მოკლედ, ეს ამბავი ცალკე თემაში გასახსნელია მარა, რომელ განყოფილებას განეკუთვნება ეს ვერ გადამიწყვეტია

, ამიტომ აქ მივაბავ და მერე ვნახოთ
ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ გუშინ გობემ დამირეკა და შეფი იკითხა

, გარდა ამისა იკითხა როგორ არის ვერტმფრენის საქმეო... სამხედროებს გადავურეკე, კარგი არაფერი ისმისო... რას გვირჩევ ვინმე სხვა ბავშვთა სახლს წავუღოთ თუ რამის იმედი არის, შატილისთვის გვინდოდა და გვენანება სხვას რომ წავუღოთო... ზუსტად ვერაფერს გეტყვიო...
სამოქალაქო ვერტმფრენის საძებნელად "გავეშურე", ბევრი ვრეკე თუ ცოტა, ზურა ნ.-ს მეგობარი ლელას დახმარებით საჭირო ნომრეზე დავრეკე და მითხრეს დილაზე 8.30-ზე იქ იყავით, მივფრინავთო!!! გამახსენდა აჩიკოს წიგნები, რომელიც სამსახურში მქონდა, წავედი მოსატანად, გზაში რა ფიქრები მქონდა აჩიკოს მიმართ აქ არ დავწერ
ისევ ჭუნა!!!
დილით აეროპორტი ძლივს ვიპოვეთ... ყველა ბაზაზე მივედით...
რაღაც ნამიოკები იყო, რომელიც ბოლომდე არ გვჯეროდა, ბოლოს ალბათ იმ მიზანს სცეს პატივი, რა მიზნითაც ჩვენ მივდიოდით და ჩვენც წაგვიყვანეს... გავფრინდით!!
გობე მთელი დილა გვბალელშიკობდა და ხომ გეუბნებოდით გაფრინდებიანო!!! მაშინვე დაიძახა, როგორც ვუთხარით ვერტმფრენში ვზივართო
აქედან ცოტა ხალხი იყო უფრო, იქედან ვინანეთ კიდევაც რომ გავყევით, ადგილები თითქმის აღარ იყო.
რა ვნახეთ ამას ვერც მოვყვები და ვერც ფოტოებით აღვწერ!!
ვიყავით ხახაბოში, ხონეში, შატილში... ჩამოვსვით მგზავრები... 10-ზე აფრენილები, 12-ზე უკვე თბილისში ვიყავით, შატილში გაჩერდა 15 წუთი, 20 ნაბიჯზე ვერ მოვცილდით ვერტმფრენს...