კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 15 მაი 2007, 11:03
აბა, გეყოფათ ახლა დასვენება და ღრეობები, ხინკლაობა-თაღლაურობები და მაკდონალდს-ნაყინები!!!

ჯერ ხინკალიდან დაიწყეს, მერე ხაშზე გადავიდნენ და ბოლოს თაღლაურაც არ ეყოთ, მაკდონალდსებზე და ნაყინებზე გადავიდნენ, გზა და გზა კი ჭამ-ხოდები და ნაირ-ნაირი დღეობები შემოიღეს! მგონი, დადგა დრო, გავიხსენოთ შეჭირვებული ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. რას იტყვით, არ მოვიკითხოთ ის ხალხი ხევსურეთში, შემოდგომაზე რომ ავაკითხეთ? არ გაინტერესებთ, როგორ გამოიზამთრეს? ახლა თოვლიც დამდნარი იქნება და გზებიც - გახსნილი.
-
bontura
- ბოდიალა
- Posts: 239
- Joined: 03 მაი 2007, 13:58
-
Contact:
Post
by bontura » 15 მაი 2007, 11:05
ეჰ, მე ავტომატურად ვვარდები აქაურობიდან...ოხ, ეს სამსახური და 6დღიანი სამუშაო გრაფიკი!

mze
-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 15 მაი 2007, 11:07
ხევსურეთის ხალხი კარგია, მივაკითხოთ. ხევსურეთის ფანი ბევრია და ბევრიც წამოვა...
ერთი იდეა მაქვს კიდევ... ნინოწმინდაში რომ ბავშვები იზრდებიან ეკლესიაში, იქით რომ წავიდეთ რამოდენიმე დღიანში და ერთი დღით ბავშვები გავასეირნოთ სადმე ახლო-მახლო ბუნებაში, რომ იგრძნონ უფროსი ადამიანების სითბო? ანდა მივაკითხოთ მაინცა, თუ მეტი არაფერი, დავენახვოთ. უპატრონონი არიან და უფროსებს დანატრებულები. რას იტყვით?
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
bontura
- ბოდიალა
- Posts: 239
- Joined: 03 მაი 2007, 13:58
-
Contact:
Post
by bontura » 15 მაი 2007, 11:14
ეეე, ჩემი ოცნება იყო რაიმე ისეთ პროექტში მიმეღო მონაწილეობა სადაც მაგ ბავშვებზე იზრუნებდნენ.. "ვ რამკახ ნაშევა უნივერსიტეტა" გვინდოდა გაგვეკეთებინა პროექტი და წარგვედგინა სადაც ჯერ არს... მზრუნველობამოკლებულ უფროსკლასელთათვის სპეციალური ტრეინინგები ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ბუღელტრეტიის შესავალში, ინგლისურ და რუსულ ენებში... ჩაგვეტანა კომპიუტერები, თანამედროვე წიგნები....დაგვეგეგმა პატარებისთვისაც და დიდებისთვისაც სპეციალური ბანაკების მოწყობა.....

ეჰ, რა ამბიციურები ვიყავით მაშინ მე და ჩემი დაქალი/////
mze
-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 15 მაი 2007, 11:18
bontura
ვერ დაგეთანხმები, საქველმოქმედო საქმიანობისათვის აქაც შეიძლება ადამიანმა ბევრი გააკეთოს, შეაგროვოს მეგობრებში წასაღები ნივთები, თანხა. და ამ ყველაფერს მერე ვინც შეძლებს წასვლას, ის გადასცემს. აგალითად გასულ ოქტომბერში მხოლოდ ორი ნივა ავიდა არდოტში, თუმცა გაცილებით მეტი ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას საქველმოქმედო ტვირთის შეგროევბა-შესყიდვაში. ზოგიერთმა თანხა ისე დადო, რომ ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია კიდევაც. ასე რომ..
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 15 მაი 2007, 11:27
Archil
ერთი იდეა მაქვს კიდევ... ნინოწმინდაში რომ ბავშვები იზრდებიან ეკლესიაში, იქით რომ წავიდეთ რამოდენიმე დღიანში და ერთი დღით ბავშვები გავასეირნოთ სადმე ახლო-მახლო ბუნებაში, რომ იგრძნონ უფროსი ადამიანების სითბო? ანდა მივაკითხოთ მაინცა, თუ მეტი არაფერი, დავენახვოთ. უპატრონონი არიან და უფროსებს დანატრებულები. რას იტყვით?
დაკოტა, ეგეც ძაან კარგი იქნება, მაგრამ მაგაზე ცალკე თემა გავხსნათ, ახლა კი მხოლოდ ხევსურეთზე ვისაუბროთ, თორემ აქ დომხალი გაკეთდება, დედა შვილს... ვერ იცნობს.

-
Varvara
- იეტი
- Posts: 1279
- Joined: 08 სექ 2006, 09:53
- Location: თბილისი
Post
by Varvara » 15 მაი 2007, 11:36
guruli
გეთანხმები - რაღაცა რომ დაიპოსტება, კონკრეტული საქველმოქმედო ღონისძიება, მერე ატყდება ესეც გავაკეთოთ, ისიც გავაკეთოთო - გაჭირვებულს ჩვენს ქვეყანაში რა გამოლევს. მაგრამ მოდით იდეის და თემის ავტორს ვცეთ პატივი და ის შემოთავაზებული აქცია თუ ღონისძიება მივიყვანოთ ბოლომდე.
ვისაც წასვლა არ შეუძლია, თანხით და სხვა საგნებით არის დახმარება შესაძლებელი.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 15 მაი 2007, 14:46
Varvara
ვისაც წასვლა არ შეუძლია, თანხით და სხვა საგნებით არის დახმარება შესაძლებელი.
მართალია. ერთი თანამშრომელი ამ დღეებშიც მეუბნებოდა, როდის მიდიხართ, შემოდგომაზე რომ ამბობდი წასვლას, რაღაც-რაღაცები მას შემდეგ გადანახული მიდევს სახლშიო.

-
caucasica
- იეტი
- Posts: 1238
- Joined: 02 ივნ 2006, 22:11
-
Contact:
Post
by caucasica » 15 მაი 2007, 15:02
guruli

გაიხარე მაგარი თემაა!!!
მე თქვენს გვერდით ვარ... ჩვენ შეგვიძლია ხალხს დავეხმაროთ თან ძალიან მაგარ რამეს დავესწროთ....
მანდ
მალე ათენგენობა იწყება (მაისის ბოლოს) თუ ამასაც დავამთხვევთ ხომ კარგი (ათენგენობა მოზრავი დღესასწავლია, ლუდის მოხარშვა, ხატში დღეობა, ხევისბერი, ხევსურული ღრეობა, ბალალაიკა...თან სხვადასხვა სოფელში სხვადასხვა დროსაა..)
მე დამოუკიდებლად ვფიქრობდი მანდ წასვლას და თუ ასეთი კარგი ხალხთან ერთად მომიწევს ხომ....
-
Bocho
- მაწანწალა
- Posts: 736
- Joined: 26 სექ 2006, 14:21
- Location: Tbilisi
Post
by Bocho » 15 მაი 2007, 15:24
ხევსურეთი მაგარი იდეაა. ივნისის ბოლოსკენ გავაკეთოთ და სერიოზული 2-3 დღიანი მოვარტყათ...
ÐÐ½Ð°Ñ€Ñ…Ð¸Ñ ÐœÐ°Ñ‚ÑŒ ПорÑдка
-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 15 მაი 2007, 15:54
მე წიგნებით მომარაგებენ ისევ

გვალვას უყვარს მაგი წიგნები
ვნახოთ კიდევ რა იქნება შესაძლებელი.
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 16 მაი 2007, 19:00
რაღაც ვერ გატყობთ ენთუზიაზმს, ჰა... ასე მოგადუნათ ზამთარმა?

დაყარეთ იდეები ხაშლამასავით. თუ სკოლის დროს წავალთ, ჩვენ შეგვიძლია იქაურ ინტერნატს ისევ დავეხმაროთ - ტკბილეული, საკითხავი ლიტერატურა, სათამაშოები, ტანსაცმელი... ანუ, დაახლოებით იგივე ტვირთით, რითაც წინა ჯერზე დავეხმარეთ (მგონი, მაშინაც ეგ რამე-რუმეები იყო დავთარში). თუ მოგვიანებით წავალთ, მაშინ შეგვიძლია ისევ იმ ორ ოჯახზე ვილაპარაკოთ, თუმცა მათი დახმარება ინტერნატთან ერთადაც შეიძლება.
მოკლედ, რაც შემეძლო, იდეები მოგაწოდეთ, აწი კი ვიმსჯელოთ. მე ვფიქრობ, ინტერნატის გარდა, იმ 2 ოჯახსაც დავეხმაროთ პროდუქტებით - ფქვილი, ბურღულეული, შაქარი, მარილი... გაზაფხული სოფლად ცოტა ძნელი პერიოდია - შიმშილობის დრო, როცა წინა წლის ნაგროვებ მარაგს ზამთარი შთანთქავს, ახალი კი ჯერ არაა... ამიტომ მგონია, ახლა იქ საკვები პროდუქტი განსაკუთრებით საჭიროა. არაფერს ვამბობ შორენა ზვიადაურზე - წვრილ-შვილიან ოჯახს საკვები ულევად სჭირდება.
-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 16 მაი 2007, 21:47
ანუ ორი მიმართულება გამოიკვეთა:
1. დავეხმაროთ ინტერნატში მყოფ ბავშვებს, გავუმჯობესოთ სწავლების საშუალება და ასე შემდეგ
2. დავეხმაროთ გაჭირვებულ ოჯახებს.
ამ მიმართულებით ორი ოჯახი უკვე გვყავს აღრიცხვაზე აყვანილი. სხვა ოჯახების გამოკვეთაც შეიძლება. პრინციპი ასეთი ჩამოყალიბდა - ვისაც უკვე დავეხმარეთ, ტანსაცმელი მივეცით, წიგნები დას ასე შემდეგ, იმათ შედარებით ნაკლები (ტანსაცმელი უკევ აქვთ) და ვისთვისაც არაფერი გაგვიკეთებია, იმათ შედარებით მეტი. მახსოვს ხევისბერმა ღვთისომ ერთ მოხუც კაცზე გვითხრა, კაი იქნება თუ დაეხმარებითო... ჩემზე ერთი წლით პატარააო, ანუ მოხუცია ძალიან.
caucasica
თუ შეძლებ გაიგო კიდევ ასეთი ოჯახების შესახებ, უფრო მიზანმიმართულები ვიქნებით.
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 16 მაი 2007, 22:10
caucasica, ჭიმღაში, მიხა არაბულთან მოხვედრა იოლად შეიძლება?
კარაველებო, ამ კაცზე შარშანდელ "ნიამორზე", ნინო ჯაფიაშვილის ფილმ "პილოტის" ანონსში (საბოლოოდ ამ ფილმმა გაიმარჯვა) ვწერდი, ჩვენი დროის გმირია-მეთქი. იგი მარტოდმარტო ცხოვრობს სოფელში და როცა ზამთარში ვერტმფერენით გადასულან მესაზღვრეებტან, იმათ უთხოვიათ, კარგა ხანია, არ გამოჩენილა და გადააკითხეთ, რამე არ უჭირდესო. დათო აბალოიზე და ზაურა ქორთოშიძეც წასულან და თურმე თავზე დატრიალებდნენ სახლს და ცდილობდნენ გაერკვიათ, ნაკვალევი თოვლზე კაცისა იყო თუ დათვის. ბოლოს მიხაც გამოჩენილა და აღმოჩნდა, რომ ცოცხალი კი იყო, მაგრამ ფქვილი გათავებოდა და 1 კვირა თურმე მარტო რძის პროდუქტებით იკვებებოდა. იმ ფილმშიც ამბობს მიხა, ჩრდილოელები სანამ აქ ჩვენს ნაკვალევს ხედავენ, ვერ შემოვლენ, როგორც კი არ ვიქნებით, მაშინვე დაიკავებენ აქაურობასო.
თქვენი არ ვიცი, მე კი იმ ყიამეთ ზამთარში ათასობით კილომეტრზე, თოვლის ტყვეობაში უპატრონოდ მიმოფანტული საქართველოს ეს უანგარო გუშაგები მართლა გმირები მგონია. ასეთთა წინაშე თავს რაღაც უხერხულად ვგრძნობ. თუ შესაძლებელია, მივიდეთ მაგ კაცთან, თუ რამეს წავუღებთ - ხომ კარგი, არადა, მოვიკითხოთ მაინც, მოვეფეროთ, როგორც შეგვიძლია...
Archil, მაგ ორივე მიმართულების გაერთიანებაც შეიძლება.
-
popins
- იეტი
- Posts: 4592
- Joined: 21 დეკ 2006, 10:10
- Location: saburtalo,burtit unda viburtao
Post
by popins » 16 მაი 2007, 22:12
guruli
მაგ, კაცის გაცნობა მინდა.
lenchiamal