Page 6 of 17

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 02 სექ 2006, 17:00
by zura N.
მოგესალმებით ყველას!
მეც ჩამოვედი სოფლიდან გუშინ როგორც იქნა, ასე რომ მეც თქვენს გვერდით მიგულეთ. მოვამზადებ ტანსაცმელებს და წიგნებს რასაც შევძლებ.

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 02 სექ 2006, 17:42
by beso2
კარგი იდეაა, ბეც შევეცდები შედზლებისდაგვარად ცჩემი წვლილი შევიტანო ამ აქციაში.

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 02 სექ 2006, 17:50
by beso2
ტანსაცმელი და წიგნები მაქვს, კიდევ შევაგროვებ სხვა რაგაცეებსაც. ალბათ უფრო თბილი ტანსაცმელი დასჭირდებათ

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 03 სექ 2006, 12:49
by guruli
caucasica, მარშუტკის ქირაობა მართლაც კარგი იდეაა.
ისე, დახმარების მასშტაბები ხომ არ გაგვეფართოებინა? აქ ახლაც ძირითადად ტანსაცმელზე და წიგნებზეა ლაპარაკი. ნუ, წამლებიც იქნება თავისთავად, მაგრამ ცოტ-ცოტა ფულიც ხომ არ აგვეგროვებინა და სურსათიც გვეყიდა - ცოტა ფქვილი, შაქარი, მარილი, ბურღულეული (მთაში ეს ყველაფერი ბევრად ფასეულია, ვიდრე ქალაქში, სადაც მაღაზიაში ნებისმიერ წუთს შეგიძლია გასვლა), ტკბილეული - ბავშვებისთვის ყველაზე ძვირფასი ეს იქნება... ჰა, რას იტყვით?

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 03 სექ 2006, 17:10
by Mao
guruli
me tanaxma var

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 03 სექ 2006, 23:48
by gobe
მეც თანახმა ვარ. აბა ჰა, მააააშ, ავკრიფოთ სიჩქარე არა? :)

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 04 სექ 2006, 14:53
by guruli
როგორც ვხვდები, ამ საქმეს ფულის აგროვება აკლია მხოლოდ. ითავოს ვინმემ ამის აკრეფა და გადავიდეთ სიტყვიდან საქმეზე. სამწუხაროდ, სერიოზული პირადი პრობლემის გამო მე ვერ ვითავებ - უამრავი საზრუნავი დამაწვა და არ მცალია, მაგრამ შავ მუშად ნებისმიერ დროს გამოგადგებით. 5-5 ლარი ავკრიფოთ თუ 10-10? რას იტყვით, კარაველებო, როგორც თქვენ გადაწყვეტთ...

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 04 სექ 2006, 16:29
by Gvalva
მეც თანახმა ვარ ხალხო

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 04 სექ 2006, 16:59
by guruli
Gvalva
თანხმობა კარგია, მაგრამ ფულის შეგროვებასაც ვერ ითავებ, მთლად უკეთესი. :wink:

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 04 სექ 2006, 17:19
by gobe
მეგობრებო, მამულიშვილნო, კარ(ა)ველებო, თანაგუნდელებო... :)
თუ ადმინი ან რომელიმე სხვა კარ(ა)ველი ძალზე დაკავებულია, მზად ვარ ვითავო თანხის შეგროვება, რამდენადაც ჯერ კიდევ შვებულებაში ვარ და ფიზიკურად ორშაბათამდე თავისუფალი ვარ.
ოღონდ გასარკვევია რამოდენიმე საკითხი:
1. მე შემიძლია დავდო 10 ლარი, ოღონდ გააჩნია სულ რა დაგვიჯდება პროდუქტების შეძენა. საინტერესოა, როგორ ფიქრობთ მიახლოებით რამდენი ლარი დაგვჭირდება პროდუქტებისათვის.
2. აგრეთვე, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ რამდენი კაცი ვიქნებით, რადგან რაოდენობიდან გამომდინარე თანხა შეიძლება მეტი იყოს 10 ლარზე, ან პირიქით - ნაკლები.
3. ზოგს შეიძლება არც აქვს 10 ლარის დადების საშუალება, მთავარია გული და სული :) . მაშინ, შეიძლება ზოგმა 5 ლარი დადოს.
4. ტრანსპორტის საკითხი. თუ ცოტანი (3-5) მივდივართ, ალბათ დაგვჭირდება მსუბუქი მანქანის შოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაგვჭირდება მიკროავტობუსი (რაც შესაბამისად ტრანსპორტის ხარჯებს და აქედან გამომდინარე, საბოლოო ხარჯებს გაზრდის).
5. რაც უფრო გადავდებთ წასვლას, ვფიქრობ, შეიძლება სულ უფრო გაგვიჭირდეს მერე თავის მობმა.
6. მიკა ექიმო, სად ხართ? :)

მოკლედ, მე სრულ მზადყოფნაში ვარ. წასვლაც შემიძლია ამ კვირაში ნებისმიერ დროს, ოღონდ მხოლოდ ხუთშაბათს უნდა ვიყო თბილისში.

P.S. ჩემი ტელეფონის ნომერი აქვთ გვალვას, მაოს და ლაშას (lashas).

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 04 სექ 2006, 17:40
by guruli
gobe, 5 და 10 ლარი მე მიახლოებით ვთქვი, თორემ როგორც თქვენ იტყვით. იქნებ ყველამ მართლაც ვერ დადოს ბევრი და ეგებ ნებაყოფლობითი იყოს, ვისაც რამდენი შეუძლია. ვნახოთ, რამდენიც მოგროვდება და საყიდლებიც იმის მიხედვით ავარჩიოთ. ახლავე რომ ვთქვათ, ამდენია საჭიროო და მერე არ შეგროვდეს, რა აზრი აქვს! ამიტომ ჯერ შევკრიბოთ, დავითვალოთ, რამდენია და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ.
ვფიქრობ, აჯობებს, ტრანსპორტის ფულს ცალკე თუ შევაგროვებთ და შეგროვებულს არ მოვაკლებთ. და კიდევ - მანქანიან კარაველთაგან არავის ექნება წასვლის საშუალება, ბენზინი რომ ჩავუსხათ?

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 04 სექ 2006, 17:48
by Gvalva
gobe

კარგია თუ ამ საქმეს ითავებ!!!

თუ გინდათ თემას გავაწითლებ, როგორც ადრე ვაკეთებდით ხოლმე და ხალხი უფრო გამოთქვამს აზრს.

თუ გინდათ კიდევ შევხვდეთ და დავილაპარაკოთ... ეს ისეთი საქმეა ვერ დააძალებ ვინმეს... შეიძლება ვისაც როგორი მონაწილეობის მიღება შეუძლია იმან ის გააკეთოს, ვთქვათ შეუძლია მოიტანოს მხოლოდ ტანსაცმელი და არა ფული... ან არ მოიტანოს არაფერი და გაისეირნოს ხევსურეთში :)...

მოდი ჩამოწეროთ რა სახის მონაწილეობა შეიძლება და ყველამ თავისთვის მოსახერხებელი აირჩიოს... რას იტყვით? :)

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 04 სექ 2006, 18:06
by gobe
Gvalva,
გაიხარე. კარგი იქნება თუ გააწითლებ. შეიძლება ჯობდეს ერთი შეკრება, თუნდაც ხვალ ან ზეგ საღამოსკენ. ამავე დროს, ფულიც შეიძლება შევაგროვოთ იმავე (ანუ შეკრების) საღამოს. გაწითლებული და საიტის თავში გამოტანილი თემა ყველას თვალში მოხვდება და აქედან გამომდინარე, შეკრებაზე ალბათ მეტნაკლებად ყველა მსურველი გამოცხადდება. თანხასთან დაკავშირებით აბსულუტურად გეთანხმები.
გურული რომ წერდა:
ისე, დახმარების მასშტაბები ხომ არ გაგვეფართოებინა? აქ ახლაც ძირითადად ტანსაცმელზე და წიგნებზეა ლაპარაკი. ნუ, წამლებიც იქნება თავისთავად, მაგრამ ცოტ-ცოტა ფულიც ხომ არ აგვეგროვებინა და სურსათიც გვეყიდა - ცოტა ფქვილი, შაქარი, მარილი, ბურღულეული (მთაში ეს ყველაფერი ბევრად ფასეულია, ვიდრე ქალაქში, სადაც მაღაზიაში ნებისმიერ წუთს შეგიძლია გასვლა), ტკბილეული - ბავშვებისთვის ყველაზე ძვირფასი ეს იქნება... ჰა, რას იტყვით?
აბსოლუტურად ვეთანხმები მასაც.
როგორც ვფიქრობ ტანსაცმელი და წიგნები მზად არის, წამლებიც გვაქვს (გადავხედე ჩამონათვალს და ძირითადად სულ ვიტამინებია, რაც მართლა საჭიროა ბავშვებისთვის). მთავარი რჩება თანხა.
მოკლედ, თუკი ხვალ ან ზეგ შევიკრიბებით, ფულის დადებაც (რა თქმა უნდა ნებაყოფლობით!) მაშინ შეგვეძლება.

უკვე ნაცნობები ჰალსტუხით მიცნობენ, უცნობები - ყულაბით :wink:

ადმინ, მოუთმენლად ველით თემის :oops: -ს.

:wink:

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 04 სექ 2006, 18:46
by My Floyd
ჩავერევი, კაი???:)
ყველაზე მაგარი იქნება ეგ ყველაფერი თუ შეიკრიბება...
და თან პატარა ტურივით გაკეთდეს...ქველმოქმედება+მოგზაურობა
ვისაც სურვილი ექნება წასვლის, მიკრო-ავტობუსის თუ ბენზინის ფულსაც დადებს...

საქველმოქმედო ღონისძიებები....

Posted: 04 სექ 2006, 19:20
by Gvalva
My Floyd

ხო, მასეა :)