Page 3 of 25

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 06 ნოე 2009, 14:46
by Naia
Wanderer
მუხრუჭი რომ არ უნდა გამოვიყენო ვიცი. მაგრამ ჩემს შემთხვევაში ყინულზე მოძრაობას ვაგრძელებდი და მანქანა კიდევ უზარმაზარ '8-იანებს' ხაზავდა გზაზე:) ჰოდა, სწორ გზაზე ვერ დავაყენე :) ვიღაცამ მითხრა ამ დროს ცოტა გაზი უნდა მისცე და მანქანაც ნელ-ნელა გასწორდებაო. პრაქტიკაში ჯერ არ გამომიცდია და გამოცდამდე ვიფიქრე ვიკითხავ-თქო...

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 06 ნოე 2009, 15:30
by GIRA
მეგობრებო ეხლა ისეთ დღეში ვარ პასუხებს ვერ გაგცემთ, მაპატიეთ.
ცოტა აზრზე მოვალ და გიპასუხებთ სიამოვნებით.

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 08 ნოე 2009, 00:46
by Makena
Naia
ყინულზე მართვის საუკეთესო მასწავლებელი ყინულზე სიარულის გამოცდილებაა, ანუ ბევრი სიარული მოყინულ გზებზე, ან მეორე ვარიანტი ტრენინგი ანუ მანქანა ხელოვნურად უნდა მოაცურო და შემდეგ შეეცადო გასწორებას, შემდეგ ისევ და ისევ სხვადასხვა პოზიციებში მოცურება და გასწორება უნდა მოსინჯო, ამის შემდეგ უკვე გეცოდინება თუ როგორ უნდა მოიქცე მსგავს სიტუაციაში. :wink:

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 08 ნოე 2009, 00:55
by GIRA
Makena
ავტომატის ერთი დიდი პრობლემა მისი ბუქსირების საკითხია, ანუ ძრავის ვერ დაქოქვის შემთხვევაში, მისი ბუქსირება პრობლემაა, გადამყვანი სჭირდება, განვითარებულ ქვეყნებში ეს ალბათ პრობლემად არ ჩაითვლება რადგან ნებისმიერ წერთილში მოგაკითხავს გადამყვანი დარეკვის შემთხვევაში, აი საქართველოში კი წარმოიდგინეთ ჯიპი რომელსაც ,,სტარტერი" გაუფუჭდა სადმე ომალოს მიდამოებში.
მე ყურადღება მივაქციე შემდეგ ფრაზას:
"ავტომატის ერთი დიდი პრობლემა მისი ბუქსირების საკითხია, ანუ ძრავის ვერ დაქოქვის შემთხვევაში, მისი ბუქსირება პრობლემაა, გადამყვანი სჭირდება, განვითარებულ ქვეყნებში ეს ალბათ პრობლემად არ ჩაითვლება რადგან ნებისმიერ წერთილში მოგაკითხავს გადამყვანი დარეკვის შემთხვევაში"

რისთვისაც არსებობს ყუთი, რომელიც იყიდება ბაზრობაზე. ეს ყუთი იტენება და ზედ აქვს, როგორც ფანარი და ჰაერის კომპრესორი, ბორბლების დასაბერად, ასევე პერემიჩკები, რომლითაც შეგიძლია აკუმლიატორ მკვდარი მანქანის დაქოქვა. სურათს ვერ ვპოულობ.

ამ ფრაზისთვის კი ყურადღება არ მიმიქცევია:
აი საქართველოში კი წარმოიდგინეთ ჯიპი რომელსაც ,,სტარტერი" გაუფუჭდა სადმე ომალოს მიდამოებში.
სტარტერის გაფუჭების შემთხვევაში, ავტომატიკაზე, მხოლოდ მარჯვე ხელები თუ გიშველის :lol:

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 08 ნოე 2009, 01:04
by GIRA
კიდევ დამაბნია სიტყვამ:
გადამყვანი
მოკლედ შემჭამა რა თქვენმა ქართველობამ. ევაკუატორი დაგეწერა შე კაცო, ხო არ ავირეოდი თავიდანვე :lol: :lol: :lol:
გადამყვანი-პერემიჩკა ვიგულისხმე და იმიტომ დავწერე რომ არსებობს ყუთი, რომელიც დატენილია და აკუმლიატორის დაჯდომის შემთხვევაში უნდა ამოიღო საბარგულიდან(თუ მარტო ერთი მანქანა ხარ) და მიაერთო შენს აკუზე.

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 08 ნოე 2009, 01:33
by Makena
GIRA
ევაკუატორი ვერ გავიხსენე :lol:
კი გამიკვირდა, სტარტერი და დატენილი ყუთი რა შუაშია მეთქი მაგრამ ვიფიქრე ალბათ ახალია რაღაცთქვა, მოკლედ სტარტერი გადაუჭრელი პრობლემაა, ამასწინად ვიყავი ასული ჯავახეთის პლატოზე, 2100 მეტრზე საშინელ უგზოობაში და იქ გავიფიქრე, ეხლა ეს მანქანა რომ არ დაიქოქოს რა დროს გავატარებ მეთქი :lol:

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 08 ნოე 2009, 01:39
by GIRA
Makena
ხო, ბუქსირებას რაც შეეხება, პრობლემა არ არის. ამოიღებ ნეიტრალში და დააბუქსირე, არ არის პრობლემა. ფრიქციონები და მუფტა აიტანს 100 კილომეტრს :wink:

რუსები, თავიანთი დიდი გამოცდილებით და უკვე ჩვენი ბიჭებიც, კაი ხანია ავტომატებით დადიან და ავტმატის გამძლეობაზე არავითარი ეჭვი აღარ არსებობს. მოხმარება უნდა იცოდეს კაცმა! ძალიან იოლი სისტემაა ავტომატიკა, ბეეევრად იოლი, ვიდრე მექანიკა! გინდ დაიჯერეთ, გინდ არა.

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 08 ნოე 2009, 01:42
by GIRA
Makena
სტარტერის სიკვდილის შემთხვევაში, მართლაც დიდი მინუსი აქვს ავტომატიკას :(

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 08 ნოე 2009, 01:43
by Makena
GIRA
კი მჯერა და კარგადაც ვიყენებ, 4 წელია ნისან პეტფაინდერით დავდივარ, ავტომატია, უპრობლემოა, საქართველოს თითქმის ყველა მთიანი რეგიონი მაქვს შემოვლილი. :wink:

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 08 ნოე 2009, 01:44
by Makena
GIRA
ბუქსირებას თუ აიტანს 100 კმ ს ეს უკვე დიდი შეღავათია.

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 08 ნოე 2009, 01:51
by GIRA
Makena
ბუქსირებას თუ აიტანს 100 კმ ს ეს უკვე დიდი შეღავათია.
კი, კი აიტანს, მეტსაც აიტანს...........უპრობლემოდ!

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 08 ნოე 2009, 11:46
by Makena
აბა რაღას უცდით? დაყარეთ თქვენი რაშების ფოტოები 8)
მე და ჩემი რაში 8)
Image
აი ექსტრიმი ეს იყო თუ იყო, ყველა მანქანას ასე არ უმართლებს :lol: :lol: :lol:
Image
Image

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 08 ნოე 2009, 16:00
by GIRA
Makena
მივაზომოთ კარდნებიიი? მაშ კარგიიიიი :lol: :lol: :lol:

ეს ჩემი პირველი ტავოტაა, რომელიც სამ წელზე მეტი ვცვითე და ვერ გავცვითე. უკვე რაჭაში ცხოვრობს კაი ხანია და რაჭის გზებს ცვითავს 8)

Image
Image

ეს ჩემი მეორე ტავოტაა, რომელიც კოპწია და ლამაზი იყო, მაგრამ ისეთ დღეში ჩავაგდე, რომ ვერ გამიძლო და წავიდა ახალ პატრონთან საცხოვრებლად ორი წლის შემდეგ :lol:

Image
Image

ეს ტავოტა კიდენა, ეხლა მყავს. მაგარი გიჟი ბიჭი გამომადგა, რადგან............
ხან დაცურავს 8)

Image

ხან დაფრინავს 8)

Image

ხანაც კიდენა, ალპინისტობს :shock:

Image
Image

გავაგრძელოთ მიზომება? :lol: :lol: :lol:

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 08 ნოე 2009, 20:01
by keto
მე რომ დავდო ჩემი დიიდი ბიჭის სურათები, თქვენებს შეეშინდებათ და დაიშლებიან? :roll: :D

მაღალი გამავლობის მანქანები ანუ ჯიპები

Posted: 09 ნოე 2009, 11:47
by Wanderer
Naia
აი ეს არის ერთ-ერთი საგამოცდო ბილეთი მართვის მოწმობის ასაღებად. სწორი არის პუნქტი 4. მთლად იგივე სიტუაცია არ არის რასაც შენ ამბობდი, მაგრამ მგონი შენს კითხვაზე პასუხს სცემს მაინც. ანუ ცოტა გაზი უნდა მისცე მასეთ შემთხვევებში:

Image