ბრძნული აზრები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ბრძნული აზრები

Post by Ninukala » 29 ივნ 2009, 17:22

ადამიანი ჭამს და გამოყოფს, თუ ერთერთი აღემატება მეორეს ადამიანი ან სუქდება, ან ხდება

გრანტუსი
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ბრძნული აზრები

Post by აცაბაცა » 29 ივნ 2009, 17:28

ამ აფორიზმებს ავტორები თავად იწერდნენ თუ სხვებს აწერინებდნენ?????
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ბრძნული აზრები

Post by Ninukala » 29 ივნ 2009, 17:37

აცაბაცა
მე თავად ვიწერდი ხოლმე რვეულში.... :D წიგნების კითხვისას... :D :D :D
ლამის ერთი რვეული გავავსე... ;)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ბრძნული აზრები

Post by z g a r b i » 29 ივნ 2009, 18:03

Ninukala wrote:აცაბაცა
მე თავად ვიწერდი ხოლმე რვეულში.... :D წიგნების კითხვისას... :D :D :D
ლამის ერთი რვეული გავავსე... ;)
ჩემნაირო :)
ოღონთ ჯერ კიდევ აწმყოშია ეგ პროცედურა :)
Image

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 29 ივნ 2009, 18:14

ეს ნაკვესი სწორედ იმათთვის არის, ვინც ამას არასოდეს წაიკითხავს, რომც არ ეზარებოდეს! მაგრამ, ვისაც არ ეზარება და მაინც არ წაიკითხავს, ესე იგი მათთვისაც ყოფილა. ამიტომ, სჯობს, წაიკითხოთ!

- შემდგომ ამისა, - ვთქვი მე, - აი, რას შეგიძლია შეადარო ჩვენი ბუნება განათლებისა თუ გაუნათლებლობის მხრივ: წარმოიდგინე ადამიანები, რომლებიც თითქოს მღვიმის მსგავს მიწისქვეშა დილეგში არიან გამომწყვდეულნი. დილეგს მთელ სიგრძეზე გასდევს ჭრილი, საიდანაც შემოდის სინათლე. პატიმრებს კისერსა და ხელ-ფეხზე სიყრმიდანვე ბორკილები ადევთ, ასე რომ, არც განძრევა შეუძლიათ და არც უკან მიხედვა. ამიტომაც მხოლოდ წინ იყურებიან და მარტოოდენ იმას ხედავენ, რაც თვალწინ უდევთ. ბორკილდადებულნი ზურგშექცევით სხედან კედლისკენ, საიდანაც შემოდის სინათლე, რომელსაც შორს, მაღლა, მოგიზგიზე ცეცხლი ასხივებს. ცეცხლსა და პატიმრებს შორის მაღლობზე გადის გზა. ამ გზას პატიმრებისაგან დაბალი კედელი ჰყოფს, იმ ფარდის მსგავსად, რომლის მიღმაც თვალთმაქცები თავიანთ თანაშემწეებს მალავენ, მაღლა აწეული თოჯინებით რომ ართობენ ხალხს.

- წარმოვიდგინე.

- ახლა ისიც წარმოიდგინე, რომ კედლის გასწვრივ მიდიმოდიან მგზავრები, რომლებსაც ხელში ნაირ-ნაირი საგნები უჭირავთ, მათ შორის, ხისა თუ ქვისაგან გამოთლილი ადამიანებისა და ცხოველების გამოსახულებანი, რომლებიც იმ სიმაღლეზე აუწევიათ, რომ კედლის მიღმაც ჩანან. მგზავრებიდან, ჩვეულებრივ, ზოგი ლაპარაკობს, ზოგი კი ჩუმადაა.

- ეს რა უცნაურ სურათსა და უცნაურ პატიმრებს გვიხატავ?

- ისინი ჩვენ გვგვანან. ერთი ეს მითხარი, როგორ გგონია, განა ამ დღეში მყოფი ხალხი შეიძლება სხვა რამეს ხედავდეს, გინდა თავისას და გინდა სხვისას, მის წინ - მღვიმის კედელზე მორიალე ლანდების გარდა?

- რას უნდა ხედავდნენ, თუკი გაჩენის დღიდან თავის უკან მიბრუნებაც არ შეუძლიათ?

- კი მაგრამ, განა იგივე არ ითქმის იმ საგნებზედაც, კედლის მიღმა რომ მიმოაქვთ?

- მაინც რა?

- რა და, პატიმრებს რომ ერთმანეთში ლაპარაკი შეეძლოთ, შენი აზრით, იტყოდნენ თუ არა, რომ ნამდვილი საგნების სახელს არქმევენ კედელზე მორიალე მათ ლანდებს?

- რა თქმა უნდა.

- ხოლო მათი მღვიმე ექოსავით რომ იმეორებდეს გზად მიმავალი მგზავრების სიტყვებს, განა არ ეგონებოდათ, რომ კედელზე მორიალე ლანდები ლაპარაკობენ?

- აუცილებლად.

- ახლა კი დაუფიქრდი, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა შედეგად იმას, რომ მათთვის ბორკილები აეყარათ და უმეცრებისაგან დაეხსნათ, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა მოხდებოდა მათში, ბუნებრივი გზით რაღაც ამგვარი რომ შემთხვეოდათ? ვთქვათ, ერთ-ერთი მათგანისათვის ბორკილები აეხსნათ და ებრძანებინათ, შებრუნებულიყო, ორიოდე ნაბიჯი გადაედგა და სინათლის მხარეს გაეხედა. განა ეს ნამდვილი ტანჯვა არ იქნებოდა მისთვის? თვალისმომჭრელი სინათლე იმ საგნების გარჩევის საშუალებას არ მისცემდა, რომელთა ლანდებსაც მღვიმის კედელზე ხედავდა. როგორ გგონია, რას იტყოდა, ვინმეს რომ ეთქვა – აქამდე მხოლოდ უბადრუკ ლანდებს ხედავდი, ახლა კი, ჭეშმარიტ არსებობას მიახლებული, ნამდვილ საგნებსა ხედავო? მერე ერთ-ერთი საგანი ეჩვენებინათ, თანაც ეკითხათ, რა არის ესო, და ძალდატანებით მოეთხოვათ პასუხი გაეცა მათთვის. განა ეს, შენი აზრით, საგონებელში არ ჩააგდებდა? საბრალოს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ გაცილებით უფრო ნამდვილი იყო ის, რასაც მანამდე ხედავდა, ვიდრე ის, რასაც ახლა უჩვენებენ.

- რასაკვირველია, ამას იფიქრებდა.

- ანდა, თუ აიძულებდნენ ცეცხლის შუქისათვის ემზირა, განა თვალს არ მოსჭრიდა მისი ციმციმი? ასე რომ, შეძრწუნებული, სირბილით დაუბრუნდებოდა იმას, რასაც აქამდე ასე თავისუფლად უსწორებდა თვალს და რაც, მისი აზრით, გაცილებით უფრო ნამდვილი იყო, ვიდრე ის, რაც ახლახან უჩვენეს.

- მართალს ბრძანებ.

- ხოლო თუ ძალით გამოათრევდნენ გარეთ, რათა ციცაბო ფერდობზე გამავალი გზით მაღლა აეყვანათ და მზის სინათლე ეჩვენებინათ, განა ტკივილით გატანჯულს არ აღაშფოთებდა ამნაირი ძალმომრეობა? მზის სიკაშკაშით თვალდავსილი ერთსაც ვერ გაარჩევდა იმ საგნებს შორის, რომლებზედაც დაჟინებით ჩასჩიჩინებენ, ნამდვილი საგნები თუ გნებავს, სწორედ ესენი არიანო.

- ერთბაშად მართლაც ვერ გაარჩევდა.
აქ საჭიროა მიჩვევა, რაკიღა ყველაფრის დანახვა მართებს, რაც მაღლაა. ამიტომ, უწინარეს ყოვლისა, ლანდებისკენ უნდა მიმართოს მზერა, შემდეგ – წყლის სიღრმეში არეკლილი ადამიანებისა თუ სხვადასხვა საგანთა გამოსახულებებისაკენ, ბოლოს კი საკუთრივ საგნებს უნდა მიაპყროს თვალი. ამასთან, ცისა თუ ყოველივე ზეციურის ჭვრეტა ღამით, მთვარისა და ვარსკვლავების შუქზე უფრო გაუადვილდება, ვიდრე დღისით – მზის სინათლეზე.

- რა თქმა უნდა.

- ბოლოს და ბოლოს, ეს კაცი, ჩემი აზრით, იმასაც შეძლებს, რომ თვალი გაუსწოროს თვით მზესაც და წყალში კი აღარ უცქიროს მის ანარეკლს, არამედ ცის თაღზე დაუკვირდეს მის თვისებებს.

- უცილობლად.

- რის შედეგადაც ის დაასკვნის, რომ სწორედ მზე განსაზღვრავს წელიწადით დროთა მონაცვლეობას და დროის დინებას, რომ ამ ხილულ სამყაროში მზე წარმართავს ყველაფერს და, გარკვეული აზრით, იგივე მზეა ყოველივე იმის მიზეზიც, რაც მღვიმეში ჩანდა.

- ცხადია.

- მერედა, თავისი უწინდელი სამყოფლის, იქაური სიბრძნისა და თავისი პატიმრების გახსენებისას განა ნეტარებად არ მიიჩნევს თავის ახლნდელ ყოფას და სიბრალული არ აღეძვრის დილეგში მყოფთა მიმართ?

- რა თქმა უნდა.

- ხოლო თუ ისინი თავიანთ მღვიმეში პატივსა და დიდებას მიაგებდნენ ერთმანეთს და ჯილდოს არ იშურებდნენ იმისთვის, ვის გამჭრიახ მზერასაც არ გამოეპარებოდა არცერთი საგანი, კედლის იქით რომ მიჰქონდათ, და ყველაზე უკეთ იმახსოვრებდა, რა გამოჩნდებოდა პირველად, რა – შემდეგ და რა – ერთდროულად, რის საფუძველზეც წინასწარმეტყველებდა მომავალს, - როგორ გგონია, ბორკილებიდან თავდაღწეული კვლავინდებურად ინატრებდა ყოველივე ამას, ან შური აღეძვროდა იმის მიმართ, ვისაც თაყვანს სცემდნენ მღვიმეში, როგორც ყველაზე საჩინო და სახელოვან კაცს? თუ იმავე განცდით გულშეძრულს, რასაც გვაუწყებს ჰომეროსი, მხოლოდ ერთი რამ ექნებოდა სანატრელი: დღიურ მუშად ემუშავა ღარიბი გლეხის ყანაში და ოფლის ღვრით ეშოვა ლუკმა პური, ან აეტანა ათასნაირი გაჭირვება, ოღონდაც აღარასოდეს მიბრუნებოდა თავის უწინდელ ყოფას და იმდროინდელ სიბრმავეს.

- მეც ასე ვფიქრობ.

- ერთსაც დაუკვირდი: ეს კაცი კვლავ მღვიმეს რომ დაბრუნებოდა და თავის ძველ ადგილას დამჯდარიყო, განა მზის ნათელს ასე ანაზდად განშორებულს იმწამსვე თვალს არ დაუვსებდა ბნელი?

- რა თქმა უნდა.

- ხოლო თუ მღვიმეში სამუდამოდ გამომწყვდეულ პატიმრებთან კვლავ მოუწევდა პაექრობა ამა თუ იმ ლანდისა და მისი მნიშვნელობის გამო, ვიდრე თვალს შეაჩვევდა სიბნელეს, რასაც, ალბათ, საკმაო დრო დასჭირდებოდა, შენი აზრით, განა მასხრად არ აიგდებდნენ ამ სიტყვებით: რას მიეხეტებოდა იმ სიმაღლეზე, სულ ტყუილად დაკარგა თვალის ჩინიო? ასე რომ, თუ ვინმე შეეცდებოდა ტყვეობიდან დაეხსნა და მაღლა აეყვანა ისინი, განა იმწამსვე სულს არ გააფრთხობინებდნენ. ხელში რომ ჩავარდნოდათ?

- უეჭველად.

- ჰოდა, ჩემო ძვირფასო გლავკონ, სწორედ ესაა კაცთა ყოფის ზუსტი ხატება. მღვიმე ხილული სამყაროა, ხოლო სინათლე, რომელსაც ცეცხლი ასხივებს, მზის ნათელს ედარება. მაღლა ასვლა და ნამდვილი საგნების ჭვრეტა სხვა არა არის რა, თუ არა სულის აღმასვლა გონით საწვდომი სამყაროს მიმართ. აი, როგორია ჩემი აზრი, თუკი გსურს მას მისდიო; პირადად მე ასე მგონია, ცოდნით კი ღმერთმა იცის, მართალია თუ არა იგი. გონით საწვდომი სამყაროს ზღვარი სიკეთის იდეაა, რომელსაც ძნელად თუ გაარჩევს გონების თვალი, მაგრამ საკმარისია ბუნდოვნად მაინც აღვიქვათ, რომ აქედან უშუალოდ გამოგვაქვს დასკვნა: სწორედ სიკეთის იდეაა ყოველივე ჭეშმარიტისა და მშვენიერის მიზეზი, ხილულ სამყაროში ის ბადებს ნათელს და მის მეუფეს, გონით საწვდომ სამყაროში კი თვითონვეა მეუფეც და მბრძანებელიც, რომლისგანაც დასაბამს იღებს ჭეშმარიტება და გონიერება; ამიტომ სწორედ მის ჭვრეტას უნდა ცდილობდეს ყველა, ვისაც სურს გონივრულად იქცეოდეს როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც.

პლატონი, სახელმწიფო

P.S. უფრო ვრცლად გამოქვეყნება ვერ გავბედე.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ბრძნული აზრები

Post by აცაბაცა » 29 ივნ 2009, 18:41

ახალი თემა "თქვენი ბრძნული აზრები"
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბრძნული აზრები

Post by Tamari-ch. » 10 ივლ 2009, 09:05

შენს გასაკეთებელს -
სხვა არ გააკეთებს.

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
ბრძნული აზრები

Post by KINALOKO » 11 ივლ 2009, 01:00

.
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბრძნული აზრები

Post by Tamari-ch. » 11 ივლ 2009, 08:50

სამყარო მოწყობილია ანალოგიის პრინციპით

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბრძნული აზრები

Post by Tamari-ch. » 11 ივლ 2009, 18:07

ვინც რას ამბობს -
თავის თავზე ამბობს....

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 17 ივლ 2009, 10:07

ვისაც სურს, საკუთარი ტრაკის ქეიფზე იაროს, ნებისმიერი ტიპის გაერთიანებაში გაწევრიანებაზე უარი უნდა თქვას. ასე გასინჯეთ, საზოგადოებაში ცხოვრებაზეც უნდა თქვას უარი. მაგრამ ეს შეუძლებელია. გამოდის, რომ კაცს საკუთარი ტრაკის ქეიფზე ვერ გაუვლია. ზოგს ჰგონია, რომ დადის, მაგრამ ეს ესე არ არის.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბრძნული აზრები

Post by Tamari-ch. » 19 ივლ 2009, 10:53

"სიკეთე გაკეთებული უმადურისათვის ვთვლი რომ არის დანაშაული" -ციცერონი
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
megzuri
ბოდიალა
Posts: 260
Joined: 13 ივნ 2008, 00:41
ბრძნული აზრები

Post by megzuri » 19 ივლ 2009, 21:51


ყოველი სამეფო,რომელიც გაიყოფა,გაპარტახდება...”

”ორად გახლეჩილი ადამიანი ღირსეულად და უშიშრად ვერ შეხვდება ცხოვრებას”
”სადაც არ უდნა იყო, რომელი გზაც არ უნდა

აირჩიო, ყველგან სრულფასოვნად უნდა მყოფობდე ”

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 20 ივლ 2009, 12:31

ვინც კარგად თავის თავი იცნა, ის აღარც თავის მოყვასს განიკითხავს. მოყვასის განკითხვა ის არის, როცა კაცი თავის ცოდვას, ნაკლულევანებას არ ხედავს და სხვის ცოდვას და ნაკლულევანებას კი ხედავს და ზრახავს. ეს ცუდი ჩვეულება თითქმის ყოველ კაცს აქვს... გარნა ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანი უმეტესად თავის თავს განიკითხავს და არა სხვას.

ფარისეველი აქებს თავის თავს და რით იქებს იგი თავს? მით, რომ იგი არ არის ცრუ, მემრუშე და მტაცებელი. რა ქება არის ეს? ეგრეთ შეუძლია იქოს თავი ყოველმან ავაზაკმა. მიაქციე ყურადღება მის სიტყვებსა: “არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა ესე მეზვერე”. ეს სიტყვები გამოაჩენენ მეორე ხაზსა ფარისევლობის ხასიათისასა, ანუ მეორესა მისსა თვისებასა; ეს თვისება არის შეურაცხყოფა ანუ დაკნინება მოყვსისა: მე არ ვემსგავსები სხვათა კაცთა, მე სხვაზე უმჯობესი ვარ, სხვანი ცუდნი არიანო. ეს უგუნური სიტყვა ფარისევლისა არ მოგაგონებს ზოგიერთთა ახლანდელთა ლაპარაკს?

გაბრიელ ქიქოძე
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 20 ივლ 2009, 12:32

ვისი დღესასწაულია დღეს? ვისი გულისათვის შეიკრიბა ესოდენი ერი? ვის სახელზედ აშენებულ არს ეს დიდებული ტაძარი? ქალის სახელზედ!.. აჰა, ვითარ აღამაღლა ღმერთმან ბუნება ქალისა! მაშასადამე, როგორ უნდა იფიქრო შენ, რომ ქალს არა აქვს ესოდენი ღირსება, როგორც კაცს?

რა უნდა ვიფიქროთ, რა უნდა ვსთქვათ ზოგიერთთა ქალთა ზედა, რომელთა ნუგეში და ბედნიერება მდგომარეობს მხოლოდ კარგი ტანისამოსის ჩაცმაში, თავის მოკაზმვაში; რომელნი მხოლოდ მაშინ არიან ბედნიერნი და კმაყოფილნი, როდესაც აჯობებენ სხვა ქალთა სილამაზითა და მორთულობითა... და განიმეორებენ ყოველთა ჭირთა და ცრუთა ამბავთა. – ღმერთი მათი არა ქრისტე არს, არმედ ამაოება ამა სოფლისა.

გაბრიელ ქიქოძე
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]