ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Post by burdiani » 07 დეკ 2009, 22:30

masai11 wrote:ეს კიდევ კუმურდოში გადავიღეთ. მოგეხსენებათ ირგვლივ იქაც სულ სომხური მოსახლეობაა. დარწმუნებული არიან რომ ეს ძეგლიც სომხურია.
აი ეს სომხური ჯვარი იქ დევს, საკურთხეველში, თუმცა (ჩემი აზრით) ძალინ არაბინებრივიდ.... ფაქტიურად მიტყეპებულია.
Image

ეს კი წარწერები ტაძარზე.

Image


ესეც

Image

ჩემი აზრით წარწერების ნაწილი გაცილებით ახალია, ნაწილი კი ძველი.
თქვენც იგივე შთაბეჭდილება გრჩებათ?
სომხები ჯავახეთში XIX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდნენ რუსეთ თურქეთის ომის დროს როდესაც ადრიანაპოლის ზავის შემდეგ სამცხე ჯავახეთი რუსეთს დარჩა

ივანე ჯავახიშვილი-საქართველოს საზღვრები:

§ 5. რუსეთის მიერ სამცხე-ჯავახეთის შემოერთება და მისი შედეგი. სომეხთა გადმოსასლება ამ კუთხეში.

როდესაც რუსეთმა საქართველო შემოიერთა, მესხეთი, ანუ ახალციხის საფაშო, ოსმალეთს შერჩა და მხოლოდ 1828 წ.-ს დაპყრობილ იქნა ამ საფაშოს ერთი ნაწილი, ანდრიანოპოლის ზავით რუსეთმა შემოიერთა 24-თიგან მხოლოდ 10 სანჯაყი. ქობლიანისა, ოძრხისა. (აბასთუმანისა), ახალციხისა, აწყვერისა, ასპინძისა, ხერთვისისა, ახალქალაქის, ჯარაქისა, ფოცხოვისა და პალაკაციოსი (ჩალდირისა) რაც ძველსა სამცხეს, ჯავახეთს, პალაკაციოს და ერუშეთს უდრის. ეს მხარე რუსთა მიერ შემდეგში ახალციხისა და ახალქალაქის მაზრად და ფოცხოვის უბნად იყო წოდებული.

რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წ. ომის შემდგომ მესხეთის მეორე ნაწილიც იყო შემოერთებული, სახელდობრ აჭარა-ქობულეთი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა-არტაანი და ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი, ოლთისი, აქეთგან სამი პირველი თემი, ანუ სანჯაყი ბათუმის ოლქად იქმნა წოდებული, ხოლო ერუშეთი, არტაანი და ოლთისი რუსეთის მთავრობამ ყარსის ოლქის სამზღვრებში მოაქცია, თუმცა ერუშეთი (=ფოცხოვის უბანს) ყარსის მხარეს 7-8 თვის განმავლობაში მოწყვეტილია და ფოცხოვის უბნის ბოქაული ამის გამო იძულებულია ახალციხეში იცხოვროს.

მთელ ამ კუთხეში, განსაკუთრებით ქართველი მაჰმადიანები ცხოვრობდენ (Иваненко. История гражданскаго управ, на Кавказе. 265, 260). რუსეთის აქ შესვლას 1828 წელს ამ მკვიდრ ქართველ მცხოვრებთა აყრა მოჰყვა შედეგად, მეტადრე ჯავახეთითგან (=ეხლანდელს ახალქალაქის მაზრას) და უფრო ნაკლებ სამცხითგანაც (=ახალციხის მაზრა). რუსებმა რომ ახალციხე აიღეს, კავკასიის მაშინდელს მთავარმართებელს ქართველი თავადაზნაურები წარუდგენ და საქართველოს მეფე და წყალობის წიგნები მიუტანეს, რომლებითაც სამცხე-ჯავახეთში მათი მფლობელობითი უფლება მტკიცდებოდა, და იმ საბუთების ძალით თავიანთ უფლების აღდგენას თხოულობდენ. მაგრამ პასკევიჩს არამც თუ ეს თხოვნა არ შეუწყნარებია, პირიქით განრისხდა კიდეც (АКАГК VIII 291 და Иваненко. op. cit. 199) ამავ დროს ოსმალეთითგან, ყარსსა და არზუმის საფაშოებითგან იქაური სომხობა გამორბოდა და საქართველოში თავშესაფრს ეძებდა. რუსეთის მთავრობამ მათ მფარველობა გაუწია: თითოს 25 მან. დახმარება აღმოუჩინა და 6 წლის განმავლობაში სახელმწიფო გადსახადისგან გაათავისუფლა. ამის წყალობით 90 000 მეტი სომეხი ლტოლვილი მოაწყდა. მათ დასასახლებლად საახალშენო კომიტეტი იყო დაარსებული და ზემო მოყვანილი რიცხვითგან 30 000-მდე სომეხი დასახლებულ იქმნა ახალციხისა და განსაკუთრებით ახალქალაქის მაზრებში (Иваненко op. cit. 265 — 266).

ამ გარემოებათა წყალობით ახალციხე-ახალქალაქის მაზრების მოსახლეობის სურათი არსებითად შეიცვალა. წინათ აქ შედარებით მჭიდრო მოსახლეობა იყო, 1832 წ. აღწერამ კი დაამტკიცა, რომ ამ მთელს ახლად შემოერთებულ ქვეყანაში 50 000 ორთავე სქესის მცხოვრებიც კი აღარ იყო. უწინ. მაგ. 1828 წ. ამოდენი ხალხი მარტო ქ. ახალციხეში ითვლებოდა. ეროვნული შემადგენლობის მხრივაც მდგომარეობა ჯავახეთში ანუ ახალქალაქის მაზრაში ძირ-ფესეიანად შეიცვალა. თუ წინათ აქ მხოლოდ ქართველობა ცხოვრობდა, 1832 tსლს. ქართველთა მანგიერ უმრავლესობას უკვე სომხები შეადგენდენ და ქართველ მაჰმადიანებს რიცხვით მხოლოდ მეორე ადგილი-ღა ეიჭრათ (Иваненко op. cit. 267).

ასე შემთხვევით და ამ გზით გაჩნდენ სომხები ჯავახეთში, ქართული კულტურის ამ ძველის ძველს კერაში.

ასე რომ X საუკუნის ძეგლი კუმურდო ვერანაირად ვერ იქნება სომხური, მაგრამ ჰუჯაბის არ იყოს ძაღლისა და ქარავანის ვარიანტია
საქართველოსთვის!

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Post by qvevri » 07 დეკ 2009, 22:32

burdiani
ჯავახიშვილის მეთორმეტე ტომის მასალები ხომ არ მოგეპოვებათ შემთხვევით?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Post by qvevri » 07 დეკ 2009, 22:34

აქ წარწერა არ არის, მაგრამ ეს ბარელიეფი იმაზე ღაღადებს, რომ ამ სახლში(გორის რაიონი სოფელი სკრა) მჭედელი ცხოვრობდა.
Image

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Post by burdiani » 07 დეკ 2009, 22:42

qvevri wrote:burdiani
ჯავახიშვილის მეთორმეტე ტომის მასალები ხომ არ მოგეპოვებათ შემთხვევით?
არა სამწუხაროდ:(


ისე კი იმედია იყენებს ხალხი ამ რესურსებს ძალიან ბევრი კარგი რაღაცის ნახვა შეიძლება აქ

http://www.nplg.gov.ge/frames.php?url=/dlibrary
http://www.amsi.ge/istoria/
საქართველოსთვის!

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Post by Nephros » 07 დეკ 2009, 22:49

qvevri
არ ვიცი რად გინდათ XII ტომის მასალები, ჯავახშვილის "ქართველი ერის ისტორიის II ტომში კი კუმურდოზე წერია: "საეპისკოპოსო საჯდომი დიდებულის საყდრითურთ" (1984, გვ. 54).

ტაძრის ისტორია აისახა მის წარწერებში, სავარაუდოდ 18 წარწერაა სულ.

ჰო, ეს წარწერებიც კუმურდოს დიდებული ტაძრიდან თქვენ (სამწუხარდ არა ყველა):

"შეწევნითა ღმრთისაითა, იოვანე ეპისკოპოსმან დადვა საძირკველი ამისა ეკლესიისაი, ხელითა ჩემ ცოდვილისა საკოცრისაითა".

"წმიდაო ეკლესიაო, შენნი მუშაკნი და ყოველნი მაშენებელნი შენნი დღესა მას საშჯელისასა დაიფარენ და შეიწყალენ."
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Post by qvevri » 08 დეკ 2009, 09:51

Nephros
მეთორმეტე ტომში (რომელიც არ დაბეჭდეს გასაგები მიზეზები გამო) განხილულია საქართველოს საზღვრები და სომხების "დიდი ღვაწლი საქართველოს კეთილდღეობისათვის". ეს მასალები არსებობს, მაგრამ არ ვიცი როგორ მოვიხელთო.
მადლობა წარწერებისათვის. თუ წარწერის სურათები მოგეძებნებათ მთლად უკეთესი, ბარემ ერთად დავდებდით სურათიან-წარწერიანად.

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Post by burdiani » 08 დეკ 2009, 09:58

qvevri wrote:Nephros
მეთორმეტე ტომში (რომელიც არ დაბეჭდეს გასაგები მიზეზები გამო) განხილულია საქართველოს საზღვრები და სომხების "დიდი ღვაწლი საქართველოს კეთილდღეობისათვის". ეს მასალები არსებობს, მაგრამ არ ვიცი როგორ მოვიხელთო.
მადლობა წარწერებისათვის. თუ წარწერის სურათები მოგეძებნებათ მთლად უკეთესი, ბარემ ერთად დავდებდით სურათიან-წარწერიანად.
რა ლინკებიც დავდე მანდააა რამდენად სრულია არ ვიცი მაგრამ ჯავახიშვილის ნამუშევრებიდან ესენია:



ივანე ჯავახიშვილის ცხოვრება და მეცნიერული ღვაწლი

აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია და საქართველოს და სომხეთის ისტორიის მონაცემები
ლექცია, წაკითხული პეტერბურგის უნივერსიტეტში 1902 წელს

საქართველოს საზღვრები
1919 წლის კონსტანტინეპოლის კონფერენციისათვის დაწერილი გამოკვლევა

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

История церковного разрыва между Грузией и Арменией в начале VII в.
1908 წელს რუსეთის «Известия Академии Наук»-ში ამ კონფლიქტის პირველწყაროების შესწავლაზე დაფუძნებული გამოკვლევა («Известия Академии Наук». 1908 г., стр. 433 – 446, 511 – 536).


ქართველი ერის ისტორია, ტ. 1

ქართველი ერის ისტორია, ტ.2

ქართველი ერის ისტორია, ტ.3

ქართველი ერის ისტორია, ტ. 4

http://www.amsi.ge/istoria/ij/
საქართველოსთვის!

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Post by qvevri » 08 დეკ 2009, 10:03

burdiani
უდიდესი მადლობა. ეს ბმულები ძალიან საინტერესოა და მიუხედავად იმისა, რომ მათი წიგნიერი ვერსიები მაქვს ეს ელ-ვერსიები ერთობ გამოსადეგი რამაა. მადლობთ.


qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Post by qvevri » 10 დეკ 2009, 20:53

დავბრუნდი ზემო იმერეთიდან, ჩამოვიტანე ბევრი საინტერესო სურათი.
ზემო საქარას ტაძარი და მისი საინტერესო წარწერა, რომელიც ამბობს:
უფალო იესო ქრისტე შეგვიწყალენ ჩვენ ცოდვილნი(მერე ვეღარ ამოვიკითხეთ...)
Image
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Post by qvevri » 10 დეკ 2009, 20:58

მოხისის ორი ძალზედ საინტერესო ტაძარი. მარცხენა ტაძარის(შეიძლება ნათლისსმცემელი იყოს, აი მარჯვენა კი ღვთისმშობლისაა) წარწერა, რომელიც უკვე ძალიან დაზიანებუილია
Image
Image
Last edited by qvevri on 11 დეკ 2009, 09:35, edited 2 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Post by qvevri » 10 დეკ 2009, 21:07

ეს კი ქორეთის ტაძარი, რომელიც მეათე საუკუნეშია აგებული და რომელიც დახუძლულია აუარება საინტერესო წარწერერბით(ასევე ფრესკებით.)
Image
Image
Image
Image
Image
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Post by qvevri » 03 იან 2010, 22:00

ნეტა ეს ლაპიდარული წარწერა რაზე ღაღადებს?
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Post by lama » 04 იან 2010, 13:50

qvevri
გიორგი ბარისაშვილის მარანიო

და შენ იცნობ გიორგის?
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Post by qvevri » 04 იან 2010, 14:02

lama wrote:qvevri
გიორგი ბარისაშვილის მარანიო

და შენ იცნობ გიორგის?
რომელია ეგა :?:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]