Page 33 of 34

აფიშა

Posted: 12 აგვ 2011, 11:31
by Ketevan Guliashvili





11 სექტემბრის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ამერიკული კლასიკური მუსიკის ფესტივალი (11-14 სექტემბერი)

11 სექტემბერი 20.00
რუსთაველის თეატრი

12 სექტემბერი 18.00
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

14 სექტემბერი 19.00
ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრი და მუსიკალური დარბაზი

მონაწილეობენ:

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის
სიმფონიური ორკესტრი

სოლისტი - სტივენ ბიუსი (აშშ, ფორტეპიანო)

დირიჟორი - დავით მუქერია

პროგრამაშია:
აარონ კოპლენდი - სიუიტა ბალეტიდან ”აპალაჩური გაზაფხული”
სამუელ ბარბერი - Adagio სიმებიანი ორკესტრისთვის
სამუელ ბარბერი - კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის

აფიშა

Posted: 07 ოქტ 2011, 01:23
by GAMARJOBA SAKARTVELO
დები გოგოჭურების კონცერტი 2011ის 11 ღვინობისთვეს
:კიდევაც ვნახავ ხევსურეთს: .

მისამართი:
თბილისი, :არტ-ჰოლი:
ცოტნე დადიანის N26
დასაწყისი 19:00 სთ
ცნობები 8322 997519, 593951780
ბილეთები იყიდება ხევსურულ სახლ :სამედაშენისოში: (აბესაძე-ლესელიძის კუთხე)

აფიშა

Posted: 13 ოქტ 2011, 23:41
by Nephros
შ ო თ ა ო ბ ა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი რუსთავი
დასაწყისი: 13:00 საათზე
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შაბათს, 22 ოქტომბერს, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში გაიმართება ტრადიციული სახალხო დღესასწაული "პოეზიის დღე – შოთაობა".

სახალხო დღესასწაულზე მონაწილეობას მიიღებენ რეგიონის შემოქმედებითი ჯგუფები, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი" (სამხატვრო ხელმძღვანელი: ანზორ ერქომაიშვილი).

ამასთან, მოეწყობა ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა, მასობრივი სპორტული ღონისძიებები
.

აფიშა

Posted: 14 ოქტ 2011, 13:14
by Ketevan Guliashvili
თელავის საერთაშორისო ფესტივალი


16-17-18 და 21-22-23 ოქტომბერს, 18:00 საათზე!

ფესტივალის დღეებში კონცერტს გამართავენ პრესტიჟული მუსიკალური კონკურსების ლაურეატი ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლები საქართველოდან, იაპონიიდან, ისრაელიდან. ფესტივალში მონაწილეობას სულ 23 სოლისტი იღებს (მათ შორის გერმანიიდან, შვეიცარიიდან, რუსეთიდან, იაპონიიდან, ისრაელიდან, ბულგარეთიდან).


ბილეთები იყიდება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სალაროებში.

ფესტივალის მედია კომუნიკაციების მენეჯერი ჯაბა სიხარულიძე– 577 28 87 87

აფიშა

Posted: 04 ნოე 2011, 12:21
by paata_
კარაველებო, ვისაც პოეზია გიყვართ, ბელა ჩეკურიშვილი გეპატიჟებათ პოეზიის საღამოზე შაბათს, 3 საათზე, არტ-კაფე ”ქარავანში”...


Image

აფიშა

Posted: 05 ნოე 2011, 17:53
by Naia
ნინი_85-მა მთხოვა დამეწერა, რომ დღეს 8.30-ზე ბარ "clock"-ის გახსნაა ნიკოლაძის ქუჩაზე. ბარ H&H-ის მეპატრონემ გახსნა და დაგვპატიჟა. იქნებ ვინმემ მოახერხოს მისვლა

აფიშა

Posted: 18 ნოე 2011, 14:53
by anano
კარაველნო და არამარტო გელით .... :)
20 ნოემბერს, შაბათს, 20:00 საათიდან მაგთი კლუბში გაიმართება ჯგუფების მუZიკა და Blues Factor კონცერტი.

მუZიკა: ბექა კოკაია "Vocal & Guitar", სუხო წიკლაური "Bass Guitar", დავით ჯოხაძე "Guitar", გიორგი ჩეჩელაშვილი CHEGi "Percussion", ზუკა მჭედლიშვილი "Drum", მარიან შენგელია და ანანო ქავთარაძე "Vocal".

Blues Factor: ლევან ჯავახიშვილი, თამთა ნამიჭეიშვილი "Vocal", მამუკა ჩიხლაძე "Guitar", სუხო წიკლაური "Bass Guitar", პაატა ბარამიძე (ძია ბონემა) "Drum".

ბილეთის ფასი 10 ლარი.

Image

აფიშა

Posted: 23 ნოე 2011, 18:32
by anano
მაყურებელთა და მსმენელთა თხოვნით, 27 ნოემბერს, კვირა დღეს, 20:00 საათზე ჯგუფები მუZიკა და Blues Factor კიდევ ერთ კონცერტს გამართავენ!

ეს ხდება მათთვის, ვინც ვერ მოახერხა 20 ნოემბრის კონცერტზე მოსვლა და მათთვისაც, ვისაც კიდევ უნდა ჩვენი მოსმენა!
ყველას დიდი მადლობა ასეთი სითბოსთვის და კვლავ გელოდებით მაგთი კლუბში!
Image

აფიშა

Posted: 27 ნოე 2011, 13:16
by lama
ყურადღება!

Image

12 დეკემბერს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება ანსამბლ ”კერია”-ს სოლო კონცერტი. დასაწყისი 19:00 საათზე

ბილეთის ფასი 7 ლარი

მონაწილეობენ ჩვენი მეგობრები:
გიგა რაზმაძე
მელანო შინჯიაშვილი
ლაშა არბოლიშვილი
და სხვ. :)

გელით ყველას ვისაც გიყვართ ქართული ხალხური სიმღერა

აფიშა

Posted: 22 თებ 2012, 14:39
by LiBrA
Image

2012 წლის 08 03, ხუთშაბათი
19:00-დან 22:00-მდე
8 მარტს რუსთაველის თეატრში გაიმართება
ჯგუფი შინის და მაია ბარათაშვილი ერთობლივი ჯაზ- კონცერტი !!

ბილეთების დასაჯავშნად დაუკავშირდით: 593340403, 599474346, 555967671, 557775512, 574000880, 598404880.


P.S. საჩუქარი იქნება პირველი 100 ბილეთისათვის! შეიძინეთ 100 ლარიანი ბილეთებით საუკეთესო ადგილები შინ&მაია ბარათაშვილის კონცერტზე: ამასთან ერთად ეპატიჟებიან vip ივენთზე კონცერტამდე 1 საათით ადრე! და მონაწილეობას მიიღებთ სიურპრიზ–აქციაში ( თქვენი მოსაწვევით დასაჩუქრდებით სარვამარტო საჩუქრით დიზაინერებისაგან და სპონსორებისგან). სულ 100 ბილეთია ამ კატეგორიაში! დაუკავშირდით! 593 34 0403

აფიშა

Posted: 29 მარ 2012, 11:30
by khoteura
მეგობრებო, ოჯახური ღვინოების შემქმნელებო და მოყვარულებო. წარადგინეთ თქვენი და თქვენი ახლობლების,
ოჯახური ღვინოები "ახალი ღვინის ფესტივალი 2012”–ზე

Image

"ღვინის კლუბი" 2012 წლის 12 მაისს უკვე მესამეჯერ ატარებს "ახალი ღვინის ფესტივალს", რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის ცნობადობისა და კულტურის გაზრდას. "ახალი ღვინის ფესტივალი" ერთადერთი ღონისძიებაა, სადაც ღვინის დიდი საწარმოებით დაწყებული, გლეხით დამთავრებული, ყველას ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს. შარშან ფესტივალმა დიდი წარმატებით ჩაიარა, "ღვინის კლუბმა" უმასპინძლა 10 ათასამდე სტუმარს, რომელთა დიდ ნაწილსაც ღვინით დაინტერესებული პირები და ის მომხმარებლები წარმოადგენდნენ, რომლებიც ცდილობენ უფრო კარგად გაერკვნენ ქართულ ღვინოში. ფესტივალს ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი ჰყავდა, ასევე სტუდენტი-ახალგაზრდობა, რომლებიც დღეს უკვე საკმაოდ აქტიურ როლს თამაშობენ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში.
გასულ წელს ფესტივალში მონაწილეობდა საქართველოში არსებული თითქმის ყველა დიდი კომპანია, ასევე მცირე მარნები და მევენახე–გლეხები, რომლებიც "ღვინის კლუბმა" რეგიონებში შეარჩია. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ ბოლო მოსავლის ღვინოები.
უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახური მარნებისთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე მათგანმა უკვე ჩამოასხა ღვინო და წარმატებით შემოვიდა ქართულ ბაზარზე.
წელს "ღვინის კლუბმა" გადაწყვიტა კიდევ უფრო გააფართოვოს ოჯახური ღვინის მიმართულება, რათა საქართველოს ყველა კუთხიდან გახდეს შესაძლებელი ფესტივალზე ახალი ღვინოების წარდგენა.
ფესტივალის მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერთიფიკატები და "ღვინის კლუბის" სამახსოვრო საჩუქრები.

ფესტივალში მონაწილეობის პირობები:

• ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა ოჯახური ღვინის მწარმოებელს.
• ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს არაუგვიანეს 27 აპრილისა.
• მონაწილე გაივლის შესარჩევ ტურს, "ღვინის კლუბის" სპეციალური ჟიური შემოსული ნიმუშებიდან შეარჩევს 50 საუკეთესო ღვინოს, რომელიც დაიშვება ფესტივალზე.
• შესარჩევ ტურშიც და ფესტივალზეც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ 2011 წლის მოსავლის ახალი ღვინო.
• ფესტივალში მონაწილეობა ოჯახური მარნებისთვის უფასოა.
• მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სადეგუსტაციო ნიმუში (2 ბოთლის ოდენობით) და შევსებული ანკეტა.
• მონაწილეთა ვინაობა ცნობილი გახდება ფესტივალამდე 1 კვირით ადრე.
• ფესტივალზე წარსადგენი ღვინის განსაზღვრული რაოდენობა შეადგენს მინიმუმ 10 ლიტრს.

გთხოვთ სადეგუსტაციო ნიმუშები, თანდართული ანკეტით, მოიტანოთ შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, გუდიაშვილის 11, მობ: 555 207591, 551 104086.

ნიმუშების მიღება წარმოებს ყოველ სამუშაო დღეს, 12:00–დან 18:00–მდე

E-mail: giasimongulashvili@gmail.com

ანკეტა გადმოწერეთ აქედან

აფიშა

Posted: 29 მარ 2012, 11:40
by khoteura
ღვინის კლუბის დეგუსტაცია - ქვევრის კახური ღვინოები

Image

ღვინის ბარი, ინგოროყვას #2, თბილისი

6 აპრილს, საღამოს 19:00–ზე, "ღვინის კლუბი" გეპატიჟებათ ინგოროყვას 2–ში მდებარე ახალ ღვინის ბარში, ქვევრის კახური ღვინოების საჯარო დეგუსტაციაზე. გაისინჯება 10-ზე მეტი დასახელების ღვინო.

დეგუსტაციაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ ბილეთების დაჯავშნა ნომერზე: 551 104086.

შეძენა: სამშაბათობით, 27 მარტს და 3 აპრილს, ღვინის კლუბის სხდომებზე, 18:30–ზე, გუდიაშვილის 11–ში, „გეოგრაფიული საზოგადოების“ სხდომათა დარბაზი.

ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია საბანკო ანგარიშსწორებითაც: გადმორიცხეთ საფასური "თიბისი" ბანკის ანგარიშზე GE89TB7703136080100003 და დანიშნულებაში მიუთითეთ - "დეგუსტაციის საფასური, [თქვენი სახელი გვარი], [ტელეფონის ნომერი]". მიმღები "შპს ღვინის კერა".

ერთი ბილეთის ფასია 30 ლარი.

იჩქარეთ, დეგუსტაციაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!Image

აფიშა

Posted: 30 აპრ 2012, 17:37
by khoteura
12 მაისს, გიწვევთ ახალი ღვინის ფესტივალზე

Image
12 მაისს, შაბათს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინის კლუბი გიწვევთ ახალი ღვინის ფესტივალზე, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის პატრონაჟით წელს უკვე მესამედ გაიმართება. ტრადიციულად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს თითქმის ყველა მსხვილი ღვინის კომპანია და მცირე მარანი. უხვად იქნება წარმოდგენილი ოჯახური ღვინოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
საუკეთესო ოჯახური ღვინოები ღვინის კლუბმა სპეციალურად შეარჩია დეგუსტაციის წესით. მსხვილი კომპანიები, მცირე მარნები და ოჯახები ფესტივალზე ცნობილი და იშვიათი ქართული ვაზის ჯიშის ყურძნისგან დაწურულ ღვინოებს წარმოადგენენ. რქაწითელი, საფერავი, მწვანე კახური, ციცქა, ცოლიკოური, ჩინური, შავკაპიტო, თავკვერი, კრახუნა, ალექსანდრეული, ჩხავერი, უსახელოური, ხიხვი, ქისი, ალადასტური, ოცხანური საფერე, ძელშავი, მუჯურეთული, ოჯალეში, კუნძა, გრძელმტევანა, ჭუმუტა, ჩიტისკვერცხა - ამ და სხვა მრავალი დასახელების ახალ ღვინოებს ერთად სხვაგან ვერსად ნახავთ.
ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია მეღვინეობით სახელგანთქმულ ყველა ქვეყანაში არსებობს. საქართველოში კი, ღვინის კლუბის ინიციატივით, ფესტივალი პირველად 2010 წელს ჩატარდა და ათასობით ღვინის გურმანს უმასპინძლა, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ძალიან ბევრ უცხოელ ტურისტსა თუ ღვინის სპეციალისტს. მას შემდეგ ტრადიციად დამკვიდრდა, რომ მაისის ყოველ მეორე შაბათს ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართებოდა.
ჯიშური მრავალფეროვნების გარდა წლევანდელი ფესტივალი ქვევრის ღვინის სიუხვით იქნება გამორჩეული. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი შემეცნებით-გასართობი სანახაობა იქნება ჭურის მოხდა და ჭაშნიკი ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთ-ერთ ეზოში.
თბილისის მერიის გარდა ახალი ღვინის ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გაზეთი „24 საათი“, ტელეკომპანია "რუსთავი 2", vinoge.com, რადიო "უცნობი" და ღვინის ისტორიის ფონდი.

აფიშა

Posted: 01 მაი 2012, 00:13
by tamuna_gudarexi
khoteura
მოვდივართ, დაგვხვდით :)
კონკურსები იქნება? :roll:

აფიშა

Posted: 01 მაი 2012, 00:21
by mariamooo
ეთნოგრაფიულში შესასვლელი ბილეთების გარდა კიდევ იქნება ფესტივალზე დასასწრები გადასახადი ცალკე?