ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by Jimmy » 28 თებ 2009, 08:44

ბეთანია

ბეთანია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, გეგმით ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მდებარეობს თბილისის სამხრეთ-დასავლეთით (16 კმ), ვერის ტყიან ხეობაში (მდინარე ვერის მარჯვენა ნაპირას) ბეთანიის ტაძარიც და ზოგადად ამ პერიოდის ეკლესიები, სიდიდით ფრიად ჩამოუვარდება მეთერთმეტე საუკუნის გრნდიოზულ საეპისკოპოსო ტაძრებს. ეს შენობები უფრო ინტიმურია და უფრო დეკორაციული. ამ ჯგუფის ყველა ეკლესია (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი) განმარტოებულ, სოფელ-ქალაქთაგან მოშორებულ ადგილას მდებარეობს, ძირითადად ხეობებში. მათი უმეტესობა ხანდაზმული ფეოდალების მიერაა აშენებული, რომელნიც განშორდნენ ბობოქარი ცხოვრების დინებას, რათა დარჩენილი დღენი სულიერი ცხოვრებისთვის მიეძღვნათ. აქვე იყო ხოლმე მათი საბოლოო განსასვენებელი-საძვალე, რიგ შემთხვევაში თუ უშუალოდ ეკლესიაში არა, იქვე ახლოს საგანგებო ექვტერში. ბეთანიის ტაძარი რესტავრირებულ იქნა XIX საუკუნის ბოლოს. მისი გეგმა სწორკუთხედს წარმოადგენს. გუმბათი ოდნავაა გადანაცვებული აღმოსავლეთისაკენ და მნიშვნელოვნადაა ზემოთ აზიდული. სამხრეთი შესასვლელის წინ ვარსკვლავისებრი კამარით გადახურული კარიბჭეა. ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვით, ხოლო კედლებისა და გუმბათის ყელის აგურის წყობა გვიანდელი რესტავრაციის დროინდელია. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი ტრადიციული ნიშები მოჩუქურთმებული თავსართით უკავშირდება შუა სარკმელს. მოჩუქურთმებულია სარკმლის საპირეებიც. ტაძარში დაცულია კედლის მხატვრობა, ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების გარკვეული ეტაპის - XII-XIII საუკუნეების მიჯნის შესანიშნავი ნიმუში. გამოირჩევა შესრულების მაღალი ოსტატობით. საკურთხევლის კონქში მოთავსებული იყო "ვედრების" კომპოზიცია (შემორჩენილია მხოლოდ ტახტზე მჯდომი მაცხოვრის ფიგურის ფრაგმენტები). საკურთხევლის აფსიდის კედლებზე გამოსახულნი არიან წინაწარმეტყველები, რომელთაც ხელში ქართულწარწერებიანი გრაგნილები უჭირავთ. გუმბათის მოხატულობა ერთიანად შელესილია. ჩრდილოეთი კედელი ეთმობა "მაცხოვრის" ვნებათა ციკლს, ხოლო სამხრეთი კედელი - ძველი აღთქმის სცენებს. ფრაგმენტების მიხედვით დასავლეთი კედელი ეკავა "განკითხვის დღის" კომპოზიციას. რელიგიური შინაარსის სცენების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიულ პირთა - გიორგი III-ის, თამარ მეფისა და გიორგი ლაშას პორტრეტებს. მოხატულობა შესრულებულია თამარის სიცოცხლეში, გიორგი ლაშას თანამოსაყდრედ გამოცხადების ხანაში, 1207-ის ახლოს. ტაძრის დასავლეთით დგას დარბაზული ეკლესია (1196).

Image

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by Jimmy » 28 თებ 2009, 08:48

მცხეთა - მთიანეთის მხარე

მცხეთა-მთიანეთი მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების შიდა ქართლის, ერწო-თიანეთის, ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, ხევის, გუდამაყრის, ქსნისხევის ტერიტორიებს. მხარეში გადის საქართველოს სამხედრო გზა. რომელიც ამჟამად რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ერთადერთი მაგისტრალია. სამრეწველო ობიექტები თავმოყრილია მცხეთასა და დუშეთში. მხარეში მდებარეობს ქვეყნის მთავარი სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური.

მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული.
მცხეთა-მთიანეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

ახალგორის რაიონი;
დუშეთის რაიონი;
თიანეთის რაიონი;
მცხეთის რაიონი;
ყაზბეგის რაიონი;
მცხეთა-მთიანეთის მხარე მოიიცავს 85 დასახლებულ პუნქტს,მათ შორისაა ქალაქები მცხეთა, დუშეთი. დაბები: ზაჰესი, ახალგორი, ჟინვალი, ფასანაური, თიანეთი, სიონი, ყაზბეგი.
ამს გარდა 582სოფელი. მხარის ადმინისრტაციული ცენტრია ქალაქი მცხეთა.

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by Jimmy » 28 თებ 2009, 08:58

ანანური, ფეოდალური ხანის (XVI-XVII სს.) ციხესიმაგრეა. იგი ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით მომავალ გზას კეტავდა და არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. 1743 წელს კახეთის მეფე თეიმურაზ II-მ გააუქმა არაგვის საერისთავო და ანანურის ციხე მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველო რუსეთის ეკონომიკური გაძლიერების შედეგად ანანური ქალაქად იქცა, 1803-1821 წლებში მაზრის ცენტრი იყო.

ანანურის ანსამბლში თავმოყრილია საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობანი. ანსამბლი შედგება ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. თავდაპირველად აქ მდგარა ამჟამად ციტადელის ცენტრში მოქცეული ხუთსართულიანი კოშკი (XIV-XV სს.). ციტადელის აღმოსავლეთით დგას მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია (XVI-XVII სს.), რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი "მკურნალს" ეძახიან. დაახლოებით XVII საუკუნის შუა ხანას ეკუთვნის მცირე გუმბათიანი ტაძარი (ღვთაება).

XVII საუკუნის I ნახევარში აშენდა ზედა ციხე, რომლის გალავნის კედლებში ჩატანებულია 4 მრგვალი კოშკი. ანანურის ანსამბლის უმთავრესი აქრიტექტურული ნაგებობაა დიდი გუმბათიანი ტაძარი. სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ტაძარი 1689 წელში, არაგვის ერისთავის მდივანბეგ ბარძიმის ბრძანებით, სარქარ ქაიხოსრო ბაღსარაშვილს აუგია. XVII საუკუნეში აგებული დიდი ეკლესიის აღმოსავლეთით აღმართული სამრეკლოც. ანანურის ქვედა ციხე XVIII საუკუნის დასაწყისშია აგებული.
Image
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 18 აპრ 2009, 16:16

Image
ეს ჩუქურთმები გახლავთ სვეტიცხოველის ჩრდილოეთის ფასადზე. იცოდით თუ არა, რომ ეს წითელი ქვის ჩუქურთმები სავარაუდოდ ვახტანგ გორგასლის დროინდელი ტაძრდან არის შემორცენილი??? ესე იგი მეხუთე საუკუნისაა. მაგარია არა?
Last edited by qvevri on 26 აპრ 2009, 21:21, edited 1 time in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by lama » 18 აპრ 2009, 17:24

qvevri
არა ნამდვილად არ ვიცოდი

და მართლაც ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავიგე ამ მეტად მნიშვნელოვან ტაძარზე

გაიხარე

ყოველთვის მაოცებდა ეს წითელი რელიეფები სვეტიცხოვლის ტანზე
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by ლეონტი » 21 აპრ 2009, 21:11

qvevri wrote:Image
ეს ჩუქურთმები გახლავთ სვეტიცხოველის ჩრდილოეთის ფასადზე. იცოდით თუ არა, რომ ეს წითელი ქვის ჩუქურთმები ვახტანგ გორგასლის დროინდელი ტაძრდან არის შემორცენილი??? ესე იგი მეხუთე საუკუნისაა. მაგარია არა?
ისა, უკაცრავად , ეხლა მე რო უწიგნური ვარ ეგრე უნდა მასწავლო?
11 საუკუნის ჩუქურთმები 5 საუკუნისად?
სვეტიცხოველი შესწავლილია საკმარისად.
:twisted:
:arrow:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 21 აპრ 2009, 21:13

რატომ მეთერთმეტე? მე როგორც ვიცი ეს ჩუქურთმები გორგასლის დროინდელია. არ არის გამორიცხული ვცდებოდე, მაგრამ მე ესე ვიცი. ისე თუ დაზუსტებით იცი მაშინ დააკონკრეტე და ბარემ სწორი ვარიანტი დავწეროთ.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by ლეონტი » 21 აპრ 2009, 21:15

მეცნიერები მაგ ჩუქურტმას , ზუსტად და სწორედ 11 საუკუნით ათარიღებენ, მარა იყოს ბატონო როგორც გენებოთ.
:P

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 21 აპრ 2009, 21:18

ლეონტი wrote:მეცნიერები მაგ ჩუქურტმას , ზუსტად და სწორედ 11 საუკუნით ათარიღებენ, მარა იყოს ბატონო როგორც გენებოთ.
:P
მე რა უნდა მენებოს, ისე იყოს რაც სიმართლეა, თუ შემეშალა ვაღიარებ და გავასწორებ, რა მოხდა მერე დიდი ამბავი. ალბათ რაიმე წყარო გექნება და იქნებ შემოგვთავაზო. მე ეს ამბავი მინდიაშვილმა მითხრა ასე თხუთმეტიოდე წლის წინ და მეგონა, რომ მართლაც ასე იყო :oops: მოკლედ შევრცხვი. თუ მოგეძებნება იქნება წყარო დადო???

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by ლეონტი » 21 აპრ 2009, 21:25

გთხოვთ იხილოთ ვახტანგ ბერიძის ნაშრომები.
ასევე წიგნი გერმანულ ენაზე:

Wehrbauten und Kirchen Georgien.რუსუდან მეფისასვილი/ვახტანგ ცინცაზე.

გვერდი 281

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 21 აპრ 2009, 21:39

ეს გახლავთ ძველი ქვევრების ნატეხები, ზედა ქვევრის კედელი უფრო თხელია, როგორც ხედავთ და ქვედასი კი პირიქით, სქელია. ზედა ჯვევრის ნატეხი არის ციხიაგორას მარნიდან(ჩვენს წელთაღრიცხვამდელი) წამოღებული ქვევრის ნატეხი და არის ერთ ტონიანი ქვევრი. ხოლო ქვედა არის სავარაუდოდ მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნის ქვევრის ნატეხი და უფრო სქელია და თანაც რაც მთავარია არის სულ რაღაც 80-100 ლიტრიანი ქვევრი (ქოცო). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძველებმა "რაღაცა" იცოდნენ, რაც საშიუალებას იძლეოდა, რომ დიდი ზომის ქვევრები საკმაოდ თხელკედლიანები გაეკეთებინათ. უდაოა, რომ ციხიაგორადან ჩამოტანილი ქვევრის ნატეხი უფრო გამძლეა ვიდრე მეორე. (აღარას ვამბობ თანამედროვე ქვევრებზე). ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ ის ტექნოპოგია, რომელიც დღეს-დღეისობით დაკარგულია და აღარავინ არ იცის. ესაა გამოწვისა და საქვევრე თიხის მინარევების შეზავება.
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 26 აპრ 2009, 21:47

აი კიდევ ერთი საინტერესო რამ. ეს ორი სურათი ერთი და იგივე ადგილსა და მაღაზიას წარმოადგენს. პირველი სურათი სადღაც ინტერნეტიდან გადმოვქაჩე, ხოლო მეორე(ქვედა) კი იმ დღეს არქივში ვიყავი და იქიდან წამოვიღე. თუ არ ვცდები ეს არის ერმაკოვის სურათები. ქვედა სურათში მარჯვენა კუთხეში რომ დერგი დგას ესაა ცხავატური დერგი. ეს სურათი დიდი რეზოლუციითა მაქვს და ბევრი საინტერესო აღმოვაჩინე მასზედ.
პირველი სურათი
Image
Image
როგორც ვთქვი ეს არის ერთი და იგივე ადგილას გადაღებული სურათი.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 27 აპრ 2009, 17:46

აბა ერთი კარგად დააკვირდით ამ სურათს, ეს არის ბაგინეთიდან გადაღებული სურათი დიდი ხნის წინ. მარჯვენა კუთხეში თქვენ ხედავთ ტაძარს, რომელიც დღეს აღარ დგას, საქმე იმაშია, რომ ეს ტაძარი იყო სომხური და ააშენეს იმ პერიოდში, როდესაც, მაგალითად თავად სვეტიცხოველი "დაკეტილი" იყო და ქართული მართლმადიდებლობა იდევნებოდა რუსი ეგზარქოსის მიერ. ამ პერიოდში ქართული ტაძრების მშენებლობა ქართველების მიერ "ზემოდან" იკრძალებოდა და ქართულად წირვა-ლოცვის უფლება არა გვქონდა და წირვა ლოცვა ქართულ ეკლესიებში რუსულად მიმდინარეობდა. დაახლოვებით ამავე პერიოდში(ცოტა მოგვიანებით, კომუნისტების მიერ) დაიკეტა სამთავროს დედათა მონასტერი და დედები რაღაც პერიოდით მიხეილ მამულაშვილმა შეიფარა და თავის სახლში აცხოვრა გარკვეული დროით(თუ არ ვცდები სამი თვით). როგორ მოახერხეს ასეთ დროს სომხებმა ამხელა ტაძრის აშენება??? როგორ მოახერხეს სომხებმა ის, რომ სომხურ ენაზე წირვა არ იკრძალებოდა??? და პირიქითაც, მათ მაქსიმალურად ჰქონდათ ხელ-ფეხი გახსნილი. რა ხდება??? მე კი მითხრეს ძველებმა რაშიც იყო საქმე... მოკლედ საზიზღარი ისტორიაა. საქმე იმით დამთავრდა, რომ კომუნისტების დროს, მაშინ როდესაც რუსეთმა გერმანიაზე გაიმარჯვა, მცხეთაში გერმანელი ტყვეები გამოჩნდნენ, რომლებიც აქვე ცხოვრობდნენ. მოკლედ კომუნისტებმა გერმანელ ტყვეებს ამ ტაძარში დინამიტი შეატანინეს და ასწიეს ჰაერში....
ხოლო სურათზე მეორე ნიშნული ესაა ჩემი სახლი, რომელიც ერთადერთი სახლია, რომელიც ჯერ კიდევ დგას.
Image
Last edited by qvevri on 29 აპრ 2009, 09:51, edited 3 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by qvevri » 27 აპრ 2009, 17:57

აბა ეხლა ამ სურათს დავაკვირდეთ... სამთავროს დედათა მონასტერთან თქვენ ხედავთ მშენებარე ტაძარს, რომელიც დღეს-დღეისობით აღარა დგას, საქმე იმაშია, რომ რუსი ეგზარქოსის დროს იმ ადგილას, სადაც წმინდა ნინოს მაყვლოვანი და პატრა ტაძარია, აშენდა დიდი ტაძარი, რომელიც მთლიანად გაგაეფარა ძველ ტაძარსა და მაყვლოვანს. შემდგომში ეს ტაძარი დაშალეს და ძველი მაყვლოვანი კვლავ გამოჩნდა. მახსენდება ივერიის კარის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც რუსული ზიზილ-პიპლოებით იყო მორთული და როდესაც ეს ყველაფერი მოსხნეს აღმოჩნდა, რომ შიგნით იყო ულამაზესი ქართული ჭედურობა, რომელიც დღესაა.
Image
Image
Last edited by qvevri on 29 აპრ 2009, 09:55, edited 2 times in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ეს ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ა

Post by ლეონტი » 27 აპრ 2009, 21:03

qvevri
მაგარია, მადლობა რომ გაგვიზიარე.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]