Page 7 of 29

ბრძნული აზრები

Posted: 09 ივნ 2009, 10:35
by ZVIOSULI
KSOVRELI
ნიცშე სატანისტი იყო და ურჯულო მეთქი :twisted:


აჰა თქვენ ჩემი სიბრძნე:
თბილისი ფორუმი ახალი მწერალთა კავშირია! :D

ბრძნული აზრები

Posted: 09 ივნ 2009, 10:52
by KSOVRELI
ZVIOSULI wrote:KSOVRELI
ნიცშე სატანისტი იყო და ურჯულო მეთქი :twisted:
იყოს რა!

ნიცშეს განსჯის სურვილი სულაც არ მაქვს, ხოლო მომწონს მოძღვრება მისი.

ფაშისტებსაც მოსწონდათ?

ეგ სატანისტი და ურჯულო უფრო პატიოსანი მეჩვენება, ვიდრე რომის პაპი :D

ბრძნული აზრები

Posted: 09 ივნ 2009, 11:27
by tamuna_gudarexi
თუ ნიცშეა, ნიცშე იყოს. მაშ, ასე, ნიცშესგან:

ქალი ბუნების მიერ დაგებული მახეა. :)



შემწყნარებლობა დასტურია უნდობლობისა რომელიმე საკუთარი იდეალისადმი.


როგორც კი მოქმედებას გადაწყვეტთ, მაშინვე ეჭვის კარი უნდა გამოიხუროთ!



შემძრა არა იმან, რომ შენ მომატყუე, არამედ იმან, რომ ამიერიდან ვეღარ გენდობი.

ბრძნული აზრები

Posted: 14 ივნ 2009, 00:00
by Makena
სისასტიკე ყოველთვის შედეგია შიშის, სისუსტის ან სიმხდალის

ჰელვეციუსი

ბრძნული აზრები

Posted: 14 ივნ 2009, 00:33
by lama
აწმყო, შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა

ლაიბნიცი

ბრძნული აზრები

Posted: 14 ივნ 2009, 01:55
by perwkli
კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზების სასაფლაო უფრო მოუხდებოდა , იმჰო :)

ბრძნული აზრები

Posted: 14 ივნ 2009, 23:52
by Makena
მოკლე ჭკუას გრძელი ენა აქვს

არისტოფანე

ბრძნული აზრები

Posted: 16 ივნ 2009, 18:59
by tamuna_gudarexi
სიყვარული აღემატება - სიტყვას

ზრუნვა უსიყვარულოდ - უშედეგოა

პასუხისმგებლობა უსიყვარულოდ - სიბრთხილეა

სამართლიანობა უსიყვარულოდ - გულქვაობაა

გონიერება უსიყვარულოდ - ეშმაკობაა

მეგობრობა უსიყვარულოდ - მლიქვნელობაა

წესრიგი უსიყვარულოდ - მეწვრილმანეობაა

პატივი უსიყვარულოდ - ქედმაღლობაა

ქონება უსიყვარულოდ - სიხარბეა

რელიგია უსიყვარულოდ - ფანატიზმია

იზრდება სიყვარული რწმენით


წმინდა ნიკოლოზ სერბელი

ბრძნული აზრები

Posted: 17 ივნ 2009, 12:04
by KSOVRELI
სიყვარული იმ ლამაზ ყვავილს გავს, კენტად რომ ამოსულა სარეველა ბალახებს შორის. მას უმალ შეამჩნევენ და გათელავენ... გახარებული დარბის ყვავილებით მოფენილ ველზე და უმოწყალოდ თელავს, ასე გამოხატავს "სიყვარულს"... ასეა: "უყვარს", მაგრამ სულში აფურთხებს! "უყვარს", მაგრამ მბრძანებლობს! "უყვარს", მაგრამ კლავს! "უყვარს" და ისე მიდის, ვერც გებულობს, რომ თურმე არ ყვარებია.

ბრძნული აზრები

Posted: 17 ივნ 2009, 12:14
by ZVIOSULI
მე არ მინდოდა თქვენ მაიძულეთ

"მეგობარო, რაც კი რმ გიყვარდა იმედი გაგიცრუა: იმედგაცრუელბა შენს ჩვევად იქცა,
და შენი ბოლო სიყვარულიც, რომლესაც ჭეშმარიტისადმი სიყვარულს უწოდებ, არის, უნდა იყოს ზუსტადაც რომ სიყვარული იმედგაცრუებისადმი"


მაგრამ ნიცშემ კიდო იცით რა დასწერა:
"ვინცსაც არც მეგობრობა და არც სიყვარული არ შეუძლია, როგორც წესი ის თავის კონს ქორწინებაზე გააკეთებს"

სატანისტია აბა რაა :D

და თან ფაიზაღს ბაზრობს :D

ბრძნული აზრები

Posted: 17 ივნ 2009, 12:26
by KSOVRELI
ZVIOSULI

ეგრეა! აი, კიდევ ერთი:

მრავალი ხანმოკლე სისულელე – ამას უწოდებთ სიყვარულს. და მრავალ ხანმოკლე სისულელეთ თქვენი ქორწინება აბოლოებს, ვით ხანგრძლივი სისულელე.

ბრძნული აზრები

Posted: 17 ივნ 2009, 12:35
by Tamari-ch.
სულელი ლაყბობს-
გამოცდილი რჩევას იძლევა
ბრძენი კი დუმს.

ავტორი არ ვიცი
:D

ბრძნული აზრები

Posted: 17 ივნ 2009, 12:42
by Ninukala
არაყი თეთრია, მაგრამ ცხვირს აწითლებს და სახელს აშავებს

ჩეხოვი

ბრძნული აზრები

Posted: 17 ივნ 2009, 12:49
by Tamusia
ბრძნად მეტყუელებაი ვერცხლი არს წმიდაი, ხოლო დუმილი--ოქროი რჩეული.

გიორგი მერჩულე


...და ერთხელაც ნიცშე გაიჭედა თავის ბრძნადმეტყუელებაში, რომელმაც მოახრჩო კაცი იგი

ეგრეა!

ბრძნული აზრები

Posted: 17 ივნ 2009, 13:36
by KSOVRELI
Tamusia

რას იზამ, ეგრეც ხდება ხოლმე.