Page 2 of 14

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 08 ივნ 2009, 08:57
by qvevri
ძეგვის ღვთისმშობლის ეკლესია
Image
და მისი წარწერა... ეს წარწერა დიდი ხნის წინ შევამჩნიე, მაგრამ ვიღაცის სახლის კედელი იყო ძალიან ახლოს აშენებული და ვერ ავდიოდი რომ გადამეღო. ეხლა ის სახლი დანგრეულა ხოდა მეც ავძვერი ტაძრის კედელზე და...
Image
წარწერა ბოლომდე ვერ ამოვიკითხე და თუ თქვენ შესძლოთ ამოკითხვა დადეთ სრული ვერსია. მაშ ასე:
ფ ე
მე სოლოღაშვილ, გრ, ..უა... ამიშენებია ეკლესია ჩემ ნასყიდ მამულში ჩემის შვილებით ჩ ეს განყოფს ხელთ არა ქვთ...

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 08 ივნ 2009, 09:08
by qvevri
ეს კი სასხორის წმ. იოანე მახარებლის ეკლესიაა, განეკუთვნება გვიან ფეოდალურ ხანას. ეს პატარა ბაზილიკა გასულ ზაფხულს აღადგინეს.
Image
და მისი აღმოსავლეთ ფასადის წარწერა
Image
ქებითა ღვთისათა აღვაშენე ეკლესია ესე სახელსა ზედა იოვანე მახარებლისასა ჩვენ ელიოზის ძეთა .....აბიათარ და ნთესვთ ჩვენთაწარწერა დაზიანებულია და ბოლომდე ვერ წავიკითხე...

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 08 ივნ 2009, 09:33
by qvevri
სოფელი არადეთი და მისი ძალზედ საინტერესო ტაძარი. ტაძარში შემორჩენილია მაცხოვრის ფრესკა, ტაძართან დგას ასევე გოდოლი და გალავნის ნაშთები.
Image
ეს კი თავად წარწერა. მე რომ ვნახე უკვე ძალიან დაზიანებული იყო და ალბათ ახლა უფრო დაზიანდებოდა. მოკლედ ამ შემთხვევაში ვერაფერს ვამბობ და თუკი ვინმეს ხელგეწიფებათ ამ წარწერის გაშიფვრა ან წიგნი გაქვთ ამის შესახებ იქნებ გვითხრათ.
Image

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 08 ივნ 2009, 09:59
by qvevri
ჯერ ჯერობით მომეპოვება მხოლოდ ეს ერთი ერათეული მარნის წარწერა. ეს მარანი ქართლურია, და სავარაუდოდ კასპის რაიონ სოფელ ახალქალაქში უნდა ყოფილიყო. მარნის ქვა ამჟამად კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული.
Image
წარწერა გვამცნობს:
თა...ნდ.
აღვაშენეთ ესე მარანი ჩვენ ხუთ...ძმათა... დანდურაშვილებმა ოსეფამ....(დანარჩენი ვერ ამოვიკითხე :( )

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 08 ივნ 2009, 11:45
by qvevri
ეს ტაძარი არის გურიაში, ალბათ იცანით. აჭი.
Image
ესეც წარწერა. სულ ახლახანს იყვნენ მანდ ჩვენი კარველები და იქნებ მათაც ჩამოიტანეს რაიმე სხვა ცნობები ტაძრის შესახებ?? Image
ეს ესაა მარიამმა მომიტანა წიგნი სადაც აჭის წარწერის შესახებ წერია...
წმინადო გიორგი, მეოხ ექმენ პატიოსანთ საღირს, რატის, უშანიანს და მეოხ ექმენ ნიკოლოზ აჭიელსა და კალატოზთა მიქელას და მხეციძესა.

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 08 ივნ 2009, 20:48
by qvevri
წარწერა შემოქმედის სამრეკლოზედ. აბა ვის უნდა სცადოს ბედი და ამოიკითხოს ეს წარწერა?
Image

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 08 ივნ 2009, 20:54
by qvevri
ეს ტაძარი სოფელ ატენშია. ატენის სიონისმახლობლად. აქ დედათა მონასტერია. მე სახელი აღარ მახსობს ამ მონასტრისა და წამეხმარეთ
Image
Image

ქრისტე ადიდე ორსა
ვე ცხორებასა აქა ხორციელებ
რ და წინაშე შენსა სულ
იებრ რატი ერისთ
ავი ძე იგი ლიპარიტ

ერისთავისაი რომელმან
აღაშენა ესე სახ
ლი ღვთისაი და ბჭეი
ცათაი წინაშე ეკლესი
აისა ლოცველად
სულისა მათისა


ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 08 ივნ 2009, 21:53
by ლეონტი
qvevri wrote:და მისი აღმოსავლეთ ფასადის წარწერა
Image
ქებითა ღვთისათა აღვაშენე ეკლესია ესე სახელსა ზედა იოვანე მხრებისასა ჩვენ ელიოზის ძეთა .....ახიათარდ ნთესვთ ჩვენთაწარწერა დაზიანებულია და ბოლომდე ვერ წავიკითხე...
ქ. ნებითა ღვთისაითა .... იოანე მახარებელისასა ....ახიათარ და ნათესავთა ჩვენთა.

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 08 ივნ 2009, 21:57
by qvevri
ლეონტი
ყმაწვილო ახალს რას გვეტყვი? გექნება რამე საინტერესო ა?

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 08 ივნ 2009, 22:07
by ლეონტი
Image

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 08 ივნ 2009, 22:08
by qvevri
ლეონტი
მაგარია

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 08 ივნ 2009, 22:17
by ლეონტი
ვიცი.

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 08 ივნ 2009, 22:25
by tiko_r
ანუ?

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 12 ივნ 2009, 15:13
by qvevri
დავბრუნდი გურიიდან, რამოდენიმე ნამდვილი მარგალიტი ჩამოვიტანე ამ თემისათვის.

ქვათა ღაღადი ანუ რაზე საუბრობენ ლაპიდარული წარწერები.

Posted: 13 ივნ 2009, 15:17
by qvevri
ქანდა. ეს პატარა საყდარი გზის პირასაა, სასაფლაოსთან.
Image
და ზედ აი ასეთი ძალზედ საინტერესო წარწერა აღმოვაჩინე, თუმცა დაზიანებულია და ამოკითხვა გაჭირდება, მაგრამ სადმე იარსებებს რაიმე წიგნჰი, რომელშიც იქნება ამ წარწერის შესახებ.
Image