Page 5 of 22

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 13 ივნ 2008, 03:24
by ARCHILI
GAMARJOBA SAKARTVELO


იუმორი ყველგან არის საჭირო, იქ სადაც სერიოზულობაა, იქ, სადაც ცრემლია, იქ, სადაც მაღალი იდეალებია...

იქაც, სადაც ცაში დაფრინავ და იქაც, სადაც მიწაზე დადიხარ.. იქ, სადაც მოსწონთ რაღაც და იქაც, სადაც არ მოსწონთ და რაღაცას აპროტესტებენ...

ერთი სიტყვით, ყველგან...

ჩვენ ჩვენი ტონით ვკითხულობთ ხოლმე სხვის ნაწერებს და თუ რაღაცაზე გვეცინება, ე.ი. ჩვენი ამოკითხვის უნარი ვერ უმკლავდება ხოლმე...

სხვაზე არ ვიტყვი და მე რომ ყველას იდუმალ სერიოზულობაში შემეძლოს ჩაწვდომა, მაშინ დიდი უნარების მქონე ვიქნებოდი...

ამიტომაც, ნებას ვაკუთვნებთ ხოლმე საკუთარ თავს ჩვენ ჩვენი სულიერი თვალით ვიკითხოთ, რომელიც ხან იუმორის ხასიათზეა ხოლმე, ხან მაიმუნობის, ხან სერიოზულად აღიქვამს ხოლმე და ხანაც დაჩერჩეტობს თავისთვის..

:wink:

ისევე, როგორც ზოგადად, ჩვენ...

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 13 ივნ 2008, 03:29
by ARCHILI
ისე.. შენი თემა კია, მაგრამ მეც მშვენიერი ბენეფისი მოვიწყვე ამ თემაში ხომ იცით...

:wink:

ავტორ-ბატონ-პატრონისათვის ცოტაოდენ ბოდიშიც მომითხოვია ამ ანექსიის მსგავსი ქმედებისათვის...

:wink:

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 13 ივნ 2008, 03:35
by GAMARJOBA SAKARTVELO
1ხელ მამუკა ხაზარაძისგან მოვისმინე, ბორჯომი საფინანსო ქალაქად მინდა ვაქციოო.
მშვენიერი აზრია, მაგრამ საამისოდ ჯერ არაფერი გაკეთებულა.
არადა, როგორ სიცოცხლეს შთაბერავდა იქაურობას

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 13 ივნ 2008, 03:38
by GAMARJOBA SAKARTVELO
ARCHIL_i wrote: ისე.. შენი თემა კია, მაგრამ მეც მშვენიერი ბენეფისი მოვიწყვე ამ თემაში ხომ იცით...

:wink:

ავტორ-ბატონ-პატრონისათვის ცოტაოდენ ბოდიშიც მომითხოვია ამ ანექსიის მსგავსი ქმედებისათვის...

:wink:
ასე გააგრძელე. ეს უკვე სხვა დამოკიდებულებაა.
ჰოდა, ისიც მინდა, გაითვალისწინო, რომ რასაც მეც ვფიქრობ და ვაკეთებ, იმასვე მიმტკიცებ

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 13 ივნ 2008, 03:40
by GAMARJOBA SAKARTVELO
თავით ბოლომდე ემანსიპაციის მომხრე ვარ. ოღონდ, ამის მიუხედავად, ვერ წარმომიდგენია, ქალს ქალისთვის შესაფერისად არ მოექცე.
თუ შეთავაზებული ადგილი ამრეზით იუკადრისა, ჩანს, მასშია რაღაც პრობლემა.

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 13 ივნ 2008, 03:41
by ARCHILI
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: თუ შეთავაზებული ადგილი ამრეზით იუკადრისა, ჩანს, მასშია რაღაც პრობლემა.
გაააჩნია ადგილს და გააჩნია შეთავაზებას...

პრობლემა შეიძლება ყველგან იყოს...

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 13 ივნ 2008, 03:42
by GAMARJOBA SAKARTVELO
უცხოეთში ქართული ენის სწავლებას სიამოვნებით დავაფინანსებდი

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 13 ივნ 2008, 03:45
by GAMARJOBA SAKARTVELO
ბიძინა ივანაშვილივით (და არა ივანიშვილი) მდიდარი რომ ვყოფილიყავი, ყოველწლიურად
უცხოეთში 8-10 სტუდენტს გავაგზვნის სასწავლებლად და სტიპენდიას დავუნიშნავდი.
რა თქმა უნდა, ისე, რომ ნასწავლს გარკვეული დროით სამშობლოში ემუშავა.
პრიორიტეტები ის ხელობები იქნებოდა, რომელიც დოვლათის შექმნას უწყობს ხელს:
საინჟირნო, აგროკულტურა, მეტალურგია და ა.შ

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 13 ივნ 2008, 03:47
by ARCHILI
ჯერ საქართველოში დააფინანსე... ჩვენმა უმრავლესობამ სრულიადაც არ იცის ქართული...

რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე, რომ მე თვითონაც რაღაც უცხოპლანეტური ქართულით ვლაპარაკობ და უზარმაზარ შეცდომებს ვუშვებ ყოველ წამში...

და სხვებიც..

და უნდა ვაღიაროთ, რომ მხოლოდ ჟარგონსა და ბარბარიზმში (ერთ-ერთი თემა ხომ არის აქ) არ არის პრობლემა, სხვაც ბევრია: ფრაზეოლოგია, სტრუქტურა, სიტყვასთან ურთიერთობა და ა.შ.

ასე, რომ ჯერ საქართველოს ქართველებმა ვისწავლოთ ქართული...

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 13 ივნ 2008, 03:48
by GAMARJOBA SAKARTVELO
ძნ მინდა, ხაჭაპურიც პიცასავით განთქმული გახდეს.
ჰოდა, ამისთვის პრომო-აქციებია საჭირო.
მაგალითად, ბევრი დიდი ქალაქის ღია მოედანზე უზარმაზარ ხაჭაპურებს გამოვაცხობდი და
დასაგემოვნებლად ადგილობრივებს მივართმევდი

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 13 ივნ 2008, 03:50
by GAMARJOBA SAKARTVELO
ქართული სამზარეულო მდიდარი და გემრიელია, მაგრამ გაშალაშინება სჭირდება საიმისოდ,
რომ სასრგებლოც გახდეს

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 13 ივნ 2008, 03:51
by ARCHILI
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: პრიორიტეტები ის ხელობები იქნებოდა, რომელიც დოვლათის შექმნას უწყობს ხელს:
საინჟირნო, აგროკულტურა, მეტალურგია და ა.შ
მისტერ პატრიოტ ქართული კულტუროლოგია, ფოლკლორი, ეთნოგრაფია, არქეოლოგია და ა.შ. არ დაგავიწყდეს...

რავა ნაციონალებივით მსჯელობ კაცო.. :wink:

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 13 ივნ 2008, 03:52
by ARCHILI
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ქართული სამზარეულო მდიდარი და გემრიელია, მაგრამ გაშალაშინება სჭირდება საიმისოდ,
რომ სასრგებლოც გახდეს
გაშალაშინება ქართულ სამზარეულოს კი არა, თანამედროვე ქართველ მზარეულებს ესაჭიროებათ, როგორც მწარმოებლებს და ჩვენ, როგორც მომხმარებლებს...

GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 13 ივნ 2008, 04:00
by ARCHILI
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ძნ მინდა, ხაჭაპურიც პიცასავით განთქმული გახდეს.
ჰოდა, ამისთვის პრომო-აქციებია საჭირო.
მაგალითად, ბევრი დიდი ქალაქის ღია მოედანზე უზარმაზარ ხაჭაპურებს გამოვაცხობდი და
დასაგემოვნებლად ადგილობრივებს მივართმევდი
პირველ ნაწილში გეთანხმები, მაგრამ გიგანტური საცივები და უზარმაზარი ხაჭაპურები არ გვინდა....

ქართული სუფრის ლაზათი იმ კეთების პროცესშიც დევს, რომელიც ამა თუ იმ საჭმელის მომზადებას სჭირდება...

მაგალითად, მონასტერში ცხოვრებისას, მე, როგორც ტრაპეზარს მევალებოდა ტრაპეზის ლოცვით კეთება...

ამიტომ არის ხოლმე მონასტერში ტრაპეზი განსაკუთრებით გემრიელი...

ანდაც... ტრაპეზი, რომელსაც დედა უმზადებს შვილს, ის ყოველთვის ყველაზე უფრო გემრიელია, იმიტომ, რომ დედის გული განუწყვეტლად ლოცულობს შვილისათვის...

აბა, ამ ლოცვა-კურთხევით შექმნილს -- ქართულ ტრაპეზს რა გიგანტიზმი და უზარმაზარობა სჭირდება... ის ხომ ისედაცუზარმაზარია, რადგან ნებისმიერი რაოდენონის სტუმარს აპურებს...


GAMARJOBA SAKARTVELOს გვერდი

Posted: 13 ივნ 2008, 04:00
by GAMARJOBA SAKARTVELO
გვალვას ადგილზე ფორუმში თემას გავხსნიდი:
"პირდაპირი დიალოგი"
დროის გარკვეულ შუალედში რომელიმე ცნობილ მოგზაურს, ცხოვრების წესით კარაველს
ფორუმის ღია ხაზზე გამოვიყვანდი და 2 სთის მანძილზე კარაველებთან კითხვა-პასუხის წესით
გამოცდილებას გავაზიარებინებდი.