Page 9 of 42

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 20 სექ 2006, 15:15
by Mrs. Robinson
zura N.
ეს რა საინტერესო ამბები მოყევი. ამ თემაში ალბათ არ შემომიხედავს......... :roll:

caucasica
შენ გაიხარე! "შენი მუხლების ჭირიმე!" (მაო! ვიცავთ შენს საავტორო უფლებებს!)
როგორ???? წურუნგალას ჩანჩქერები ქვია? ულამაზესია!

Gvalva
აააი ახლა ვნახე შენი გადაღებული ოხერხევის ( მგონი არა :roll: :oops: ) ჩანჩქერი, მაგარია! არა ჩანჩქერები სულ სხვააა! თან ეგეთი გრუხუნა!
და საერთოდ, გაზაფხულზე ხევსურეთი რა ზღაპრულად ლამაზი ყოფილა!

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 21 სექ 2006, 12:09
by toga
caucasica
თეთრულდის სურათი მაგრა მომეწონა მაგრათ უხდება თოვლიან მწვერვალს წვრილი ღრუბლები

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 22 სექ 2006, 14:34
by caucasica
zura_wiseმაშინ კიდევ ერთი თეთნულდი

Image

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 27 იან 2007, 02:24
by zura N.
guruli wrote: ჩანჩქერები თავისთავად და ეგ გამოქვაბულიც მაგარი რამე იქნება. :P
მე და ჩემი ძმა გამოქვაბულის შესასვლელთან :)
Image
ესეც მე გამოქვაბულში. ასეთი სახე იმიტო მაქ რო ფანარს მანათებდნენ თვალებში :D Image

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 27 იან 2007, 20:48
by lama
me ushbebs davdeb da naxet mere :)

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 27 იან 2007, 21:10
by Gvalva
დღეს ვნახე ეს ფოტო და უდავოდ იმსახურებს აქ გამოქვეყნებას :)

თუშეთი, ორეთის ტბა, გურული ნამყოფია :), სოფელ ჭალა და ხისოსთან ახლოს.
ვისი გადაღებულია არ ვიცი

Image

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 27 იან 2007, 21:46
by Giorgi Bagrationi
მაგარი ფოტო და ადგილია :o , რაღაცით გინგკოს ფოთოლს გავს.
ისევ მომინდა თუშეთში წასვლა 8)

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 27 იან 2007, 22:32
by kopeina
მაგარი ადგილია, მეც მომინდა იქ....

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 30 იან 2007, 16:06
by guruli
Gvalva
თუშეთი, ორეთის ტბა, გურული ნამყოფია
რატომ ეს უტვინო თავი არ გამიხმა, მაგ ტბის მაღლა მთაზე რომ წავედი და ფოტოაპარატი არ წავიღე... :( :( ულამაზესი სანახაობა ვიხილე - ძირს ხასხასა, მწვანე ბუნება გადაშლილიყო, შუაში კი რკალად ეს ლურჯად მოლივლივე ტბა, რომლის ნაპირებზეც თითქოს ვიღაცას ხალხი, ცხენები და მიმოფანტული ბარგი ფერადი მძივებივით მიეკერებინა...
სოფელ ჭალა და ხისოსთან ახლოს.
მოკლედ, კახეთიდან თუშეთში რომ მიდიხარ, გადაივლი ცერის უღელტეხილს, ჩაივლი საცივს, ციმბირს, ფიცრიჭალას, სამხევს, ლოდზე ამოსულ უცნობილეს ფიჭვს და მიადგები პირველ სოფელს - ჭალას. აქედან აუხვევ მარჯვნივ, ხისოსკენ (ეს სოფელი ფიჭვიდან უკვე ჩანს), აივლი სოფელს, მის თავზე სოფლის მთავარ სალოცავს, რომელიც უკვე ულამაზეს ტყეშია. მერე გზა იმ პატარა სერზე სწორედ ასეთ მშვენიერ ტყეში გადის, სადაც ადრე მწყემსის კარავიც იყო (ვინძლო, წყალი ან რამე დაგჭირდეთ. :wink: ). აქ ტყე უკვე მალე მთავრდება და სუბალპური მდელოები იწყება. 1-2 კილომეტრი გზა ასეთ მდელოებზე გადის და მერე, უშუალოდ ტბის ახლოს იწყება დეკიანები... მმმმაააა, ესეც ძაან მაგარი რამეა!!! :P ჯერ ხომ ჰაერი მისი ყვავილების მძაფრი სუნითაა გაჯერებული, თავად ის ყვითელი ყვავილებიც ისე ჩანს მწვანე მდელოების ფონზე, გეგონება, ფარდაგია გადაფარებულიო. ამ სილამაზესაც გაივლით და პირდაპირ მიადგებით მაღალი მთებით შემოსაზვრულ ტბას. თუმცა რაც უნდა აგიხსნათ, ნანახი მაინც სხვაა და წავიდეთ ერთი. :wink:

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 30 იან 2007, 16:49
by Gvalva
guruli

შენს პოსტში მისასვლელი მარშუტი გავამუქე, მაგ ტბის ნახვა ბევრს მოუნდება და რომ არ ვეძებოთ :)

P.S. გაიხარე მაგის დაწერისთვის, კინაღამ დამავიწყდა :)

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 30 იან 2007, 16:59
by guruli
Gvalva, დიდი მადლობა. რაკი ეგრეა, მეორე მარშრუტსაც დავწერ, ვინძლო კაცი მანქანით არ მიდის და პირდაპირ ვერტმფერით გადაფრინდეს ომალოში.
ომალოდან სამხრეთით რომ გაიხედავთ პირდაპირ იმ მთებს დაინახავთ, სადაც ეგ ულამაზესი ტბაა. სოფლიდან მაგ მიმართულებით თავქვე უნდა დაუყვეთ, გადახვალთ ხისოს ალაზანს და მეორე ნაპირზე მიადგებით ქუმელაურთას, იქიდან კი მაგ ტბისკენ სამანქანო გზა ადის. ცხადია, სამანქანე თუშური მასშტაბებით, თორემ... "გზას ვამბობ, მაგრამ რა გზაა"...
სხვათა შორის, ორივე მარშრუტი საკმაოდ იოლია და ახლოც - 2 საათიც არ გინდა ასასვლელად, მაგრამ მარტო მაგ ტბაზე რას გავაჯაზეთ? იქ ეგეთები ბევრია. ადრეც ხომ დავწერე, რომ ვესტმოს ზემოთ სამი ტბა ყოფილა ერთად, მაგრამ იქამდე ასვლა ვერ მოვახერხე. იმედია, კარაველები ერთად წავალთ.

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 31 იან 2007, 15:35
by kotetbeli
ორეთის ტბამ ბოოოოოლომდე დახურა რა! მაგარია!!

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 31 იან 2007, 17:03
by lama
თუშეთია ის ერთადერთი ადგილი სადაც მე არ ვარ ნამყოფი


(საქართველო იგულისხმება) :(

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 13 თებ 2007, 14:50
by chuna
მეც გაჩუქებთ საქართველოს სილამაზეს!
Image


Image

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 13 თებ 2007, 14:51
by lama
chuna
:lol: :wink: