Page 94 of 98
დავიცვათ ქართული ენა
Posted: 23 სექ 2011, 09:58
by qvevri
KINALOKO wrote:პილმენი ---მტვერკაცა
ეს შეცდომაა!!!
პილმენი--ლუდი--არაყი.
ეს სწორია!!!
დავიცვათ ქართული ენა
Posted: 23 სექ 2011, 16:49
by Ketevan Guliashvili
qvevri
შეცდომაა
პილმენი-ლუდი-არაყი
მართებულია
ღვინო დუდუკი ქალები
დავიცვათ ქართული ენა
Posted: 23 სექ 2011, 17:24
by CheLo
ისე საიდან მოიტანეთ რომ ვარცლი ტაშტია??? ახლა სპეციალურ გადაცემას უყურე და ვარცლი ყოფილა სპეციალური საშუალება რომელშიც თონის პურის ცომს ზილავდნენ ინგილოები და არა მარტო ისინი!! ესეიგი გრძელი ფიცრისგანაა გაკეთებული და შუაში ამოღრუტნულია და გვერდები სწორი რომლის მეშვეობითაც ერთ მხარეს თონეზე ჩამოდებდნენ და მეორე მხარეს მაგიდაზე და შუაში ზილავდნენ ცომს!! ასე რომ ესეც თუ ვარცლია და ტაშტიც თუ ვარცლია : )))))))) აწი ისევ ტაშტს დავწერ!!!
დავიცვათ ქართული ენა
Posted: 23 სექ 2011, 17:31
by CheLo
კინჭოტი და ასტამი (შეგშურდება ისეთი სახელები აქვს:lol:
)
დავიცვათ ქართული ენა
Posted: 23 სექ 2011, 17:31
by Mako-dgm
ვარცლი, ცომის მოსაზელი ხის ჭურჭელი, მოგრძო და ღრმა, ორივე მხარეს წაშვერილი თავი აქვს. ვარცლი შეიძლება მთლიანი მორისაგან იყოს გამოთლილი ან ნაჭრებისაგან შეკრული. ვარცლის ხის საფარებელს ორომი ეწოდება. ვარცლის თავებზე ამოგუნდავებული პური ორომზე დააქვთ და ისე აკრავებ თორნეში. ძველად ქართულ ხალხურ დარბაზში ვარცლი ზემო თაროში დედაბოძის ზურგთან მიყრდნობილ ფეხებიან სადგარზე იდგა, ხშირად იგი კიდობანს ცვლიდა.
ზოგან ვარცლი წისქვილის ხვიმირს ეწოდებოდა. ქიზიყში ხის მთლიანი ნაჭრებისაგან უსამსჭვლოდ (უფარეშოდ) ჭურჭლის გამომთლელ მოხელეს მევარცლე ერქვა.
აგრეთვე აქვს მცირე ნავის მნიშვნელობა (საბა).
დავიცვათ ქართული ენა
Posted: 23 სექ 2011, 17:35
by CheLo
Mako-dgm
მაგას ვამბობ მეც და გოგამ თქვა ტაშტი ვარცლიაო.. ტაშტი ქართული სიტყვა არააო და ენას ნუ აბინძურებთო და მაშინ ტაშტი რა ენაზეა?? : )))
დავიცვათ ქართული ენა
Posted: 23 სექ 2011, 17:55
by Ketevan Guliashvili
CheLo
არ მოგწონს
ვარცლი და
გობი თქვი მაშინ.
კარგი ლექსიკონია.
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php ... =8&t=13237
ისე ზურა, საიდან მოიტანე ეს ჩელო, ვენტო მირჩევნია მე.
დავიცვათ ქართული ენა
Posted: 23 სექ 2011, 18:09
by keto
ტაშტი - ლითონის მოზრდილი, გაშლილი, მრგვალი (ან მოგრძო) ჭურჭელი. *
*ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, თბილისი 1990, ორტომეული, ტომი 2, გვერდი 911
ტაშტი ტაშტია, ვახ!
დავიცვათ ქართული ენა
Posted: 23 სექ 2011, 18:11
by keto
დავიცვათ ქართული ენა
Posted: 23 სექ 2011, 18:37
by Ketevan Guliashvili
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php ... d=8&t=4804
ტაშტ - სომხური სიტყვააო ნათლად წერია. ეტყობა 18-19 სს.ში უკვე შემოსული იყო. და ქვემორე მინაწერიც ნათლად მეტყველებს რომ თაშტ იგივეა რაც ცომის ვარცლი. ასე რომ გოგა მართალია.
დავიცვათ ქართული ენა
Posted: 23 სექ 2011, 23:18
by keto
სომხური წარმოშობის სიტყვა, რომელმაც ისევე დაიმკვიდრა ქართულ ენაში ადგილი როგორც ფანჯარამ, კალამმა, ვარაყმა, საათმა და ა.შ.
არ არის ბარბარიზმი. ვისაც გენებოთ, ვარცლი და გობი იხმარეთ, მარგამ არც ტაშტის გამოყენებაა ცოდვა და მე პირადად ამ შემთხვევაში (სხვა ბევრი შემთხვევისგან განსხვავებით) შენიშვნას არ მივიღებ.
დავიცვათ ქართული ენა
Posted: 23 სექ 2011, 23:53
by CheLo
ჩელო არაა ქეთი.... მჭედლიშვილი ვარ გვარად და ჭელოს მეძახიან ბავშობის მეგობრები : ))) არაა პრობლემა შენ ვენტო დამიძახე ისევ...
დავიცვათ ქართული ენა
Posted: 24 სექ 2011, 01:38
by GAMARJOBA SAKARTVELO
CheLo
keto
ვარცლი ასევე რკინის ჭურჭელია და სწორედ ე.წ ტაშტს წარმოადგენს.
ამასთან, ბარბარიზმია და ამას მტკიცება არ უნდა.
სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში, ასე ხშირად თუ ათვალიერებთ, :ტაშტს: ვერ ნახავთ,
რაც სწორედ მის არაქართულ წარმოშობაზე მეტყველებს.
არ ვიცი, საიდან მოხვდა ეს სიტყვა 1990 წლის ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში. გვიანდელი წიგნი კი არის.
ადრინდელ გამ20ემებში :ტაშტი: ნახსნები არ არის.
დავიცვათ ქართული ენა
Posted: 24 სექ 2011, 08:49
by Naia
CheLo
გობი არ გაგიგია?
ქართლის სოფლებში დღემდე ხმარობენ 'გობს' და 'ვარცლს'