Page 12 of 14

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 07 აპრ 2010, 03:31
by Tamari-ch.
http://saunje.ge/index.php?option=com_c ... 7&Itemid=3


ჯვრის წარწერები //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.XI.-თბ.,1987.-გვ.563. ცნობები ჯვრის ტაძრის რელიეფური წარწერების შესახებ.

ქართული ასომთავრული დამწერლობის ჩვენამდე მიღწეული ერთ ერთი უძველესი ეპიგრაფიკული ნიმუში. ამოკვეთილია ჯვრის ტაძრის (იხ. ჯვარი მცხეთისა) აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადის რელიეფებზე, ტაძრის შუაში აღმართულ ჯვრის კვარცხლბეკზე (კვარცხლბეკის შემორჩენილი ნაწილი წარწერის ფრაგმენტითურთ ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში), ტაძრის სამხრეთ - დასავლეთ კუთხის ოთახის შესასვლელის თავზე და კედლის მოპირკეთების ცალკეულ ფილებზე. ყველა წარწერა თანადროულია და მათში მოხსენიებული ისტორიული პირების, კერძოდმ სტეფანოზის ქართლში ერისმთავრობის დროის მიხედვით თარიღდება (VI-VII საუკუნეების მიჯნა).

შინაარსის მიხედვით ჯვრის წარწერები იყოფა შემდეგ ჯგუფებად:

1. სამშენებლო-ქტიტორული წარწერები: სტეფანოზ პატრიკიოსის, მისი ძმის დემეტრეს ეპატოსის და ძის ადრნერსე ეპატოსის წარწერა ჯვრის „აღმართვის“ შესახებ, ამოკვეთილია კვარცხლბეკზე; ქრისტეს მხევლის თემესტიას წარწერა ტაძრის სამხრეთ - დასავლეთ კუთხის ოთახის - „საყოფელის“ აშენების შესახებ, ამოკვეთილი ამ ოთახის შესასვლელის ტავზე, სიგა მხარეს;

2. მოსახსენებლები: სტეფანოს ქართლის პატრიკიოსისა - „ჯუარო მაცხოვრისაო, სტეფანოს ქართლისა პატრიკიოსი შეიწყალე“; დემეტრე ეპატოსისა - „წმინდაო მიქაელ მთავარანგელოზო, დემეტრე ეპატოსსა მეოხ ხეყავ“; ადრნერსე ეპატოსისა - „წმიდაო გაბრიელ მთავარანგელოზო, ადრნერსე ეპატოსსა მეოხ ეყავ“; ადრნერსე ეპატოსის ძის ქობულ -სტეფანოსისა - „წმიდაო სტეფანე, ქობულ-სტეფანოსი შეიწყალე“.

3. გამოსახულებების განმსაზღვრელი წარწერები; მათგან მოაღწია მხოლოდ ერთმა, ძალზე დაზიანებული სახით: „ქობულ სტეფანოსი ადრნერსეს ძე“;

4. ხელოსანთა ნიშნები - ქართული ასომტავრული ანბანის ცალკეული ასოები, რომლებიც დასმულია ტაძრის მოპირკეთების სხვადასხვა ფილაზე.

ჯვრის წარწერები მნიშვნელოვანია პალეოგრაფიისათვის, როგორც ქართული დამწერლობის მტკიცედ დათარიღებული ნიმუშები, და ენის ისტორიისათვის - მათში დასტურდება როგორც ხანმეტი, ისე არახანმეტი ფორმები.

ლიტ.: ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, I - აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო, (V-X სს.), ნ. შოშიაშვილის გამოც., თბ., 1980 ვ. სილოგავა

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 26 აპრ 2010, 10:14
by qvevri
სოფელი ხიდისყურის ტაძარი და მისი ერთობ საინტერესო წარწერა:
Image
Image

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 26 აპრ 2010, 21:45
by ლეონტი
""ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.""

ბოლო ბოლო გავარკვიეთ თუ ვერა რაზე საუბრობენ წარწერები?

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 26 აპრ 2010, 21:48
by qvevri
ლეონტი
თვალები რისთვინ გაბია ბოშო :?:

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 26 აპრ 2010, 21:53
by ლეონტი
დასაფსებად ქვე დასტურ არ მაბია .

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 05 მაი 2010, 13:40
by qvevri
ზარზმა
Image
Image

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 05 მაი 2010, 23:58
by Tamari-ch.
qvevri
მე მგონი მაგი ზარზმაა
:roll:

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 06 მაი 2010, 00:00
by lama
Tamari-ch. wrote:qvevri
მე მგონი მაგი ზარზმაა
:roll:
მე მგონი კი არა და დამასწარი

ნამდვილად ზარზმაა
უნდა შემენიშნა
:D

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 06 მაი 2010, 09:29
by qvevri
Tamari-ch.
lama
სწორი შენიშვნაა :oops:

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 08 მაი 2010, 16:49
by qvevri
ბარაკონი
Image
Image

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 15 მაი 2010, 21:42
by qvevri
სვეტიცხოვლის უცნობი წარწერის ფრაგმენტი ჩრდილოეთ ფასადზე. "მიქაელი"
Image

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 17 მაი 2010, 14:14
by qvevri
ბურნაშეთი
Image

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 18 მაი 2010, 11:48
by ლეონტი
qvevri
მიყვარს ეს სცენა: დანიელი ლომების ხაროში,
რადგან ის სიმბოლურად განასახიერებს ადამიანს , რომელიც მუდმივად ლოცულობს და მძვინვარე ლომები, ანუ ამქვეყნიური ვნებები, რომლებიც კაცობრიობას ბრდღვნიან და გლეჯენ, ვერეფერს აკლებენ, მხოლოდ ლოკავენ.

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 25 მაი 2010, 13:32
by qvevri
ვარძია. ნაიას გადაღებული ფოტოა და არ ვიცი ზუსტი ადგილსამყოფელი.
Image

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 30 მაი 2010, 20:15
by qvevri
ზედაზნის კარიბჭის წარწერა
Image