კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
ევროპა აფხაზეთს და სამაჩაბლოს საქართველოსთვის დაკარგულად თვლის.
ისე კაცმა რომ თქვას რომელი დაკარგული ტერიტორია დაგვიბრუნებია, ტაოკლარჯეთი თუ კახი? უფრო ძველებზე აღარ ვლაპარაკობ.
დღეს თურქეთიც და აზერბაიჯანიც ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებია, მიუხედავად იმისა რომ მათ ჩვენგან წართმეული ტერიტორიები არ დაუბრუნებიათ.
ისე კაცმა რომ თქვას რომელი დაკარგული ტერიტორია დაგვიბრუნებია, ტაოკლარჯეთი თუ კახი? უფრო ძველებზე აღარ ვლაპარაკობ.
დღეს თურქეთიც და აზერბაიჯანიც ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებია, მიუხედავად იმისა რომ მათ ჩვენგან წართმეული ტერიტორიები არ დაუბრუნებიათ.
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
აფხაზეთის ყოფილი ლიდერი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა

ვლადისლავ არძინბას გარდაცვალების ამბავი გუშინ, 4 მარტს გავრცელდა. 1990–იანი წლების დასაწყისში ის საქართველოსგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის კამპანიას ხელმძვანელობდა. არძინბა 64 წლის იყო და ათ წელიწადზე მეტხანს დაავადებული იყო პროგრესული დეგენერაციით, რომლის გამოც ბოლოს ინვალიდის სავარძელში მოხვდა.
არძინბა 1945 წლის მაისში სოფელ ეშერაში დაიბადა და 1966 წელს სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. ასპირანტურაში იგი მოსკოვში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ევგენი პრიმაკოვის ხელმძღვანელობით სწავლობდა, რომელიც მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა.
არძინბას პოლიტიკური აქტივობა 1989 წელს იწყება, როდესაც ის სსრკ–ს სახალხო დეპუტატთა კონგრესში აირჩიეს – ახალი ტიპის საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც იმ დროს კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ გორბაჩოვმა ე.წ. „გლასნოსტის“ ეპოქის პიკში შექმნა. ამ თვალსაზირისით, ბრიტანელი პროფესორი ჯორჯ ჰუიტი ხაზს უსვამს იმ პერსონალურ თვისებებს, რომლითაც არძინბამ ნაციონალურ ცნობადობას მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მიაღწია: ის მკაფიოდ ახდენდა იმ პრობლემების არტიკულაციას, რომელთა წინაშეც იდგნენ სახელმწიფოთა ეთნიკური უმცირესობები და მათ სამომავლო იმედებზე საუბრობდა.
ერთი წლის შემდეგ არძინბა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჯერ დეპუტატად, შემდეგ კი თავმჯდომარედ აირჩიეს.
მას შემდეგ რაც საქართველომ არაერთხელ უარყო აფხაზების წინადადება დაეწყოთ მოლაპარაკება ფედერალური ურთიერთობების ოფიციალური ხელშეკრულებით გაფორმებაზე, შეიარაღებული ეროვნული გვარდია თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში შეიჭრა. არძინბა აფხაზეთის თავდაცვის კოორდინაციას გუდაუთადან, სანაპირო ქალაქიდან ახდენდა, სადაც რესპუბლიკის ლიდერებმა თავი მას შემდეგ მოიყარეს, რაც ქართველებმა სოხუმის ოკუპაცია მოახდინეს.
როდესაც აფხაზებმა და მათმა ჩრდილო კავკასიელმა მოკავშირეებმა სოხუმი ხელახლა დაიკავეს და 1993 წლის 30 სექტემბერს ომი დასრულდა, ჰუიტი წერს, რომ არძინბას ბრძანებით მომზადებულ სააგიტაციო ფურცლებში, რომლებიც ომის დროს ქართველების მიერ ოკუპირებულ დასახლებებში გავრცელებისთვის მომზადდა, ის აფხაზებს დიდსულოვნებისკენ მოუწოდებდა და მიმართავდა მათ უარი ეთქვათ შურისძიების აქტებზე როგორც ქართველი ჯარისკაცების (რომლებიც აირაღს ჩააბარებდნენ), ასვეე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.
ომში გამარჯვების შემდეგ, აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მხრიდან მრავალი წლის განმავლობაში იზოლაციის და ემბარგოს ობიექტი იყო. 1994 წელს, არძინბა აფხაზეთისთვის ახალი კონსტიტუციის შექმნას ხელმძღვანელობდა, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკას, როგორც სუვერენულ, დემოკატიულ, კანონზე დაფუძნებულ სახელმწიფოდ და საერთაშორისო სამართლის სუბიექტად განსაზღვრავს. 1994 წლის 26 ნოემბერს არძინბა პრეზიდენტად აირჩიეს
პირველად რუსეთის ფედერაციისა და შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპორადული საშუამავლო ინიციატივების შემდეგ აფხაზეთსა და საქართველოს შორის ოფიციალური შეთანხმების მიღწევაზე, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების გარანტიებს ქმნიდა, სიტუაციაში შედარებით გაუმჯობესდა, განსაკუთრებით 1998 წლის მაისში აფხაზეთის სამხრეთ რაიონში გალში ქართული პარტიზანული ფორმირებების წარუმატებელი შეჭრის შემდეგ.
თავად არძინბას ქართველები ყოველთვის მკაცრად აკრიტიკებდნენ და განსაკუთრებით იმ პასუხგაუცემელი კითხვების გამო, რაც არსებობდა მის როლთან დაკავშირებით 1993 წლის სექტემბერში სოხუმიდან ქართველების ევაკუაციამდე ცოტა ხნით ადრე ჟიული შარტავას სიკვდილით დასჯის გამო, რომელიც პრო–თბილისური ოკუპაციური მთავრობის ხელმძღვანელი იყო.
საბოლოოდ აფხაზეთმა ოფიციალურად თბილისისგან დამოუკიდებლობა 1999 წელს გამოაცხადა. იმავე წლის ოქტომბერში არძინბა წინააღმდეგობის გარეშე პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. მისი ავადმყოფობის შესახებ ქართულ მედიაში ცნობები 2001 წელს გაჩნდა. მას არაერთხელ მოუხდა მოსკოვში ხანგრძლივი მკურნალობისთვის გამგზავრება. ჰუიტის თანახმად, პრეზიდენტობის ბოლო წლებში არძინბას მოვალეობას მისი ვიცე–პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ასრულებდა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა არძინბასთან მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი საჯარო პოლიტიკიდან წავიდა.
არსებული ინფორმაციით არძინბა იმედოვნებდა, რომ მისი მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ 2004 წლის ოქტომბერში ხაჯიმბას აირჩევდნენ, რომელიც მის გზას განაგრძობდა. მაგრამ მოსკოვის მხრიდან ხაჯიმბას აქტიური ლობირება კონტრპოდუქტიული აღმოჩნდა და ჩიხური სიტუაცია, რომელიც არჩევნებს მოჰყვა, მხოლოდ მას შემდეგ განიმუხტა, რაც რუსეთის წამყვანმა პოლიტიკოსებმა ხაჯიმბა და მისი კონკურენტი სერგეი ბაღაფში დაარწმუნეს, რომ ხელახალ არჩევნებში ერთიანი გუნდით გამოსულიყვნენ.
ჰუიტი, რომელიც არძინბას რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იცნობდა, მას ახასიათებს, როგორც „გამოჩენილ აკადემიკოსს, როგორც აფხაზების, ასევე ზოგადად უმცირესობათა უფლებების გამოკვეთილ დამცველს, შთამბეჭდავ სამხედრო ლიდერს, პატრიოტ პოლიტიკოსს და პრეზიდენტს, რომელთანაც თბილისს თანამშრომლობა შეეძლო“, ქართველ ლიდერებს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის სურვილი ჰქონოდათ.
რუსი პოლიტოლოგი ალექსანდრე კრილოვი მას აღწერს, როგორც „არატიპურ პოლიტიკოსს – ის ძალიან გულისხმიერი და ძალიან ჭკვიანი იყო – მაგრამ კრიტიკულ სიტუაციებში ეროვნული ინტერესების დასაცავად მას გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა შეეძლო“.
4 მარტს, აფხაზური ტელევიზიით გამოსვლისას, ბაღაფშმა, რომელიც გასულ დეკემბერს თავადაც მეორე ვადით აირჩიეს, თავის წინამორბედს „ეროვნული გმირი“ და „გამოჩენილი ისტორიული ფიგურა“ უწოდა.

Last edited by ARCHILI on 07 მარ 2010, 13:49, edited 1 time in total.
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
ძაღლი მიაკვდა სულში 

კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
ვანკუვერიდან – სოჭამდე

ალინა ინაეჰი
გახდება თუ არა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები სოჭში ჰარმონიისა და მშვიდობის ისეთივე საყრდენი, როგორც 2010 წლის ვანკუვერის თამაშები? მარშალის ფონდის წარმომადგენელი ალინა ინაეჰი იმ სირთულეებს განიხილავს, რომლებიც მშვიდობისა და მეგობრობის ატმოსფეროს 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე შეიძლება შეექმნას
როდესაც ძველ საბერძნეთში ოლიმპიური თამაშები ისახებოდა, სპორტსმენებს თამაშებზე ხელთ მშვიდობის სიმბოლო ზეთისხილის რტოები ეპყრათ და მიუხედავად იმისა, რომ ზეთისხილის რტო თამაშების ოფიციალური ატრიბუტი აღარ არის, დღევანდელ დღემდე ოლიმპიური მოძრაობა საერთაშორისო თანამშრომლობის, პიროვნების განვითარებისა და კაცობრიობის პროგრესის ჭეშმარიტ გამოვლინებად რჩება. კანადური ვანკუვერი ოლიმპიური თამაშების ამ ტრადიციულ სულთან სრულ ჰარმონიაში აღმოჩნდა. ვანკუვერისგან განსხვავებით რუსული საკურორტო ქალაქი სოჭი, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, სიღარიბის, კორუფციისა და ძალადობის სინონიმია. ის კითხვა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ თავს უნდა დავუსვათ, შეიძლება შემდეგნაირად ჟღერდეს: მოახდენს თუ არა ოლიმპიური თამაშების ნათელი იდეალები პოზიტიურ გავლენას სოჭსა და მთლიანად რეგიონზე, თუ პირიქით, კავკასიის არასტაბილური რეგიონი ნეგატიურად აისახება ოლიმპიურ სულზე და ჩრდილს მიაყენებს მას? აქ, შავი ზღვის ამ შესანიშნავ საპორტო ქალაქში, ზაფხულში სანაპიროზე დასასვენებლად ჩამოდის ასობით-ათასი რუსი და ტურისტი მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან.
სულაც არ არის გასაკვირი, რომ კავკასიური მთების ფერწერულმა პეიზაჟმა ნაციონალური ოლიმპიური კომიტეტის ყურადღება მიიპყრო (ისევე როგორც ერთ დროს იოსებ სტალინის ყურადღება მიიპყრო და აქ თავის საზაფხულო რეზიდენცია ააშენა), რომელმაც საკურორტო ქალაქს ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, თუმცა სოჭის ფერწერული ბუნება, ქალწულებრივი ტყეებით დაფარული მთიანი ფერდობები სახიფათო აისბერგის მხოლოდ ნაწილია, ხილული ნაწილი.
სოჭის რაიონს ექვსი რუსული ჩრდილო-კავკასიური ავტონომიური რესპუბლიკა ესაზღვრება – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სწორედ ამ ადგილას მიმდინარეობდა ჩეჩნური ომები და დღემდე გრძელდება სასტიკი სამხედრო შეტაკებები. სოჭის ირგვლივ მდებარე ყველა მთიან რესპუბლიკაში უზარმაზარი სოციალური პრობლემებია, რომელთა მიზეზებიც კონკრეტულად უმუშევრობასა და არაეფექტურ მართვაშია. რეგიონში კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ისლამური ექსტრემიზმი და მასთან დაკავშირებული ტერორიზმი.
ინგუშეთში, ადგილობრივ ბანდფორმირებებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები 2009 წელს ახალი ძალით განახლდა. თითქმის მთელი 18 თვის განმავლობაში ჩეჩნეთში ნამდვილი მშვიდობა არ დამდგარა. სეპარატისტებისა და ჩრდილო-კავკასიის ამ რესპუბლიკის პრო-რუსული რეგულარული ჯარების ხელმძღვანელობის დაპირისპირების შემდეგ, ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და უფლებადამცველი აქტივისტების მკვლელობები და გატაცებები დაიწყო. ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა, თავის 2009 წლის ანგარიშში ”უარესები უარესებს შორის” ჩეჩნეთი მსოფლიოს ყველაზე რეპრესიულ რეგიონთა სიაში შეიყვანა.
თუმცა ჩეჩნეთი სოჭის ერთადერთი მშფოთვარე მეზობელი არ არის. ჩრდილოეთ და სამხრეთ-კავკასიის მთელი ეს რეგიონი დასახლებულია იმ ეთნიკური ჯგუფებისა და უმცირესობებისგან, რომელთა შორისაც ეთნიკური კონფლიქტები საუკუნეების განმავლობაში არ წყდება.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ: პირველი გასროლა რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში პეკინის ილიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის დროს გაისმა და დღეს, წელიწადნახევრის შემდეგ რეგიონში დაძაბულობის ხარისხი დიდად არ შემცირებულა.
თუმცა, ძალადობის რეგულარული ფაქტები და ახალი ომების გაჩაღების მაღალი პოტენციალი რუსეთის ამ რეგიონის ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი არ არის. რუსეთის სამხრეთი და შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ასევე ორგანიზებული ტრანს-ნაციონალური კრიმინალის ცენტრია. ის ადამიანებით ვაჭრობის, ნარკოტიკისა და იარაღის უკანონო ბრუნვის, მათ შორის ევროპისკენ მიმავალ გზაზე რადიაქტიული მასალების დოკუმენტურად დაფიქსირებული გაყიდვების წყარო და გარდამავალი პუნქტია.
სიღარიბე, უმუშევრობა, კორუფცია, ორგანიზებული დანაშაული და ძალადობა (სოჭთან ერთად) შეიძლება ასევე იქცეს 2014 წლის მასპინძლად. ბევრს ხელს ჩააქნევინებს მარტო იმის გაფიქრება, რომ ოლიმპიადა, როგორც მშვიდობის, შემწყნარებლობის და სამართლიანობის სიმბოლო შეიძლება იმ რეგიონს შეეწიროს მსხვერპლად, სადაც ყველა ეს იდეალი ბევრს არაფერს ნიშნავს.
თუმცა, რუსი მასპინძლებისა და თამაშების ორგანიზატორების მხრიდან ოლიმპიადის გამართვა უნდა ფასდებოდეს, როგორც რეგიონის უამრავი ჭრილობის მოშუშების საშუალება და ბოლოს და ბოლოს, ნამდვილი ნაციონალური შერიგების პროცესის დაწყების შესაძლებლობის მცდელობად მაინც.

- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
ლეონტი
2006 წლის სტატიაა?
2006 წლის სტატიაა?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
Tamari-ch.
ძველია მარა ინფორმაციული.
ძველია მარა ინფორმაციული.
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
სადილი მტერთან: რატომ უყვართ რუსებს ქართული კერძები

შონ ვოლკერი
დიპლომატიური დაძაბულობის მიუხედავად, მოსკოველები სიამოვნებით მიირთმევენ ქართული სამზარეულოს კერძებს. მოსკოვის ცენტრში, პუშკინის მოედანთან ახლოს მდებარე კაფეში, სახელწოდებით „ხაჭაპური“, ახალგაზრდა მოსკოველები სიამოვნებით მიირთმევენ ქათმის ჩახოხბილს, ცხარე ლობიოს და ახლადგამომცხვარ ყველიან პურს „ხაჭაპურს“, რომლის სახელიც ამ დაწესებულებას დაარქვეს.
ეს ეგზოტიკური ქართული კერძები უმარილო და არაცხარე რუსული კერძებისგან აბსოლუტურად განსხვავდება; მათი სახელწოდებებიც კი, რომლებშიც უამრავი თანხმოვანია, სლავური ყურისთვის უჩვეულოა. ქართული სამზარეულო, რომელიც ფაქტობრივად, ყველაზე გემრელია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სამზარეულოებიდან, დიდი ხანია, რაც რუსეთში პოპულარობით სარგებლობს. და რადგან დედაქალაქში ბევრი ახალი რესტორანი იხსნება, მისი პოპულარობა მხოლოდ იზრდება.
ამ მხიარულ ატმოსფეროში რუსეთის და მისი პატარა სამხრეთელი მეზობლის ურთიერთობებში (რაც 2008 წლის აგვისტოში სასტიკ ომში გადაიზარდა) არსებულ სირთულეებზე, მხოლოდ სუსტი მინიშნებები არსებობს. პირველი – ღვინოების რუკაა. რუსული ტრადიციით ქართული კერძის მირთმევა იგივეა, რაც ბრიტანელისთვის „ინდურის დაგემოვნება“. თუმცა ლუდი „კობრას“ ნაცვლად, რომელსაც ცხარე ინდურ კერძებთან ერთად მიირთმევენ ხოლმე, ქართულ კერძებთან ერთად ტკბილი ქართული ღვინო ისმევა. საბჭოთა დროში, ქვეყნის ყველა მოქალაქეს – ვილნიუსიდან დაწყებული ვლადივოსტოკით დასრულებული – ჰქონდა საშუალება ერთი ბოთლი ქართული წითელი ღვინო გაესინჯა.
მაგრამ „ხაჭაპურის“ მენიუში ნახსენებიც კი არ არის „წინანდალი“, „მუკუზანი“ ან ნებისმიერი სხვა გემრიელი ქართული ღვინო, რომელსაც ღია ცის ქვეს მოწყობილ ნებისმიერ თბილისურ კაფეში შეუკვეთავ. იქ „ხვანჭკარაც კი არ არის“, ტკბილი წითელი ღვინო, რომელიც რუსებს საბჭოთა დროს აგონებთ. 2006 წლიდან რუსეთში აიკრძალა ქართული ღვინო და მინერალური წყალი, თითქოს სანიტარული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაგრამ სინამდვილეში – ცუდად შენიღბული პოლიტიკური მოსაზრებების გამო.
თუმცა, ქართული ღვინოს აკრძალვამ, რამაც დამანგრევლად იმოქმედა ქართულ ეკონომიკაზე, ამ ქვეყნის სამზარეულოს მიმართ სიყვარული ვერ მოსპო, მიუხედავად იმისა, რომ ამ კერძებს დღეს ჩილეურ და ფრანგულ ღვინოებს აყოლებენ.
„მოსკოვში ქართული სამზარეულო ყველას უყვარს“, – ამბობს ქართველი ქალბატონი და ცნობილი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, რომელიც საქართველოს მთავრობას მკაცრად აკრიტიკებს, „დღეს ყველა საუკეთესო საღამო მოსკოვში ქართული ცეკვებით და ქართული კერძებით სრულდება“.
ნაწილობრივ ეს რუსეთში უზარმაზარი ქართული დიასპორის არსებობითაც აიხსნება. რუსეთში ქართველთა კავშირის პრესმდივნის შეფასებით, ქვეყანაში ერთიდან ერთნახევარ მილიონამდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. ბევრი მათგანი ცნობილი სპეციალისტი და პროფესიონალია – მოსკოვის მთავარი კარდეოლოგი, ქალაქში ყველაზე ცნობილი მოქანდაკე, ასევე მედიის წარმომადგენელთა მთელი პლეადა – ყველა ქართველია. გარდა ამისა, რუსეთში საქართველოდან სამუშაოდ ჩასული უამრავი მიგრანტია. მათი ლეგიონი იმ დიდი არმიის ნაწილია, რომელსაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან რუსეთში შემოსავლის შოვნის მიზნით ჩამოსული ადამიანები შეადგენენ, რადგან აქ უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე მათ სამშობლოში.
2006 წლის კრიზისის დროს, რომელიც წინ უძღოდა ომს ამ ორ ქვეყანას შორის, რუსეთის ხელისუფლების მისამართით გაისმა ბრალდებები ქართველების და მათი საკუთრების წინააღმდეგ თანამედროვე დარბევების ორგანიზებაზე. ქართულ რესტორნებში ჩხრეკები ტარდებოდა, სკოლებმა მითითება მიიღეს ქართული გვარის მქონე მოსწავლეები შემოწმებინათ, ბევრ ქართველს, რომელიც დედაქალაქში ცხოვრობდა დეპორტაცია გაუკეთეს. თუმცა ახლა, როგორც ამას რუსეთში ქართველთა კავშირი ამტკიცებს, ქართველებს ქვეყანაში „არანაირი პრობლემა არ აქვთ“. „ქართული რესტორნების რაოდენობა იმის კარგი ნიშანია, თუ როგორი წარმატებულები არიან რუსეთში ქართველები. მოსკოვში ისინი იმდენად ბევრნი არიან, რომ მათი დათვლა შეუძლებელია“, – ამბობს კავშირის პრესმდივანი. ერთ–ერთ მოსკოვურ ვებ–გვერდზე დედაქალაქში არსებული 261 ქართული რესტორანია აღწერილი.
2008 წლის ომის შემდეგ რუსეთ–საქართველოს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები არ აღმდგარა. მაშინ რუსეთმა საქართველოს ერთ–ერთ რეგიონში ქართველების შეჭრას, მასშტაბური კონტრშეტევით უპასუხა. კონფლიქტის შედეგად რუსეთმა სამხრეთ ოსეთის და მეორე თვითგამოცხადებული სახელმწიფოს – აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. იმავდროულად, რუსეთის ხელმძღვანელობამ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „პოლიტიკური გვამი“ უწოდა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის არანაირი კონტაქტი არ დამყარდება მანამ, ვიდრე ის ხელისუფლებაში იქნება.
ბოლო კვირეებში, მოსკოვს ორი ცნობილი ქართველი ოპოზიციონერი ეწვია, რომლებმაც აქ ორ ქვეყანას შორის არსებული საშინელი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მოლაპარაკებები გამართეს. წარსულში სააკაშვილის ერთ–ერთი მოკავშირე ნინო ბურჯანაძე, რომელიც დღეს მისი შეურიგებელი ოპონენტია, რუსეთის დედაქალაქს გასულ კვირას სტუმრობდა და რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინსაც კი შეხვდა. შეხვედრა ტელევიზიით შუქდებოდა.
ყოფილი პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც დღეს ასევე ხელისუფლებასთან ოპოზიციაშია, მოსკოვში გუშინ საღამოს ჩამოვიდა. ბოლო თვეებში რუსეთის დედაქალაქში ეს მისი მეორე ვიზიტია. მან განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან სავაჭრო ურთიერთობების დარეგულირება სურს.
სააკაშვილის მომხრეები, რომელთა ლიდერიც ხელისუფლებაში 2013 წლამდე უნდა დარჩეს, ამბობენ, რომ ეს რუსეთის მხრიდან საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის შეგნებული მცდელობაა.
„როგორ შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება, რომლის არმიასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი აქვს ოკუპირებული?“, – კითხულობს წამყვანი ქართველი პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი, „ეს რუსების მხრიდან ძალიან ჭკვიანური ნაბიჯია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მოსახლეობა ამას წამოეგება; ხალხი მათ მოღალატეებად ჩათვლის“.
გაღიზიანებული და ირონიული განცხადებები ორივე მხრიდან ისმის, ქართველები პუტინს ადანაშაულებენ, მას ბანდიტს და სამხედრო დამნაშავეს უწოდებენ. რუსები კი ბრალს სააკაშვილს დებენ და მას გაუწონასწორებელ შეშლილს ეძახიან, რომელმაც საკუთარი უგუნურებით 2008 წელს ომი წამოიწყო.
„საშინელმა ურთიერთობებმა რუსეთს და საქართველოს შორის ვერანაირი გავლენა ქართული კერძების მიმართ რუსების სიყვარულზე ვერ მოახდინა“, – ამბობს კანდელაკი, „სინამდვილეში ომის შემდეგ ადამიანები ქართულ კერძებს სულ უფრო მეტად მიეძალნენ. შეიძლება გიყვარდეს ქართული სამზარეულო და არ გიყვარდეს სააკაშვილი. ძალიან გემრიელი კერძებია იმისთვის, რომ ერთი ადამიანის გამო მათზე უარი თქვა“.

როგორია რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების სამომავლო პროგნოზი, რა შეიძლება მოხდეს? ნაფიქრი ალბათ ბევრი გაქვთ, ჰოდა გაგვიზიარეთ 

კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
3789 სერიაში რუსეთს საქართველოსგან მესამე უკანონო შვილი შეეძინება.Makena wrote:როგორია რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების სამომავლო პროგნოზი, რა შეიძლება მოხდეს? ნაფიქრი ალბათ ბევრი გაქვთ, ჰოდა გაგვიზიარეთ
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
აშშ კავკასიაში გონივრულად არ იქცევა
სედატ ლასინერი
როდესაც კავკასიას გადახედავ, მარტივად მიხვდები რომ სომხეთი რუსეთის მოკავშირეა, აზერბაიჯანი და საქართველო კი დასავლეთის. ამ მოცემულობაში, რუსეთი მაქსიმალურად რაციონალურად იქცევა: ის ცდილობს მისი მოკავშირის (სომხეთის) დაცვას და თავისი პატარა მოკავშირეების (აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი) სტატუსი სახელმწიფოებრიობამდე აჰყავს. რუსეთმა მოკავშირე ქვეყნების რიცხვი უკვე სამამდე გაზარდა. ახლა რიგში დანარჩენი საქართველო და აზერბაიჯანია
რუსეთისგან განსხვავებით აშშ რეგიონში მის მეგობრებს სჯის და დასავლური ალიანსის სისტემას სომხეთისთვის მთლიანად ცვლის, რეგიონში რუსეთის მუდმივი დასაყრდენისთვის. აშშ-ს რომ რაციონალურად ემოქმედა, ის ცივი ომის დასრულების შემდეგ მთელ თავის გეგმებს თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის ღერძის გაძლიერებაზე ააწყობდა. ამ ხაზის გაგრძელების კონტექსტში, შესაძლებელი გახდებოდა კასპიის და ცენტრალური აზიის გასწვრივ გაფართოვება და ძლიერი ალიანსის ჩამოყალიბება. ამ ტიპის ღერძი – დასავლეთ-თურქეთიდან ჩინეთისკენ – რეგიონში ისეთი ქვეყნების გავლენას შეამცირებდა, როგორებიცაა რუსეთი და ირანი, თუმცა თუ არ ჩავთვლით ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი”-ს ნავთობსადენს (BTC), აშშ-ს ასეთი ალიანსის შექმნისთვის საკმარისი ძალისხმევა არ გაუღია. პირიქით, ბევრ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ აზერბაიჯანის და თურქეთის ნაცვლად, აშშ რუსეთის მოკავშირეს, სომხეთს უჭერდა მხარს: დაფუძნების პირველი დღიდან, სომხეთია ის ქვეყანა, რომელმაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ამერიკული დახმარება მიიღო. ფაქტობრივად, შეერთებული შტატები სომხეთის თავდაცვის ხარჯებს აფინანსებდა.
ძლიერმა სომხურმა ლობმა აშშ-ს კონკრესში სრული ამერიკული მხარდაჭერა აღმოუჩინა სომხეთის პოლიტიკას აზერბაიჯანის და თურქეთის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის არმიამ აზერბაიჯანული ტერიტორიის ერთი მეხუთედის ოკუპაცია მოახდინა, აშშ უხეშად ექცევა აზერბაიჯანს და არა სომხეთს. როდესაც თურქეთმა და აზერბაიჯანმა ოკუპაციის პასუხად საზღვრები დახურეს, შეერთებულმა შტატებმა ზეწოლის განხორციელება ამ ორ ქვეყანაზე დაიწყო და ამას დღემდე განაგრძობს. თითქოს ეს საკმარისი არ იყო და აშშ-მ მხარი დაუჭირა სომხეთს თურქულ-სომხურ ისტორიულ დავაში და დაახლოებით 100 წლის წინანდელი ინციდენტები ხელახალ პრობლემად აქცია.
ობამას ინაუგურაციის შემდეგ, შეერთებული შტატების მხრიდან „სომხეთისთვის საზღვრის გახსნის“ მოთხოვნებმა იმატა. აშშ-მ მუქარასაც მიმართა (თუ შანტაჟს არა), რომ თუკი საზღვრები არ გაიხსნებოდა და პროტოკოლები არ ამოქმედდებოდა, კონგრესი სომხურ რეზოლუციას აღიარებდა, თუმცა იმის მიუხედავად თუ რას აკეთებს აშშ, სომხეთი – რუსეთის რეგიონია. თურქეთმა (და აზერბაიჯანმაც კი) საზღვრის ყველა კარი რომ გახსნან, ის ვერ შესძლებს რუსეთის ორბიტიდან დასავლეთის ბლოკის ორბიტაზე გადასვლას. ჯერ ერთი, მთელი მისი სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა რუსეთის ხელშია. რუსეთმა იყიდა ან მართვის უფლებით აიღო ყველაზე მნიშვნელოვანი სომხური კომპანიების უმრავლესობა იმ სახელმწიფო ვალების სანაცვლოდ, რომელიც სომხეთს მოსკოვის მიმართ გააჩნდა. მეორეც, რუსი ჯარისკაცები ირანთან და თურქეთთან იცავენ სომხეთის საზღვრებს. თქვენ შეგიძლიათ რუსეთის არმიის დანაყოფების და მათი დროშების ხილვა სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-ირანის საზღვრებთან და ბოლოს, ქვეყანაში პრო-რუსული ფრთა იმდენად ძლიერია, რომ ნებისმიერს ვინც რუსეთს და სომხეთს შორის პრობლემების შექმნას შეეცდება, ისინი მოღალატეებად აღიქვამენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის არგუმენტი თითქოს თურქეთს და სომხეთს შორის საზღვრის გახსნით, სომხეთი დასავლეთს დაუახლოვდება, აბსოლუტურად მცდარია. პირიქით, სომხეთის მოზიდვით, აზერბაიჯანი სულ უფრო შეურაცხყოფილი, ხოლო საქართველო ეულად რჩება. თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის ჩამოყალიბებული პრო-დასავლური ხაზი მთლიანად იშლება.
უცნაურია, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ შეერთებული შტატები ძალას არ იშურებს იმისთვის, რომ როგორმე მთელი რეგიონი რუსეთს დაუბრუნოს. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ აშშ არ მოქმედებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ერთადერთი რეგიონი სადაც ამერიკელები და რუსები შესაძლოა ერთი და იგივე მიმართულებით მოქმედებენ კავკასიაა. ამის მთავარი მიზეზი აშშ-ში სომხური დიასპორაა. სომხური წარმოშობის ამერიკელების რიცხვი 500 000 ადამიანს აღწევს და ისინი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში არა შეერთებული შტატების, არამედ რუსეთის სასარგებლოდ მუშაობენ. თურქეთის მტრობა, რომელიც მათ ერთგვარ აკვიატებულ იდეად ექცათ, ხელს უშლით რაციონალური ქმედებების განხორციელებაში. მათთვის მნიშვნელოვანი არა შეერთებული შტატები, არამედ სომხეთი და თურქებზე შურისძიებაა. აშშ-მ რომ რეგიონში მთელი თავისი გავლენა დაკარგოს, სომხური დიასპორისთვის თურქებისთვის ზიანის მიყენება საკმარისია. სომხური წარმოშობის ამერიკელებმა, რომლებიც გავლენას განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში იძენენ, პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან ძალიან მკაფიო სიტყვები მიიღეს. ვიდრე აირჩევდნენ, 24 აპრილს ობამამ პირობა დადო, რომ თუკი მას აირჩევდნენ ის სიტყვა „გენოციდს“ გამოიყენებდა, სიტყვას რომელსაც სომხები 1915 წლის მოვლენებს უწოდებენ. მეტიც, ის მხოლოდ სიტყვიერი განცხადებით არ შემოიფარგლა, არამედ ეს პოზიცია საკუთარ ვებ-გვერდზეც გამოაქვეყნა.
ახლა, ობამამ არ იცის რა უყოს ამ სიტყვების ტვირთს. შარშან ის სიტუაციასთან გამკლავებას ხატოვანი ენით შეეცადა, მაგრამ ახლა ის აჯანჯლებს მოსალოდნელი სიტყვების გამოყენების პროცესს და მიზეზად თურქეთ-სომხეთის ხელმოწერილი პროტოკოლები მოჰყავს. ობამას, რომელიც საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს, სურს რომ თურქეთმა რაც შეიძლება სწრაფად მოაწეროს ხელი პროტოკოლებს, თუმცა თურქეთი პროტოკოლების ამოქმედებისთვის ყარაბახის საკითხში წინსვლას ელოდება. ობამა ცუდ დღეშია. მას არ ანაღვლებს მთიანი-ყარაბახი და სხვა ოკუპირებული აზერბაიჯანული ტერიტორიები, მისი მოკავშირე თურქეთი, აზერბაიჯანის ინტერესები ან შეერთებული შტატების ინტერესები. ის დიასპორის ზეწოლის ქვეშაა.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ აშშ კავკასიაში გონივრულად არ იქცევა. აშშ-ს პატარა უმცირესობა ამერიკულ სახელმწიფოს საკუთარი დღის წესრიგს ახვევს თავს. ამერიკის საგარეო პოლიტიკა სომხების მძევალია. ჩვენთვის ეს თემა უცნობი არ არის. ანალოგიური სურათი ვიხილეთ 1974-1980 წლებში, როდესაც აშშ-მ თურქეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო დააწესა. უზარმაზარი შეერთებული შტატები მაშინ პატარა, მაგრამ ძლიერი ბერძნული ლობის კონტროლქვეშ აღმოჩნდა და ამერიკის პრეზიდენტებმაც კი ვერ შესძლეს თურქეთზე, რომელსაც ნატო-ს მოკავშირეები ჰყავდა, ემბარგოს დაწესების შეჩერება. ამგვარად, ეს ალბათ პირველი შემთხვევა იყო ისტორიაში, როდესაც ქვეყანამ მის მოკავშირეს ემბარგო დაუწესა. ეს ემბარგო 1980 წელს გაუქმდა, მაგრამ მან უზარმაზარი კვალი დატოვა და თუკი დღეს თურქეთში ანტი-ამერიკული განწყობები არსებობს, ამაზე მნიშვნელოვანი გავლენა სწორედ ამ ემბარგომ იქონია. ბევრი სამეცნიერო პუბლიკაცია მიეძღვნა ამ ემბარგოს და დიდხანს განიხილებოდა ის თუ როგორ შესძლო პატარა უმცირესობამ ამ უზარმაზარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დაპყრობა. დღეს აშშ-ს იგივე საფრთხე ემუქრება. აშშ თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის რუსეთისთვის მიტოვების ფასად, მხარს უჭერს კავკასიაში რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირე სომხეთს. მეტიც, ასევე საფრთხეშია ბევრი ენერგეტიკული შესაძლებლობებიც.

კიდევ ერთი საინტერესო სტატია
ევროპა 2020

ევროკავშირმა მომდევნო 10 წლის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა
გეგმა, რომელიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მოიწონონ, საკმაოდ მოკრძალებულია, მით უფრო იმ ფონზე როდესაც გამოწვევები ასეთი მასშტაბურია. სტრატეგია გულისხმობს:
– მოსახლეობის 75%-მდე პროფესიული აქტივობის გაზრდას;
– უმაღლესი სასწავლებლების დიპლომების მქონე ადამიანთა რაოდენობის 40%-მდე გაზრდას;
– ხარჯების კვლევებსა და განვითარებაზე მშპ-ს 3%-მდე გაზრდას;
– სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანთა რიცხვის 80-მილიონიდან 60-მილიონამდე შემცირებას;
– განახლებადი ენერგიის წყაროების წილის და ენერგეტიკული ეფექტურობის გაზრდას.
იმავდროულად არანაირი სანქციები ამ გეგმის შეუსრულებლობაზე გათვალისწინებული არ არის.
ათი წლის წინ, როდესაც ევროკავშირმა ე.წ. ლისაბონის შეთანხმება გამოაცხადა, ბლოკს გაცილებით დიდი ამბიციები გააჩნდა. იმდროინელი გეგმა გულისხმობდა, რომ ევროპა მსოფლიოს უფრო კონკურენტუნარიანი რეგიონი გახდებოდა, ხოლო ამ კონკურენტუნარიანობის წყაროდ მეცნიერებაზე დაფუძნებული ეკონომიკა სახელდებოდა. ამ სტრატეგიის გამოქვეყნებიდან სულ რამდენიმე დღეში ინტერნეტ-ბანკი „გასკდა“, ბირჟებიდან კი ის მილიარდობით დოლარი აორთქლდა, რომლებიც ახალი ეკონომიკის საპნის ფირმებში იყო დაბანდებული. 2000 წლის კრიზისმა ცხადყო, თუ რა ცოტა რამ აშორებდა ერთამენეთისგან თამამ (მაგრამ რეალურ) ოცნებებს სახიფათო უტოპიისგან.
ბევრი ანალიტიკოსისთვის ასეთ უტოპია სწორედ ლისაბონის სტრატეგია იყო. მისგან არაფერი გამოვიდა: ვერც ერთი დასახული მიზანი ვერ განხორციელდა, ათწლეულების შემდეგ კი ევროკავშირი, იმის ნაცვლად რომ საკუთარი საერთაშორისო პოზიცია განემტკიცებინა, მსოფლიოს რუკაზე სულ უფრო ნაკლებად შესამჩნევი გახდა. ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს ეკონომიკურ ძლიერებას, მაგრამ ამ ძლიერების ფუნდამენტს ეროზია გაუჩნდა, რადგან ეცემა ევროპული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა. იმ უმნიშვნელოვანესი დისციპლინების გლობალურ რბოლაში, რომლებსაც მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ, ევროპელებს სუნთქვა არ ეყოთ: ისინი სულ უფრო ცუდად უმკლავდებიან მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარების საქმეს.
ახლა მთავარი კონკურენტი არამხოლოდ აშშ-ა (როგორც ეს ყოველთვის იყო), არამედ ჩინეთიც, რომლის ეკონომიკაც და სამეცნიერო-ტექნოლოგიური ძლიერებაც ისე გაიზარდა, რომ ბევრმა ვერ მოასწრო ორიენტირება. მან გერმანიას პირველობა წაართვა უმსხვილეს ექსპორტიორებში, გერმანიასაც გაუსწრო და იაპონიასაც როგორც სამეცნიერო პუბლიკაციების, ასევე გამოცხადებული პატენტების რაოდენობითაც. ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ესკო აჰო რამდენიმე წლის წინ თავის სტატიაში Creating Innovative Europe ევროკავშირის ლიდერებს აფრთხილებდა: რაც შეიძლება სწრაფად დაკავებულიყვნენ მოდერნიზაციით, ვიდრე გვიანი არ იქნებოდა.
სტრატეგია „ევროპა 2020“, როგორც სჩანს, ძალიან გვიან გაჩნდა და ძალიან უმნიშვნელო ამოცანების შესრულებას ისახავს მიზნად. სამწუხაროდ, იმავდროულად ძალიან ამბიციურსაც ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა პოლონეთი. იმ დროს, როდესაც ჩვენ გვჯერა, რომ წითელ ზღვაში ვართ რეცესიის „მწვანე კუნძული“, როგორც სჩანს ვერ ვატყობთ თუ რამდენად შეიცვალა გლობალური თამაშის წესები. დღეს ფსონი უკვე იმაზეა დადებული, რომ ევროკავშირი, როგორც მოთამაშე რომელსაც ანგარიშს უწევენ უნდა გადარჩეს. ჩვენთვის უკეთესია, თუკი ყველაფერი იქნება ისე როგორც არის, ევროკავშირი კი მეწველ ძროხად დარჩება, რომელიც ავტოსტრადების, სტადიონების და მეტ-ნაკლებად აუცილებელი ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტების აშენებას შეუწყობს ხელს. ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად გამართლებულია ჩვენი შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ახალ სტრატეგიას მოჰყვება ბრიუსელის ბიუჯეტის სახსრების გადამისამართება ძირითადად ინოვაციების მხარდაჭერაზე და არა ევროპის პერიფერიის სიღარიბიდან ამოთრევაზე.
პრობლემა ასევე ისიც არის, რომ თუკი ევროკავშირის მოდერნიზაცია არ განხორციელდა და ის მის ძველებურ დიდებას არ დაიბრუნებს, ბლოკი ვერც ვერავის დაეხმარება. ამიტომ საჭიროა ევროკავშირთან დაკავშირებით პოლონეთმა სტრატეგია კარგად გაიაზროს და გადაწყვიტოს, რომელი ვარიანტი ურჩევნია: „აიღე ფული და მიბრძანდი აქედან“ თუ „ფული მოგვეცი“, ვიდრე ძალიან არ დაგვიანებულა.

რუსეთის შემოჭრის შესახებ გათამაშებულმა რეპორტაჟმა საქართველოში პანიკა გამოიწვია

საქართველოში პანიკა ატყდა, როდესაც ტელეკომპანიამ გადასცა ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ რუსული ტანკები დედაქალაქში შემოიჭრნენ და ქვეყნის პრეზიდენტი მკვდარია. ტელეკომპანია „იმედის“ რეპორტაჟი, რომელმაც 2008 წლის რუსულ-ქართული ომის მოგონებები გააღვიძა, გათამაშებული იყო.
მაგრამ ზარებით გადატვირთული მობილური სატელეფონო ქსელები დაზიანდა და ბევრი ადამიანი ქუჩაში გამოვარდა.
იმედმა განაცხადა, რომ ის მიზნად ისახავდა ეჩვენებინა, თუ რა მოხდებოდა პრეზიდენტის სიკვდილის შემთხვევაში. მოგვიანებით არხმა ბოდიში მოიხადა.
იმ ჰოლდინგის ხელმძღვანელმა, რომელიც იმედს ფლობს, გიორგი არველაძემ განაცხადა, რომ სწუხს ტელერეპორტაჟით გამოწვეული შეშფოთების გამო.
„საძაგელი“
შაბათს საღამოს რაღაც მომენტში ბევრმა ქართველმა იფიქრა, რომ ისტორია მეორდება, ამბობს BBC-ის კორესპონდენტი თბილისში, ტომ ესლემონტი.
სულ 18 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქიდან 45 კილომეტრი მოშორებით შეჩერდნენ, დასძენს ჩვენი კორესპონდენტი.
თავის რეპორტაჟში პრო-სახელისუფლებო ტელეკომპანიამ „იმედმა“ ომის საარქივო მასალა აჩვენა და წარმოადგინა, როგორ შეიძლება მიიტაცონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ძალაუფლება ქვეყნის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა ნაჩვენები იყო, როგორც შესაძლო მოვლენათა სიმულაცია, გაფრთხილება ბევრმა ქართველმა გამოტოვა, ამბობს ჩვენი კორესპონდენტი.
ერთ-ერთი ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო იუწყებოდა, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურებში უჩვეულოდ დიდი რაოდენობით ადამიანმა დარეკა.
როდესაც ვითარება ჩაწყნარდა, რეპორტაჟი ბევრმა საქართველოს ოპოზციურ ფიგურებზე ცუდად შენიღბულ დარტყმად განიხილა. ეს ოპოზიციური ფიგურები ამას წინათ მოსკოვს პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრნენ.
არველაძემ როიტერს განუცხადა, რომ მიზანი იმ „რეალური საფრთხის“ ჩვენება იყო, თუ როგორ შეიძლება განვითარებულიყო მოვლენები.
ამან არ შეაჩერა ათობით ჟურნალისტი და გაბრაზებული ქართველები – ისინი ტელეკომპანია „იმედთან“ პროტესტის გამოსახატად შეიკრიბნენ.
ერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა რეპორტაჟს „საძაგელი“ უწოდა.

ძალიან მინდა გავიგო ამ პანიკიორთა შორის რამდენი იყო ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე რომლებიც სუფრაზე თვალდაუხამხამებად ათ ლიტრა ღვინოს გამოცლიან საქართველოს სადღეგრძელოდ............რუსეთის შემოჭრის შესახებ გათამაშებულმა რეპორტაჟმა საქართველოში პანიკა გამოიწვია
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე
arcivi9
Makena
მაგის გაგება თითმის შეუძლებელია, მაგრამ რაღაც მე ისე მომეჩვენა, რომ ახალგაზრდები ნაკლებად დაპანიკდნენ. უფროსებზე უფრო იმოქმედა თითქოს...ძალიან მინდა გავიგო ამ პანიკიორთა შორის რამდენი იყო ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე რომლებიც სუფრაზე თვალდაუხამხამებად ათ ლიტრა ღვინოს გამოცლიან საქართველოს სადღეგრძელოდ............
Makena
ახლა ისეთი გაჭედილი სიტუაციაა, რომ ჩვენ კი არა გამობრძმედილი ექსპერტებიც ვერაფერს მნიშვნელოვანს ვერ გეტყვიან მაგ თემაზე.როგორია რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების სამომავლო პროგნოზი, რა შეიძლება მოხდეს? ნაფიქრი ალბათ ბევრი გაქვთ, ჰოდა გაგვიზიარეთ

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია