აფიშა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
აფიშა

Post by chuna » 15 ივლ 2010, 15:08

ვაკის პარკში "კლუბი 33/ა" გთავაზობთ:

ARCHILI wrote:Image


14 ივლისი -

17:00 თანამედროვე ხელოვნების გამოფენები: ქეთი ბენაშვილი;

პოეზიის და ზეპირსიტყვიერების თავისუფალი მიკროფონი ყველა მსურველთათვის;

20:00-23:00 საღამოს კონცერტი: ჯგუფი "რეგიონი"



15 ივლისი -

17:00 თანამედროვე ხელოვნების გამოფენები: ქეთი ბენაშვილი;

პოეზიის და ზეპირსიტყვიერების თავისუფალი მიკროფონი ყველა მსურველთათვის;

20:00-23:00 საღამოს კონცერტი: გიგი ოქროპირიძე , სალომე კორკოტაშვილი;



16 ივლისი -

17:00 თანამედროვე ხელოვნების გამოფენები: ანი მგალობლიშვილი, ლაშა მელიქიშვილი;

პოეზიის და ზეპირსიტყვიერების თავისუფალი მიკროფონი ყველა მსურველთათვის;

20:00-23:00 საღამოს კონცერტი: ხათუნა მაკალათია, ჯგუფი "კაპილონი"





17 ივლისი -

17:00 თანამედროვე ხელოვნების გამოფენები: ანი მგალობლიშვილი, ლაშა მელიქიშვილი;

პოეზიის და ზეპირსიტყვიერების თავისუფალი მიკროფონი ყველა მსურველთათვის;

20:00-23:00 საღამოს კონცერტი: ჯგუფი "დეციში";





18 ივლისი -

17:00 თანამედროვე ხელოვნების გამოფენები: გოდერძი ოთარაშვილი;

პოეზიის და ზეპირსიტყვიერების თავისუფალი მიკროფონი ყველა მსურველთათვის;

20:00-23:00 ათონელის სახელობის თეატრის წარმოდგენა "თავისუფლება";



20 ივლისიდან კი ეთნოგრაფიულში გაიმართება:






20 ივლისი -

12:00-20:00 ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები;

15:00-18:00 მცირე სცენაზე კონცერტები, ქართული საბრძოლო ხელოვნება და ტრადიციული თამაშობანი...
18:00-21:00 ამფეთეატრი, ფოლკლორი რეგიონებიდან:

მცხეთა -მთიანეთი: ახალგორის ანსამბლი ”ლომისი”; ყაზბეგის ანსამბლი ”დიდებაი”, ”ჯვარული”; დუშეთის ანსამბლი ”არაგველები”; გელა დაიაური; გოგოჭურების ანსამბლი;

იმერეთი: ქუთაისის ანსამბლი ”ადილა”; ზესტაფონის ქორეოგრაფიული ანსამბლი ”ძმები” , ხონის რაიონის ფოლკლორული ანსამბლი ”იმერი”;

საჩხერის რაიონი: ქალთა ანსამბლი ”ციცინათელა”, ვაჟთა ანსამბლი ”სულიკო”, სოფელ კორბოულის ქორეოგრაფიული ანსამბლი ”ლაშქრული”, ტყიბულის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ”ცხრაჯვარი”, წყალტუბოს უხუცესთა ანსამბლი ”ნადური”;

სამეგრელო: ზუგდიდის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ”ჩელა”. სენაკის ანსამბლი ”გოგალაი”. ბავშვთა ფოლკოლორული ანსამბლი ”ცაშკიბული”; უხუცესთა ანსამბლი ”ჩხოროწყუ”;

ვანის რაიონი: (ჯერ არ არის ცნობილი);

21:00-23:00 საღამოს კონცერტი; რობი კუხიანიძე და "აუთსაიდერი", საღამოს დაასრულებს “M a r k s c h e i d e r K u n s t” -ი (ჯგუფი სანქტ პეტერბურგიდან).

21 ივლისი -

12:00-20:00 ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები;

15:00-18:00 მცირე სცენაზე კონცერტები, ქართული საბრძოლო ხელოვნება და ტრადიციული თამაშობანი...
18:00-21:00 ამფეთეატრი, ფოლკლორი რეგიონებიდან:

რაჭა: ონის რაიონის ანსამბლი ”რაჭა”; სოფელ გლოლის ანსამბლი ”ბუბა”;ამბროლაურის რაიონის ანსამბლი ”კაკოსანები” , ”საგალობელი”;

აჭარა: ქობულეთის კულტ. ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ”ქობულეთი”; სახალხო მთქმელი აარონ დიასამიძე; ქედის ფოლკლორული ანსამბლი ”ელესა” ; ხულოს ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი; სახალხო მთქმელი ამირან გეგიძე; სახალხო მთქმელი რევაზ ფევაძე; ჩონგურზე შემსრულებელი ბესიკ ტარიელიძე; ხელვაჩაურის რაიონის ანსამლი ”ათძალი”;

21:00-23:00 საღამოს კონცერტი: ნათელა ხომერიკი, "33ა"

22 ივლისი -

12:00-20:00 ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები;

15:00-18:00 მცირე სცენაზე კონცერტები, ქართული საბრძოლო ხელოვნება და ტრადიციული თამაშობანი...
18:00-21:00 ამფეთეატრი, ფოლკლორი რეგიონებიდან:

ლეჩხუმი: მოხუცების ანსამბლი ”ლეჩხუმი”; ქორეოგრაფიული ანსამბლი ”ლეჩხუმი”; ფოლკლორული ანსამბლი ”სალაღობო;

თუშეთი: ანსამბლი ”კესელო”;

პანკისის ხეობა: ანსამბლი ”პანკისი”;

საინგილო: ანსამბლი"ლაზარე";

სამცხე ჯავახეთი: სახალხო მთქმელი შალვა კეღოშვილი; მესხეთის უნივერსიტეტის გუნდი; ახალქალაქის ქორეოგრაფიული ანსამბლი ”ჯავახქ”; ქორეოგრაფიული ანსამბლი ”ბორჯომი” ; ხუციშვილების ოჯახური ანსამბლი;

ფოთი: ფოლკლორული ანსამბლი ”ფაზისი”.

21:00-23:00 საღამოს კონცერტი: ნინო ქათამაძე;

23 ივლისი -

12:00-20:00 ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები;

15:00-18:00 მცირე სცენაზე კონცერტები, ქართული საბრძოლო ხელოვნება და ტრადიციული თამაშობანი...
18:00-21:00 ამფეთეატრი, ფოლკლორი რეგიონებიდან:

ქვემო სვანეთი: ჯოკია მეშველიანის სახელობის ანსამბლი ”ლილე”; ანსამბლი ”ლაგუშედა”;

კახეთი: ანსამბლი ”წინანდალი”; დედოფლისწყაროს ფოლკლორული ანსამბლი ”ხორნაბუჯი” ზემო ქედის ფოლკლორული თეატრი ”ბარის ფშავლები”,სიღნაღის ანსამბლი ”მრავალჟამიერი”. წნორის ედიშერ გარაყანიძის სახელობის ბავშვთა ფოლკ. ეთნოგრაფიული ანსამბლი ”ამერ-იმერი”; კაკაბეთის ფოლკლორული ანსამბლი ”კაკაბელები”;გურჯაანის სახელმწიფო ანსამბლი ”გურჯაანი”;

ქვემო ქართლი: გარდაბნის ანსამბლი ”ბეთანია”.

21:00-23:00 საღამოს კონცერტი; "ხიდი" და "ფრანი";

24 ივლისი -

12:00-20:00 ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები;

15:00-18:00 მცირე სცენაზე კონცერტები, ქართული საბრძოლო ხელოვნება და ტრადიციული თამაშობანი...
18:00-21:00 ამფეთეატრი, ფოლკლორი რეგიონებიდან:

ზემო სვანეთი: მესტიის ანსამბლი ”რიჰო”, სოფელ ლატალის ანსამლი ”ლატალი”;

გურია: ქორეოგრაფიული ანსამბლი ”გურია”; ვაკიჯვარი: გუჯაბიძეების ოჯახი; ფოლკლორული ანსამბლი ”ელესა” ; ანსამბლი ”იადონი”; ლანჩხუთის ანსამბლი ”ხელხვავი”; ჩოხატაურის ქალთა ანსამბლი ”მანდილი”; რუსიძეების ოჯახი ჯუმათიდან; ლამარა დოლოძე ;

ქართლი: ანსამბლი ”ქარელი”; გორის ანსამბლი ”ლომჭაბუკი”; კასპის ანსამბლი ”მზეკაბანი”; ინდივიდუალური შემსრულებელი ნიკოლოზ ფარეხელაშვილი; ქვ. ჭალის კულტ.სახლი;

სტუმრები ჩედილოეთ კავკასიიდან...;

21:00-23:00 საღამოს კონცერტი; "სუხიშვილები";

25 ივლისი -

12:00-20:00 ხალხური რეწვისა და ეთნოგრაფიის გამოფენები;

15:00-18:00 მცირე სცენაზე კონცერტები, ქართული საბრძოლო ხელოვნება და ტრადიციული თამაშობანი...
18:00-21:00 ამფეთეატრი, უხუცესი შემსრულებლები საქართველოს ყველა კუთხიდან:

მესტია: ისლამ ფილფანი და ანსამბლი ”რიჰო”,

ლენტეხი, ჩოლურის თემი: ჯუმბერ მუკბანიანი და ანსამბლი ”მიჟე ნარი”;

ხარაგაული, სოფელი კიცხი: ანსამბლი ”ოდილა”;

თელავი, სოფელი ართანა: ანდრო სიმაშვილი და მოწაფეები;

გურია: კარლო ურუშაძე და მისი ოჯახი;

ხელვაჩაური: უხუცესთა გუნდი ”მაჭახელა”;

კასპი: ქორო კაციაშვილი;

21:00-23:00 საღამოს კონცერტი; "ზუმბა" და "ჩვენებურები" ახალი პროექტით_ "ასტროჯორჯია"

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აფიშა

Post by ARCHILI » 17 ივლ 2010, 16:16

Image

წადით

:)
Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
აფიშა

Post by paata_ » 20 ივლ 2010, 11:44

არტგენის აფიშაში შეცდომაა არც გელა დაიაური იქნება და არც დები გოგოჭურები

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
აფიშა

Post by meore monadire » 20 ივლ 2010, 11:54

paata_

რა სასაცილოა :) მაგატ გულისთვის მინდოდა ასვლა და თურმე არ ღებულობენ მონაწილეობას :)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
აფიშა

Post by legenda » 20 ივლ 2010, 17:04

paata_

:roll:

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
აფიშა

Post by legenda » 20 ივლ 2010, 17:07

paata_

არ იღებენ მონაწილეობას თუ....?!
:roll:

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
აფიშა

Post by paata_ » 20 ივლ 2010, 19:08

legenda

არც შეუთავაზებიათ მონაწილეობის მიღება. თვითონაც აფიშაში ნახეს თავისი თავი

გელა სიონშია და სვავს, გოგოჭურები ხევსურეთში არიან


:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
აფიშა

Post by Nephros » 01 აგვ 2010, 20:30

Themenabend: Krieg und Frieden im Kaukasus
Dienstag 3. August 2010 um 22.05 Uhr
Wiederholung am Donnerstag 5. August um 10.00 Uhr
(126mn)
ZDF / ARTE F


THEMA : Guerre & paix dans le Caucase
mardi, 3 août 2010 à 22:25
Rediffusion jeudi 5 août à 09H59
(126mn)
ZDF / ARTE F
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
აფიშა

Post by Nephros » 07 სექ 2010, 17:01

გაზეთ "ლიტერატურული მესხეთის" რედაქცია აცხადებს კონკურსს პოეზიაში

საკონკურსო მასალები მიიღება დევიზით. ერთი კონვერტით იგზავნება საკონკურსო მასალა და დევიზი, მეორე კონვერტით - ავტორის გვარი, სახელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ლექსების ჩამონათვალი და დევიზი. კონვერტზე დაუშვებელია მიეთითოს ავტორის გვარი.
კონკურსში მონაწილების მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, გარდა "ლიტერატურული მესხეთის" თანამშრომლებისა და სარედაქციო საბჭოს წევრებისა.

დაწესებულია პრემიები:

ერთი სპეციალური პრემია - საქართველოს პირველი ლედის - სანდრა-ელისაბედ რულოვსისაგან;
პირველი პრემია - 800 ლარი - ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან;
მეორე პრემია - 500 ლარი - ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისგან;
მესამე პრემია - 300 ლარი - სსიპ ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება-კოლეჯისგან.

გამარჯვებულებს პრემიები გადაეცემათ 2010 წლის ოქტომბერში - საქართველოს პირველი ლედის სანდრა-ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით ჩატარებულ "პოეზიის დღის - შოთაობის" ტრადიციულ სახალხო დღესასწაულზე.

საკონკურსოდ გამოგზავნილი ლექსები უნდა გამოიგზავნოს მხოლოდ დაბეჭდილი ფორმით. ხელნაწერი არ მიიღება. კონკურსში გამარჯვებულთა ლექსები დაიბეჭდება გაზეთ "ლიტერატურულ მესხეთში".

საკონკურსო მასალა, არა უმეტეს 5 გამოუქვეყნებელი ლექსისა, უნდა გამოიგზავნოს 2010 წლის 25 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე:

0500, ასპინძის რაიონი, დ.ასპინძა, თამარის ქუჩა #3.
გაზეთ "ლიტერატურული მესხეთის" რედაქცია.
ტელ: 899 97 95 24
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აფიშა

Post by qvevri » 07 სექ 2010, 17:30

Nephros
25 სექტემბერი კარავზე თქვენი დარეგისტრირების თარიღი როა ამისათვის შეარჩიეთ მეგობარო?
და ნოველებზე არ იქნება ასეთი კონკურსი?
ისე უკეთესი იქნებოდა, რომ ეს კონკურსი "იქაურებში" ჩატარებულიყო, თორემ დაწერს ვიღაც თბილისელი ლექსს და მოიგებს კონკურსს და მაგით მესხეთს რა რო?

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
აფიშა

Post by Nephros » 08 სექ 2010, 09:14

qvevri wrote:Nephros
25 სექტემბერი ...
ჰოოო.. ერთი წელი გასულა უკვე და ერთ კარვულ გასვლას ვერ ვეღირსე.
ისე კი მე საკონკურსო თარიღების დადგენასთან არავითარი კავშირი არა მაქვს :) .
და ნოველებზე არ იქნება ასეთი კონკურსი?
თქვენ დაწერეთ და კონკურსგარეშე გამოქვეყნებაც არ იქნება ურიგო.
ისე უკეთესი იქნებოდა, რომ ეს კონკურსი "იქაურებში" ჩატარებულიყო, თორემ დაწერს ვიღაც თბილისელი ლექსს და მოიგებს კონკურსს და მაგით მესხეთს რა რო?
რა ვიცი, ზოგჯერ ალბათ ასეა საჭირო. საზღვრები და შეზღუდვები ბევრ რამეში არ ვარგა. იზოლაცია არ არის განვითარების კარგი საშუალება. ოღონდ კარგი რამე დაწერონ და მეგრელი გაიმარჯვებს თუ კახელი, რა მნიშვნელობა აქვს :wink: .
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
აფიშა

Post by lama » 12 სექ 2010, 08:31

Image

გთხოვთ მობრძანდეთ!!!

ფეისბუქელთა პოეზიის საღამო გაიმართება 25 სექტემბერს,შაბათს, 14 საათზე პირველი საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში.დასწრება თავისუფალია.მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტს ლირიკული ლექსები უნდა გამოუგზავნონ 20 სექტემბრის ჩათვლით - სულ 20-25 სტროფი (რამდენიმე ლექსი). 22-ში გამოქვეყნდება მათი ვინაობა, ვინც საკუთარ პოეზიას გააცნობს დამსწრეებს.ყველაფერს გადავიღებთ.ვფიქრობთ კრებულის გამოცემაზეც.მოვიწვევთ მედიას.
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
აფიშა

Post by MIRANDA » 16 სექ 2010, 18:06

პარასკევს, 17 სექტემბერს 18:30ზე გაიმართება წიგნის "საუკეთესო ქართული ღვინოები 2010" წარდგინება და ამ საუკეთესო ღვინოების დაგემოვნება. პროექტის ავტორები არიან წიგნის მაღაზიათა ქსელი 'პარნასი' და ღვინის მაღაზია 'ვინოთეკა'. მათ გაერთიანებულ ფართში ლესელიძის ქ. 33ში ჩატარდება ღვინის წარდგინება.

წიგნი სამეონოვანია - ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე.

ერთი მხრივ, ეს არის გზამკვლევი, რომელიც გაგიძღვებათ იმ უამრავ ღვინის დასახელებას შორის, რომელიც დღეს საქართველოში იწარმოება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ღვინის წარმოების უძველესი ტრადიცია არსებობს, ქართველთა უმეტესობამ მაინც არ იცის ბოლომდე, თუ რომელი ღვინო მიირთვას ან, უბრალოდ, რომელია კონკრეტულ წელიწადს ამა თუ იმ ნიშნით საინტერესო. სასურველის ამორჩევა მით უმეტეს განსაკუთრებით რთულია ჩვენი უცხოელი სტუმრებისთვის.

მეორე მხრივ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ წიგნს ზოგადად ქართული ღვინის, როგორც პროდუქტის პოპულარიზაციისთვის. წლების განმავლობაში ეს არის პირველი წიგნი, რომელიც წარმოადგენს ქართული ღვინის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებს.

წიგნის ავტორები არიან გამოცდილი ქართველი ღვინის სპეციალისტები - ანა გოდაბრელიძე, ლევან მეხუზლა და გიორგი სამანიშვილი. ღვინოების შერჩევის პროცესში მათ ბრმად გასინჯეს 120-ზე მეტი ნიმუში, რომელთაგან დაასახელეს ის 69 დასახელების საუკეთესო ღვინო, რომელიც ამ წიგნშია აღწერილი.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
აფიშა

Post by lama » 22 სექ 2010, 11:16

facebook-ის პოეზიის საღამოში(25 სექტემბერი, შაბათი, დღის 2 საათი, თბილისის პირველი საჯარო სკოლის სააქტო დარბაზი) მონაწილეობას მიიღებენ:

სოსო ნადირძე,
მათე მარადელი,
მიხეილ ღანიშაშვილი,
ხათუნა ჟორდანია,
მაია ჯალიაშვილი,
მურად მთვარელიძე,
ამირან (პაკო) სვიმონიშვილი...

(დასწრება თავისუფალია). ველით კარგი პოეზიის მოყვარულებს. ორგანიზატორი და საღამოს წამყვანი - გია მურღულია
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
აფიშა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 სექ 2010, 11:41

დღეს, ენკენისთვის 23ში, დიღმის ტყე-პარკში, დაახლოებით მაიაკოვსკის ძეგლის უკანა მხარეს,
ეწყობა დიდი მწვანე აქცია სამოქალაქო ატივისტებისა და მაღალი რანგის დიპლომატების მონაწილეობით
ტყე-პარკის გადარჩენის მოთხოვნით.
თურმე, ვიღაცეები ამ ლამაზ პარკს საფრთხეს უქმნიან.
ნაჩვენები იქნება პატარა ფილმი. დაგეგმლია კულტღონისძიებები.
ვაპირებ წასვლას.
შევუ1დეთ მწვანე აქციას.
დასაწყისი 18:30ზე.
შესასვლელი ახმეტელის ქუჩიდან

Nephros wrote:
qvevri wrote:Nephros
25 სექტემბერი ...
ჰოოო.. ერთი წელი გასულა უკვე და ერთ კარვულ გასვლას ვერ ვეღირსე.
მართლაც, 1 წელი გასულა და არსად ყოფილხარ.
ეტყობა, ან :კარავთან: ჯერ კიდევ გაუცხოებულად გრძნობ თავს, ანდაც, დიდად არ
გხიბლავს ჯგუფებთან სიარული და შორიდან დამკვირვებლობა გირჩევნია.
რა ვიცი, შეიძლება, დროც არ გაქვს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]