ძველი ფოტოები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ძველი ფოტოები

Post by Kakha » 24 აპრ 2007, 11:59

ბექა ფიცხელაური ერთ საოცარ ამბავს (ანდრეზს) მოგვიყვა აქ http://www.karavi.caucasus.net/viewtopi ... edba#34050 რომელსაც მე გამოვეხმაურე და ჩემს ოჯახში შენახული ძველი ფოტოები გამოვდე. მერე ლამამ შემოგვთავაზა ცალკე თემა გაგვეხსნა სადაც ძველ ფოტოებს დავდებდით, მით უმეტეს თუ მათზე საქართველოს მთა-ბარი იქნებოდა აღბეჩდილი. გმადლობთ ლამა იდეისთვის.

აი ესაა ეს თემა და შეგიძლიათ ძველი ფოტოები გამოდოთ თქვენი არქივებიდან.

Beqa Picxelauri
საოცარი ამბავია.
რადგან ასე კარგად იცნობ შენი კუთხის ამბებს, შემთხვევით ჩემი დიდი პაპის სახელიც ხომ არ გაგიგია? შალვა ქარუმიძე - მისი ხელმოწერაა 1918 წლის 26 მაისს მიღებულ დეკლარაციაზე. რაც შეეხება ხევსურებთან მის ურთიერთობას, როგორც გამიგია თავის დროზე ჩამოაყალიბა საზოგადოება "მწყემსი" ხევსურეთში. ხევსურებთან ერთად სურათიც აქვს გადაღებული. საკამოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდაო ხევსურეთში, როგორც ბებიაჩემისგან გამიგია. გასაბჭოების შემდეგ რამდნი დაიჭერდნენ (24 წლამდი საქართველოში იყო) ხევსურები ჩამოდიოდნენო, მიადგებოდნენ ჩკ-ას და ლამის ძალის-ძალით გამოჰყავდათო. ხევსურებმა ჯაჭვის პერანგი (სრული კომპლექტი), კაჟის თოფი და ხმალ-ხანჯალიც აჩუქეს. ყოველივე ჩკ-ში წაიღეს 1951 წელს როცა ჩვენები გააასახლეს. მამაჩემი მიყვებოდა, როცა დაკითხვაზე შემიყვანეს პირველი რაც თავლში მომხვდა გამომძიებლის ოთახის კუთხეში მიყუდებული ჩვენი თოფიო.
Last edited by Kakha on 24 აპრ 2007, 17:22, edited 1 time in total.

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ძველი ფოტოები

Post by meore monadire » 24 აპრ 2007, 12:02

Kakha
შეიძლება ვიცი კიდევაც ბევრნი იყვნენო შეფიცულები ამოსულები ხევსურეთს
არ ვიცი უპროს უნდა ვკითხოთ ამ ზაფხულს
აი, მიზეზიც :
მოვიძიოთ ხევსურეთში შენი ბაბუის ამბები

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ძველი ფოტოები

Post by Kakha » 24 აპრ 2007, 12:03

აი ხევსურებთან გადაღებული სურათიც - ცენტრში შალვა ქარუმიძეა
Image

ეს სურათიც შალვასთვის უჩუქნიათ
Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ძველი ფოტოები

Post by Kakha » 24 აპრ 2007, 12:08

არა შალვა შეფიცული არ ყოფილა - 24 წლის აჯანყებამ უცხოეთში მოუსწრო, საიდანაც იარაღის შემოტანაში იყო ჩართული და იქვე დარჩა, საქართველოში აღარ დაბრუნებულა...

დანარჩენი მერე, რეალში თორემ ძალიან გავაოფტოპიკე

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ძველი ფოტოები

Post by meore monadire » 24 აპრ 2007, 12:09

Kakha
შენ ყოფილხარ მაგარი კაცი!
ერთი ვინც მე თვითონ ვიცანი პირველ სურათზე მესამე რიგში შავი ფაფახით
და ბაწარაულით ხელში
არის ღულელ ბექა (ხვთისო ქისტაური) ჩემი დიდი ბაბუა მაგარი სურათებია
ესენი ნანახი არ მქონდა ახლა ამათ "კომპეტენტურ" ხალხს ვანახებ და ...
ალბათ აღვადგენთ სურათის გადაღების დროებას კარველები ....
Last edited by meore monadire on 26 აპრ 2007, 15:09, edited 1 time in total.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ძველი ფოტოები

Post by Kakha » 24 აპრ 2007, 12:14

რახან გავაოფტოპიკეთ ბარემ ერთას გეტყვი შალვა მაქსიმკიანის უკან რომ ზის ჩოხასა და ფაფახში, უიარაღოდ ისაა.

მეორე სურათზე ცენტრში რომ კაცია, მარცხნიდან მესამე გულზე დააკვირდი ნიშანი აქვს დაბნეული. როგორც მითხრეს ეს მოხალისეთა რაზმის წევრებს ჰქონდათო ასეთი ნიშნები.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ძველი ფოტოები

Post by lama » 24 აპრ 2007, 14:26

Kakha
კი არ გააოფტოპიკე აზრამედ მართლაც კიდევ უფრო საინტერესო გახადე თემა

მაგარი ფოტოები ვნახე ძალიან მომწონს საერთოდ ეს იდეა და ერთი განყოფილებაც შეიძლება გაკეთდეს და დაერქვას

"ფოტო არქივი"

სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოტოები იქნება ძველ დროს დაგაღებული ან თუნდაც თბილისის ძველი ფოტოები

მოკლედ იდეა მე მგონი კაია :)


რას იტყვით????
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ძველი ფოტოები

Post by Giorgi Bagrationi » 24 აპრ 2007, 15:34

Kakha
როგორც ჩანს პირველი ფოტო მეფისნაცვლის სასახლის ეზოშია გადაღებული (მოსწავლეთა სასახლე), ხოლო მეორე ალბათ ხევსურეთისკენ, მაგრამ ხომ არ იცი სად?

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ძველი ფოტოები

Post by Kakha » 24 აპრ 2007, 15:44

Giorgi Bagrationi
ჰო, რა თქმა უნდა, მეფისნაცვლის სასახლის ბაღში გამავალი კიბეა. მანდ ხომ იმდროინდელი პარლამენტი იყო 1918-1921. ჰოდა ეგ კიბე უამრავ ფოტოშია, რაღაც სტანდარტულად მანდ იღებდნენ ხოლმე ფოტოებს. მგონია მერე ქეთო და კოტეშიცაა გადაღებული.

აი ხევსურეთისკენ გადაღებული სადაა არ ვიცი. ვინ არიან არც ის ვიცი. ცხადია ჩემს დიდ პაპას იცნობდნენ და, როგორც დავწერე, თუ იმით ვიმსჯელებთ რომ ერთ-ერთს მოხალისის ნიშანი უკეთია მოხალისეთა რაზმის წევერები უნდა იყვნენ. ალბათ გადაღებულია 1924 წლამდე, რადგან მაქედან მოყოლებული პაპაჩემი ემიგრაციაში იყო.

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ძველი ფოტოები

Post by meore monadire » 24 აპრ 2007, 16:10

Kakha
Giorgi Bagrationi
ბატონებო
თუ მომცემთ მცირე დროს
სრულ ინფორმაციას დავდებ ამ ხალხზე
ადგილსაც გავარკვევ
კი ვხვდები დაახლოებით მაგრამ ვერ გავუბედავ კარავს სიცრუეს
მხოლოდ იმდენი დრო მჭირდება რამდენიც კომპიუტერის გაკეთებას ჭირდება(სახლში კომპი გამიფუჭდა)
ოღონდ თუ დროს გაკეთების დაწყებიდან ავითვლით :)

ეგაც მალე იქნება ...
ალბათ
სამსახურში მარტო შავთეთრი პრინტერი მაქვს
არ ვიცი აქაც ამოვბეჭდავ და ...
ვნახოთ ...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ძველი ფოტოები

Post by lama » 24 აპრ 2007, 16:21

Beqa Picxelauri
აბა მიდი და შენგან ველით სიახლეს :D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ძველი ფოტოები

Post by Kakha » 24 აპრ 2007, 16:26

Beqa Picxelauri
ერთი გიჟური იდეა მომივიდა, შენ თუ გაარკვევ მან ვინ არიან და თუ იცნობ მათ შთამომავლებს მივიდეთ და მაგ კიბეზე სურათი გადავიღოთ.

წესით მაგ სურათზე ისეთი ხალხია რომლის შთამომავლობაც ამ ქვეყნად არ უნდა ყოფილიყო. ჩემს ოჯახში ზოგი დახვრიტეს, ზოგი გადაასახლეს და მაინც ცოცხლები ვართ.

ხევსურებიც ხომ რამდენი დახოცეს და მერე ბარში გადმოასახლეს, სადაც უამრავი ტუბერკულოზიც დაუღუბა ჰავას მიუჩვეველი.

არადა, ხომ ხედავ ცოცხლები ვართ, ჰოდა თუ იპოვი ფოტოზე მყოფების შთამომავლებს მივიდეთ და გადავიღოთ სურათი მაგ კიბეებზე.

ძაან გიჟური იდეაა?

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ძველი ფოტოები

Post by lama » 24 აპრ 2007, 16:31

Kakha
ფოტოს მე გადავიღებ :D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ძველი ფოტოები

Post by meore monadire » 24 აპრ 2007, 16:40

Kakha
ვახ
სულ დამბურძგლა რა ...
საღოლ მე და ჩემი ძმა ვართ ბექას შთამომავლები დანარჩენებიც არიან ბევრნი არ მგონია მაგ კიბემ დაგვიტიოს
შევკრიბოთ აუცილებლა
მარა
თოფები?
:D

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ძველი ფოტოები

Post by lama » 24 აპრ 2007, 16:44

Beqa Picxelauri
:lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ბოჭოს მივმართოთ ეგ მოგვაწვდის თოფებს :D:D:D:D:D::D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]