Page 2 of 7

სვანეთი

Posted: 31 ოქტ 2005, 21:28
by navigator
ვერტმფრენის ამბავს დავაზუსტებ მე :)

სვანეთი

Posted: 31 ოქტ 2005, 21:49
by Duckling
Mrs. Robinson
არა ჩემთვის მეთქი იმიტომ დავწერე რომ შენ მკითხე რისთვის გინდა სურათებიო :wink:
ბოდიალი კი მართლა ძალიან მიყვარს, ალპებს რაც შეეხება არ ვარ ნამყოფი, მაგრამ უამრავი სურათი მაქვს, უკვე მგონი ზეპირად ვიცი, განსაკუთრებით ავსტრიის ალპები მომწონს...მატერჰორნიც ძაან მაგარია, თუმცა შხარა მაგაზე მაღალია, რაც შეეხება აზიის მთებს ძაან მაგარია მაგრამ მე ალპების ტიპის მთები მირჩევნია უფრო "ცოცხალია"
აი ალპების სურათი

სვანეთი

Posted: 31 ოქტ 2005, 21:57
by Duckling
ვაიმე რამხელა სურათი ჩასვა. :oops: :oops: ჯერ ოფტოპიკი გავხსენი, ეხლა მგონი მთელი ფორუმი გავჭედე ამ სურათით, დამბლოკავენ ლოლ :D

სვანეთი

Posted: 31 ოქტ 2005, 22:35
by guruli
Duckling
ალპებს რაც შეეხება არ ვარ ნამყოფი, მაგრამ უამრავი სურათი მაქვს, უკვე მგონი ზეპირად ვიცი, განსაკუთრებით ავსტრიის ალპები მომწონს...მატერჰორნიც ძაან მაგარია, თუმცა შხარა მაგაზე მაღალია, რაც შეეხება აზიის მთებს ძაან მაგარია მაგრამ მე ალპების ტიპის მთები მირჩევნია უფრო "ცოცხალია" აი ალპების სურათი ]
გეთანხმები, მატერჰორნი მართლაც ლამაზია - მაგის სურათი ინტერნეტში მოვიძიე და კარგა ხანს დესკტოპზე მეყენა, სხვა კი ალპებზე რა გითხრა. ამ ზაფხულს მომიწია სწორედ ავსტრიის ალპებზე გადასვლა - მიუნხენიდან ავტობუსით ჩავედით ვენეციაში ავსტრიის გავლით, მაგრამ ალპებში ნაღდად არ მინახავს ისეთი სილამაზე, რაც აქაური ბუნების პატრონს გამაკვირვებდა. ეგეთ და ბევრად უკეთეს მთებსაც საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ნახავ.
[/quote]

სვანეთი

Posted: 31 ოქტ 2005, 22:40
by Duckling
guruli
ხო მეც ეგრე მგონია რომ სვანეთი ალპებს ჯობია კიდეც, თუმცა ალპებიც რავი ძაან ლამაზია

სვანეთი

Posted: 01 ნოე 2005, 11:43
by გვალდა
ვერტმფრენის არ ვიცი და ეს კი რეგულარულად დაფრინავს, ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, თუ ამინდი კარგია :) მაქვს გლავ. პილოტის და ბილეთების გამყიდველი გოგონას ტელეფონები.

gvalva ის ლეგენდა ბუნდოვნად ვიცი. ერთი მახსოვს, ძალიან ადრე პირველად რომ ექსკურსია გავაკეთეთ უშგულში, ლამის ერთმანეთი დავხოცეთ, ზოგი ამტკიცებდა რომ ეს მირანგულას კოშკი იყო, ზოგიც კიდე ათას ლეგენდას ჰყვებოდა... აუცილებლად გადავამოწმებ და გიამბობთ :roll:

სვანეთი

Posted: 01 ნოე 2005, 12:20
by Duckling
გვალდა
ეს შხარაა ხო?უშგულიდან ალბათ?
ძაან მაგარია :wink:
დადეთ დადეთ კიდევ სურათები :) :P

სვანეთი

Posted: 01 ნოე 2005, 13:40
by Gvalva
რა დავდო, სურათების/ფირის წამოღება დამავიწყდა რომ დამესკანერებინა :(

ხო, ისე... სხვისი გადაღებული სურათის, და მით უმეტეს ისეთი ადგილის სადაც თქვენ არ ყოფილხართ, მხოლოდ ლინკი დავდოთ ხოლმე კაი? ან ლინკი დადეთ, მერე მონისჰნეტ ეგ ლინკი და [Img]-ს დაუწკაპუნეთ ზემოთ. ამაზე "თავად ფორუმში" წერია უფრო დაწვრილებით

სვანეთი

Posted: 01 ნოე 2005, 14:58
by guruli
Duckling
ლამაზი ისიცაა და შანსი რომ იყოს, იქაც უნდა წახვიდე კაცი - უცხო გარემოს გაიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული სილამაზე ნაღდად არ მინახავს. ვერც იმას დავიჩემებ, მთელი ალპები მოვიარე-მეთქი და იქნებ იმაზე უკეთესი ადგილებიც არსებობს, მაგრამ ცოტა მანძილიც არ გაგვივლია და არც შორიდან შეგვივლია თვალი. ერთადერთი, რითიც იქაურობა აშკარად გვჯობია, მოვლილი გარემოა. გზაზე ისე გადაგირბენს ან გზის პირას ისე მშვიდად ძოვს შველი, კურდღელი, ტურა-მელა და სხვა გარეული ცხოველი, როგორც ჩვენთან - ძროხა ან ძაღლი.

სვანეთი

Posted: 01 ნოე 2005, 15:20
by guruli
Duckling
ჩემი ინტერნეტი მომენტებში უბერავს და ახლაც წერილის ნაწილი ორჯერ წამოვიდა, ნაწილი კი საერთოდ არ გამოგზავნა. იმ ნაწილს თავიდან ვწერ.
ამას წინათ ინტერნეტში მთების საიტებზე ვბოდიალებდი და ნეპალში შევედი, იქიდან კი ინდოეთში გავედი და ტურისტული სააგენტოების სიას წავაწყდი. ოხრად რუსული ფირმები იყვნენ და ინდოეთზე ძაან დაბალი ფასებიც ჰქონდათ.
ჩერეზ მოსკოვით დელში ჩასვლა და 6-7 ქალაქის მონახულება (მათ შორის, უდაიპური და ჯაიდაპური დამამახსოვრდა, რადგან მაგ ქალაქების საკაიფო სურათები იყო) 1800 დოლარი ჯდებოდა, საზღვარგარეთ კი, მაგალითად, საფრანგეთში, საშუალო ხელფასი 1700 ევროა. ჩვენ კაი ხანს ვერ მივალთ მაგ დონეზე და ვერც ინდოეთსა და ნეპალში წავალთ.

სვანეთი

Posted: 01 ნოე 2005, 20:08
by kirk_hammett
ამ ზაფხულს სეზონი რო დაიწყება და თუ გამოცდებს ჩავაბარებ ,მყინვარზე მივდივარ...ეგ ჩემი პირველი ასვლა იქნება მთაში..ჭაუხში კი ვარ ნამყოფი,მაგრამ მწვერვალებზე არა,მარტო საცოცად...სვანეთში სიგიჯემდე მინდა წასვლა....არანორმალურად:)ძალიან მინდა,რომ თქვენთან ერთად წავიდე-ქვემო სვანეთში მაინც,მაგრამ მესტიაც ძძძძძძძძძძძძძძძძძძძძძძძძძძძაააააააააააააააააააალიან მაინტერესებს...მწვერვალებზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტია:)

guruli

გეთანხმები,მაგითი მაინც ვერ გაგვაკვირვებენ:)

ეხლა მთავარია აღჭურვილობა ვიშოვო........ :roll: :roll:

სვანეთი

Posted: 01 ნოე 2005, 20:32
by Druides
kirk_hammett
ეგეთებზე მეც მაფანატებს....

სვანეთი

Posted: 01 ნოე 2005, 23:26
by Duckling
guruli
ტიბეტის და ნეპალის მთები კი კაია ( ჰიმალაი მაგარია :)) მაგრამ იქ უფრო მკაცრი ბუნებაა, მოშიშვლებულია ყველაფერი და მარტო ქვები და ეს უზარმაზარი მთებია, სვანეთი კი ტყიანი და ბალახიანი, თან ალპური ზონებიც არის და თოვლიანი მთებიც ეგ მომწონს ძალიან :)

სვანეთი

Posted: 02 ნოე 2005, 15:22
by guruli
Duckling
მე მთები თოვლიანიც მაგრად მომწონს და იქ წასვლაზეც ვოცნებობ. იმედია, ოდესმე მოვხვდები...

სვანეთი

Posted: 02 ნოე 2005, 15:36
by lama
guruli
არ ყოფილხარ :cry: :oops: :cry: :oops: აუუუუ ზალიან ცუდი მე ვყოფილვაააააააააააარ :lol: :wink: :D