Page 13 of 14

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 02 ივნ 2010, 19:58
by qvevri
გამიკვირდა, როდესაც გუშინ ასპინძიდან ხერთვისისაკენ მიმავალმა ამ ტაძარს ჩავუარე გვერდზე და გაქანებული მანქანიდან ტაძარზე წარწერა შევნიშნე. ისე დავამუხრუჭრ, რომ მანქანა ადგილზე გავაცივე :D , მივედი ტაძართან და რას ვხედავ... милионтриста-ჯერ არიან აქ კარველები ნამყოფი და ის ვერ შეამჩნიეს რაც მე გაქანებულზე დავინახე თუ უბრალოდ სურათი არ დაუდვიათ აქამდე ნეტა???
Image
Image

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 07 ივნ 2010, 17:30
by Mta Mkvarebia
დმანისის სიონის წარწერები:

Image

Image

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 07 ივნ 2010, 17:31
by qvevri
Mta Mkvarebia
გმადლობთ გეთაყვა :!:

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 09 ივნ 2010, 14:01
by qvevri
თამარი-ხევის გადაღებული სურათი ბოლნისის სიონში. ერთ-ერთი წარწერაა სამ წარწერათაგან.
Image

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 17 ივნ 2010, 09:59
by qvevri
სოფელ ვანთას მაცხოვრის სახელობის ტაძარი და მისი ორი წარწერა:
Image
Image
Image

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 17 ივნ 2010, 10:57
by Tamari-ch.
http://saunje.ge/index.php?option=com_c ... =2&lang=ka

ეს ის ვანთაა?
თუ კი – შენს ფოტოებს მოგტაცებ!
:D

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 17 ივნ 2010, 11:47
by qvevri
Tamari-ch.
ვანთაზე ახლო მომავალში თემას გავხსნი და მიირთვით რამდენიც გენებოთ სურათები :wink:

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 28 ივნ 2010, 20:38
by qvevri
ატენის სიონის "პილიგრიმული" წარწერა, რომელიც ძლიარაა დაზიანებული და არ იკითხება.
Image

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 19 ივლ 2010, 12:17
by qvevri
ანანურის უზარმაზარი წარწერა
Image

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 04 აგვ 2010, 17:25
by Nephros
კუმურდოს ტაძრის ეპიგრაფიკა

შეწევნითა ღმრთისაითა, იოვანე ეპისკოპოსმან დადვა საძირკველი ამისა ეკლესიისაი, ხელითა ჩემ ცოდვილისა საკოცრისაითა.

წმიდაო ეკლესიაო, შენნი მუშაკნი და ყოველნი მაშენებელნი შენნი დღესა მას საშჯელისასა დაიფარენ და შეიწყალენ.

იოვანე ეპისკოპოსის წარწერა ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე (964წ.).
ქრისტე, შეიწყალე იოვანე ეპისკოპოსი, ამისი მაშენებელი, დღესა მას.

ვაჩე ერისთავის სააღაპე წარწერა ტაძრის სამხრეთ ფასადზე (964წ.).
სახელითა ღმრთისაჲთა. მე, იოვანე ეპისკოპოსმან დაუდევ დერ ახუსებაჲ აღაპად ვაჩე ერისთავსა, ვინ შეცვალოს კრულია ამით ხატითა, ჩემითა ჯუარითა.

გოლიათის სააღაპე წარწერა (X-XI სს.).
სახელითა ღმრთისაჲთა. მე, გრიგოლ ეპისკოპოსმან დაუდევ აღაპად დერ ეგნატისა გოლიათისა; ვინ შეცვალოს – კრულია ამით ხატითა, ჩემით ჯუარითა.

ზოსიმე კუმურდოელის წარწერა ტაძრის სამხრეთ ფასადზე (1027-1072)
სახელითა ღმრთისაჲთა. მე, ზოსიმე კუმურდოელმან შევმოსე საკურთხეველი, ბარძიმ-ფეხშუმი, ჯუარი და შევამკე ხატი ღმრთაებისაჲ ჴელითა დავითისაჲთა. დაუდევ სალოცველად ბვზობისა ე კირიელეისონითა; დეკანოზი შეუსუენებდეს წმიდასა სამებობისა შესუენებითა. კრულია ამით ხატითა, ვინ შეუცვალოს.

წარწერები ტაძრის მინაშენის შესასვლელის ტიმპანზე (1511-1525)

ისეუ ქრისტე, დიდებულ-ჰყავ ორთავე შინა ცხორებათა მეორედ აღმაშენებელი პატრონი ელისბალ, დედა მათი ქრისტინა, მეცხედრე მათი მარეხ, ძენი მათნი და ასულნი მათნი; ამინ.

ჯუარი ქრისტესი

ზოსიმე კუმურდოელსა შეუნდოს ღმერთმან, ამინ

ღმერთმან გალატოზსა მიქაელს შეუნდვენ

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 04 აგვ 2010, 17:56
by Nephros
qvevri wrote:გამიკვირდა, როდესაც გუშინ ასპინძიდან ხერთვისისაკენ მიმავალმა ამ ტაძარს ჩავუარე გვერდზე და გაქანებული მანქანიდან ტაძარზე წარწერა შევნიშნე. ისე დავამუხრუჭრ, რომ მანქანა ადგილზე გავაცივე :D , მივედი ტაძართან და რას ვხედავ... милионтриста-ჯერ არიან აქ კარველები ნამყოფი და ის ვერ შეამჩნიეს რაც მე გაქანებულზე დავინახე თუ უბრალოდ სურათი არ დაუდვიათ აქამდე ნეტა???
Image
Image

ასპინძა, ხვილიშა

თეოდოიტის წარწერა. VIIს.

ქრისტე, თეოდოჲტი შეიწყალე

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 05 აგვ 2010, 00:15
by LIKA-KHATIA
ესეც ქვაა და ესეც წარწერაა. ბირთვისი.

ეს კი ლინკია სადაც მომაწოდეს ეს ინფო.

http://forum.ge/?showtopic=34139780&st= ... ry20982925

იქნებ იპოვოთ ეგ ადგილი და წაშალოთ წარწერა . თორემ ტეხავს კარავის ასეთი პიარი.

მე მომოტევეთ , შემოგეწერით უადგილოდ თემაში, მაგრამ არ ვიცოდი სად დამედო ეს ფოტო.
ქვები და წარწერები ვიპოვე და აქ დავდებ.

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 05 აგვ 2010, 16:07
by qvevri
ქვის ლოდებზე, ხეებზე, კედლებზე საღებავით მინაწერები არასწორი ქმედებაა! იენება ეს "კარავი-გე", თუ სხვა რომელიმე ფორუმი. მე ასე ვთვლი და სხვამ თვითონ იცოდეს...
ასეთი რამ გაუზერელ და გაუნათლებელ ადამიანს ეპატიება, მაგრამ ზრდასრულისათვის ვერაფერი მოსაწონი ქმედებაა.

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 14 აგვ 2010, 17:35
by qvevri
მეტეხის მიძინების ტაძარის უცნობი წარწერები
Image
Image

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 17 აგვ 2010, 10:14
by qvevri
გერგეტის სამების სამრეკლოს წარწერა.
ეს ესაა გადმოვიტანე ახლად გახსნილი თემიდან
Image