Page 6 of 8

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 24 ნოე 2010, 01:00
by GAMARJOBA SAKARTVELO
დღეს ჩემს უბანში ჭურჭლის სარეცხ საშუალებებს ვყიდულობდი, გამყიდველი ვარდისფერ თხელ პარკში მიწყობდა.
არ მინდა, ხელით წავიღებ, გარემო პოლიეთილენით ბინძურდება-მეთქი.
უი, როგორ ჩემს მეზობელს ჰგავხარო, ასე 52-55 წლის ასაკშიაო.
დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეჰ-დათო იქნებოდა

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 24 ნოე 2010, 11:12
by lama
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეჰ-დათო იქნებოდა
:)

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 24 ნოე 2010, 14:54
by Makena
GAMARJOBA SAKARTVELO
პოლიეთილენზე მეტად გარემოს სწორედ ეგ სარეცხი საშუალებები აბინძურებს, აი ჩვენს მაღაზიაში გერმანული ბიო სარეცხი საშუალებები იყიდება, წყალში ბოლომდე იხსნება და მხოლოდ ბუნებრივ მასალას შეიცავს, კარგადაც რეცხავს, ჰიპოალერგიულია და მდინარეებს საერთოდ არ აბინძურებს, მე კარგა ხანია ასეთ სარეცხ საშუალებებს ვიყენებ როგორც ტანსაცმელისთვის ასევე ჭურჭლისთვის :wink:

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 28 ნოე 2010, 00:51
by GAMARJOBA SAKARTVELO
Makena wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
პოლიეთილენზე მეტად გარემოს სწორედ ეგ სარეცხი საშუალებები აბინძურებს, აი ჩვენს მაღაზიაში გერმანული ბიო სარეცხი საშუალებები იყიდება, წყალში ბოლომდე იხსნება და მხოლოდ ბუნებრივ მასალას შეიცავს, კარგადაც რეცხავს, ჰიპოალერგიულია და მდინარეებს საერთოდ არ აბინძურებს, მე კარგა ხანია ასეთ სარეცხ საშუალებებს ვიყენებ როგორც ტანსაცმელისთვის ასევე ჭურჭლისთვის :wink:
რა ქვია ამ გერმანულ ბიო საშუალებებს?

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 29 ნოე 2010, 17:03
by Makena
ჭურჭლის სარცხს ქვია - მელინდო.
ტანსაცმლის სარეცხ ფხვნილს - ბიოფა.

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 29 ნოე 2010, 17:12
by Naia
Makena
დღეს ვიყავი თქვენთან და შევიძინე ჭურჭლის სარეცხი საშუალება. საღამოს გამოვცდი :)

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 29 ნოე 2010, 17:19
by arcivi9
აი ჩვენს მაღაზიაში გერმანული ბიო სარეცხი საშუალებები იყიდება, წყალში ბოლომდე იხსნება და მხოლოდ ბუნებრივ მასალას შეიცავს, კარგადაც რეცხავს, ჰიპოალერგიულია და მდინარეებს საერთოდ არ აბინძურებს
რა ჰქვია მაგ საშუალებას? ძვირია? რამდენდ უწევენ რეკლამას მას როგორც სუფთა საშუალებას? :roll:

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 15 თებ 2011, 04:29
by GAMARJOBA SAKARTVELO
კვირას, 2011ის 13 სურწყუნის ზარზმის გასვლაში არავის ჰქონდა 1ჯერადი ჭურჭელი, რაც ფრიად სასიამოვნო იყო.
ჩვენ დავინდეთ გარემო ზედმეტი პოლიეთილენის ნარჩენებისგან.
სასიამოვნოა, რომ :კარავზე: ბევრს უკვე პირადი, მრავალჯერადი სალაშქრო ჭურჭელი აქვს და მუდმივად დააქვთ გასვლებში.
ესენია VANO, Hereti, Naia, მთაშენკა და ა.შ

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 15 თებ 2011, 13:22
by arcivi9
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:კვირას, 2011ის 13 სურწყუნის ზარზმის გასვლაში არავის ჰქონდა 1ჯერადი ჭურჭელი, რაც ფრიად სასიამოვნო იყო.
ჩვენ დავინდეთ გარემო ზედმეტი პოლიეთილენის ნარჩენებისგან.
სასიამოვნოა, რომ :კარავზე: ბევრს უკვე პირადი, მრავალჯერადი სალაშქრო ჭურჭელი აქვს და მუდმივად დააქვთ გასვლებში.
ესენია VANO, Hereti, Naia, მთაშენკა და ა.შ
მოქმედებს კარვის შეგონება ხალხზე Image

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 22 ივნ 2011, 09:28
by Ketevan Guliashvili
არწივ, კარავის შეგონება კარგი რამეა, შინაგანი კულტურა კიდევ უკეთესი! ადამიანი ყველაზე და ყველაფერზე ფიქრობს, ზრუნავს, ყურადღებას აქცევს, შეძლებისდაგვარად, ამას ჰქვია ადამიანი. წყნარ ოკეანეში ნაგვის "კუნძული რომ არსებობს ყველამ ვიცით, თუმცა ხმელეთთან შედარებით ზღვაში პლასტიკი უსხვაგვარად იქცევა, უმცირეს ნნაწილაკებად იშლება, ძალიან ჰგავს საჭმელს და პატარა თევზები იკვებებიან, შემდეგ პატარა თევზს დიდი შთანთქავს და ბოლოს დიდი თევზიც ჩვენივე სუფრაზე აღმოჩნდება! გამოდის ნარჩენებით ვიკვებებით! თუმცა ლაბორატორიაში გამოიკვლიეს ოკენეში დაჭერილი თევზები და თქვეს რომ სუფთაა, მაგრამ აღნიშნეს რომ ოკენის ნაგავსაყრელების სიახლოვეს არანაირი გამოკვლელვა ჩატარებულა.

ფოტო მასალაც ვიპოვე.

http://www.greenpatrol.ru/ecomap/okrugu ... &category=

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 22 ივნ 2011, 10:00
by Tamari-ch.
პოლიეთილენის წინააღმდეგ ბრძოლას მე მგონი აზრი არ აქვს -
არის პროდუქტები, რომლებსაც ქაღალდის პარკში ვერ ჩადებ -
მაგალითად ყველი, კარაქი, ნადუღი, ხაჭო და ა.შ. პოლიეთილენი პრაქტიკულია და ბევრი არ იტყვის უარს მის გამოყენებაზე..

უფრო სწორი იქნებოდა ამ პარკების გადამუშავების მეთოდი გამოეგონათ
და ზოგადად ნაგვის გადამუშავების რაღაც მეთოდი შეექმნათ გლობალური მაშტაბით - მარტო პოლიეთილენი ხომ არ აბინძურებს გარემოს - ყველაფერს მოევლებოდა მაშინ და არც ალმებივით აღარ იქნებოდა ცელოფნები წამოკონწიალებული ხეებზე და ბუჩქებზე.

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 22 ივნ 2011, 17:31
by Ketevan Guliashvili
ხო, თამარ, პოლიეთილენთან ბრძოლა სისულელეა.

იტალიაში რომ აკრძალეს შედეგს 50 წლის შემდეგ თუ მოიმკიან. ამიტომ მათი გადამუშავებაა საჭირო, დანადგარები თურმე არსებობს და მეზობელ თემაში ვიკითხე კიდეც საქართველოში თუ არის პოლიმერებისა და პლასტიკის გადასამუშავებელი ქარხნები მეთქი ( ჯერ ყველა სდუმს:) ) როგორც ეწერა საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია, საერთო მასშტაბით მილიარდებზეა საუბარი. ხო, კიდევ ის გავიგე, რომ ტყეში დაგდებული ბოთლი ჯერ ადგილობრივ მდინარეში , იქიდან კი საბოლოოდ ოკეანეში ხვდება. ხმელეთზე რაც რჩება ისიც ზოგიერთ ცხოველს შეჰყვება ხოლმე ჭამისას, ამ მიზეზით ცხოველი შესაძლოა დაიღუპს კიდეცო, საუბარი ძროხაზე იყო, თუ არ ვცდები. დიდი ციფრი იყო დასახელებული, ზღვაში პარკი ზოგიერთ თევზს მედუზას აგონებსო და უკვე გასაგებია რაც ხდება. :)

მათი გადამუშავება ბევრ პრობლემას მოგვიხსნის, მაგრამ სანამ ასეთი ქარXნები აიგება, ტყის და მდინარის მიმდებარე ადგილები ხშირად უნდა დასუფთავდეს. თუკი ნაკლებ პოლიმერს და პოლიეთილენს მოვიხმართ საქმეს ესეც წაადგება, ვფიქრობ.

თუნდაც სახლში, გავიხსენოთ რამდენი პარკი გროვდება, თან "სუფთაა", "ეგებ გამოდგეს რაიმეს შესახვევად" გადავალაგებ-გადმოვალაგებ, ჩავკეცავ და ისევ აგრძელებს უჯრაში არსებობას! ადგილსაც იკავებს სახლიც ნაგვიანდება არასაჭირო ნივთით.

ადრე თუ შინაგანი მოთოვნის სახე ჰქონდა იმას რომ ნაკლები პოლიეთილენი მომეხმარა, ახლა ცნობიერადაც ვიცი რატომ მაქვს ასეთი მოთხოვნილება.

პარკსაც მოვიხმარ და წყალსაც ყიდულობ პლასტმასის ბოთლში, სოსისიც და ძეხვეულიც ლაშქრობაში რომ მომაქვს ცელოფანშია ქარხნულად გახვეული, მაგრამ როდესაც ერთ ფილა შოკოლადს ერთჯერად პარკში მიდებენ ვეუბნები -რად მინდა, სად წავიღო ამდენი პარკი მეთქი, გამყიდველიც ჩაიღიმებს ხოლმე, ერთმა მადლობაც გადამიხადა:) მგონი ყველას მოგვბეზრდა ამდენი პარკი ყველგან და ყოველთვის:)

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 23 ივნ 2011, 17:03
by Makena
Ketevan Guliashvili
50 წლის მერე რატომ მოიმკიან ვერ მივხვდი? დღეს რომ საქართველოში პარკების წარმოება აკრძალო მემგონი მომავალ წელს უკვე შედეგი გვექნება!
გარდა ამისა, პოლიეთილენის პარკების ისეთი ფორმა არსებობს რომელიც გარემოს არ აბინძურებს,ანუ ბიოდეგრადირებადი მასალისგან მზადდება, ბუნებაში მოხვედრის შემდეგ ქაღალდივით ქრება რამდენიმე დღეში, სწორედ ასეთი პარკებით უნდა ჩანაცვლდეს მავნე პოლიეთილენი. ასევე ქაღალდის პარკებია გამოსავალი, ნაწილობრივ მაინც.

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 23 ივნ 2011, 17:31
by QEBURIUS
ამხანაგებო

სტატისტიკა დადეთ ერთი თქვენი სახელოვანი ბრძოლის შედეგად ცელოფნის პარკების წრმოება რამდენით შემცირდა :twisted: :twisted:

მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Posted: 23 ივნ 2011, 17:54
by Tamari-ch.
Makena wrote:Ketevan Guliashvili
50 წლის მერე რატომ მოიმკიან ვერ მივხვდი? დღეს რომ საქართველოში პარკების წარმოება აკრძალო მემგონი მომავალ წელს უკვე შედეგი გვექნება!
გარდა ამისა, პოლიეთილენის პარკების ისეთი ფორმა არსებობს რომელიც გარემოს არ აბინძურებს,ანუ ბიოდეგრადირებადი მასალისგან მზადდება, ბუნებაში მოხვედრის შემდეგ ქაღალდივით ქრება რამდენიმე დღეში, სწორედ ასეთი პარკებით უნდა ჩანაცვლდეს მავნე პოლიეთილენი. ასევე ქაღალდის პარკებია გამოსავალი, ნაწილობრივ მაინც.
პარკების წარმოებას ვერ აკრძალავენ
მე პირადად მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია
დიასახლისი ვარ და ვიცი რასაც ვამბობ- ვისაც ოჯახი აქვს -ისიც გაიგებს...
რომ აკრძალონ - ხალხი გადაირევა...
აკრძალვას ჯობია გადამუშავება ისწავლონ.