Page 3 of 46

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 24 ნოე 2009, 23:04
by ლეონტი
qvevri wrote:საქმე იმაშია, რომ ჩემმა მეორე მეგობარმა, რომელსაც მაღაზია აქვს მცხეთაში მითხრა, რომ ის ვაშლი რომელიც მე დახლებზე მიწყვიაო, სულ სომხეთიდანაა შემოტანილიო.
შენ გინდა თქვა რომ შენმა მეორე მეგობარმა ოღონდ მოგება ნახოს ვაჭრობაში და სომხურ მ...საც გაყიდის?

ბაი ზჰი უეი(პახოდუ) ესეც ნახე რამეს ხო არ გვატყუებენ:

http://marani2.blogspot.com/2007_09_01_archive.html

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 24 ნოე 2009, 23:58
by Makena
ომხური და ისიც ვაშლი როგორ უნდა შემოიტანო საქართველოში ქართველმა კაცმა :lol:
მალე ალბათ სომხურ ღვინოსაც შემოიტანენ, სულგუნი უკვე მიითვისეს და სომხურად თვლიან :lol:
კარაქი ახალი ზელანდიიდან, ვაშლი სომხეთიდან, ნიორი ირანიდან, პომიდორი და კიტრი აზერბაიჯანიდან, ციტრუსები, კეტჩუპი და კარტოფილი თურქეთიდან... არა ნაღდათ ავყვავდებით :lol:

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 25 ნოე 2009, 03:07
by lama
Makena
ეს სამწუხაროა, მაგრამ მაინტერესებს არის თუ არა ეს პროდუქტები ჯანმრთელობისთვის საშიში

თუ კი
მაშინ კონკრეტულად რატომ ?????

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 25 ნოე 2009, 14:27
by Makena
lama

ნებისმიერი ხილი რომელიც იწამლება გაურკვეველი წარმომავლობის პესტიციდებით, და თანაც ნორმების და დოზების დარღვევით რათქმაუნდა საშიშია ჯანმრთელობისთვის, რადგან პესტიციდებში შემავალი აქტიური ნივთიერებიბი სხვადასხვა კატეგორიის შხამია.

დიდი ნაწილი კონსერვანტებისა რომელიც კვებისმრეჭველობაში გამოიყენება საშიშია ადამიანისთვის, რადგან კანცეროგენულია.

ბოსტნეული, მწვანილი ხშირად დდტ თია შეწამლიული, ამ საშინელ საშუალებას ლაგოდეხშიც საკმაოდ ფართეოდ იყენებენ, ეს არის დუსტი რომელიც საერთოდ არ განიცდის დაშლას, იგი თეთრი დათვის რძეში აღმოჩნდა მიუხედავად იმისა რო ეს საშუალება 60 იან წლებში აკრძალა ევროპამ.

სისტემური პრეპარატების სერია რომელიც მასიურად გამოიყენება მევენახეობასი შემდეგნაერად მოქმედებს, შესხურების შემდეგ იგი შედის მცენაში და მოძრაობს მასში, რათქმაუნდა ასეთი ვენახის ნაყოფისგან დამზადებული ღვინო შეიცავს გარკვეულ საშიშროებას.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 26 ნოე 2009, 11:38
by GAMARJOBA SAKARTVELO
ლეონტი wrote:2 ჩინელი სიკვდილით დასაჯეს რზეში მელანინს რომ ურევდნენ, ერთს მუდმივი პატიმრობა და 2 ინჟინერს ამავე საქმეზე დიდი სროკი აკიდეს.
ჩინეთში დააპატიმრეს თუ ჩვენში მოხდა?
ისე კი, მთელს მსოფლიოში იყიდება ჩინური დაბალახარისხიანი ნაწარმი და ვერაფერს ვიტყვი,
რომ ჩინელი მოხელეები მკაცრი შემმოწმებლები იყვნენ

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 26 ნოე 2009, 11:55
by GAMARJOBA SAKARTVELO
მეგობრებო, ძნ კგდ მესმის, რომ წუხართ იმის გამო, რომ ქართულ ხილ-ბაღჩეულ-ბოსტნეულს მძიმე
დრო უდგას და ბაზარი უცხოეთიდან შემოსულით არის გაჯერებული.
ამაში უ1ლესად ჩვენ ვართ დამნაშავენი.

შეი კა კაცო, ადექი და ქართული ნიორი, კარტოფილი, ვაშლი, ჩაი, კვერცხი და ა.შ იყიდე და შემოტანი
რომ დაინახავს, მისი სურსათი არ იყიდება, გლეხი კი მიხვდება, რომ მის შრომაზე მოთხოვნილებაა,
მეტი ხალისით იმუშავებს.

სულ 2-3 ადამიანი ვიცი, ვინც პრინციპულად ქართულ ნაწარმს ყიდულობს.
აბა, 2-3 გაასმაგდეს, გაათიათასმაგდეს, გაასიასმაგდეს,
ნახავთ, რომ შედეგი დადგება.

ტირილ-მოთქმით ქვეყანა ვის უშენებია?
ვაჰ

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 26 ნოე 2009, 15:12
by Makena
GAMARJOBA SAKARTVELO
ეგრეა, რაც უფრო მეტი მყიდველი ეყოლება ქართულ პროდუქციას მით უფრო გაიზრდება მოთხოვნა ამ პროდუქტზე.
ამერიკელებს ჰქონდათ ესეთი სლოგანი, დაახლოებით ესე ჟღერდა როგორც მახსოვს- ხარ ამერიკელი?-იყიდე ამერიკული

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 27 ნოე 2009, 16:18
by Ochokochi
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მეგობრებო, ძნ კგდ მესმის, რომ წუხართ იმის გამო, რომ ქართულ ხილ-ბაღჩეულ-ბოსტნეულს მძიმე
დრო უდგას და ბაზარი უცხოეთიდან შემოსულით არის გაჯერებული.
ამაში უ1ლესად ჩვენ ვართ დამნაშავენი.

შეი კა კაცო, ადექი და ქართული ნიორი, კარტოფილი, ვაშლი, ჩაი, კვერცხი და ა.შ იყიდე და შემოტანი
რომ დაინახავს, მისი სურსათი არ იყიდება, გლეხი კი მიხვდება, რომ მის შრომაზე მოთხოვნილებაა,
მეტი ხალისით იმუშავებს.

სულ 2-3 ადამიანი ვიცი, ვინც პრინციპულად ქართულ ნაწარმს ყიდულობს.
აბა, 2-3 გაასმაგდეს, გაათიათასმაგდეს, გაასიასმაგდეს,
ნახავთ, რომ შედეგი დადგება.

ტირილ-მოთქმით ქვეყანა ვის უშენებია?
ვაჰ

ერთი მიპასუხე ნაგავზე გადასაყრელი ფქვილი და სხვა მრავალი პროდუქტი ვის და რატომ შემოაქვს და თანაც ასეთი ოდენობით! ვისი გვერდის"ავლით" ხდება ეს ყველაფერი?

პირველ და მესამეს თუ ვერა, მეორე კითხვას მაინც გაეცი პირდაპირი პასუხი.


თითქმის არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ იტყვის უარს ადგილობრივი ნაწარმის შეძენაზე თუ ის იქნება ხარისხიანი და იმპორტირებულ საქონელზე იაფი.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 27 ნოე 2009, 21:57
by GAMARJOBA SAKARTVELO
Ochokochi wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:

ერთი მიპასუხე ნაგავზე გადასაყრელი ფქვილი და სხვა მრავალი პროდუქტი ვის და რატომ შემოაქვს და თანაც ასეთი ოდენობით! ვისი გვერდის"ავლით" ხდება ეს ყველაფერი?

პირველ და მესამეს თუ ვერა, მეორე კითხვას მაინც გაეცი პირდაპირი პასუხი.


უკაცრავად, მაგრამ არც 1 შეკითხვის ადრესატი არ ვარ, რადგან უცხოური სურსათი მე არ შემომაქვს.
თუ ნაგავია, რაღას ყიდულობ?
თითქმის არც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ იტყვის უარს ადგილობრივი ნაწარმის შეძენაზე თუ ის იქნება ხარისხიანი და იმპორტირებულ საქონელზე იაფი.
კგია, რომ "თითქმის" ფორმით წერ.
საქმე სხვაგვარად არის.
ქართული კარტოფლი (პომიდორიც, კიტრიც) ნამდვილად უკეთესია თურქულზე.
გულზე ხელი დაიდე და ბოლო 3 წელიწადში რამდენი კგ ქართული კარტოფილი (პომიდორ, კიტრი და ა.შ) იყიდე?
არც ვიცი, ვინ ხარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თურქული უფრო მეტი გაქვს ნაყიდი (შენ თუ არა, ოჯახის წევრებს მაინც)
და მირთმეული, ვიდრე სამამულო

ჯერ-ჯერობით, ვერავინ დამაჯერა, რომ საქართველოს გლეხების ჭირნახულზე უკეთესი
იყოს რომელიმე შემოტანილი ბაღჩეული.
არ მჯერა, რომ ჩინური ნიორი, ეგვიპტური კარტოფილი, თურქული პომიდორი, სომხური ვაშლი,
აზერბაიჯანული ქიშმიში, ბრაზიული ბარკალი ჩვენსაზე უკეთესია.

თუმცა, ის კი ვიცი, რომ ტუნისური ზეითუნი, ეკვადორული ბანანი, აზიური ხამანწკები, უკრაინული
პირშუშხა ("ხრენის" ქართული შესატყვისი) ქართულისაზე უკეთესია.
რატომ?
იმიტომ, რომ ისინი ჩვენი გლეხების ბაღჩისთვის უცხოა.

კითხვების დასმას ან მოთქმა-ვაებას მოქმედება სჯობს.
იყიდე ქართული ნაწარმი

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 27 ნოე 2009, 23:03
by Ochokochi
GAMARJOBA SAKARTVELO


ვინ ვარ? ერთი ქართველი კაცი და რიგითი ფორუმელი, ისევე როგორც შენ. ფორუმზე ამას მნიშვნელობა არ აქვს, აქ ყველა თანასწორია.

მე შენ კონკრეტული კითხვა დაგისვი, შენ კი თავი აარიდე, სიტყვა ბანზე ააგდე და ყურადღების გასაფანტად შეტევაზე გადახვედი.

მაშ ამბობ თურქულ კარტოფილს ვყიდლობ? ძალიან ცდები ამხანაგო......

ქართული სოფლის მეურნეობის საკითხებში შეტანილ წვლილზე კვეხნა კი ჩემთან არ ეგების, განსაკუთრებით ჰოლანდიურ "сыр-ზე" გაზრდილი პიროვნებისაგან.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 27 ნოე 2009, 23:05
by ლეონტი
ჩვენში მეფუტკრეებს თაფლის გასაღების პრობლემა აწუხებთ, სუპერმარკეტებში კი ტონობით სინთეტური თაფლი საღდება, რომელშიც 1 გრამი Fუტკრის ნაწარმი არ ურევია.
მთავარია სეფუთვა ქონდეს ფირმენნი.
არა მაგარი ქაჯები ვართ, რაც მართალია, მართალია.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 27 ნოე 2009, 23:21
by Ochokochi
რაც შეეხება ქართულ სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებს, მათ უმრავლესობას არსებული სისტემა ქმნის ხელოვნურად. ძირითადად ქართული პროდუქციის რეალიზება ხდება ადგილობრივ, სოფლად. რაც არ არის საკმარისი ფერმერული ცხოვრების განსავითარებლად.

კონკრეტულ მაგალითზე შემიძლია ვთქვა, საქონლის ხორცის სარეალიზაციოდ ქალაქებში ტრანსპორტირება, ბაზრის ქართული პროდუქციით გასაჯერებლად იმდენად არამომგებიანია თვითღირებულების, დანახარჯებისა და იმპორტირებული ხორცის იაფფასიანობის გამო (მოსახლების დაბალი მსყიდველობითი უნარი), რომ გლეხს არ უღირს მისი ქალაქში ჩამოტანა.


ვინ არის ყველაფერ ამაში დამნაშავე?

.............სხვანაირად როგორ უნდა გაძღეს გაუმაძღარ ნაძირალათა გასიებული მუცლები, თუ არა ნაგავზე გადასაყრელი იაფფასიანი საქონლის შემოტანითა და გავრცელებით?!

პირველი რაც უნდა გაკეთდეს, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე და
ბევრი რამ შეიცვალოს! უახლოეს მომავალში ეს არ მოხდება... ამ იდეას
ეწინააღმდეგება ის, ვინც სწორედ ამ დამნაშავეთა უკანალის დამჭერია და
სანაცვლოდ არსებობს მათი წყალობით.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 27 ნოე 2009, 23:26
by bambina
ყველგან და ყოველთვის დასკვნა ერთია: ფუცკ ტჰე სყსტემ :!:

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 27 ნოე 2009, 23:27
by Ochokochi
ადგილობრივი ქართული მეურნეობა ვერ აყვავდება მანამ სანამ იმპორტირებული პროდუქცია ადგილობრივზე იაფი იქნება. ამას კი სისტემური ცვლილება სჭირდება, კანონის შეცვლა და ა.შ.

მე კი ნუ მედემაგოგებით. სადაც საჭიროა იქ ამოიღეთ ხმა კაცურად.

სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Posted: 28 ნოე 2009, 08:25
by GAMARJOBA SAKARTVELO
Ochokochi
ამხანაგო, შემჩნეული ხარ უტაქტობაში.
ნერვები მოითოკე და მშვიდ მსჯელობაზე გადადი.
ამასთან, თუ შეიძლება, ტავი შეიკავე პოლიტგანცხადებისგან, რადგან გარდა იმისა, რომ ეს ამ ფორუმის
შინაარს არ შეეფერაბა, უხერხულობასაც შექმნი
Ochokochi wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

ვინ ვარ? ერთი ქართველი კაცი და რიგითი ფორუმელი, ისევე როგორც შენ. ფორუმზე ამას მნიშვნელობა არ აქვს, აქ ყველა თანასწორია.
ვინმემ გითხრა, რომ ფორუმზე თანასწორი არ ხარ?
არც ის მიკითხავს, ვინ ხარ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, ვინ ხარ.

მე შენ კონკრეტული კითხვა დაგისვი, შენ კი თავი აარიდე, სიტყვა ბანზე ააგდე და ყურადღების გასაფანტად შეტევაზე გადახვედი.

მაშ ამბობ თურქულ კარტოფილს ვყიდლობ? ძალიან ცდები ამხანაგო......
შენი ზედა კითხვების ადრესატი მე არ ვარ-მეთქი, გასაგებად ვთქვი და იქვე განვმარტე, რატომაც.
აბა, ყურადღებით წაიკითხე.
ეს ბანზე აგდება არ არის.
იგივეა, გკითხო, შენმა მეზობელმა სარკმლიდან ნაგავი რატომ გადააგდო-მეთქი.
უბრალოდ, თუ არ მოგწონს, რომ მეზობელი ნაგავს ყრის, ადექი და მისი გადაყრილი აიღე,
მოთქმა კი რ უნდა დიწყო, ამას რს აკეთებსო.
შეტევას მაბრალებ, როდესაც შენი 2ვე წერილი შეტევაა და უტაქტობის ნიშნებს შეიცავს.
თურქული კარტოფილს თუ არ ყიდულობ და ქართულს ამჯობინებ, ძნც კგია.
ქართული სოფლის მეურნეობის საკითხებში შეტანილ წვლილზე კვეხნა კი ჩემთან არ ეგების, განსაკუთრებით ჰოლანდიურ "сыр-ზე" გაზრდილი პიროვნებისაგან.
კვეხნაო?
ეეც მოგჩვენებია.
ჰოლანდიურ сырმა ასეთი რა დაგიშავა, რომ აღშფოთებას ვეღარ მალავ?
იმედები უნდა გაგიცრუო და გაცნობო, რძის ნაწარმის მოყვარული არ ვარ.
ჰოლანდიური ყველის გემოც კგდ არ ვიცი.

ვრწმუნდები, რომ ბევრს ლაპარაკობ, მაგრამ ცოტას აკეთებ.
თუ რატომ, ამას ჩემთვის დავიტოვებ.
ვშიშობ, კიდევ უფრო არ აღგაშფოთო.

ის რაც ქვედა წერილში გიწერია, მართლაც, სერიოზული და ჩემთვის ნაცნობი პრობლემაა.
გული მწყდება, რომ ჩვენს გლეხებს შრომა სათანადოდ არ უფასდებათ.
ოღონდ, თუ იცი, რომ საქმე ფუჭდება, გააკეთე ბევრი და ცოტა ილაპარაკე.

აი, ეს მაბრაზებს, კილომეტრიან სადღეგრძელოებს ამბობენ, უზარმაზარ წერილებს წერენ,
2ატორობით თავი მოაქვთ და საქმის გაკეთება კიდევ ბევრს არ უნდა.