მაშ ასე, მითხრეს სამშობლოს ჭირდებიო

ბილეთს მიხდიდა ჩემივე დაფუძნებული კომპანია და პრიჩინა მოიდო ასე არ შეიძლებაო. შენ უნდა გადაიხადოო. დამფუძნებელი კრების ოქმი მქონდა, სადაც წერია, რომ ჩემია ეს შპს. არაო. თუ გინდა თავიდან შემოიტანე და ვნახთო. ხოდა მეც ვუთხარი, მეტი საქმე არ მაქვს კიდევ 100 დოლარით გაგამდიდროთთქო. ერთი სიტყვით მეგობრებად დავრჩით რა
არადა, მე ბავშვის მოსანათლად მივდიოდი, და კველა ვარიანტში ვბრუნდებოდი. ჩემემდე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყვნენ. 5 წლის შვილს სასიკვდილო დაავადება ქონია, 90 000 დოლარის გადარიცხვის ქვითარი ქონდათ, 24-ში ოპერაცია დანიშნულია და ეუბნებოდნენ, ბავშვი მაინც გაუშვითო. არაო, კინაღამ ჩაუმტვრია ფანჯარა. დაცვა მოვიდა და რომ გაიგო რაში იყო საქმე, ვერაფერი ვერ უთხრა, ერთადერთი, აზრი არა აქვს ამასთან კამათს, მაგარი კუტუაო. კაცი იჯდა ვიღაც წვერებიანი.
ერთი სიტყვით, იმ ბავშვს უჩემოდ მონათლავენ

მე კიდევ ვფიქრობ, ჭილის ტბაზე წამოვიდე, თუ ბეთანიაში?
იქ მითხრეს, ჩვენს კუტუნია პრეზიდენტს უთქვამს იმათი კუტუნია პრეზიდენტისთვის, ნორმალური CV-ანი ხალხი არ გაუშვათ აქ არიან საჭიროო. მომეშვა. თურმე ქვეყანას ჩემი იმედი აქვს.
მოკლედ, გავედე ორივეს,
გაუმარჯოს კარ(ა)ველებს