კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 05 აგვ 2010, 18:56

ვორონეჟში რაღაც აუფეთქდათ

http://www.youtube.com/watch?v=3Trk2whU0wg
:shock:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nephros » 05 აგვ 2010, 19:34

guruli
ჩვენ თუ ვიქნებით ძლიერები, ვერაფერსაც ვერ დაგვაკლებს ვერავინ
ეს მხოლოდ საოცნებო პერსპექტივაა.
თუმცა ვინც უნდა მოვიდეს, თავი და თავი ისაა, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს სახელმწიფო ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
ჰოდა დღემდე თვალებს ვხუჭავთ, ან სირაქლემებივით მიწაში ვყოფთ თავს, სინამდვილე რომ არ დავინახოთ, თორემ ჩვენდა სამწუხაროდ საქართველო დღემდე არშემდგარ სახელმწიფოდ რჩება. ისე კი სურვილებში მეც გეთანხმები: "ჩვენ უნდა გვქონდეს სახელმწიფო ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!"
Tamari-ch. wrote:Nephros
ჰკითხეთ თუ გაინტერესებთ..
მოთარეშე ელემენტები კი საქართველომ უკვე ნახა 90-იან წლებში -
თუმცა დღეს მათ უკვე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები მოუვლიან
კაკულიას შევარდნაძემ ჰკითხოს. მისი მჩხიბავობა არ მაინტერესებს. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ თუ რუსეთი დაიშალა, კარგს არაფერს უნდა მოველოდეთ. ერთი გამონათქვამის პერიფრაზირება რომ გავაკეთო: რუსეთი დაიშალა - გეშინოდეთ მშვიდობის.

ჰო კიდევ: რაგინდ დასავლეთისკენ არ უნდა მიგვიწევდეს გული, ჩვენ კავკასიელები ვართ და კავკასიის ნებისმიერ წერტილში ომი ჩვენი ომია!
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 05 აგვ 2010, 19:36

მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ თუ რუსეთი დაიშალა, კარგს არაფერს უნდა მოველოდეთ.
იმაზე მეტს რაც რუსეთმა საქართველოს გაუკეთა?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nephros » 05 აგვ 2010, 20:00

Tamari-ch. wrote:
მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ თუ რუსეთი დაიშალა, კარგს არაფერს უნდა მოველოდეთ.
იმაზე მეტს რაც რუსეთმა საქართველოს გაუკეთა?
მაგი არც მე ვიცი, არც კაკულიამ და არც ძველი აღქმის წინასწარმეტყველებს ექნებოდათ ამაზე წარმოდგენა. ღმერთმა დიდი ხნის სიცოცხლე მოგვცეს და, როგორც იტყვიან, აღდგომა და ხვალეო.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nephros » 05 აგვ 2010, 20:05

ლეონტი wrote:რუსეთის გვალვა ხანძრის კრიზისი ალბათ ჩვენც შეგვეხება ძალზე მწვავედ:
ბურღულეული, ფქვილი, რძის ფხვნილები და მრავალი სხვა, რაც იქიდან მოდის, ძალზე გაძვირდება.
ვაჭრები ფასებს აწევენ და დააბრალებენ კრიზისს.
რუსეთში უკვე იწევს ფასები.
ახალი ამბები
რუსეთმა ხორბლის ექსპორტი აკრძალა, გვალვის შედეგად მოსავლის შემცირებასთან დაკავშირებით
რუსეთში პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მარცვლეულის ექსპორტის დროებით აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. მისი განცხადების ფონია ვარაუდი, რომ ძლიერი გვალვის გამო წელს მარცვლეულის მოსავალი შემცირდება. პუტინმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აკრძალვა ძალაში შევა 15 აგვისტოს და 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. პერმიერ-მინისტრის განმარტებით, ამ ზომის მიზანია რუსეთში სურსათის გაძვირების თავიდან აცილება, საქონლის რაოდენობის შენარჩუნება და რეზერვების შევსება. რუსეთი მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by guruli » 05 აგვ 2010, 20:11

Nephros
ჰოდა დღემდე თვალებს ვხუჭავთ, ან სირაქლემებივით მიწაში ვყოფთ თავს, სინამდვილე რომ არ დავინახოთ, თორემ ჩვენდა სამწუხაროდ საქართველო დღემდე არშემდგარ სახელმწიფოდ რჩება. ისე კი სურვილებში მეც გეთანხმები: "ჩვენ უნდა გვქონდეს სახელმწიფო ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!"
სამწუხაროდ, კიდევ დიდხანს დავრჩებით არშემდგარ სახელმწიფოდ, მთელი ეს წლები ისეთი ტიპის ქვეყანა შენდება - ამის გამოსწორება არ იქნება ასე იოლი. ჩვენ ხშირად ვამბობ, რომ ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს, მაგრამ გვავიწყდება ერთი რამე - ხელსაყრელია მაშინ, როცა ძლიერები ვართ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში წამგებიანია, რადგან დიდ სახელმწიფოთა ინტერესის შეჯახების ასპარეზი ვხდებით. ამიტომაა აუცილებელი ძლიერი სახელმწიფო - მაშინ მართლა ყველას გავაკონტროლებთ. ყოველ შემთხვევაში, ევრაზიის კონტინენტზე სერიოზული მოთამაშე გავხდებით.
მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ თუ რუსეთი დაიშალა, კარგს არაფერს უნდა მოველოდეთ.
ასე ერთნიშნადაც ვერ ვიტყვი - ეგ ბევრ რამეზეა დამოკიდებული. უმტავრესი მაინც ჩვენი გონივრული საგარეო პოლიტიკა მგონია. უპირველესად - ურთიერთობები ჩრდილოელ მეზობლებთან, სადაც ჯერ ისევ შემორჩენილია საქართველოსადმი პატივისცემა, როგორც რეგიონის ლიდერი ქვეყნისა. ვიდრე იქ ჯერ ისევაა ის თაობა, რომელსაც აქეთ ყონაღები და ძმადნაფიცები ჰყავთ; ვიდრე ყაბარდო-ბალყარეთში ისევ ახსოვთ არნოლდ ჩიქობავა და ცოცხალია მისი ნამოწაფარი პროფესორების თაობა და ვიდრე ასეთი ძლიერი კავშირები არსებობს, ისინი უნდა გამოვიყენოთ. არადა, რუსეთი იმპერიაა და ადრე თუ გვიან დაიშლება - ეს არაა სსრკ, 70 წელიწადი გაძლოს. თან დღეს სულ სხვა რეალობაა და ის ჩრდილო კავკასიაც არაა ადრინდელივით მორჩილი. დიდად მორჩილი არც არასოდეს იყო, მაგრამ არც ასეთი აბუნტებული - რუსები ვერც დაღესტანს გააჩერებს და ვერც სხვებს, მაგრამ მტავარია, ჩვენ არ ვიყვიროთ ბევრი და ნანგრევებში ძალით არ შევეტენოთ, თავი როგორმე მთელი მივიტანოთ ბოლომდე.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 05 აგვ 2010, 20:17

რატო გვავიწყდება რომ ჩრდილო კავკასიელებმა , ლეკებმა მაგალითად იმდენი ქართული სისხლი დაღვარეს ქართულ მიწაზე, რამდენიც ბევრ სხვა დამპყრობელს არ გაუკეთებია?
რატო გვავიწყდება რომ ისინი ჩვენ ურჯულოებს გვიწოდებენ და კრავის და მგლის 1თად ცხოვრება არ გამოდის?
რუსეთის დაშლის შემდეგ ნომ. პირველი პრობლემა ჩრდილოელი მუსულმანები გახდებიან ჩვენთვის, რომელთაც მგლის ზნე ჯერ არ მოუშლიათ.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 05 აგვ 2010, 20:22

guruli wrote: ...ყოველ შემთხვევაში, ევრაზიის კონტინენტზე სერიოზული მოთამაშე გავხდებით.
კი ეგ გვესმის ყოველდღე და ვიცით, მაგრამ როგორც ჩვენი მტრები ამბობენ:
მიჩტაწ ნი ვრედნა.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 05 აგვ 2010, 20:46

http://www.spiegel.de/fotostrecke/fotos ... 99-19.html

ფოტოები

რატო გვავიწყდება რომ ჩრდილო კავკასიელებმა , ლეკებმა მაგალითად იმდენი ქართული სისხლი დაღვარეს ქართულ მიწაზე, რამდენიც ბევრ სხვა დამპყრობელს არ გაუკეთებია?
არ გვავიწყდება
ასე არც თურქეთი გვავიწყდება და არც ირანი
მაგრამ დღეს საქართველოს რუსეთი ანგრევს
და მის დანგრევასაც მივესალმები.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by guruli » 05 აგვ 2010, 20:47

ლეონტი
რატო გვავიწყდება
რატომ გგონია, რომ მავიწყდება?

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Nephros » 05 აგვ 2010, 21:26

guruli
შენს კომენტარში იცი რა დავინახე? საკმაოდ ბევრი.... "If...., If....." (ინგლ.). არ ვეთანხმები ლეონტის - მიჩტაწ (დიახაც რომ) ვრედნა! ჩვენ მუდამ უფრო ვვოცნებობდით, ვიდრე ვფიქრობდით. დღემდე თავისუფლებაზე მხოლოდ ვვოცნებობთ, მის მისაღწევ გზებს კი თავად ვიბნევთ (არ მითხრათ ახლა, თავისუფლები ვართო!). არ ვვეჭვობ, რომ "ჩვენმა მტრებმა" მოხერხებულად დაგვაჯერეს ჩვენ, "გიჟ ვრაცუები", მიჩტაწ ნი ვრედნა-ო.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Tamari-ch. » 05 აგვ 2010, 21:58

საროვის ბირთვულ ცენტრში ხანძარმა შეაღწია

05.08.2010
რუსეთის ქალაქ საროვის ბირთვული ცენტრის ტერიტორიაზე ცეცხლმა შეაღწია.
რუსული წყაროების ცნობით, ბირთვული ცენტრის 22-ე პოლიგონზე ცეცხლის კერები გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო, ხანძარი ე.წ. მაღლივი გახდა და საშიში მასშტაბები მიიღო. ხანძარს ოთხი თვითმფრინავითა და ორი სახანძრო მატარებლით ებრძვიან.
ხანძარმა მოსკოვის გარეუბნებსაც მიაღწია. კერძოდ, მოსკოვის ბასმანის ქუჩაზე, ხის ნაგებობებს ცეცხლი გაუჩნდა.
მძიმე მდგომარეობაა რუსეთის სხვა რეგიონებშიც. მაგალითად, პენზის ოლქში სითბური დარტყმებით, ძაღლები და კატები იღუპებიან.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მოსკოვის მაცხოვრებლებს, ვისაც საშუალება აქვს, დატოვოს ქალაქი. ძლიერი სიცხის გამო, ექიმები სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს სექსისგან თავის შეკავებას ურჩევენ.


http://medianews.ge/index.php/ka/content/41409/


:shock:


ბოლო წინადადებამ დახურა...
:lol:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by qvevri » 05 აგვ 2010, 22:03

მოსკოვში თუ კრემლი დაიწვება ამ ხანძრის გამო ჩემს 20 წლის ღვინოს ვხსნი და ერთკვირიან დრახტიდუბრას ვაცხადებ ჩემს მარანში. ილოცეთ, რომ კრემლი დაიწვას, თქვენ არ იცით რა შანსს უშვებთ ხელიდან. ან თუ გინდა ერთად ვილოცოთ :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by guruli » 05 აგვ 2010, 22:14

qvevri
ან თუ გინდა ერთად ვილოცოთ
ღმერთო მაპატიე ბოროტება - ქართული ანდაზაა, მეზობელს მუცელი რომ სტკიოდეს, შენც ხელი მოისვიო, მაგრამ რუსეთი რაკი მეზობელზე მეტად მტერია, მზად ვარ, უღვინოდაც ვოლოცო კრემლის და სრულიად მოსკოვის გადასაბუგად. :D
ოღონდ, თქვენის ნებართვით, ლოცვებში იქ მცხოვრები ჩემი ახლობლების და ქართველების უბ=ვნებლად გამოღწევის სურვილსაც ჩავურთავ. :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by qvevri » 05 აგვ 2010, 22:15

ლეონტი wrote:რატო გვავიწყდება რომ ჩრდილო კავკასიელებმა , ლეკებმა მაგალითად იმდენი ქართული სისხლი დაღვარეს ქართულ მიწაზე, რამდენიც ბევრ სხვა დამპყრობელს არ გაუკეთებია?
რატო გვავიწყდება რომ ისინი ჩვენ ურჯულოებს გვიწოდებენ და კრავის და მგლის 1თად ცხოვრება არ გამოდის?
რუსეთის დაშლის შემდეგ ნომ. პირველი პრობლემა ჩრდილოელი მუსულმანები გახდებიან ჩვენთვის, რომელთაც მგლის ზნე ჯერ არ მოუშლიათ.
მე ვერ ვიტყვი, რომ ზუსტი ცნობები მაქვს, მაგრამ მაინც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი სწორედ ასე მოხდება. კავკასიის ეს ხალხები უკვე დაქოქილები არიან საქართველოს წინააღმდეგ და ამ ყველაფერში მათ ისიწ აქეზებთ, რომ ტელევიზიით თითქმის ყოველდღე უყურებენ, რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ, ჩვენ ავაშენეთ შუშის ხიდი მეტსახელად "олвеис ультра с крилочками", ქართულ ეკონომიკას მსოფლიო კრიზისმა ფეხებიც ვერ მოსჭამა ძირში, ქართული სოფლის მეურნეობა ყვავის და სხვამრავალი. ამ ყველაფრის მაყურებელი ადამიანი, რომელსაც ზურგსუკან საყაჩაღო და სააბრაგო გზა მოჭრილი აქვს სად წავა? სად და აქ! და რატო? იმიტომ, რომ ვიღაც-ვიღაცეები ენაც პირში ვერ აჩერებენ და საქმის მაგივრად ლაქლაქებენ. ეს ყველაფერი ჩვენი გადასატანი იქნება როგორც ყოველთვის, მაგრამ ამისათვის ჩვენ გვაქვს ყველაზე მთავარი, ესაა დრო :!: მართალია ცოტა, მაგრამ მაინც. უნდა მოვემზადოთ ფიზიკურადაც და მორალურადაც, რომ ბრძოლები გარდაუვალი იქნება... :!:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]