




მოკლედ, ჩემთან სამსახურში კოტე ტბელი, ლამა, და გობე-Junior ვიყავით, მაომ დამირეკა, სტუმრობას ვაპირებ და სახლში როდის იქნებიო? 8-ისთვის ალბათ ხო? კი მეთქი

7-ს გადაცილებული იყო ეს ოთხი ადამიანი ჭავჭავაძეზე ვიდექით და დაშლა არ გვინდოდა, ვლაპარაკობდით


რაღაც ნამცხვრები გამოვიყოლე და სამზარეულოში მოსაჯდომად მოვემზადე... ზარმა მორიდებულად დარეკა: ზზ, თქვა და მაშინვე გაჩუმდა... გავიხედე... ქერა თავი დავიახე და გაღიმებულმა გავაღე... შემრჩა ჭუნა

ერთი კვირაა მეუბნებოდა დოლიძეზე დავდივარ ვერ ამოგიარე, ამოგივლიო... რა კაია, ეხლა მაო მოვა მეთქი

მაო და დათო (ssandos) მოვიდნენ, როგორ ამათ უჩემოდ პატიჟებდიო, დათომ? ვეძახი ამ ხალხს, შემოვუსხდეთ სამზარეულოს მაგიდას-მეთხი... ეხლა მახსენდება რომ რაღაც მჭიდროდ სხდებოდნენ, მერე ისევ დგებოდნენ



ზარმა ამჯერად მარტო "ზ" თქვა, მოკლედ, სტაკატოთი


"ზ"... მოკლე!... ეს რო კიდე ვინმე კარაველი იყოს არ ვიცი რას ვიზამ მეთქი... რაც გინდა ის ქენი... გობე და ანა... ანამ!! მითხრა, ხაჭაპური გამოვაცხე და წამოგიღეო

ეხლა უკვე როგორ აიყარა ეს ამბავი ის მაინტერესებდა


იქ ვეღარ დავეტეოდით და ილიას რომ არ უყვარს იმ ოთახში გავბარგდით

მე არ ვიცი რატო შევიყარეთ ასეთი ხალხი... ასეთები ვიყავით თუ ერთმანეთი ასეთებად ვაქციეთ... ერთად როცა ვართ მარტო მაშინ ვართ ასეთები თუ რა არის მარა შედეგი რომ ძააააან მაგარი გამოვიდა ფაქტია

ეხლა პირდაპირ ფოტოებს დავყრი, დანარჩენი შემდეგ ადმინობას დაესწარით და ნახეთ







