Page 5 of 11

ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Posted: 03 აგვ 2010, 17:35
by guruli
navigator
guruli
სხვანაერად გესმის შენ, სულ სხვა რამეზეა ლაპარაკი აქ.
სხვა რამეზე რომაა ლაპარაკი, იმიტომ ვამბობ - ილაპარეკთ იმ სხვაზე და არა ამაზე-მეტქი. ნუთუ ასე გაუგებარია ეს ამბავი? შენ მაინც რაღა გჭირს, არ კითხილობდი იქ იმ პოსტებს? ისეთი ხალხი მოითხოვდა ნასვამი მძღოლების ანათემაზე გადაცემას, რომლებიც თვითონ სვამენ საჭესთან. პირადად ვმჯდარვარ მათთან ასეთ დროს და ვიცი, რასაც ვწერ. ნასვამი მძღოლი მართლაც დასასჯელია, მაგრამ ხომ გაგიგონია, ისეთმა ფურმა დამწიხლოსო... ის ტემები ორივე იქცა ვიგინდარების ტავშესაფარად და, მგონი, არაა ის ხალხი მასეტების გასაქილიკელებელი - ლაპარაკი ამაზეა, რომ ისედაც გამწარებუილი ხალხი დავასვენოთ თავის ადგილას - საფლავშიც თუი მიწის ზევიტაც; რომ ეს უზნეობაა, თორემ პრობლემაზე ლაპარაკს არავინ გიშლით.
გვეყოფა მაგაზე ლაპარაკი. გაიხსნას თემა მიზანმიმართულად და ილაპარაკეთ - დაგიშალათ ვინმემ? აქ ხომ არ მომითხოვია ამ ტემნის დახურვა - ესეც ხომ იგივეა შინაარსით? მაგრამ აქ უდიერად არავინ ეხება არც ცოცხლად დარჩენილს და არც - გარდაცვლილს.

ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Posted: 03 აგვ 2010, 17:38
by Ninukala
guruli
ისე გურული ყველა ვაშავებთ, არა მარტო ნასვამი, აი შენ, მე და სხვებიც არ უნდა ჩაუჯდეთ ნასვამ მძღოლებს და ეგ იქნება.... და არც არავის არ უნდა ეწყინოს... არ ჩაუჯდებით და მან რაც უნდა ის ქნას! სხვა მაინც დარჩება ცოცხალი და სხვებიც ცოდვას მაინც არ აიკიდებ!

ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Posted: 03 აგვ 2010, 18:09
by guruli
Ninukala
guruli
ისე გურული ყველა ვაშავებთ, არა მარტო ნასვამი, აი შენ, მე და სხვებიც არ უნდა ჩაუჯდეთ ნასვამ მძღოლებს და ეგ იქნება.... და არც არავის არ უნდა ეწყინოს... არ ჩაუჯდებით და მან რაც უნდა ის ქნას! სხვა მაინც დარჩება ცოცხალი და სხვებიც ცოდვას მაინც არ აიკიდებ!
გეთანხმები, რომ ყველა ვაშავებთ და მათ შორის - ქვეითებიც და თან ხშირად მძღოლებზე მეტადაც. მე თუ მკითხავ, მიდგომა არ უნდა იყოს ისეთი, რომ ყოველთვის მძღოლია დამნაშავე. ვფიქრობ, წითელზე გადასულს მანქანა რომ დაეჯახება, მაშინ მძღოლს არ უნდა მოსთხოვო პასუხი - არაა ის დამნაშავე. მწვანეზე ტუ დაეჯახება, მაშინ - კი. ისიც მართალია, რომ ნასვამს არ უნდა ჩაუჯდე, მაგრამ ქალაქიდან ვიყავით გასული სტუმრად და არ იყო სხვა გზა. ერთადერთი, რაც მოვახერხეთ, საჩქაროდ ავიშალეთ, ამან კიდევ არ დალიოსო და გამოვქუსლეთ. :) თან არ დაგავიწყდეს, რომ მძღოლი ქალი იყო. :D :D მაგრამ იმ თემაში რა პოსტები იწერებოდა, არ წაგიკითხავს, თორემ შენც ისევე მოითხოვდი იმ თემის დახურვას, როგორც მე და იქაური მართლაც ჭკვიანი იუზერები. ეს მარტო ჩემი ახირება არ ყოფილა - იქ ბევრის პოსტი რომ ზნეობრივ საზღვრებს გასცდა, ეს სხვების აზრიც იყო. იქაურ სასტავს ერთი თემა მაგ ავარიაზე დაუხურეს ზუსტად უზნეობაში და მარაზმში გადავარდნის გამო და მერე მეორეში გადმოინაცვლეს.

ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Posted: 03 აგვ 2010, 21:05
by anano
პირველი რაც მინდა ვთქვა ირაკლი მგალობლიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არის ის რომ ეს ადამიანი კათხა ლუდის შემდეგაც კი არ უჯდებოდა საჭეს. ბავშვი მონათლა... იქეიფეს, ბიჭებმა გადაწყვიტეს ქეიფის ზღვაზე გაგრძელება, მაგრამ სამწუხაროდ ზღვამდე ვეღარ მიაღწიეს...ირაკლი მძღოლის უკან იჯდა. ეკეთა თუ არა ღვედი ნამდვილად არ ვიცი, სავარაუდოდ არა,მაგრამ ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით რომ ნასვამი არ დამჯდარიყო საჭესთან ფუჭია, რადგან იგი არ იჯდა საჭესთან და ვფიქრობ ეს ყველაფერი მითუმეტეს საერთოდაც არ იყო კავშირში ფორუმზე თემის დახურვასთან.
მეორე კი რაზეც მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა არის ის, რომ აბსოლიტურად ვეთანხმები გურულს და ვფიქრობ ზემოხსენებუილ თემა მეზობელ ფორუმზე დასახური იყო, რადგანაც ნამდვილად გადაუხვია თემის სათაურსა და შინაარს... აბსოლიტურად არაადეკვატური პოსტები იწერებოდა, ზოგჯერ კი არამარტო ცოცხალთა, არამედ მიცვალებულთა შეურაცხმყოფელიც. ვფიქრობ სხვა თემა უნდა გახსნილიყო ამ საკითხის ზოგადად განსახულველად და არა კონკრეტულად ხევსურეთის ტრაგედიასთან კავშირში.

ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Posted: 03 აგვ 2010, 21:08
by Tamari-ch.
ვფიქრობ სხვა თემა უნდა გახსნილიყო ამ საკითხის ზოგადად განსახულველად და არა კონკრეტულად ხევსურეთის ტრაგედიასთან კავშირში.
ასე გაიხსნა ზუსტად

ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Posted: 03 აგვ 2010, 21:36
by guruli
Tamari-ch.
ასე გაიხსნა ზუსტად
კიდევ ერთხელ გიპასუხებ და მერე შემეშვი. დავაკოპირებ იმ თემაში შენს პირველ პოსტს, როგორ გახსენი თემა.
...........................................................................................................
1. ღვედები და პატარა ბავშვები მანქანაში - აქტუალურია
უნდა შემოიღონ თუ არა კანონი ბავშვების წინ არდასმაზე?

2. ალკოჰოლზე საჭესთან - უნდა გამკაცრდეს თუ არა კანონი?

3. ხევსურეთში გზები ყოველთვის პრობლემაა
არადა ხევსურეთი ტურისტული თვალსაზრისით შეიძლება უფრო საინტერესო იყოს ვიდრე აჭარა და სვანეთი

რადგან თავს ვაძლევს ფუფუნებას - განვავითაროთ ტურიზმი (მარტო აჭარაში არა) და გზები დავაგოთ - იქნებ შატილამდე მაინც მოგვარდეს გზების პრობლემა,
თანაც დღითიდღე ხევსურეთი იცლება -
მთავარი კი აქ გზებია....


აბა იმსჯელეთ....
.......................................................................................................
ასე გახსენი იქ თემა, სადაც ჩამონათვალში ხევსურეთის გაჩენა უკვე იყო მინიშნება იმ ტრაგედიაზე... არ ვამბობ, რომ ეს შეგნებულად გააკეთე, მაგრამ ცოტა არასწორად კი იყო გახსნილი, რადგან ეს პრობლემა იმ ტრაგედიას არ გამოუწვევია. თუ ზოგადად ლაპარაკობდი, რა შუაში იყო მხოლოდ ხევსურეთი - სხვაგან არაა ცუდი გზები? ამ მინიშნებით ძალაუნებურად აქ გადმოამისამართე ის ჭორიკანა სასტავი. თან თემა თუ იმ ტრაგედიას არ ეხებოდა და მაინც ამაზე ლაპარაკობდნენ, როგორც თემის ავტორი, ვალდებული იყავი, აღგეკვეთა ის უზნეობა და ისედაც გამწარებული ხალხის სახელს მოფრთხილებოდი. მე ზუსტად მაგას გთხოვდი - დახურე ეს და გახსენი ახალი იმ ახალ კანონზე, სადაც არ იქნება ხევსურეთის ხსენება-მეთქი. შენ ამტკიცებდი, იქაც შემოვლენ და დაწერენო. კი შემოვიდოდნენ, მაგრამ მოდერი რომ მიარტყამდა ერთ გაფრთხილებას, მერე მოჭკვიანდებოდნენ. მოდერტან ერთად შენც უნდა ყოფილიყავი ცოტა ფხიზლად.

ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Posted: 03 აგვ 2010, 21:43
by Tamari-ch.
შენ ამტკიცებდი, იქაც შემოვლენ და დაწერენო. კი შემოვიდოდნენ, მაგრამ მოდერი რომ მიარტყამდა ერთ გაფრთხილებას, მერე მოჭკვიანდებოდნენ.
მიერტყა მერე მოდერს ამ თემაშიც?
რა უშლიდა?
კიდევ ერთXელ -
დავუშვათ ვიღაცას რაღაც შეეშალა-
შენ უარესს რატომ აკეთებ?

არც იმდენად იყო ის დამნაშავე - არც იმდენი დაუშავებია, როგორც შენ ავარდი.
შენი ბოლო პოსტებიც დავაკოპირო?
ხელი არ მიბრუნდება უბრალოდ ის საზიზღრობა მოვიტანო აქ რაც იქ იკადრე.
არ მინდა რა.
შენტან საუბარიც არ მინდა.
ვსიო.

ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Posted: 03 აგვ 2010, 22:26
by guruli
Tamari-ch.
არც იმდენად იყო ის დამნაშავე - არც იმდენი დაუშავებია, როგორც შენ ავარდი.
შენი ბოლო პოსტებიც დავაკოპირო?
ხელი არ მიბრუნდება უბრალოდ ის საზიზღრობა მოვიტანო აქ რაც იქ იკადრე.
არ მინდა რა.
შენტან საუბარიც არ მინდა.
ვსიო.
დააკოპირე მერე, რას მაშინებ! ადამიანურად ვერ გაიგე ნათქვამი. ეტყობა, ეს უცხოა შენთვის. კარგს იზამ, ახლაც თუ დაამთავრებ კამათს.
შენტან საუბარი არ მინდაო... :D ამდენი ხანი, გეუბნები, შემეშვი-მეთქი... :D

ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Posted: 03 აგვ 2010, 22:33
by Tamari-ch.
navigator
ამ შემთხვევაში ნამდვილად უშველიდო რომ კეთებოდა, ეს თემები თავის საქმეს აკეთებენ, შესაძლო იყო სულ ცოტა კიდე 2 სიცოცხლის გადარჩენა მეტი აქტიურობა რომ ყოფილიყო,
აქა- ნახე

ამირანს, რომელიც საჭესთან იჯდა,ჩემი ახლობელი იყო, სავარაუდოთ საჭესთან ჩასძინებია, მარჯვენა მხარეს გადასულა, ხრეშზე მოცურებულა და დატრიალებულს იკარუსი დაეჯახა,მძღოლის მხარეს შუაში. ირაკლი ამირანის უკან მჯდარა. ამირანი ადგილზე გარდაცვლილა და ირაკლი, გზაში, სანამ საავადმყოფოში მიიყვანდნენ.

არავინ არ იცის რა უნდოდათ დაფნარში. ამირანის მშობლებს ველაპარაკეთ და მათ იცოდნენ რომ ნუცუბიძეზე ქეიფობდა ამირანი ძმაკაცებთან ერთად, მერე როგორ აღმოჩნდა დაფნარში არც მშობლებმა და არც მისმა ცოლმა არ იცის.



აჰა ნახე - კახა -
ნასვამი იყო მძღოლი
და სავარაუდოდ არც ღვედი ეკეთა.
:(

ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Posted: 04 აგვ 2010, 00:01
by Makena
navigator wrote:Makena
სიკვდილს არა, თვითმკვლელობას შეაჩერებს.
navigato
ცდები, სიკვდილი იდენად სერიოზული მოვლენაა რომ მისი შემთხვევითობა ფაქტიურად გამორიცხულია.

თუ ადამიანი არ უნდა მოკვდეს ქვა რომ გამოაბან თოკით და წყალში გადააგდონ მაინც გადარჩება.

ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Posted: 04 აგვ 2010, 00:06
by Tamari-ch.
Makena
აი ეგ ძალიან საკამათო თემაა...
ეგ არავინ იცის.

როგორც ასეთს ბედისწერას უარყოფს ჩვენი ეკლესია
წმ. მამები კი ამ საკითხებზე ჩვენზე ბევრს ფიქრობდნენ

ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Posted: 04 აგვ 2010, 00:09
by Makena
საერთოდ ცოტა უფრო ღრმად თუ შევხედავთ ამ საკითხს ალბათ აჯობებს, მთელი ცხოვრება შეიძლება იარო მანქანით რემნის შეუკვრელად და არაფერი მოგივიდეს... მეორეს მხრივ შეიძლება რემენი შეიკრა და სწორედ იმ რემენმა დაგახრჩოს ავარიის დროს.
ბედისწერის შეცვლას ღვედებით ფიქრობთ? ცდებით.
ბედისწერის შეცვლა შესაძლებელია თუმცა ძალზედ რთულია, და მინდა დაგარწმუნოთ რომ ღვედები აქ არაფერ შუაშია.

ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Posted: 04 აგვ 2010, 00:13
by Tamari-ch.
Makena
არსებობს შემთხვევითობის ალბათობა
ანუ მოდი ასევ თქვათ -

აბა გადმოხტი მეცხრე სართულიდან
თუ სიკვდილი არ გიწერია - არ მოკვდები ხომ?
მაგრამ რამდენი % - ია იმის, რომ გადარჩები?

ასეა აქაც

ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Posted: 04 აგვ 2010, 00:19
by Makena
Tamari-ch.
ჩემი კლასელი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და სრულიად უვნებელი გადარჩა, ცერა თითი იღრძო მხოლოდ.
მას მერე რამდენიმე წელი გავიდა, მშვენივრად არის, ოჯახი შექმნა, მუშაობს, ცხოვრობს...

ჩვენი სიცოცხლე საავტომობილო გზებზე

Posted: 04 აგვ 2010, 00:21
by Tamari-ch.
Makena wrote:Tamari-ch.
ჩემი კლასელი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და სრულიად უვნებელი გადარჩა, ცერა თითი იღრძო მხოლოდ.
მას მერე რამდენიე წელი გავიდა, მშვენივრად არის, ოჯახი შექმნა, მუშაობს, ცხოვრობს...
დავუშვათ
50 შემთხვევა განვიხილოტ როცა "მეხუთე სართულიდან ვიღაც გადმოვარდა"
ამ 50 კაციდან რამდენი გადარჩებოდა?

ანუ ღვედს რომ იკეთებ -
და უსაფრთხოების წესებს იცავ - შენ ამცირებ დაღუპვის ალბათობას.