Page 6 of 29

ბრძნული აზრები

Posted: 21 მაი 2009, 10:51
by KSOVRELI
აბა, ვინ აკვირდება საკუთარ ჩრდილს? ყველამ იცის, რომ უკან მოგვდევს ერთგულად და უსიტყვოდ, ფეხდაფეხ აგვედევნება და ზოგჯერ თუ გადაგვისწრებს წინ, როგორც ჯერ შეუცნობელი სურვილი. მაგრამ იშვიათად თუ ვინმე მიაქცევს ყურადღებას თავის სასაცილო ორეულს, და საკუთარ მეს შეიცნობს ამ დაბრეცილ გამოსახულებაში!

შტეფან ცვაიგი

ბრძნული აზრები

Posted: 21 მაი 2009, 11:16
by ZVIOSULI
გონიერება გვაჭირვეულებს - ზვიო

ბრძნული აზრები

Posted: 21 მაი 2009, 12:03
by Wanderer
KSOVRELI
როცა ზურა ვერ მიდის ნიცშესთან, ნიცშეს შეუძლია მივიდეს ზურასთან! როგორ? Ksovreli-ის მეშვეობით - თუ არ გაქვს, გათხოვებ.
:mrgreen: :mrgreen: :mrgreen:

ქართულად თუ გაქვს გამოგართმევდი. :)

ბრძნული აზრები

Posted: 21 მაი 2009, 13:34
by ZVIOSULI
Wanderer
ქართულად კი არის მაგრამ ძველქართულია 1914წლის ენაა
ძნელია ფრიად :)

ბრძნული აზრები

Posted: 21 მაი 2009, 13:50
by გვალდა
მარკესის "ძალიან მოხუცი კაცი უზარმაზარი ფრთებით" -დან ამონარიდი:
(მომიტევეთ ინგლისურიზა)

If the wings are not the main essense in determining the difference between a hawk and an airplane, they are even less so in the recognition of angels.

ძალიან მომწონს.

ბრძნული აზრები

Posted: 21 მაი 2009, 16:24
by KSOVRELI
რამდენი ქალი აჰყვებოდა უცაბედ ვნებას, მოულოდნელს და ძლიერს წუთიერ ჟინსა და სიყვარულის ოცნებას, ხიფათი რომ არ მოელოდესთ, რომ წუთიერ სიტკბოებას საქვეყნო აყალმაყალი და მწარე ცრემლი არ მოსდევდეს!

გი დე მოპასანი

ბრძნული აზრები

Posted: 21 მაი 2009, 17:01
by tamuna_gudarexi
ადამიანს ჭკვიანური მოქმედების სამგვარი გზა აქვს:
პირველი: დაფიქრებითა და განსჯით - ეს არის ყველაზე დიდებული;
მეორე: მიბაძვით - ეს არის ყველაზე მარტივი;
მესამე: გამოცდილებით - ეს არის ყველზე მძიმე.

კონფუცი

ბრძნული აზრები

Posted: 21 მაი 2009, 17:21
by QEBURIUS
გაკვეთილი 5:



ბეღურა ხის ტოტზე გაიყინება ზამთარში, ჩამოვარდება და დაეცემა ძირს. გვერძე მიმავალი ძროხა შემთხვევით პირდაპირ მასზე დაიკმაყოპილებს ბუნებრივ მოთხოვნილებებს(დიდს!) ბეღურას დათბება და გამოიღვიძებს, გაეხარდება და სიმღერას დაიწყებს. სიმღერას კატა გაიგონებს, მივა ნეხვთან, ბეღურას ამოიყვანს და შესანსლავს.



მორალი:

1. ყველა ვინც გაჯვავს, შენი მტერი არ არის!

2. ყველა ვინც მძღნერიდან ამოგიყვანს შენი მეგობარი არ არის!

3. როცა ყელამდე მძღნერში ხარ უნდა მოკეტო!

ბრძნული აზრები

Posted: 21 მაი 2009, 17:26
by tamuna_gudarexi
სიბრძნის გადაცემა შეუძლებელია. სიბრძნე, რომლის გადაცემასაც ბრძენი ცდილობს, ყოველთვის ისე ჟღერს, როგორც სისულელე.

ჰერმან ჰესსე

მააშ, რამდენ სისულელეს ვწერთ და ვკითხულობთ ;)

შენ ჭკვიანი ხარ, ჭკვიანურად შეგიძლია საუბარი. მაგრამ უფრთხილდი ზედმეტად დიდ გონიერებას!

ჰერმან ჰესსე

ბრძნული აზრები

Posted: 21 მაი 2009, 22:19
by Tamari-ch.
ნაგლიი ფრაერი ტანკზე უარესია -
და ნაგლი ქალი კი - ტაიფუნზეო.
:lol:

ბრძნული აზრები

Posted: 22 მაი 2009, 09:57
by KSOVRELI
Tamari-ch., შენგან ამას არ მოველოდი :D:

შესანიშნავი ქალი, ექიმი, ორი შვილის დედა :D

არა, იქნებ თვალი მატყუებს? :D

ბრძნული აზრები

Posted: 22 მაი 2009, 10:12
by KSOVRELI
ვინც არ არის ქალის, ღვინის და სიმღერის მსურველი, თავის აღსასრულის დღემდე ის იქნება სულელი.

მართინ ლუთერი (გარყვნილი პროტესტანტი :D )

ბრძნული აზრები

Posted: 22 მაი 2009, 16:12
by Tamari-ch.
KSOVRELI wrote:Tamari-ch., შენგან ამას არ მოველოდი :D:

შესანიშნავი ქალი, ექიმი, ორი შვილის დედა :D

არა, იქნებ თვალი მატყუებს? :D
სამი...

და რა ვთქვი ტყუილი?
:lol:

თავხედი ქალი ტაიფუნზე საშინელია თქო...
:lol:

რომელიღაც კინოში იყო ეგ ფრაზა...
:D

ბრძნული აზრები

Posted: 28 მაი 2009, 10:23
by KSOVRELI
ომმა და ვაჟკაცობამ მეტი ჰქმნა, ვიდრე სიყვარულმა მოყვასისადმი. არა თქვენი თანაგრძნობა, არამედ თქვენი გულადობა იხსნიდა დღემდე უბედურთ.

და თვით ყოვლად-ქველთ ჯერ არს უწყიდნენ კვლავ ერთი რამ: თვით სიქველეთა თავის დროზე დასაძინებლად გასტუმრება.

ფრიდრიხ ნიცშე

ბრძნული აზრები

Posted: 09 ივნ 2009, 10:27
by KSOVRELI
თუ ჩვეულებას შეეგუები, ყველა პატიოსან ადამიანად ჩაგთვლის. გონიერ ადამიანებს ეძახიან იმათ, რომლებიც სხვებივით იქცევიან.

ანატოლ ფრანსი

თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს,
სიკვდილი მიჯობს ცდაშია.
ვერ მააწონებთ კარგს ყმასა,
რაც არ უჯდება ჭკვაშია!

ვაჟა ფშაველა

ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანისთვის ის არის, რომ იყოს უბრალო, ჩვეულებრივი, ცხოვრობდეს წყნარად, ზომიერად და აუღელვებლად.

სიუსაკო ენდო

ადამიანისათვის ყველაზე უფრო აუტანელია სიმშვიდე, რასაც არ არღვევს არც ვნებათა ღელვა, არც საქმე, არც გართობა, არც მეცადინეობა. მაშინ გრძნობს კაცი თავის უბადრუკობას, უპატრონობას, მარტოობას, არასრულყოფილობას, უძლურობას, სიცარიელეს, სხვაზე დამოკიდებულის უმწეობას.

ბლეზ პასკალი

იმედს უფრო დიდ ძალა აქვს, ვიდრე ცოდნასა და გამოცდილებას.

ჯეკ ლონდონი

იმედი უბედურთა მეორე სულია.

იოჰან ვოლფგანგ გოეთე