Page 15 of 16

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 31 ივლ 2012, 21:16
by ლეონტი
ოპტიმიზმი ცუდი არაა. მაგრამ როდესაც ვხედავ რომ მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნები საერთო პრობლების გადაწყვეტის ნაცვლად კუნთებს უფრო მეტად ბერავენ და ათამაშებენ, ვხვდები, რომ ენერგიის გამოთავისუფლების გარეშე ეს ამბავი არ ჩაივლის. მერე კი ცხენებზე გადაჯდომა რეალობად იქცევა.

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 01 აგვ 2012, 01:47
by arcivi9
Makena wrote:arcivi9
ელექტროლიზი ალბათ გაგიგია, ეს არც ისეთუ რთული პროცესია დღევანდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, მისაღები ტექნოლოგია 20 წლის წინ შეიქმნა დეტალებზე აღარ დავწვრილმანდები... თუმცა დღესაც დაბლოკილია და კიდევ კარგა ხნით დაბლოკავენ რადგან ნავთობის გაყიდვით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახებია დაკავებული.
ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება. თუ ტექნოლოგია მისაღებია და დამუშავებულია ვერავითარი "მაგნატები" და მაგნიტები ვერ დააბრკოლებენ მეცნიერების და ტექნიკის წინსვლას რადგან ყოველთვის გამოჩნდება საწინააღმდეგო ძალა/ფული რომელიც ამას ხელს მოკიდებს. აი ტოტალიტარულ ქვეყნებში (იმაში რომელშიც ჩვენ მოგვიწია ცხოვრება) ხდებოდა ამ მხრივ საკმაო სიმახინჯეები მაგრამ პროგრესს ვერც ისინი დაუდგნენ წინ საბოლოო ჯამში 8)

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 01 აგვ 2012, 11:13
by Makena
arcivi9
თქვენ ფიქრობთ რომ ამერიკის ერაყში შესვლა პროგრესს ემსახურებოდა? ვგონებ მხოლოდ ვიწრო ინტერესები ამოძრავებთ და მას ნავთობი ჰქვია. მსოფლიო ეკონომიკას სწორედ ნავთობის მარაგების გაკონტროლება განაპირობებს, ეს აქსიომაა და ამას ბრძენთა ხმობა არ სჭირდება :)
რაც შეეხება მაგნატებს, დედამიწას რამდენიმე მსხვილი მაგნატი მართავს და რაც მათ პირად ინტერესში იქნება იმას გააკეთებენ მიუხედავად იმისა პროგრესს მოემსახურება ეს თუ რეგრესს. სწორედ ასეთმა მაგნატებმა და კერძოდ მორგანებმა არ მისცეს თანამედროვეობის გენიოსს ნიკოლა ტესლას საშუალება თავისი საოცარი მიღწევები ადამიანთა საკეთილდღეოდ გამოეყენებინა ასე რომ ზოგად საუბრებს ყოველთვის ფაქტები ჯობია 8)

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 01 აგვ 2012, 14:58
by Nika
Makena
ელექტროლიზზე დახარჯული ენერგია ვერ იქნება ნაკლები ვიდრე მისი საშუალებით მიღებული წყალბადის ენერგიაა. ახლა წარმოვიდგინოთ რომ დენი რომელიც ელექტროლიზისთვისაა საჭირო მიღებულია თბოელექტროსადგურში რომლის მქკ ისედაც საკმაოდ დაბალია. სითბური მანქანების მქკ როგორც წესი არ აღემატება 40%-ს
მიღებული წყალბადი ისევ შიგა წვის ძრავში იქნება გამოყენებული რომლის მქკ ისევ არ აღემატება 40%-ს და გამვა რომ ჯამური მქკ 16%-ზე მეტი არაა. ანუ იმის მაგივრად რომ გავაუმჯობესოთ საქმეს ვაუარესებთ.


აკუმულატერების გამოცვლას რაც შეეხება ამას სჭირდება ძალიან დიდი ინფრასტრუქტურის შექმნა. გარდა მაგისა უნიფიცირებული უნდა იყოს რომ ყველა მანქანას ერთნაირი ეყენოს თორე ისე აზრი დაეკარგება. მაინც და მაინც პასატის აკუმულატორი რო დაგჭირდეს გა მაგაზე გოლფის არ წავიდეს ეგრეც არ გამოვა.

ელექტრო მობილის დიდ პრობლემად რჩება ერთი დატენვით გარბენი. რომელიც 200 კმ-ზე მეტი იშვიათადაა.

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 01 აგვ 2012, 15:58
by arcivi9
Makena
თქვენ ფიქრობთ რომ ამერიკის ერაყში შესვლა პროგრესს ემსახურებოდა? ვგონებ მხოლოდ ვიწრო ინტერესები ამოძრავებთ და მას ნავთობი ჰქვია. მსოფლიო ეკონომიკას სწორედ ნავთობის მარაგების გაკონტროლება განაპირობებს, ეს აქსიომაა და ამას ბრძენთა ხმობა არ სჭირდება
და რა მერე? უნდა ამერიკას ნავთობი, ისევე როგორც ყველა სხვას და ეს არანაირ კავშირში არაა ახალ ტექნოლოგიებთან რომლებიც მუშავდება და კიდევაც ინერგება
სწორედ ასეთმა მაგნატებმა და კერძოდ მორგანებმა არ მისცეს თანამედროვეობის გენიოსს ნიკოლა ტესლას საშუალება თავისი საოცარი მიღწევები ადამიანთა საკეთილდღეოდ გამოეყენებინა
რეალური რა მიღწევაც იყო ყველა დანერგილია ცხოვრებაში, არარეალური და ფსევდომეცნიერული/ფანტასტიკური-არა

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 01 აგვ 2012, 15:59
by Makena
Nika
აკუმულატორები სტანდარტული იქნება, ეს სტანდარტი უკვე შექმნილია, 5 წლის შემდეგ ამერიკაში მანქანების 20% ელექტრომობილი იქნება, ასეა დაგეგმილი.
რაც შეეხება ელექტროლიზს, წყალბადის დაწვის შედეგად წყალს ღებულობ რომელიც ისევ შეიძლება დაშალო და ეს პროცესი მუდმივად გრძელდება, თან ამ პროცესის შედეგად ატმოსფერო საერთოდ არ ბინძურდება.
საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, სადაც გაიხედავ ყველგან, სამცხე-ჯავახეთში, ხევში, აჭარაში, სვანეთში, თუშეთში.... თბოელექტროსადგურები უნდა ჩაბარდეს ისტორიას, მათი წილი ძალიან შემცირდა და კიდევ უნდა შემცირდეს სამომავლოდ.

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 01 აგვ 2012, 16:03
by arcivi9
Makena
რაც შეეხება ელექტროლიზს, წყალბადის დაწვის შედეგად წყალს ღებულობ რომელიც ისევ შეიძლება დაშალო და ეს პროცესი მუდმივად გრძელდება, თან ამ პროცესის შედეგად ატმოსფერო საერთოდ არ ბინძურდება
ელექტროლიზის შედეგად ღებულობ წყალბადს და ჟანგბადს, ხოლო წვის დროს წყალბადს წვავ ჰაერში და აქ უკვე სერიოზული დანაკარგია. ასე რომ ელექტროლიზი არა გამოსავალი

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 01 აგვ 2012, 17:45
by Makena
arcivi9
რას ნიშნავს წყალბადს წვავ ჰაერში? და სერიოზული დანაკარგია?

წყალბადის დაწვის შედეგად მიიღება წყალი, რომელიც ისევ შეიძლება დაშალო, წყალბადად და ჟანგბადად და ისევ დაწვა წყალბადი და ისევ მიიღო წყალი რომელსაც ისევ დაშლი და ეს პროცესი შეგიძლია გააგრძელო.
თუ მანქანაში წყალბადს ჩაჭირხნი და დაწვავ გამონაბოლქვის სახით მიიღებ წყალს, რომელიც არანაერ ტოქსინებს არ შეიცავს. ანუ გარემოში ტოქსინების ნაცვლად წყალი დაიღვრება.
ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, ავტომობილები უკვე შექმნილი აქვს ტოიოტას, ნისანს, მერსედესს, ბმვს. გამოფენებზე საცდელი ვერსიები რამდენიმე წლის წინ აჩვენეს.

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 01 აგვ 2012, 17:56
by Makena
კიდევ ერთი საინტერესო ტექნოლოგია, ბიოდიზელი.
ბიოდიზელი ჩვეულებრივი მცენარეული ზეთია რომელსაც გამათხელებლის დამატების შემთხვევაში ნებისმიერი დიზელზე მომუშავე მანქნა ჩვეულებრივ წვავს, გამონაბოლქვი კი არატოქსიური ბოსტნეულის ზეთის ნამწვია.

ეს ტექნოლოგია საკმაოდ მარტივია და უკვე მრავალგან დანერგეს, აქ ერთადერთი პრობლემა ისაა რომ მორალურად გაუმართლებელია ზეთი დახარჯო საწვავად მაშინ როცა მრავალ ქვეყანაში ხალხი შიმშილობს და მეორე თუ ეს საწვავი მასიურად დაინერგა მრავალი ასეული ჰექტარი სასოფლოსამეურნეო სავარგულებისა სადაც დღეს მარცვლოვნებს თესავენ შეიძლება ბიოდიზელის საწარმოებელმა რაფსის კულტურამ დაიკავოს რაც მსოფლიოს საკვებით უზრუნველყოფის პრობლემას კიდევ უფრო დაამძიმებს ამიტომ ჯერჯერობით ბიოდიზელის გავრცელებას ბლოკავენ და ვფიქრობ სრულიად სამართლიანად.

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 01 აგვ 2012, 18:10
by arcivi9
Makena
რას ნიშნავს წყალბადს წვავ ჰაერში? და სერიოზული დანაკარგია?
ეგ იმას ნიშნავს რომ ორი მოლი წყალბადის დაწვით ერთ მოლ ჟანგბადში მიიღება 136 კკალ ენერგია და ზუსტად ამდენივე ენერგია სჭირდება წყლის იმ რაოდენობის დაშლას რომლისგანაც მიიღებ ზემოთხსენებულ ორ მოლ წყალბადს და ერთ მოლ ჟანგბადს. ესე იგი აქ შეკრული წრეა-ხარჯავ რაღაც რაოდენობის ენერგიას და იგივე რაოდენობის ენერგიას მიიღებ შიდაწვის ძრავაში თუკი მჟანგველად გამოიყენებ წმინდა ჟანგბადს, მაგრამ ასეთი შიდაწვის ძრავა თუ არ ვცდები საერთოდ არ არსებობს (შეიძლება ექსპერიმენტალური ნიმუშების სახით იყოს სადმე ლაბორატორიებში). ასეთი ძრავა რომც შექმნან მისი გამოყენება მოუხერხებელი იქნება რადგან უნდა ატარო თხევადი წყალბადის და ჟანგბადის ბალონები (ბენზინზე მომუშავე ძრავის შემთხვევაში ეს არაა საჭირო რადგან მჟანგველს (ჟანგბადს) ეგრევე ჰაერიდან იღებ), ასეთ ძრავაში გაცილებით მაღალი ტემპერატურა განვითარდება ვიდრე ახლა ვითარდება როცა მჟანგველად ჰაერია (მასში მოცულობით 21 % არის ჟანგბადი), ძვირი დაჯდება ასეთი ძრავის ექსპლუატაცია და იგი იმუშავებს იმდენი ხანი რამდენიც იმ კოსმოსური რაკეტების ძრავები რომლებიც თხევად წყალბადზე და ჟანგბადზე მუშაობენ, ასეთი იყო მაგალითად აწ უკვე პენსიაზე გასული "სპეის შატლის" მთავარი SSME ძრავები, თუ არ მეშლება თვითოეული მათგანი 55 გაფრენისათვის იყო განკუთვნილი, თვითოეული გაფრენა კი 10 წუთს გრძელდებოდა, ეს კი ჯამში სადღაც 10 საათი თუა. წარმოუდგენელია ვინმემ წარმოებაში გაუშვას ძრავა რომელიც მარტო 10 საათს იმუშავებს. ასე რომ სათბობის (ბენზინი, ნავთი) წვა ჰაერში ყველაზე მისაღები ვარიანტია ჯერჯერობით. კი, იმის გამო რომ ძრავის წვის კამერაში ხვდება აზოტიც ამის გამო გამონაბოლქვში მისი ჟანგეულებიც ხვდება და გვწამლავს, მაგრამ ხელს თუ ავიღებთ ტექნიკაზე მაშინ ქვის ხანაში უნდა დავბრუნდეთ და ეგაა.
წყალბადის დაწვის შედეგად მიიღება წყალი, რომელიც ისევ შეიძლება დაშალო, წყალბადად და ჟანგბადად და ისევ დაწვა წყალბადი და ისევ მიიღო წყალი რომელსაც ისევ დაშლი და ეს პროცესი შეგიძლია გააგრძელო
თუ ისევ ჰაერში დაწვავ მაშინ არა მარტო წყალს მიიღებ, არამედ აზოტის ჟანგეულებსაც, მათ რას უშვები?
თუ მანქანაში წყალბადს ჩაჭირხნი
გაითვალისწინე რომ წყალბადის რეკორდულად დაბალი სიმკვრივის გამო (ყველაზე მსუბუქი გაზია ბოლოსდაბოლოს) შედარებით დიდი ზომის ბალონებია საჭირო ვიდრე ბენზინისათვის

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 01 აგვ 2012, 18:14
by Nika
Makena
თბოელექტროსადგურები უნდა ჩაბარდეს ისტორიას
ამაში გეთანხმები მაგრამ ალბათ ბევრი მოწინააღმდეგე გეყოლება ვინს ჰესების მოწინააღმდეგეა.

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 01 აგვ 2012, 18:16
by Nika
arcivi9
გაითვალისწინე რომ წყალბადის რეკორდულად დაბალი სიმკვრივის გამო (ყველაზე მსუბუქი გაზია ბოლოსდაბოლოს) შედარებით დიდი ზომის ბალონებია საჭირო ვიდრე ბენზინისათვის
ატმოსფერულ წნევაზე არც არავინ შეინახავს მაგას.

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 01 აგვ 2012, 18:17
by arcivi9
თბოელექტროსადგურები უნდა ჩაბარდეს ისტორიას
თბოელექტროსადგურებს თავისი უპირატესობა აქვთ-მათი აშენება თითქმის ყველგან შეიძლება, ისინი წელიწადის დროზე არ არიან დამოკიდებულნი როგორც ჰესები და თუ სწორად მახსოვს მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უფრო იაფიცაა ვიდრე ჰესებიდან

Nika
ატმოსფერულ წნევაზე არც არავინ შეინახავს მაგას
შეიძლება მათი შეკუმშვა კი ბატონო, მაგრამ მჟანგველს რა ვუყოთ?

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 01 აგვ 2012, 19:45
by Nika
მჟანგველს რათ უნდა რამე? ჰაერშიც საკმარიასია. შენ თუ აზოტის პრობლემა გაწუხებს გასაგებაი ეგეც მაგრამ მასე ყველა ლოგიკით ჰეზებზე გამომუშავებულ დენზე მომუშავე ელექტრომობილებისკენ მივდივართ.

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 02 აგვ 2012, 12:04
by Makena
arcivi9
ასეთი ძრავები უკვე შექმნილია და უდიდეს ავტოსალონებში გამოფენებზე მათი დემონსტრირება უკვე რამდენიმე წელია ხდება ყოველწლიურად, მათ შორის არამარტო წყალბადის როგორც საწვავის არამედ სრულ ციკლიანი ელექტროლიზის მქონე მანქანების, აი ასე წყალს რომ ასხავენ და მანქანები მოძრაობენ. მაგ: მერსედესმა ასეთი ძრავების დემონსტრირება უკვე რამდენჯერმა მოახდინა.
რაც შეეხება წყალბადის დაწვის შედეგად მიღებულ პროდუქტს, ეს არის წყალი და სხვა არაფერი, არავითარი სერიოზული ტოქსინი ამ წვის შედეგად არ გამოიყოფა. ნავთობის წვის შედეგად გამოყოფილი ტოქსინები კი პირდაპირი მნიშვნელობით კანცეროგენები არიან, უარრესად ჭხამიანი და მომწამვლელი.
რაც შეეხება კოსმოსური ხომალდების ძრავებს ეს სხვა თემაა და ისინი სრულიად განსხვავებულ საწვავზე მუშაობენ და სრულიად სხვა პირობებში.
თქვენი ლოგიკით თუ მივყვებით ნავთობის იქეთ გზა არ ყოფილა