვე :D
როგორ მომნატრებია კოცონთან სიმღერა, თან ლიბრა რომ მიზის გვერდით. :wink:

აბა გოგოებო დავიწყეთ:

"ა-ყვავებულა არაგვზე დეკა"-....

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სიმღერები კოცონთან, რომელსავ ვმღერით ან ვუსმენთ ხოლმე..

Post by Naia » 19 აპრ 2011, 16:34

marmenio wrote:უი, რა კარგი თემა ვიპოვე :D
როგორ მომნატრებია კოცონთან სიმღერა, თან ლიბრა რომ მიზის გვერდით. :wink:

აბა გოგოებო დავიწყეთ:

"ა-ყვავებულა არაგვზე დეკა"-....
რაღა დაგიმალო და, მეც ძალიან მომენატრა თქვენი სიმღერის მოსმენა :)

User avatar
qarsaoti
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 19 სექ 2010, 18:12
Location: სან ფრანცისკო, კალიფორნია
Contact:
სიმღერები კოცონთან, რომელსავ ვმღერით ან ვუსმენთ ხოლმე..

Post by qarsaoti » 19 აპრ 2011, 17:24

guruli wrote:იყოს ესეც - ჩეჩნეთის ჰიმნი
http://mus.ge/8353A1CA-chechnuri_@Mail. ... ail.ru.mp3
ირაკლი, იქნებ გავარკვიათ, მე როგორც ვიცი ეს არ არის ჩეჩნეთის ჰიმნი, არც არასდროს ყაფილა...

http://www.youtube.com/watch?v=t3hO6eCpIW8

ეს არის ჩეჩნეთის ძველი ჰიმნი, ჯახარის დროს იყა, მასში ძირითადად მტრების (რუსების) წინააღმდეგ თავისუფლებისათვის მებრძალთა ვაშკაცაბაა შემკული, გაგანილი გექნება "იმ ღამეს ვიშვით რაცა ლეკვებს ყრიდა ძუ მგელი..."

თქვენი დადებული გმირულად დაღუპულთა სადიდებელი სიმღერა უნდა იყოს ჩემის აზრით, ტუმცა მისი თარგმანი ვერ მავიპოვე ჯერ ჯერაბით...
-იქაც ხევსურული ლხინი გაჩაღდება,
"იქაც დაირაზე დაიბუქნებს დათვი"...

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
სიმღერები კოცონთან, რომელსავ ვმღერით ან ვუსმენთ ხოლმე..

Post by Ketevan Guliashvili » 13 მაი 2011, 19:52

მუხა წონწილებს წონწილებს
მამლი მუხასაო,
წონწილებს და წაიქცევა
მამლი მუახასაო.
ჰალალმე და მამლი მუხასაო, ჰალალმე და მამლი მუხასაო.

მუხისა ნადგომსა ძირსა,
მამლი მუხასაო.
შიდაც რომ წყალი დგებოდა,
მამლი მუხასაო.
ჰალალმე და, მამლი მუხასაო. ჰალალმე და, მამლი მუხასაო.

სიდაც რომ თევზი ჩნდებოდა,
მამლი მუხასაო.
იმასაც ხომ დაჭერა უნდა,
მამლი მუხასაო.
ჰალალმედა, მამლი მუხასაო. ჰალალმე და, მამლი მუხასაო.

იმასაც ხომ დაწრა უნდა
მამლი მუხასაო.
დაჭრილსაც ხომ შეჭმა უნდა
მამლი მუხასაო.
ჰალალმე და, მამლი მუხასაო. ჰალალმე და მამლი მუხასაო.
მუხა წონწლიებს წონწილებს
მამლი მუხასაო.
წონწილებს და წაიქცევა...
მამლი მუხასაო.

წონწილებს - რას ნიშნავს?
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
სიმღერები კოცონთან, რომელსავ ვმღერით ან ვუსმენთ ხოლმე..

Post by guruli » 13 მაი 2011, 20:11

qarsaoti
ირაკლი, იქნებ გავარკვიოთ, მე როგორც ვიცი ეს არ არის ჩეჩნეთის ჰიმნი, არც არასდროს ყოფილა...
არ ვიცი, იქნებ არცაა - ვერ ვიკამათებ, რადგან ზუსტად არ ვიცი. არარც კი მახსოვს, საიდან გადმოვიწერე, მაგრამ იქ მასე ერქვა და მეც იმიტომ დავწერე.
ეს არის ჩეჩნეთის ძველი ჰიმნი, ჯოჰარის დროს იყო, მასში ძირითადად მტრების (რუსების) წინააღმდეგ თავისუფლებისათვის მებრძოლთა ვაშკაცობაა შემკული, გაგონილი გექნება "იმ ღამეს ვიშვით როცა ლეკვებს ყრიდა ძუ მგელი..."
”ღამით, როცა ძუ მგელი
ლეკვებს ყრიდა კლდეში,
ჩვენც მაშინ დავიბადეთ,
მგლის ძალაა ჩვენში” - სადღაც მაქვს ეგ ლექსი სრულად. თუ ვიპოვე, დავდებ.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
სიმღერები კოცონთან, რომელსავ ვმღერით ან ვუსმენთ ხოლმე..

Post by Ketevan Guliashvili » 13 მაი 2011, 20:38

მუსიკა: რუსუდან სებისკვერძის

ყური უგდე მზისკენ წასულ
კრიმანჭულს და ლილეოს.
ყველაფერში უხილავი
ძალა მონაწილეობს.

შემოსულა ჩვენი ოქროს
წვიმის წვეთი ყოველი,
მღერად ჩვენი ალავერდის,
მღერად სვეტიცხოველის.

მის: მთაწმინდიდან საქართველოს მთებს გავხედავ წორფლიანს,
ჩემს სამშობლოს ქვეყანაზე სამშობლო არ სჯობია.

სათნოების ტახტი უდგას
თამარს ბეთანიაში,
მამის ძალა მუხაშია,
დედის ცრემლი იაში.

შენ ვარძიით ხარ ძლიერი,
მისი ცით და ტაროსით.
რუსთველია ვარძიელი
მამა ვეფხისტყაოსნის.

მის: მთაწმინდიდან საქართველოს მთებს გავხედავ წორფლიანს,
ჩემს სამშობლოს ქვეყანაზე სამშობლო არ სჯობია.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
სიმღერები კოცონთან, რომელსავ ვმღერით ან ვუსმენთ ხოლმე..

Post by Ketevan Guliashvili » 14 მაი 2011, 12:20

დილა (ხალხური მეგონა თურმე ავტორი ყოლია:) ერქომაიშვილისაა?

დილა არის ცა ლაჯვარდი და
მზისა სხივით იფერება და
და ქურდულად მიმალულა თვით მთვარე და ვარსკვლავთ კრება და (2ჯერ).

მობიბინე ვარდ-ყვავილი და
გულ-მკერდს იშლის იფურჩქნება და
მას ნამს აფრქვევას კლდის ჩანჩქერი, მოცელქობს და მონავარდობს და(2ჯერ).


იადონი ველს გაჰკივის და
ია კრთება, მორცხვობს, ნაზობს და
გამოიღვიძა ბუნებამ სამეჯლისოდ ემზაება და (2ჯერ).

უზუსტო თUა შემისწორეთ!

ბავშვებო, " ცოლი გამიდიდგულდას" სიტყვები ჩაწერეთ რა!
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
სიმღერები კოცონთან, რომელსავ ვმღერით ან ვუსმენთ ხოლმე..

Post by Ketevan Guliashvili » 14 მაი 2011, 12:42

კარკუჩით წამაიყვანეს

ტექსტი: ხალხური, მუს: რევაზ ლაღიძე.

კარკუჩით წამაიყვანეს
ქალი ლამაზი თმიანი,
შვიდი მაყარი წმაყვა
შვიდთავე ცხენოსნიანი.

მის: არ დაიშალა ლამაზმა შავი თოლების ბრიალი
წყალად ხიდითთან რომ მივიდნენ დადგა ხანჯლების ტრიალი. (2ჯერ)


ქალმა თქო ახალგაზრდასა
სიცილით შავეპარები,
მოვაკვლევინებ სურვილსა
ახლო არ გავეკარები.

მის: ბევრჯერ ვყოფილვარ მაყარში ბევრსაც ვარ გადანაყარი.
ეს კი არ გამიგონია, დედოფალს ჰკოცნის მაყარი.(2ჯერ)

პირმა დაგლოცა ხვისამა
ნაწილმა ბარძიმისამან
ალავერდს წმინდა გიოგიმ,
ქალაქჩი სივანისამან.
მის: ღმერთო ნუ მაშლი ამ სახლში ლხინსა და გახარებასა
ვაჯების ქორწინებასა, ქალების გასტუმრებასა. (2ჯერ)

ჰე....ჰე....

სიტყვები კრებულიდანაა ამოწერილი.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]