Page 9 of 16

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 27 მაი 2010, 13:02
by lama
QEBURIUS wrote:lama

კარგად წაიკითხე რაც დავწერე: თუ ულტრირებულად შევხედავთქო! დავიჯერო არ იცი ეს რას ნიშნავს?
მესმის შენი

გაიხარე :)

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 27 მაი 2010, 17:50
by arcivi9
გლობალური დათბობა და საფრთხეები
რა მაგარი იქნება ანტარქტიდაში სადმე ტერორის მთაზე წამოწოლა ნამზეურის მისაღებად :lol:

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 27 მაი 2010, 17:55
by arcivi9
Makena
მალე იქამდე მივალთ რომ დინოზავრებს და ბრონტოზავრებს აღადგენენ
ძალიან მინდა ეს მალე მოხდეს
რამდენადაც ვიცი მამონტი უკვე შექმნეს 2 წლის წინ პრენსილვანიაში
ლინკი არა გაქვს ამაზე? :roll:

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 24 აგვ 2010, 01:27
by GAMARJOBA SAKARTVELO
სტატია იმაზე, თუ როგორ დაიწყო კაცობრიობამ გუშინდელი დღიდან დედამიწის შესაძლებლობების გადახარჯვა:
arcivi9 ეს ბმული შენც დაგაინტერესებს:
მასალა გამოქვეყნდა პრესა.გე-ზე

დედამიწის ბინადართ „საშინელ მომავალს“ უწინასწარმეტყველებენ

გეგა ბერიძე
22 აგვისტოდან პლანეტის მოსახლეობა ეკოლოგიურად ბანკროტია. დღეიდან დედამიწის მოსახლეობა მომავლისთის განკუთვნილი რესურსების ხარჯვას დაიწყებს. ექსპერტთა შეფასებით, თუ ადამიანმა მადა არ დაიოკა, შედეგი კაცობრიობისთვის სავალალო იქნება.
21 აგვისტოს დედამიწის მცხოვრებნი დახარჯავენ სრულ კაპიტალს, რომლებიც მათ განკარგულებაში იყო. საერთაშორისო ორგანიზაცია „გლობალ ფუდპრინტ ნერთვორკის“ ინფორმაციით, 22 აგვისტოდან პლანეტის მოსახლეობას შეუძლია საკუთარი თავი ეკოლოგიურ ბანკროტად გამოაცხადოს. ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ 21 აგვისტოს შემდეგ დედამიწის მოსახლეობა მომავლისთის განკუთვნილი რესურსების ხარჯვას დაიწყებს.
ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში სწავლობს ცხოვრების სხვადასხვა სახეობის გავლენას გარემოზე, დედამიწის ბინადართ საშინელ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა ეფუძნება პლანეტის რეგერენაციიას საკუთარი რესურსის აღდგენის შესაძლებლობას მისი მოხმარებას ერთი წლის განმავლობაში.
ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ყოველი წუთის განმავლობაში კაცობრიობა დაკარგავს 65 საფეხბურთო მოედნის ტოლ ტყის მასივს და მისგან მიღებულ სარგებელს. ხოლო ატმოსფეროს გაღატაკების შედეგად პლანეტაზე ტემპერატურის მატება საგრძნობი გახდება.
იტალიელი მეცნიერის, რობერტო ბრამბილის განმარტებით, ადამიანმა უნდა შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება, მიირთვას ნაკლები ხორცი, ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტწილად ველოსიპედით და მეტროთი და გამოიყენოს განახლებადი ენერგია.
„გლობალ ფუდპრინტ ნერთვორკის“ გათვლებით, დედამიწაზე ყველაზე სასარგებლოდ ჩინელები და ინდუსები ცხოვრობენ, რომლებიც მხოლოდ იმდენ რესურს გამოიყენებენ რამდენიც სჭირდებათ. ანალოგიისთვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, თუ დედამიწაზე ყველა სახელმწიფო აშშ ანალოგიით იცხოვრებს, მისი სიცოცხლისუნარიანობისათვის დედამიწაზე ოთხჯერ დიდი პლანეტა იქნება საჭირო.
დედამიწის ქვეყნების 80% იმაზე მეტს მოიხმარს ვიდრე მას საკუთარი ტერიტორიაზე შეუძლია მოიპოვოს. დღეს აღარავის აკვირვებს ცნობა, რომ დედამიწის მოსახლეობის მიერ პლანეტის ბუნებრივი რესურსების გამოყენების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ ახლა დადგა ეტაპი, როდესაც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, იგივე WWF-ი, გვაფრთხილებს, რომ თუ ადამიანი ცხოვრების წესს არ შეიცვლის, გლობალური რესურსების ამოწურვა გარდაუვალი გახდება.
21-ე საუკუნის 50-იან წლებში პლანეტის მოსახლეობის მიერ გამოყენებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა ორჯერ მეტი იქნება იმასთან შედარებით, რისი რეპროდუქციის უნარიც შესწევს დედამიწას. ასეთია ის შემაშფოთებელი დასკვნა, რომელსაც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ერთ–ერთ ბოლო ანგარიშში ვკითხულობთ.
რიჩარდ მოტი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ვიცე-პრეზიდენტია საერთაშორისო პოლიტიკის დარგში. მოტის თქმით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი იკვლევს, როგორ და რამდენად შეუძლია დედამიწას ადამიანის მიერ გამოყენებული ბუნებრივი რესურსების განახლება.
ეს რესურსები მოიცავს წყალს, ხე-ტყისა და სამიწათმოქმედო პროდუქტებს, თევზს. რიჩარდ მოტის აზრით, იმ ინტენსივობის გათვალისწინებით, რომლითაც ადამიანი რესურსებს ამჟამად იყენებს, 50 წლის შემდეგ დედამიწა ვეღარ შეძლებს ბუნებრივ რესურსებზე მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
რიჩარდ მოტი: „ჩვენ, რეალურად, იმაზე თითქმის ორჯერ მეტ რაოდენობას ვიყენებთ, ვიდრე დედამიწას შეუძლია, გამოიმუშავოს. ეს ვითარება ეკონომიკური მეტაფორით რომ განვიხილოთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ერთობლივი საბანკო ანგარიშიდან იმაზე მეტი შემოსავალი გაგვაქვს, ვიდრე ანგარიშს შეუძლია, გამოგვიყოს. თითქმის ორჯერ მეტი შემოსავალი“.
რიჩარდ მოტი აღნიშნავს, რომ 2050 წლამდე მოცდა სულაც არ დაგვჭირდება იმის დასანახად, რომ რესურსები იწურება. მისი თქმით, დღესაც ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ ბუნებრივ რესურსებს მომჭირნედ არ ვექცევით.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის თანახმად, 1961-დან 2003 წლამდე დედამიწის მოსახლეობამ სამჯერ და კიდევ მეტჯერ გაზარდა ბუნებრივი რესურსების გამოყენების მოცულობა. და თუ ადამიანმა მადა არ დაიოკა, შედეგი კაცობრიობისთვის სავალალო იქნება.
შესაბამისად, ანგარიშების შემდგენელთა აზრით, ცხოვრების წესის შეცვლაზე ფიქრი დღესვე უნდა დავიწყოთ. თანაც, როგორც ფონდის ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, სულაც არ არის საუბარი მსხვილმასშტაბიან და რადიკალურ ცვლილებებზე - საკმარისია, ყოველმა ჩვენგანმა მცირე, ნაკლებად მტკივნეული ცვლილებებით დაიწყოს.
რიჩარდ მოტი: „მაგალითად, უფრო მომჭირნედ ვიხმაროთ სასმელი წყალი. შევიძინოთ ავტომანქანები, რომლებიც შედარებით ნაკლებ საწვავს ხარჯავს; უკეთ ვიმუშაოთ ქალაქდაგეგმარების სფეროში, რომ კაცი სამსახურთან ახლოს ცხოვრობდეს; უფრო კომფორტული გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი; ენერგეტიკის კუთხით გავამკაცროთ სამშენებლო ნორმები; ენერგომატარებლების სიაში მეტად შევიტანოთ განახლებადი წყაროები; უფრო ეფექტიანი გავხადოთ ნარჩენების გადამუშავება. ეს არის სამუშაო, რომელიც ყველგან უნდა შესრულდეს - ყველა კულტურაში, ყველა ეკონომიკურ სისტემაში, ყველა ქვეყანაში“.
ანგარიშს, რომელსაც „ცოცხალი პლანეტა“ ჰქვია, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს. ერთ–ერთი ბოლო ანგარიშის თანახმად, 1961-დან 2003 წლამდე დედამიწაზე დაახლოებით ერთი მესამედით შემცირდა მცენარეებისა და ცხოველების სახეობათა რიცხვი. წყალში ბინადარი სახეობებში ეს მაჩვენებელი თითქმის ერთ მეოთხედს აღწევს.
თამაზ ჭელიძე, გეოფიზიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილე: „ახლო მომავალში დედამიწის რესურსის ამოწურვის საშიშროება არ გვემუქრება. ისე, მოსახლეობის უსასრულო ზრდა მართლაც კატასტროფამდე მიგვიყვანს. მაგალითად, ჩინეთი უკვე არეგულირებს ხალხის რაოდენობას. აფრიკაში კი მოსახლეობა დღითი დღე იზრდება, ეს ყველაფერი იწვევს სიღარიბესა და შიმშილს. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო ინდოეთი, რომელიც მეცნიერების დახმარებით გადარჩა. ქართველებს კი იმის რესურსები ნამდვილად გვაქვს, სხვა ქვეყნების დაუხმარებლად დავძლიოთ ესა თუ ის კრიზისი“.

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 29 აგვ 2010, 00:43
by mia-maria
ვაი დედა :((

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 29 აგვ 2010, 04:32
by GAMARJOBA SAKARTVELO
mia-maria wrote:ვაი დედა :((
ვაი დედა და თავში ხელის შემორტყმის დრო არ არის.
კაცობრიობამ უფრო ქმედითი უნდა გახდეს.
თითქოს არაფერი, მაგრამ, თუ ადამიანი შეამცირებს ლიფტით მგზავრობას, თითო მაისურისთვის არ ჩართავს სარეცხ მანქანას და ქიმიური საშუალებებით გარემოს არ დააბინძურებს, თუ ქაღალდის ხელსაწმენდების ნაცვლად უწინდელივით ქსოვილის ხელსაწმენდეს იხმარს, თუ პოლიეთილენით გარემოს არ დააბინძურებს და სა1ოდ, შეამცირებს მათ გამოყენებას, დედამიწა გადარჩება.

თითქოს, არაფერია, რაც ზევით დავწერ. თითქოს, ყველა ადამიანს ცალ-ცალკე შეუძლია, თქვას, 1 მაგისიც, მოდი, ქაღალდის ხელსაწმენდ(ებ)ს ამოვიღებ და გავიმშრალებ, ამან დედამიწას რა უნდა უქნასო, მაგრამ სინამდვილეში არც ასეა.

საკმარისია, დავფიქრდეთ, დღეში ადამიანები სა1ო ჯამში რამდენ ცალ ხელსაწმენდს იყენებენ და ამის გამო, რამდენი ხე მოიჭრა...

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 29 აგვ 2010, 14:19
by mia-maria
GAMARJOBA SAKARTVELO


ძალიან მეშინია მე გლობალური დათბობის, გუშინ შენ პოსტს რომ ვკითხულობდი მერე უკვე ვეღარ მოვისვენე მთელი ღამე, მე და ჩემი ოჯახი კი ვცდილობთ რაც შენ დაწერე ის კრიტერიუმები დავიცვათ მაგრამ, ჩვენი მეცადინეობა საკმარისია? ეს გლობალური პრობლემაა და გლობალურადვეა საჭირო გამოსავლის გხების ძიენა და მერე ამ გზების პროპაგანდა რომ ყველას ყურამდე მივიდეს :)

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 29 აგვ 2010, 15:07
by stranger
GAMARJOBA SAKARTVELO

საინტერესო სტატიაა,მაგრამ ქართველებს ეს საშიშროება ნაკლებად ემუქრებათ ,თუნდაც ამ სტატიიდან თუ ვიხელმძღვანელებთ "ქართველებს კი იმის რესურსები ნამდვილად გვაქვს, სხვა ქვეყნების დაუხმარებლად დავძლიოთ ესა თუ ის კრიზისი“.
ეს იმიტომ, რომ დემოგრაფიულ საკითხში ყოველთვის მცირერიცხოვანი ერი ვიყავით და ქვეყნის რესურსები ,რომლიც უხვად არის გვაკმაყოფილებდა.
თანაც მოსახლეობის მატების დარეგულირება,როდესაც სახელმწოფოს ეკონომიკურად არ ულხინს,სხვადასხვა ბერკეტების საშუალებით ყოველთვის შეიძლება.ამის გარდა ხალხის გამოხშირვა ისედაც ხდება ბუნებრივი პროცესების საშუალებით.(ომები ,სტიქიური უბედურებები).

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 29 აგვ 2010, 21:50
by mia-maria
stranger

საქართველო მსოფლიოს ნაწილი არაა? არამგონია მხოლოდ ჩვენ დაგვინდოს ბუნებამ

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 29 აგვ 2010, 22:08
by stranger
mia-maria

ნაწილია კი მსოფლიოსი,მერე მე ვთქვი რომ არ არისო? :lol: :roll:

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 29 აგვ 2010, 22:38
by mia-maria
stranger


არა ნაკლებად შეეხებაო, ჩვენ საკმარისად გვაქვს რესურსებიო. შეიძლება ცოტა დიდხანს გავძლოთ მაგრამ ბოლო მაინც ერთია :(

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 31 აგვ 2010, 03:33
by GAMARJOBA SAKARTVELO
mia-maria wrote:GAMARJOBA SAKARTVELO


ძალიან მეშინია მე გლობალური დათბობის, გუშინ შენ პოსტს რომ ვკითხულობდი მერე უკვე ვეღარ მოვისვენე მთელი ღამე, მე და ჩემი ოჯახი კი ვცდილობთ რაც შენ დაწერე ის კრიტერიუმები დავიცვათ მაგრამ, ჩვენი მეცადინეობა საკმარისია? ეს გლობალური პრობლემაა და გლობალურადვეა საჭირო გამოსავლის გხების ძიენა და მერე ამ გზების პროპაგანდა რომ ყველას ყურამდე მივიდეს :)
შენ მართალი ხარ, ეს საყოველთაო პრობლემაა.
თუმცა, საყოველთაო საზრუნავი მაშინ გახდება, როდესაც ცალკეული პიროვნებები თავად დაიწყებენ გარემოს მოფრთხილებას.
ნამდვილად საშური საქმეა ელექტროენერგიის დაზოგვა, ქაღალდის გამოყენების შემცირება, გამონაბოლქვების განახევრება მაინც.

ყველას შეუძლია, ქაღალდის ხელსაწმენდების ნაცვლად უწინდელივით ცხვირსახოცი იხმაროს.
აბა, ნახე, რამდენი ხე დაიზოგება.

გარემოს 1-1 მტერი სარეცხი საშუალებებია. ამიტომაც არის მიზანშეწონილი, სარეცხი მანქანის ჩართვა მხოლოდ
დიდი რაოდენობის სარეცხის შეგროვების შემდეგ და არა ყოველ ჯერზე

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 31 აგვ 2010, 09:16
by lama
დედოფლისწყაროს რაიონი უდაბნოვდებაო...

გული დამეწვა ეს რომ გავიგე :(

მთელს შირაქს ემუქრება გაუდაბნოვება...

:(

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 31 აგვ 2010, 09:29
by Naia
lama wrote:დედოფლისწყაროს რაიონი უდაბნოვდებაო...

გული დამეწვა ეს რომ გავიგე :(

მთელს შირაქს ემუქრება გაუდაბნოვება...

:(
მეც ვუსმინე გუშინ. ყოველ წელს იზრდება გაუდაბნოებული ტერიტორიაო:( ნეტავ საირიგაციო საშუალებები არ შეაჩერებს ამ პროცესს?

გლობალური დათბობა და საფრთხეები

Posted: 31 აგვ 2010, 09:31
by Hereti
მე მაინც შეგნებულად აგორებულ ჭორი მგონია ეს გლობალური დათბობა, პანიკის დათესვივ მიზნით და დამატებითი გადასახადების შემოღების მიზნით, მალე ყველაფერზე დამატებით გადასახადებს დააწესებენ, საქართველოში როგორ იქნება არ ვიცი,მაგრამ დიდი ქვეყნებში უეჭველია