ჟურნალი "მშვენიერი საქართველო"

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
ჟურნალი "მშვენიერი საქართველო"

Post by Trouter » 08 ივნ 2007, 11:30

გამარჯობათ ხალხნო!

მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ. ცოტა ხნის წინ დავიწყე თანამშრომლობა ახალ ჟურნალთან "მშვენიერი საქართველო". უკვე იბეჭდება ჩემი სტატიების სერია "ნადირობა კალმახზე". ახლახან გამოვიდა ჟურნალის მესამე ნომერი, სადაც ჩემი სტატიაცაა გამოქვეყნებული. ჟურნალი მაღალ ტიპოგრაფიულ დონეზეა შესრულებული, უხვადაა კარგი ხარისხის ფოტოსურათები.
ვფიქრობ ეს გამოცემა საინტერესო იქნება არა მხოლოდ მეთევზეებისათვის და მონადირეებისათვის. პირველ რიგში ჟურნალი გამოცემულია საქართველოს ბუნების მოტრფიალეთათვის და ნებისმიერი "კარაველისთვის" საინტერესო იქნება.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ჟურნალი "მშვენიერი საქართველო"

Post by gobe » 08 ივნ 2007, 12:13

Trouter,
გილოცავ!
აქაც გაიხარე და ჟურნალშიც!
:)

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
ჟურნალი "მშვენიერი საქართველო"

Post by Trouter » 08 ივნ 2007, 14:05

gobe
მადლობა ძმაო! :D

ხალხნო, მართლა, მოიკითხეთ ეს ჟურნალი საგაზეთო ჯიხურებში.
მერწმუნეთ ის ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას.
ჟურნალში საკმაო ადგილი ეთმობა მოგზაურობასაც, რაც თქვენ ყველაზე მეტად გაინტერესებთ. მიმოხილულია საქართველოს ეკოლოგია, ფლორა, ფაუნა, ბუნების ძეგლები...
დაბეჭდილია თურქეთში კარგ ქაღალდზე.
ძვირი არ ღირს.
ძალიან გთხოვთ რეკლამაში ნუ ჩამომართმევთ, უბრალოდ მიმაჩნია რომ "კარველები" იქ ბევრ საინტერესოს ამოიკითხავენ. :)

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ჟურნალი "მშვენიერი საქართველო"

Post by ZVIOSULI » 08 ივნ 2007, 14:20

Trouter
აუცილებლად შევიძენ თუ სადმე გადავაწყდი!


ალბათ ეს იდეების ნაწილში უნდა წავიდეს, მაგრამ რახან აქ იშვა - კავაველებს შორის თევზაობაში შეჯიბრი ხომ არ მოგვეწყო - პროფები და არაპრობეი ერთად - ან კიდევ რამენაირად!!?
ოქროსთევზის დამჭერს - 5 ლიტრ აჩამოსასხმელი შატილი!
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
ჟურნალი "მშვენიერი საქართველო"

Post by Trouter » 08 ივნ 2007, 14:37

zviorgatori
მშვენიერი იდეაა!
ოღონდ შეჯიბრის შემდეგ ყველა (გამარჯვებულ-დამარცხებული) სვავს! :D

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ჟურნალი "მშვენიერი საქართველო"

Post by paata_ » 08 ივნ 2007, 15:05

Trouter

მეც მინდა მონაწილეობის მიღება, ალბათ დავმარცხდები (ალბათ კი არა ნამდვვილად) მაგრამ მაინც კარგი იქნება





დღესვე ვიყიდი ჟურნალს. კაია ასეთი ჟურნალი რო გამოდის

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
ჟურნალი "მშვენიერი საქართველო"

Post by Trouter » 08 ივნ 2007, 16:35

paata_
ხო, ჟურნალის შეძენის მსურველთა საყურადღებოდ, სულ დამავიწყდა :) ,
ჟურნალის მესამე ნომერი ქსელში ხვალიდან გამოჩნდება, რადგან მხოლოდ დღეს გავიდა რედაქციიდან :)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ჟურნალი "მშვენიერი საქართველო"

Post by Gvalva » 09 ივნ 2007, 19:20

დღეს შევიძინე,

კარგია რომ ასეთი ჟურნალი გამოდის,

ნაცნობ ადგილებზე სტატიები მაშინვე გადავიკითხე :).

დავით გარეჯის სიცოცხლეზე რაც წერია ეგ დასკვნა მეც გამიკეთებია ავტორისგან დამოუკიდებლად, მართალია მაგდენი სახეობა არა მარა მაინც ყოველ წასვლაზე რამდენიმე "არასტანდარტულ" ფრინველს ვნახულობთ ხოლმე. ბოლოს რომ ვიყავით, ზუსტად როგორც ავტორს უწერია, მინდვრის არწივი ასე ზანტად, გვიან აფრინდა და ხელი რომ გამეწია ალბათ კლაჭს მივწვდებოდი ისე ნელა მოძრაობდა მანქანასთან.

როგორც vokrug sveta-ზე გაზრდილი ადამიანი, ვიტყვი რომ რაღაც უიუტი, მყუდროება აკლია ჟურნალს, ძალიან დიდი, მჭექარე ფოტოებია...

წარმატებები, ერთი მკითხველი კიდევ შეიძინეთ

უი, მართლა, Trouter, სოკოზე მაინც წაგვიყვანეთ, ეგეც თევზაობა ხომ არაა :), თქვენ რომ გელას წაუყვანიხართ ხომ კარგი იყო ;) :)

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
ჟურნალი "მშვენიერი საქართველო"

Post by Mao » 10 ივნ 2007, 00:38

Trouter
gaixare inpormatsiisatvis! :D
together on the top!!

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჟურნალი "მშვენიერი საქართველო"

Post by ლეონტი » 11 ივნ 2007, 11:29

გუშინ შევიძინე მესამე ნომერი.
ხომ არ იცით პირველი და მეორე არის კიდევ სადმე?
რაც შეეხება ჟურნალს, მივესალმები, კარგი წამოწყებაა, თუმცა სრულყოფილებამდე ჯერ ბევრია.
თითქოს კარგ ქაღალდზეა და ხარისხიანი პოლიგრაფიით მაგრამ თვითონ ფოტოების ფერები და ხარისხი არ ვარგა, თანამედროვე მოთხოვნებს ჩამორჩება. აი ისეთია საბჭოთა" ტურისტ" ჟურნალში რომ იყო, იმის მერე კი დეკადებმა ჩაიარა. ეტყობა ეს ფასთანაა დაკავშირებული.
უაზრო რეკლამები ბევრია, რას იზავ.
და საერთოდ ფართობი დიდია, მასალა ნაკლები.
წარმატებას ვუსურვებ ამ კარგი საქმის წამომწყებებს .

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
ჟურნალი "მშვენიერი საქართველო"

Post by Trouter » 11 ივნ 2007, 12:44

Gvalva

წავალთ, აუცილებლად წავალთ... სოკოზეც და კალმახზეც... არც დანაპირები აბაშის ჩანჩქერები დამვიწყნია :wink:
უკვე ახლოვდება ჩანჩქერების დათვალიერების საუკეთესო სეზონი და მალე კონკრეტულადაც უნდა მოვილაპარაკოთ :)

ლეონტი

წინა ნომრების შეძენა შეიძლება რედაქციაში.
გეთანხმები შენიშვნაში ფოტოების უხარისხობასთან დაკავშირებით. მგონი ვიცი ამის მიზეზიც. კონკრეტულად ჩემი სტატიის ფოტოები ჩემს მიერაა გადაღებული უბრალო "სასაპნით' :lol: - შესაბამისად რომელ ხარისხზეა საუბარი! :D
აი, რომელიმე პროფესიონალი "კარაველი" ფოტოგრაფი რომ წამომყოლოდა სათევზაოდ, მაშინ ფოტოების ხარისხი შეუდარებლად უკეთესი იქნებოდა :)

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ჟურნალი "მშვენიერი საქართველო"

Post by Makena » 14 ივნ 2007, 16:27

ჟურნალი მეც ვნახე, კარგია რომ ასეთი ჟურნალი გამოვიდა... თუმცა ცოტა კრიტიკულად თუ შეხედავს კაცი ბევრი რამაა დასახვეწი და გასაუმჯობესებელი, იმედია თანდათან დახვეწავენ :wink:

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ჟურნალი "მშვენიერი საქართველო"

Post by caucasica » 02 აგვ 2007, 20:21

გამოვიდა ახალი ნომერი
ნომერშია თრუსოს ხეობა , ვაშლოვანი და კიდევ ბევრი საინტერესო რამ

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ჟურნალი "მშვენიერი საქართველო"

Post by popins » 02 აგვ 2007, 20:30

ვა ,ვიკითხო ერთი ეგ ჟურნალი :)
lenchiamal

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
ჟურნალი "მშვენიერი საქართველო"

Post by Mrs. Robinson » 02 აგვ 2007, 21:37

Trouter
სწორედ რომ აუცილებელი იყო ასეთი ჟურნალის არსებობა!
(ამ თემაში არ შემომიხედია აქამდე).

მე წერეთელზე პავილიონში წიგნის ბაზრობაზე გავიგე მისი არსებობის შესახებ და რადგან ძველი ნომრებიც იყიდებოდა, ამდენი საინტერესო ჟურნალის ერთთად ნახვამ დიდად გამახარა!

წარმატებებს გისურვებთ! :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]