სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Nephros » 03 დეკ 2009, 15:19

TuTa wrote: Nephros
აქამდე მეგონა, რომ ჩემი სახელი სპარსული წარმოშობის იყო და ქალბატონს ნიშნავდა, თურმე ... ბევრი რამ არ მცოდნია :wink:
არა, ეს მაგრეცაა, ზემოთწარმოთქმული მოსაზრება სიტყვის ეტიმოლოგიურ მნიშვნელობას ეჭვქვეშ არ აყენებს. ისე კი ჩემი სახელიც სპარსული წარმოშობისაა (ძვ. სპარსული) და "ნათელს", "სინათლესა" ნიშნავს...
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 03 დეკ 2009, 17:25

Nephros wrote:
Makena wrote:Nephros
მე როგორც ვიცი სიმინდი XVII საუკუნეში შემოვიდა საქართველოში, მანამდე სიმინდის ნაცვლად ღომის კულტურას იყენებდა დასავლეთ საქართველოს მაცხოვრებელნი, სიმინდის ღომი ფსევდოა, ხოლო ნამდვილი ღომი ღომისღომისგან მზადდება :)

თუ უფრო ზუსტი ინფორმაცია გაქვს, გვითხარი :)
გადაშალეთ ძველი კარაბადინები, „ვეფხისტყაოსანი“ და ჰკითხეთ ერთი–ორ ჯავახს, შინაურულად სიმინდს რას ეძახითო.
ჩემი საყვარელი ბიბლიოთეკიდან ახლა საკმაოდ შორსა ვარ, თორემ წიგნებს ჩავხედავდი, სიზუსტისთვის.
გეტყვით, რომ სიმინდი „ხათუნის“ სახელწოდებით მოხსენიებულია „ვეფხისტყაოსანში“, ხოლო ზაზა–ფანასკერტელ ციციშვილი (მოგეხსენებათ იგი ქართლში ტაოდან გადასახლდა, ფანასკერტიდან, რომელიც მოგეხსენებათ, ძველი მესხეთი იყო) თავის სამკურნალო წიგნში, კარაბადინში სხვა სამკურნალო მცენარეულთან ერთად სწორედ „ხათუნსა“ ხმარობს. მახსოვს, ერთხელ სიმინდს გემრიელად რომ მივირთმევდი, ერთი ჯავახი ქალი მეუბნება, როგორი სიმინდები „დაგიხათუნებიათო“.
მოგეხსენებათ, ამერიკა 1492 წელს აღმოაჩინეს, ზაზა–ფანასკერტელ ციციშვილი კი თავის კარაბადინს სწორედ იმ ეპოქაში წერდა. მაშინდელ საკომუნიკაციო საშუალებებს თუ გავითვალისწინებთ, ცხადია, რომ სიმინდის კულტურა კავკასიაში ისე სწრაფად ვერ გავრცელდებოდა, დიდ მოკარაბადინეს მისი სამკურნალო თვისებები ამერიკის აღმოჩენისთანავე რომ შეენიშნა.
აი, ასეა ეს ამბავი და დანარჩენზე თქვენ იფიქრეთ.
Nephros
სიმინდის გამოჩენამდე საქართველოში ღომის კულტურა ითესებოდა რომლისგანაც ღომი და მჭადი კეთდებოდა, ასვე აცხობდნენ ფეტვის მჭადსაც.
სიმინდი სამხრეთ ამერიკული კულტურაა და მისი არსებობა საქართველოში XVII საუკუნემდე არ დასტურდება.
მე ეს ინფორმაცია გადავამოწმე ორ მეცნიერთან, რომლებიც აგრარული მრავალფეროვნების დარგში მუშაობენ.
ხათუნის ქვეშ რა მოისაზრებოდა ვერ გეტყვი.
ფაქტი ის არის რომ ამერიკის აღმოჩენამდე სიმინდი საქართველოში ვერაფრით შემოაღწევდა 8)

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Nephros » 03 დეკ 2009, 18:58

Makena
სათვალე მოიხსენი რა, ნიშნის მოგებასა ჰგავს ეს "სმაილი"
სიმინდის გამოჩენამდე საქართველოში ღომის კულტურა ითესებოდა რომლისგანაც ღომი და მჭადი კეთდებოდა, ასვე აცხობდნენ ფეტვის მჭადსაც.
შესაძლოა სამეგრელოში. მე არ ვიცი ღომის კულტურა რამდენად იყო გავრცელებული სამხრეთ საქართველოში.
სიმინდი სამხრეთ ამერიკული კულტურაა და მისი არსებობა საქართველოში XVII საუკუნემდე არ დასტურდება.
მე ეს ინფორმაცია გადავამოწმე ორ მეცნიერთან, რომლებიც აგრარული მრავალფეროვნების დარგში მუშაობენ.
შენ მართალი ხარ. ეს გავრცელებული აზრია ზოგადად. ამჟამად არ მაქვს ხელმისაწვდომობა იმ საინტერესო მოსაზრებასთან, რასაც მე ვეყრდნობი და რამაც ჩემი ერთი–ორი ვარაუდი გაამართლა. შევეცდები ახლო მომავალში მოვიძიო ეს მასალა. თუმცა კი სანამ დამამტკიცებელ საბუთს ვერ განახებთ, მართალი იქნები. ეს კანონია.
ხათუნის ქვეშ რა მოისაზრებოდა ვერ გეტყვი.
ფაქტი ის არის რომ ამერიკის აღმოჩენამდე სიმინდი საქართველოში ვერაფრით შემოაღწევდა
ამერიკის აღმოჩენმდე არაა აქ საუბარი. ეს მოსაზრება ამტკიცებს, რომ სიმინდი ენდემური ჯიშის მცენარეა, აქედან გამომდინარე – არა–იმპორტირებული.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 03 დეკ 2009, 19:20

Nephros
არავითარი ნიშნის მოგება, მე მაგ კატეგორიას არ მივეკუთვნები, ეს თემა იმიტომ გავხსენი რომ მსგავსი საინტერესო ინფორმაციები დავდოთ.

რაც შეეხება ღომის კულტურას, იგი ნამდვილად არ იყო სამხრეთ საქართველოში გავრცელებული, ეს კულტურა სითბოს მოყვარულია, ღამის სიცივეს ვერ იტანს, კნინდება.
ფეტვი - სვანეთში ითესებოდა დიდი რაოდენობით და დღემდეა შემორჩენილი.

სიმინდზე თუ რაიმე ახალს დადებ სიამოვნებით გავეცნობი.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 03 დეკ 2009, 20:00

ლეონტი wrote:
Makena wrote: მერე კიდე ვიღაცეები ამბობენ ბიოპროდუქტები ძვირიაო, საკუთარ ჯანმრთელობაზე ძვირი შეიძლება იყოს რამე?
ჰოდა თუ მთელი ხელფასი ბიოპროდუქტში უნდა დავხარჯო და კიდე არ მეყოს , ბარემ წავალ სოფელში და გავხდები გლეხი როჟა, მერე რა რო ფული არ მექნება , სამაგიეროდ მეცოდინება რომ კიბოთი არ მოვკვდები 3 კურსი ქიმიოთერაპიის ჩატარების მერე.
(ქვევრო ეხლა არ თქვა შენ ისედაც გლეხი როჟა ხარო)
ლეონტი
ეგეც გამოსავალია :)
ისე კი ბიოპროდუქტებსა და ჩვეულებრივ პროდუქტებს შორის ფასების სხვაობა შემცირდა, 5 წლის წინ თუ სხვაობა 50-100% იყო, ეხლა ეს სხვაობა 15-20% შეადგენს ევროპაში. ეს გამოიწვია ბიოპროდუქტის მასის ზრდამ საერთო ბაზარზე.
თვით ფინანსური კრიზისის დროსაც კი ბიობაზარი იზრდება და ფართოვდება, დღესდღეობით ამ ბაზარზე მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 03 დეკ 2009, 21:16

Makena
გასაგებია ეს ფასების შემცირება ბიოპროდუქტებზე, მაგრამ ჩვენ არც ევროპაში ვართ და არც ამერიკაში.
ანუ გაურკვეველ მესამეულ-მეოთხეულ განზომილებაში ვართ და აქ ესეთი მცნება ბიოპროდუქტი თუ არსებობს ალბათ ელკანას მასშტაბებში.
რატომღაც გლეხურ პროდუქციას ვაიგივებთ ბიოპროდუქციასთან რაც არავითარ კავშირში არაა.
გლეხი ყველაფერ საძაგლობას მაქსიმუმზე ხმარობს რომ მოსავალი გაზარდოს.
კონტროლი კი როგორც ითქვა არ არსებობს.
ამიტომ საბაზრო ბიოპროდუქტებზე მსჯელობა სასაცილოდ მეჩვენება და გამოსავალს საკუთარ მეურნეობასი ვხედავ.
მოთხოვნა ბიოპროდუქტში ჩვენთან არაა და ელკანას მსგავსი დაწესებულებები ვფიქრობ მხოლოდ ფინანსური წვეთოვანი ხსნარის გადასხმებით არსებობენ.
აბა შეხედეთ ამათი მოყვანილი კომბოსტო და კარტოფილი რად ივარგებს:
http://www.youtube.com/watch?v=Xcq9vile6ZQ

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 03 დეკ 2009, 22:24

ლეონტი
საქართველოში ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა სერიოზულად გაიზარდა რადგან ხალხს თურქული უხარისხო პროდუქტი მობეზრდა, გუდვილში უკვე არა მხოლოდ ელკანას ბიოპროდუქტი არამედ ევროპიდან იმპორტირებული ბიოპროდუქციაც იყიდება, ძვირია? დიახ, ასეც უნდა იყოს, ხარისხში და უსაფრთხოებაში უნდა გადაიხადო.

დღესდღეობით ბიოპროდუქტი უკვე იწარმოება არ მხოლოდ ევროპაში არამედ სხვა მრავალ ქვეყანაში: არგენტინაში, ეტიოპიაში, ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკაში, უგანდაშიც კი.... და ეს პროდუქცია მოთხოვნით სარგებლობს მსოფლიო ბაზარზე.
თურქეთი ერთერთი უდიდესი მწარმოებელია ბიოჩირების, ამ სეგმენტში თავისი ადგილი უჭირავს.

რაც შეეხება საქართველოს... ბიოპროდუქციის გარდა ევროპის ბაზარზე ვერაფერს შევიტანთ, ჩვეულებრივი პროდუქცია იმდენი აქვთ სად გადაყარონ არ იციან

მთელი ეკოლოგიური მიწათმოქმედება სუფსიდირებულია ევროპაში, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ჯანსაღი პროდუქცია კი არ არის არამედ იმ გარემოს, წყლისა და ჰაერის დაცვაა რომლის დაბინძურება ყველა ზღვარს გადასცდა.

ელკანა კი არა მთელი ქვეყანა წვეთოვანზეა დღეს შეერთებული, თუმცა იმედი მაქვს რომ ყველა პრობლემა თანდათან მოგვარდება ჩვენს ქვეყანაში.
გლეხებს რაც შეეხება, არ გეთანხმები რომ გლეხები სისაძაგლეს იყენებენ, გლეხები მძიმე მდგომარეობაში არიან, მათ ლანძრვა კი არა მიხედვა და დახმარება სჭირდებათ!

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 04 დეკ 2009, 01:13

რამდენიმე სიტყვა ხილზე....

ვაშლი - ჯობია მთის რეგიონების შეიძინოთ, მთიან ზონებში ვაშლს ფაქტიურად არ წამლავენ, მაგ: მთიულეთში, რაჩაჭი, სამცხეჯავახეთში, მთიან გურიაში ...
ვაშლი გარედან თუ იდეალურად გამოიყურება, კანი გაპრიალებული აქვს, არც ერთი ლაქა არა აქვს, პრიალებს და უზადოა ესეიგი სერიოზულად არის პესტიციდებით დამუშავებული, ამიტომ მთლად უზადოს და უნაკლოს ნუ შეიძენთ, პირიქით გაგიხარდეთ თუ ვაშლში ჭიას იპოვით.
თუ მაინცადამაინც გაპრიალებული ვაშლები მოგწონთ, აუცილებლად გათალეთ და ყუნწის ზონა კარგად ამოჭერით და ისე მიირთვით, რადგან კანზე და ყუნწის მიდამოებში გროვდება შეწამვლის დროს გამოყენებული შხამქიმიკატები.

კენკროვნები - როგორც წესი პესტიციდებით დამუშავებას არ საჭიროებენ, ამიტომ უფრო თამამად შეგიძლიათ მათი საკვებად გამოყენება, მოცვი,შავი
მოცხარი, წითელი მოცხარი, მაყვალი და სხვ. ძალზედ სასარგებლოა, მოერიდეთ გზის ნაპირას შეგროვებას, რადგან გამონაბოლქვი სწორედ რომ გზის ნაპირას არსებულ მცენარეულ საფარზე იყრის თავს მძიმე მეტალებისა და მომწამვლელი ნივთიერებების სახით.

საზამთრო/ნესვი - როგორც წესი ნიტრატებით არის გაჯერებული, ამიტომ ერთ ჯერზე საზამთროს და ნესვის დიდი რაოდენობით მიღება არ არის სასურველი.
საერთოდ არ შეიძლება ამ კულტურების ზამთარში მიღება, რადგან ზამთარში მათ მოსაყვანად, ინტენსიურად იყენებენ სინთეზურ სასუქებს.

ატამი მინიმუმ შაბიამნით მაინც იწამლება, ამიტომ აუცილებლად უნდა გაიფრცქვნას ან გაითალოს შეხრამუნებამდე.

თხილი როგორც წესი არ იწამლება, შეგიძლიათ მშვიდად მიირთვათ.

კივი ძალზედ მდგრადი კულტურაა, არ საჭიროებს შეწამვლას, ასერომ ზედმეტი რეცხვაც კი არ სჭირდება.

მსხალი - ასევე უმჯობესია მთის ზონასი მოყვანილი შეიძინოთ.

ხურმა და კარალიოკი - ორივე მათგანი მედეგია დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ, არ იწამლება, მიირთვით რამდენიც გნებავთ.

ციტრუსები - ნაწილობრივ იწამლება და ზოგ შემთხვევაში ძალზედ მავნე პესტიციდებით, ამიტომ კარგად უნდა გარეცხოთ გამოყენებამდე.

ლეღვი - სრულიად არ საჭიროებს შეწამვლას, ერთადერთი საშიშროება შიგნით შემძვრალი ჭიანჭველაა რომელიც თუ შემთხვევით დაუდევრობის გამო გადაგეყლაპათ მუცლის ტკივილსა და გულისრევას ვერ ასცდებიტ, ამიტო წინასწარ გახლეცვაა საჭირო.

ყურძენი - ინტენსიურად იწამლება, რთული ასარჩევია, როგორც წესი ყველა შეწამლულია ბორდოს ხსნარით, ამიტომ გამდინარე წყალში უნდა გაირეცხოს და სასურველია კანი არ შევჭამოთ. თუ სისტემური პრეპარატით არის დამუშავებული მაშინ არანაერი რეცხვა არ უშველის რადგან სისტემური პრეპარატები მცენარეში შედიან და მოძრაობენ ასერომ აქ საკმაოდ მარალი რისკია.

კომში არ საჭიროებს არანაერ დამუშავებას, ამიტომ უსაფრთხოა.

ალუბალი - არ საჭიროებს შეწამვლას, ამიტომ შეგიძლიათ მშვიდად მიირთვათ.

მარწყვი - სახიფათოა, რადგან ამ კულტურის მოსაყვანად ინტენსიურად იყენებენ სინთეზურ სასუქებს.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Nephros » 04 დეკ 2009, 01:46

Makena wrote: Nephros
არავითარი ნიშნის მოგება, მე მაგ კატეგორიას არ მივეკუთვნები, ეს თემა იმიტომ გავხსენი რომ მსგავსი საინტერესო ინფორმაციები დავდოთ.
[...]
სიმინდზე თუ რაიმე ახალს დადებ სიამოვნებით გავეცნობი.
ეს ნახევრად ხუმრობით იყო. მომწონს ის საქმე, რასაც ემსახურები. სიმინდზე აუცილებლად დავწერ, იმ მასალას როგორც კი მოვიძიებ.

PS. სელის ყანა მომეწონა და შავფხიანი დიკა. და რას ამზადენებ ცულისპირასაგან?
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by MIRANDA » 04 დეკ 2009, 02:15

Makena
ხილთან დაკავშირებით ინფორმაცია საინტერესო და ჩემთვის ძალიან სასარგებლოც იყო... დიდი მადლობა!!

P.S. და ალუჩა? :roll:

Moqandake
მაწანწალა
Posts: 310
Joined: 23 ივნ 2009, 00:15
Location: საქARTველო
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Moqandake » 04 დეკ 2009, 02:22

Makena საზამთრო უზომოდ მიყვარს, ერთ ჯერზე შემიძლია სულ მივირთვა.. და ეს რა მითხარი ნიტრატებზე... :roll:
კარგად რომ დამწიფდება აგვისტოში კახეთში მაინც უშვებიან ნიტრატებს?????

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 04 დეკ 2009, 12:36

MIRANDA
ალუჩა ისევე როგორც ტყემალი შეწამვლას არ საჭიროებს, ასერომ უსაფრთხოა.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 04 დეკ 2009, 12:39

Moqandake
სასუქები ნიადაგში გაზაფხულზე შეაქვთ იმისათვის რომ საზამთრომ წონაში მოიმატოს, ასერომ თუ სასუქი შეტანილია უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა როდის შეიძენ.
სხვამხრივ კი რათქმაუნდა აგვისტოში ჯობს ყიდვა რადგან ეს პერიოდი საზამთროსათვის ბუნებრივი სიპმწიფის პერიოდია.

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by QEBURIUS » 04 დეკ 2009, 17:41

ოოო, ვინაიდან ამ თემის უსტაბაში თავად მაკენააა, ვინძლო მალე ნახევარი კარავი შიმშილით გაწყდეს!!
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by QEBURIUS » 04 დეკ 2009, 17:46

რხან ს თემა სმა ჭამაზეა ერთ ანეგდოტს მოგაშველებთ:

მიხო აივანზე დადგმულ ტახტზე კოტრიალობს და უყურებს ეზოში მამალი ჩინჩლავს დედალს. ამ დროს მარო საკენკს დაყრის მამალიც ჩამოხტება და კენკვას დაიწყებს.... მიხო ფეხზე წამოხტება და დაიღრიალებს: - ღმერთო ასე არასდროს არ მომაშიოოოო0ო
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]