Page 6 of 11

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 23 აპრ 2007, 22:04
by Gvalva
Beqa Picxelauri

ეგ რა საკითხავია??

წერე! :)

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 24 აპრ 2007, 00:09
by kotetbeli
Beqa Picxelauri
ველოდებით შენს მონაყოლს... :wink:

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 24 აპრ 2007, 10:30
by meore monadire
სულ გვიანდელ ამბავს დავწერ
ეს ჩემი პირველი ცდილობაა ვასიამოვნო კარველები და ძალიან გთხოვთ მკაცრად ნუ შეაფასებთ

ხო შენიშნვენებს მივიღებ სიამოვნებით :)

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 24 აპრ 2007, 10:35
by meore monadire
სურათის დადებაზე რაღაც პრობლემები შემექმნა
და ადგილს ზუსტად ამ ეტაპზე ვერ ვდებ
ალბათ შევძლებ დადებას ....

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 24 აპრ 2007, 10:44
by meore monadire
როცა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ხევსურები ააჯანყა რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ , ხევსურებმა ჩემი სოფლის თავი და ლიქოკის ქუდნისლა შეუკრეს რუსის არმიას
ჩემს სოფელში უფრო ადრე დაიწყო შეტაკებები და ქაქუცა იქ იმყოფებოდა და თვითონ იძლეოდა ბრძანებებს
ერთ ერთი თავმმომწონე ხევსური, რომელიც ძალიან ცდილობდა რუსების დახოცვას(როგორც ბაბუისგან ვიცი, გამოსდიოდა კიდევაც) გახდა მსხვერპლი: რაღაცაზე გაბრაზებულმა ქაქუცამ ფეხი წაარტყა თოფს წამოწოლილ ხევსურს უფრო უკეთესად ესროლეო
ამის მოთმენა ბატონებს მიუჩვეველი და ამაყი ხევსურისთვის წარმოუდგენელი იყო და შესაბამისად "იმოქმედა": ქაქუცას დედის გინებით წამოუხტა და გულზე მიბჯენით ესროლა ბერდენკა რომელსაც პატრონისთვის არაოდეს ეღალატა....
მაგრამ სასწაული ! თოფი არ გავარდა !
ხევსურმა ხელფიცხად მიატანინა მეორე ტყვია, მაგრამ მოასწრეს და ხელი აუკრეს ....
ქაქუცასთვის გამეტებულმა ტყვიამ ცა გახია!
დაეცა ხევსური მუხლზე და თავის "ბატონს" გუდანის ზენა ჯვარს მადლობა გადაუხადა:
რათა ნაწილიანი კაცის მოკვლას გადაარჩინა!
ამიოს შემდეგ გავარდა ხმა ქაქუცას "ნაწილიანობაზე" ერმ ბეჭზე მთვარე ქონია, მეორეზე მზე.

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 24 აპრ 2007, 10:45
by meore monadire
ხო მართლა, ჩემს სოფელში ერთ ერთი მნიშვნელოვანი სანახაობა მთის წვერებს მობმული ბერდენკის უამრავი გილზის ხილვაა,
რომლებიც საქართველოსთვის დაიხარჯნენ....

და რომლებიც უკვე საუკუნეა ელიან მნახველებს...

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 24 აპრ 2007, 10:55
by GOGONA
კარგად გამოგდის :wink: თხრობა გააგრძელე რააა :P

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 24 აპრ 2007, 11:00
by meore monadire
GOGONA
სხვებმაც წაიკითხონ ჯერ
მერე ახალს დავწერ
ახლას რა თქვენ რომ არ იცით იმ პონტში ახალს

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 26 აპრ 2007, 13:50
by meore monadire
არავის სურს კიდევ აზრის გამოთქმა?

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 26 აპრ 2007, 14:00
by Archil
Beqa Picxelauri

თუ არ გეხმიანებით, ეს არ ნიშნავს რომ არ ვკითხულობთ. უბრალოდ ოფტოპიკებისაგან ვიკავებთ თავს. შენ წერე, თორემ ამისი წამკითხველი ეხლაც და მერეც გამოჩნდება, ისეთ რამეს წერ. განყოფილებების ჩამონათვალში ჩანს თუ რამდენჯერ იყო ნანახი თემა და ამითითაც შეგიძლია გადაამოწმო ნახულობენ თუ არა. შენ კარგი საქმე ქენი, რაც დასაწერად მიგაჩნია, დაწერე და მისი დამფასებელი აქ ნამდვილად არიან.

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 27 აპრ 2007, 12:35
by meore monadire
Archil

დიდი მადლობა

მინდოდა დამეპოსტა წარსული ლეგენდები

ან განთქმული საერო ვეფხიტყაოსნის ნაწყვეტები
მაგრამ
პაატამ გამომიგზავნა გელას სიმღერები ახლა ვუსმენ და ხევსურეთის სიყვარულით ვბრუვდები

და მინდა ერთი რამ დავწერო

რომელიც შოთა არაბულს მოთხრობად აქვს ნაქცევი

შეიძლება ბევრმა თქვენგანმა იცოდეს მარა ძალიან მინდა დავწერო

შამილმა თავისი უმამაცესი ნაიბი ახვერდი მახმადი გამოუშვა საქართველოში გაძლიერებისთვის მაგრამ შატიოლონების "სიმგლე" არ გაითვალისწინა

შატილში ვინც იქნებით ნამყოფი შანსი არაა არ გქონდეთ ნანახი ქვა რომელიც ამ ომს აღწერს

ხოდა

ერთმა სოფელმა რუსებისთვის შიშისმცემელი ნაიბი და მისი მხედრები უკან გააბრუნა

იმ ომში თურმე ორი ძმადნაფიცი იბრძოდა ერთერთი ახვერდიმ ღალატით მოკლა

მეორემ კი გაბრუნებულ ნაიბს თავის მხედრებში ჩაკარგულს მიუხტა და სისხლი აოღო მაგრამ თვითონაც სასიკვდილოდ დაიჭრა მაგრამ ციხეში შესვლა მოასწრო

ბაუამ 13 ნატყვიარი დაუთვალა სხეულზე
"ბარაქალა ვაჟო! სამზეოს ნამყოფი მეტ სახელს ვერრაით მოუტანდი შატილს"

სიკვდილის წინ სწოფერის ნახვა ისურვა

სწორფერიც მოვიდა

სულთმობძავის უკანასკნელი სურვილი:

"ვიცი რომ სიკვდილის შემდეგ ხმით დამიტირებ მე კი მინდა ცოცხალმა მოვისმინოი დამიტირე სწორფერო, ხმით დამიტირე "

ქალმა ვერ ბედავდა ანდრეზადაც არ თქმულის ჩადენას, მაგრამ მოხუც ბერდიას(ბაბუას ) თხოვნამ დაავიწყა კანონები და ....

"წესს გავტეხ ხევსურეთისასაო
ცოცხალს გიტირებ ჩემ ძმათ მზემაო
მზეო ნუ ჩქარობ დაიცადეო
მწადის სწორფერთან საუბარიო

არწივო რად დახარენ ფრთანიო
შატილს მასტეხე მხარიო
მარტო ლაშქრისკე რად წახვიდიო
დედისერთა ვარ რად არ თქვიდიო
მაშველაობით ვინ იძახდაო
ქალ რძალი ტყვედაც არ მიყავდათო

"აი დედას მტერტთას ლეგავ" დაიბუბუნეს ხევსურებმა და წამოიშალნენ მაგრამ მოტირალს უკვე აღარაფერი ესმოდა , ვეღარას გრძნობდა ის ტირილს განაგრძობდა:

"ადიდებულსა ღგავდი წყალსაო
ვერ გასამდეგვლევსა ცხენისასაო
ლემადიანსა ღგავდი მთასაო
ვერ გასაწონსა მგზავრისასაო
აბორგებულსა ღგავდი ზღვასაო
ჭიუხით ჭალას წამოსულსაო
გაფხავებულსა ღგავდი ხმალსაო
ფრანგულსა სისხლში გაჩვეულსაო"

"მადლობა " ჩაიჩურჩულა ლეგამ და ...

მაგრამ არც ეს უგძვნია ქალს ის ისევ ტიროდა:

"თორმეტი თუ გჭირს ნატყვიარიო
თორმეტ შენ მოკალ დაღესტნელიო
მეთორმეტესა მეთავესაო
მანძილას დაასხმიენ რქანიო


კარგ ყმა გაუზრდავ დაღესტანსაო
ლხინად მიითვლის ნატყვიარსაო
მარტოი შატილს გცემდათ ზარსაო
კარის პირ მკვდარზე ყრიდა მკვდარსაო

შეხვდით საფერნი ერთმანეთსაო
სულეთ მიეცით მხარი მხარსაო"

და დაემხო სწორფერის გაციებულ სახეს ...

იმ ღამეს კი დაღესტანში შამილის უმამაცესი ნაიბი სიკვდილის წინ თავის იმამის ნახვას ნატრობდა რათა პატიება ეთხოვა მისთვის...

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 27 აპრ 2007, 12:39
by paata_
Beqa Picxelauri

მაგარია, შატილში მაქვს მოსმენილი და ეხლა რო გამახსენე სულ დამბურძგლა



დიდი მადლობა

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 27 აპრ 2007, 13:08
by gobe
Beqa Picxelauri,
უუუუუ, მართლა მაგარია. დიდი მადლობა. მეც დამბურძგლა.
შატილში ვინც იქნებით ნამყოფი შანსი არაა არ გქონდეთ ნანახი ქვა რომელიც ამ ომს აღწერს
:oops:

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 27 აპრ 2007, 13:10
by meore monadire
gobe
ქვაზე წერია მადლობა რათა არ შემოუშვეს ჩეჩნები საქართველოში

ხალხური თქმულებები, რაიმე ადგილთ

Posted: 27 აპრ 2007, 13:59
by Bocho
ჰოოოო...