Page 6 of 9

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 03 ივლ 2008, 15:54
by lama
რუსეთ საქართველოს საზღვარზე, როიმ ეკლესიაა მშენებარე მანდ მივასვენოთ ხატი


ლარსის ტაძარში


მე ძალიან მინდა
:)

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 03 ივლ 2008, 16:00
by Mta Mkvarebia
lama
მივაბრძანოთ :) თუ არ ვცდები ესაა სწორი ფორმა :roll:

მეც მანდ მინდა. ალბათ არ უნდა ვახმაურებდე ჯერ ჩემს პოზიციას :oops: , მაგრამ ადრეც მაქვს დაწერილი და...

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 03 ივლ 2008, 16:08
by tiko_r
მეც ლარსზე ვაჩერებ არჩევანს

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 03 ივლ 2008, 16:09
by Naia
მეც ლარსის ტაძარს ვემხრობი

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 03 ივლ 2008, 16:18
by qvevri
ყმაწვილებო დაველოდით სხვებსაც და ყველაფერი თავისთავად ნათელი იქნება :)

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 03 ივლ 2008, 17:33
by Archil
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ყველა კუთხისთვის ხატის შეწირვა "კარავის" სახელზე, მართლაც კეთილი საქმეა.
1ლი, მთავარანგელოზ რაფაელის ხატი კი, რადგან მოგზაურთამფარველად ითვლება, საქართველოს
რომელიმე საზღვართან ახლოს მდებარე ეკლესიას შევწიროთ:
მაგალითად:
გარეჯს (აზერბაიჯანის საზღვართან)
ფოკას (სომხეთის საზღვართან 20 კმტშია)
ბათუმის სამი მართლმადიდებლურიდან რომელიმეს (თურქეთის საზღვრიდან 15 კმტში)
ლარსში მშენებარე ეკლესიას (რუსეთის საზღვართან)
მე ძამას ტაძრისკენ უფრო ვიმხრობოდი, შედარებით უჩინო ადგილას მყოფ დედათა მონასტერს უფრო სჭირდება შეწევნა, ვიდრე ერთ-ერთ დატვირთულ გზაზე მყოფ ტაძარს, რომელსაც ყველა გამვლელ-გამომვლელი მლოცველად ეყოლება. მაგრამ თუ ეს ხატი მოგზაურთ მფარველია, მაშინ სჯობია საქართველოს საზღვარზე მყოფ ტაძარში იყოს დასვენებული, რათა საქართველოდან მიმავალებს მასთან მისვლა და ლოცვა შეეძლოთ.

იყოს ლარსში თუ ეგრეა :)

გრემი ჩემი დედულეთია, ძლიერია და ამაყი, კახელებსაც ზრუნვა არ დაუკლიათ მისთვის და უფრო მადლი იქნება თუ მას კი არა, არამედ ახალ ასაღორძინლებს მივეშველებით. გახსოვთ გერგეთის სიონმა როგორ არ მიიღო ჩვენი შესაწირი, თოვლი დაგვახვედრა და ვარძიის დედათა მონასტრისაკენ გაგვიშვა? - იმათ უფრო სჭირდება დახმარებაო! გრემიც ეგეთია, სხვებისკენ გაგვიშვებს მაინც და არ ეწყინება თუ ამ ხატს სხვა ტაძარში მივაბრძანებთ.

ეგრე ვფიქრობ და ღმერთმა ჩვენზე უკეთ იცის....

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 03 ივლ 2008, 17:35
by Mariam
გახსოვთ გერგეთის სიონმა როგორ არ მიიღო ჩვენი შესაწირი, თოვლი დაგვახვედრა და ვარძიის დედათა მონასტრისაკენ გაგვიშვა?
ეს ამბავი კარგად მომიყევი რა... დავინტერესდი

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 03 ივლ 2008, 17:40
by Mta Mkvarebia
Mariam
აი ლინკი:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2007

გერგეთში მიგვქონდა შესაწირი მამებთან და რადგან გზა გუდაურთან ჩაკეტილი დაგვხვდა და ვერ გადავედით, უკან დავბრუნდით. გადავრეკ-გადმოვრეკეთ, მთელ საქართველოში წვიმდა, გარდა ვარძიისა, იქით გავემართეთ, 10 საათის მგზავრობის შემდეგ მივედით ვარძიაში და მეორე დღეს ზემო ვარძიის დედათა მონასტერს დავუტოვეთ შესაწირი, რომლეთაც, როგორც ვნახეთ უფრო ჭირდებოდათ ჩვენი დახმარება :) . მართლაც უფლის ნებით ჩაიკეტა იმ დღეს გზა მოულოდნელად მოსული თოვლისაგან :) .

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 03 ივლ 2008, 17:43
by Archil
Mariam

გერგეთის მონასტერში მივდიოდით, შესაწირი მიგვქონდა, მარხვა იყო და სამარხო იყო...

გუდაურამდე ავედით, მაგრამ იმის იქით უკაცრავად, ისეთი მოთოვა, ჯიპებიც ვერ მიდიოდნენ... მინიმუმ ორი დღე სჭირდებოდა ზვავების საშიშროებას რომ გადაევლო.

სახლში ხომ არ წამოვიღებდით შესაწირს...

რაღაც უნდა გვექნა..

და ხომ იცით რა გიჟები ვართ კარაველები.... მარშუტკის მძღოლიც არანაკლები აღმოჩნდა, თანხა დავუმატეთ და ვარძიაში ამოვყევით თავი....

ალბათ ღმერთის ნება იყო ასეთი

იქ მოსახლეობა, მრევლი, ნაკლებია რომ დედაოებს დაეხმაროს ვინმე, ასე რომ მართლაც მადლიანი საქმე გამოვიდა...

ასე გაუგზავნა გერგეთმა დედათა მონასტერს შესაწირი....

ჭირი იქა, ლხინი აქა ...

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 03 ივლ 2008, 17:44
by Archil
Mta Mkvarebia

დამასწარი ;)

გაიხარე :lol:

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 03 ივლ 2008, 17:45
by Mariam
Mta Mkvarebia
რა საინტერესო თემაში გამიშვი :) მადლობა

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 03 ივლ 2008, 17:47
by Mariam
Archil
შენც მადლობა საინტერესო პასუხისთვის :)

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 03 ივლ 2008, 18:12
by qvevri
გერგეთის სამებამ ჩვენი შესაწირი არ მიიღოო ამას ნუ ვიტყვით, რადგან ეს ასე არ არის. გზაზე ზვავი იყო ჩამოწოლილი და გზის გაწმენდას გარკვეული დრო ესაჭიროებოდა და ჩვენ გზის გაწმენდას არ დაველოდეთ და უკან წამოვედით და გერგეთის სამება რა შუაშია? საერთოდ თუ ჩვენს შესაწირს უფალი არ მიიღებს ამ შემთხვევაში იგი ამ შესაწირს არც ერთ ეკლესიაში არ მიიღებს და საერთოდ იმაზე კი ნუ ვიფიქრებთ მიიღო თუ არ მიიღო, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ და ვინ რას მიიღებს და დაინახავს ეს ღმერთის ნება იყოს.

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 03 ივლ 2008, 23:25
by likakoo
qvevri
მეც ვეთანხმები ამ პატიოსან კაცს 8) ჩვენი მხრიდან არა მართებულია ფიქრი და განსჯა იმაზე თუ როგორ მიიღებს უფალი ჩვენს ძღვენს....

ისე, ჩემი სურვილია ხატი გარეჯის მონასტერს შევწიროთ.

მთავარამგელოზი რაფაელი, მოგზაურთა მფარველი.

Posted: 03 ივლ 2008, 23:37
by lama
ზომებში რამხელაა ხატი, რომელიც უნდა მივასვენოთ ერთ ერთ ტაძარში?