აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by teo- » 16 აპრ 2011, 19:55

ყველაზე მეტი პრობლემა აქ რაც არის ის ასრის რომ ახლბი ვერ შემოდიან თუ ვუნმე ნაცნობი არ ყავთ და ძალიან წუხან ამაზეე. აი რომელიმე მოდერს რომ გადასცემოდა ნიკების გააქტიურების უფლება ვფიქრობ უფფო გახალისდებოდა და გააქტიურდებოდა კარავი..
არა ექსკურსიას! Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by ლეონტი » 16 აპრ 2011, 23:48

qvevri
მოიცა მოდერებს რას ერჩი?
ვერ გავიგე კარავი არ მოგწონს თუ ფეისბუქი?
კარავ ფორევა.
საერთოდ ამ ქვეყნად ყველაფერს აქვს დასასრული და დასაწყისი, აგრეთვე პიკის წერტილი.
ოდა სადაც პიკის წერტილია ეხლა იქით წავედით, მედროვეები, კარიერისტები და პოპულისტები.
:P
წამო.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by qvevri » 17 აპრ 2011, 12:46

ლეონტი
იმდენი დრო სადა მაქვს სადაც პიკია იქით რომ ვირბინო ყოველთვის? არავის არაფერს არ ვერჩი, მითუმეტეს ადმინსა და მოდერებს :wink: უბრალოდ თავიდან ჯარგი იყო. ყველა აქტიურობდა და ეხლა სადღაც გაქრა ყველაფერი. თეოც მართალია ახლების ამბავში.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by guruli » 17 აპრ 2011, 13:23

qvevri wrote:guruli
არა, უბრალოდ კარვის თემები უკვე ფბ-ზე იგეგმება და მერე იქვე იხსნება თემა და აქაურობა აღარც ახსოვთ და მაშ რაღა საჭიროა კარავი? ამის გარდა ადმინისტრაციამ ბოლოს აქ შარშან შემოიხედა სამი წუთით და არც მოდერები სჩანან სადმე და აქედან გამომდინარე ვისაც რა გაეხარდება იმას უბერავს. აქ მხოლოდ იმისათვის თუ შემოიხედავს ვინმე, რომ დაბადების დღის მილოცვებზე მადლობა მოიხადოს და ხშირად ამისათვისაც აღარ შემოდიან. მოკლედ ყველა მაინც ფბ-ზეა გადასული და აქაურობა უკვე მართაც ზედმეტია, თუმცა ეს ჩემი აზრია და თანაც ჩემი გადასაწყვეტი არაა. ვთვლი, რომ კარავი აბსოლიტურად ზედმეტია :!: და სანამ უნდა იხრიალოს მომაკვდავივით :?: არა სჯობია, რომ ვინმემ ერთი კაი "კანტროლკა" აჯახოს :?:
არ მინდოდა, ამ თემაზე დამეწერა და ადრე რამდენჯერმე შევიკავე თავი... არც მე მომწონს, რომ კარავი ფბ-ზე გადასახლდა, მაგრამ არა უშავს - ვისაც წასვლა უნდა, წავიდეს, ვისაც კარავი უნდა, ის დარჩება. აქაურობა თავიდანაც ასე წყნარი იყო ოღონდ გაცილებით შინაარსიანი საუბრები მიდიოდა. იმედია, დაბრუნდება ის დრო.
teo- იმაში ვეთანხმები, რომ რა საჭიროა გააქტიურებაზე ადმინისტრაციის ტანხმობა, როცა ადმინი აღარ შემოდის ფორუმზე (რამდენჯერმე ესეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - იქნებ ამაზეც დაფიქრდეს ვინმე, რატომ არ შემოდის)? ამ საკითხზე ადმინს დაველაპარაკები, როცა შევეხმიანები - მართლაც გააუქმოს ეს წესი, რა საჭიროა, თორემ რაღაც კასტური იქმნება ანუ ადმინთან ნაცნობობის დონემდე დადის გააქტიურება.
თუმცა გააქტიურებაზე ისიც შეიძლება, რასაც teo- ამბობს - იქნებ აქტივაცია რომელიმე მოდერმა იკისროს.

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by tamuna_gudarexi » 18 აპრ 2011, 18:01

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მსურველებს 2011 წლის ზაფხულში სამთო გამყოლთა სასერტიფიკატო კურსებს შეთავაზებს, ახალი სასწავლო წლიდან კი ეს სპეციალობა სპორტის პროფესიული პროგრამების სიაშიც შევა.
სამთო ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ქვეყნის ეკონომიკისათვის, შესაბამისად ამ სფეროში პროფესიონალი კადრების მომზადება, ამ პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
სამთო გამყოლი უხელმძღვანელებს მთის, კლდეზე ცოცვის, ლაშქრობის, სათხილამურო ტურებს და პასუხისმგებელი იქნება მონაწილეთა უსაფრთხოებაზე, ტურის დაგეგმვა-მომზადებასა და მის განხორცილებაზე.
გიგი უგულავა: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამთო ტურიზმის განვითარებაზე, მისი ერთ–ერთი კომპონენტი სამთო გიდების სკოლაა, ამ თვალსაზრისით სერთიფიცირებული გამყოლები აუცილებელია პირველრიგში უსაფრთხოებისთვის. სამთო გიდებს დასაქმების პერსპექტივა საკმაოდ მაღალი აქვთ, ვინაიდან საქართველოში ერთ–ერთი მთავარ პრიორიტეტს ტურისტული განვითარების კუთხით სწორედ სამთო ტურიზმი წარმოადგენს.


:roll:

http://new.tbilisi.gov.ge/?info=328
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by Mta Mkvarebia » 18 აპრ 2011, 21:02

qvevri
გიო, ფეისბუქი თავის საქმეს აკეთებს, კარავი თავისას. მახსოვს, ამას წინათ სწუხდი, საოჯახო ალბომს დამესგავსა "კარავიო". ჰოდა ასე რომ არ მოხდეს სწორედ რომ სასარგებლოდ ენაცვლება ზოგჯერ მას ფაცებოოკი (მახსოვს მაშინაც გითხარო, ხალხს თავისი თავის ნახვა უფრეო უხარია ფოტოებზე ვიდრე ჭია-ღუების და ატმის რტოებისთქო :))) ჰოდა გახსნან მოგზაურობის ამსახველი ალბომები ფაცებოოკ-ზე, რას ერჩი? :)) ჩემს მაგალითზე გეტყვი, 2-3 თვეა ვეღარ ვახერხებ აქტიურად ლაშქრობებში სიარულს, შესაბამისად ვერც რეპორტაჟებს ვაკეთებ და რა ვქნა ხალხის მოკითხვა და ჭორაობა დავიწყო კარვულ თემებში? :)) ამისთვის ფაცებუქი არსებობს. სწორედ ამიტომაა რომ მე პირადად "კარავზე" ისე ხშირად არ ვჩანვარ გარეშე თვალისთვის, მაგრამ ჩემი დილა კვლავინდებურად "კარავით" იწყება :D აბა სხვანიარად როგორ იქნება, ოჯახში რომ არ შემოვიხედო? :))) ეჭვი არ მეპარება, ასეა ყველა. ნაიამ რამდენჯერმე შენიშნა და 100%-ით ვეთანხმები, ფაცებოოკმა კარგი საქმე გააკეთა, ოფტოპიკებმა და უსარგებლო მუსაიფებმა იკლო "კარავზეო" ასე რომ ისიც საჭირო ყოფილა გარკვეულწილად :)) მაგრამ გამოზაფხულდება და იმედი მაქვს იმრავლებს სამომავლო გეგმებში დაგეგმილი ლაშქრობები, იმედი მაქვს მათ ნაწილს მეც დავგეგმავ, რამდენი ლამაზი ადგილი გვაქვს დასალაშქრი საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ასე რომ გვაცალეთ ბატონო :)))
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by qvevri » 19 აპრ 2011, 10:21

Mta Mkvarebia
კაი :!:

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by Tami » 19 აპრ 2011, 12:10

ვეთანმები მთაშენკას
ბოლო თვეა მეც ვერსად წავედი კარვულად,
მაგრამ ჩემი დილაც აქ შემოსვლით იწყება.
ყველა ძალიან მენატრებით და
იმედია მალე გნახავთ
:oops: :oops:

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by Naia » 19 აპრ 2011, 16:33

მეგობრებო, დღეს ვაზიანის ბაზაზე ვიყავი და გამოიცანით ვინ ვნახე? :) სამხედრო ფორმებში, ჯავშანჟილეტებსა და ჩაფხუტებში გამოწყობილი და იარაღით აღჭურვილი წივწივა და ინტელა! :) ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა :) მოკითხვები შემოგითვალეს. 22-ში უკვე თბილისში იქნებიან!

User avatar
mariamooo
მაწანწალა
Posts: 485
Joined: 19 ივნ 2010, 21:55
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by mariamooo » 19 აპრ 2011, 22:04

თრაველ ჩანელზე იზაბელ ლეჟერონის ფილმი გადის საქართველოზე, ვისაც გაინტერესებდათ

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by qvevri » 20 აპრ 2011, 08:59

mariamooo
(მ)ნახე?

User avatar
mariamooo
მაწანწალა
Posts: 485
Joined: 19 ივნ 2010, 21:55
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by mariamooo » 20 აპრ 2011, 14:37

qvevri

კი, გნახეთ :):) და ვიამაყე, რომ თქვენს მარანში მეც ვიყავი ნამყოფი :):)

ძალიან კარგი და დადებითი ფილმია, იმედია თრაველ ჩანელს მაგ დროს უამრავი ადამიანი უყურებდა :D

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by pataputina » 21 აპრ 2011, 10:58

FჟშELFჟშEGL;

ჟშDჟGშ


OIUჭIღჭIღQჭUღPQ

FშEFშ


ბცსბცჯზბ\ბსვჯ



ჰხ
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by Tamari-ch. » 21 აპრ 2011, 22:47

http://www.youtube.com/watch?v=w8cDpZcc ... r_embedded

http://www.myvideo.ge/?video_id=1291011

სვეტიცხოვლის კედელზე წმინდა ნიკოლოზი გამოჩნდა

14:45 21.04.2011
[ლაშა ბერულავა]

უამრავი ადამიანი, რომელიც ღამისთევით იმყოფებოდა სვეტიცხოველში და მირონის ხარშვის პროცესს ესწრებოდა, ისეთი მოვლენის მოწმე გახდა, რასაც მართლმადიდებლური სამყარო სასწაულს უწოდებს: მლოცველთა თქმით, დაახლოებით შუაღამის პირველ საათზე ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე წმინდა ნიკოლოზის ხატი გამოისახა.

თვითმხილველთა თქმით, ღამისთევით მლოცველთა უმრავლესობა ამ სასწაულის შემდეგ გაოგნებული იყო. როგორც მოვლენის ერთ–ერთმა თვითმხილველმა, ლეილა ჩარგაზიამ „პრესა.ჯი“–ს უთხრა, რამდენიმე ქალს გულიც კი წაუვიდა:

„როგორც კი ვიღაცამ დაიძახა, ნახეთ, წმინდა ნიკოლოზი გამოისახაო, მრევლი აღმოსავლეთ კედელს მიაწყდა. ამ დროს ტაძარში მირონი იხარშებოდა. წმინდანი სწორედ იმ მხარეს გამოისახა კედელზე, სადაც მირონს ხარშავდნენ. იგი ასეულობით ადამიანმა ნახა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჩანდა და არ შეიძლებოდა, სხვაში აგრეოდა. თავდაპირველად რამდენიმე ქალი ცუდად გახდა – გული წაუვიდა. ჩვეულებრივი, ყველა მორწმუნისთვის ცნობილი ხატის გამოსახულება იყო, ღვთისმშობელი რომ ომფორს აწვდის და მაცხოვარი კი სახარებას... მირონ–ლუკიის ეპისკოპოსი, მსწრაფლშემსმენელი და საკვირველთმოქმედი ნიკოლოზი გვფარავდეს ყველას...“

„პრესა.ჯი“–ს ინფორმაციით, კედელზე წმინდანის ხატის გამოსახვის შემდეგ მრევლიდან რამდენიმემ მედია–საშუალებებშიც დარეკა, თუმცა, არასამუშაო საათების გამო, მცხეთაში ჟურნალისტები არ ჩასულან. ადგილზე მხოლოდ ერთ–ერთი ტელეკომპანიის ჟურნალიტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც სიუჟეტი მოამზადეს და ეთერში დღეს გაუშვეს. სტატია მზადდება რამდენიმე გამოცემისთვისაც.

შეგახსენებთ, რომ წმინდა საკვირველთმოქმედი წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად ითვლება. რამდენიმე წლის წინ სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა, ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდანის სახელზე წერილიც დაწერა, რომელიც პრესაში გამოქვეყნდა. წერილში პატრიარქი წმინდანს საქართველოს ეკლესიის მფარველად მოიხსენიებს და მას ერის, ქვეყნის კეთილდღეობასა და მშვიდობას ავედრებს. კათოლიკოს–პატრიარქის ზემოთხსენებული წერილი იტალიის ქალაქ ბარიშიც გაიგზავნა, სადაც წმინდა ნიკოლოზის საფლავი მდებარეობს.

სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ კედელზე წმინდა ნიკოლოზის გამოსახვა უმნიშვნელოვანესი პროცესის – მირონის ხარშვის დროს, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ წმინდანი საქართველოს და ქართულ ეკლესიას მფარველობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დიდი ხუთშაბათია. სწორედ დღევანდელ დღეს უკავშირდება მაცხოვრის მიერ ზიარების საიდუმლოს დაარსება. ამასთან, სწორედ ხუთშაბათს გამოიჩინა იესომ გაუგონარი თავმდაბლობა და თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა.

წმინდა მირონს ადამიანს ერთხელ სცხებენ – ნათლობისას. მირონცხებას სულიწმინდის ბეჭედსაც უწოდებენ. ადამიანთაგან მხოლოდ მეფეს ჰქონდა პატივი, მირონი სიცოცხლეში ორჯერ ეცხო: ერთხელ ნათლობისას და მეორედ – მეფედ კურთხევისას. წმინდა მირონის კურთხევა ეკლესიის ავტოკეფალიის ერთ–ერთი დადასტურებაა, მირონის ხარშვა კი – უმნიშვნელოვანესი მოვლენა ეკლესიისთვის. მირონის ხარშვისა და მისი კურთხევის უფლებით ქართული ეკლესია უძველესი დროიდან სარგებლობს. წმინდა მირონი 15–20 წელიწადში ერთხელ იხარშება.

ამ წუთებში სვეტიცხოვლის ტაძარში სრულდება საზეიმო წირვა, რომელსაც საქართველოს პატრიარქი აღავლენს. ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე წმინდა ნიკოლოზის გამოსახულების გაჩენასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი, სავარაუდოდ, ქადაგების დროს ისაუბრებს.
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=4568
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აუ, რაღაც მინდა ვთქვააა...4

Post by qvevri » 22 აპრ 2011, 17:01

დაფიქრდით და თAნ ყველაფერსაც ნუ დაიჯერებთ....
Last edited by qvevri on 04 მაი 2011, 16:23, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]