დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დავიცვათ ქართული ენა

Post by Tamari-ch. » 01 ივლ 2010, 13:44

lama
რომ არ შეუსწორებ - იგივეს იმეორებს
ალბათ ფორმა უნდა მოიძებნოს ისეთი, რომ არ იყოს დამამცირებელი მისთვის.

როცა გისწორებენ ეს იწვევს შენში დაფიქრებას
და მომავალში ცდილობ აღარ გაიმეორო შეცდომა.
საბოლოო ჯამში - ეს დადებითი მოვლენაა -

ალბათ ხუმრობით რომ შევუსწოროთ ხოლმე ერთმანეთს - არ იქნება ცუდი
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
დავიცვათ ქართული ენა

Post by tamuna_gudarexi » 01 ივლ 2010, 23:38

GAMARJOBA SAKARTVELO
ნამდვილად არ ვიცი, ოტიამ მოიგონა თუ ასე იცოდა, მაგრამ "თავსატუცი" მეც ძალიან მომწონს :)
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by paata_ » 02 ივლ 2010, 00:19

მანდილი სხვა რამეა?


აქ თავსატუცტან მიმართებაში ვტქვი და რა კამათის გამო

პირიქით, გააგრძელეთ კამათი - ლუდი მომზადებული მაქვს კარგად რო ჩავუჯდე

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
დავიცვათ ქართული ენა

Post by tamuna_gudarexi » 02 ივლ 2010, 00:24

Wanderer wrote: გეთანხმები თეო. შევამჩნიე, რომ ზოგ-ზოგიერთები უკვე სპეციალურად და გამაღიზიანებლად ამბობენ ბარბარიზმებს. და რატომ იცით? იმიტომ რომ მათ რაღაცას უსწორებენ ანუ რაღაცას აძალებენ და ასეთი რეაქციით ისინი თავიდან იცილებენ ამ თავს მოხვეულ შესწორებას(ანუ ერთგვარ აგრესიას). ....
ასეთები, რა თქმა უნდა, შემჩნეული არიან... მიდი და ნუ შეამჩნევ! ;)
თუმცა, საბედნიეროდ, სულ თითზე ჩამოსათვლელი.
ისეთი კარაველი შეუდარებლად მეტია, ვინც გონივრულად უდგება ამ საკითხს, შესწორებასაც ისე იღებს, როგორც ზრდასრულ და მოაზროვნე ადამიანს შეეფერება და ცდილობს, შეცდომა აღარ დაუშვას. თავად უხარიათ, შეცდომაზე რამდენჯერმე მითითების შემდეგ უფრო სუფთად რომ დაიწყეს საუბარი.
თავიდან მე თვითონ ვიყავი ამის მომხრე, მაგრამ ექსპერიმენტებმა(მათ შორის ჩემმა საკუთარმა) აჩვენა, რომ ეს მეთოდი არ ამართლებს და უკურექციას იწვევს...
ზემოთ რაც აღვნიშნე, იქიდან გამომდინარე, ვერ დაგეთანხმები, ზურა. მე ვთვლი, რომ გაამართლა. და იმის გამო, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეუსაბამოდ აღიქვამს, არ უნდა იყოს იმის საფუძველი, რომ არამართებულად მივიჩნიოთ მიდგომა.
....როგორც ჩანს, ქართული ენა აგრესიული მეთოდებით არ უნდა გაიწმინდოს. სხვა, უფრო რთული მეთოდების მოძიება და მოფიქრება არის საჭირო.
და რატომ არის აგრესიული შეცდომაზე მითითება? :roll:
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
დავიცვათ ქართული ენა

Post by tamuna_gudarexi » 02 ივლ 2010, 00:25

paata_

მანდილი სხვა რამეა?
პაატა, კაპიუშონიანი მამაკაცები მანდილოსნებად გინდა მოიხსენიო? ;) :P
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by anano » 02 ივლ 2010, 01:05

lama wrote:


ზურა გეთანხმები...

მეც ასე ვიყავი თავიდან, მაგრამ ამ ყველაფერმა პროტესტი (ცინიკურიც მათ შორის...) გამოიწვია ხალხში და მეც შევეშვი

ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება მოვეშვათ შესწორებებს :)

და გეფიცებით პრობლემაც მოგვარებული იქნება....

მე, პირადადაც მითქვამს გოგასთვის, მაგრამ გოგა მაინც არ ითვალისწინებს ჩემს ნათქვამ თხოვნას და ამბობს, რომ კვლავაც გააგრძელებს შესწორებებს... (ეს სიჯიუტეა :))

რაც შეეხება პოზიციას: - "მე ვერთვები სხვის თემაში და ვუსწორებ ქართულს, მაგრამ თემას არ ვუხვევ" ესეც არ არის გამართლებული...

აქ, ვისაც როგორ უნდა ისე დაწერს და ნებისმიერი შესწორება ბევრისთვის და მათ შორის ჩემთვის მიუღებელია არა მხოლოდ გოგასგან, არამედ ნებისმიერისგან...

მეგობრებო დაიჯერეთ, რომ ამაში მდგომარეობს კონფლიქტის მიზეზი და გთხოვთ გავითვალისწინოთ ყველამ ერთად ....

პატივისცემით ლამა
რატომ ლამა, რატომ?? შენ არ ხარ ის ადამიანი , რომელიც ახალგარზდებს ქართული ენის სიდიადესა და მშვენებას აცნობს?? რატომ გაღიზიანებს როდესაც გისწორებენ, თანაც მშობლიურ ენას??
გოგას ამ მეთოდმა საკმაოდ დიდი შედეგი გამოიღო და ამაში ბევრი კარაველი დამეთანხმება...ასე რომ, მომხრე ვარ რომ განაგრძოს!!

სხვანაირად წავილეკებით, სადაც ლექტორები საუბრობენ ასეთი "გამართული" ქართულით და თანაც აპროტესტებენ თავიანთი ბარბარიზმების გამართული ქართულით ჩანაცვლებას ... იქ სხვას რაღა მოვთხოვოთ?!

ამიტომ დავიცვათ ქართული ენა ვისაც როგორ შეგვიძლია ისე... მათ შორის, გოგასეული მეთოდებით!

რაც შეეხება კუდებს, ვინ ვისი კუდია კარგად ჩანს...
Last edited by anano on 02 ივლ 2010, 09:33, edited 1 time in total.
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by paata_ » 02 ივლ 2010, 01:28

tamuna_gudarexi

ხო, მარტალი ხარ :)

ქალები ხო გაგვიხდნენ ჩოხოსნები :D

ამაზე რატო არაფერს წერს ჰი გეორგია?


კაია ეროვნულ სამოსში გამოწყობილები, მაგრამ ჩოხოსნები ქალები როგორ უნდა იყვნენ

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 ივლ 2010, 02:31

დღეს ლამამ პირად საუბარში მითხრა, რომ ქართულ ენასთან დაკავშირებით აღარ შემისწოროო.
მის თხოვნას ვასრულებ.
ასევე, გავითვალისწინებ იმათ თხოვნას, ვისაც ეს აღიზიანებს. მომწერეთ PM.
ამის მიუხედავად, მზად ვარ,
მივიღო შენიშვნები და მოსაზრებები იმათთაგანაც (არამხოლოდ ქართულ ენის თაობაზე), ვინც ქართულთან
დაკავშირებით ჩემი ახირებით გაბეზრებულია.
თუმცა, მე ქართულ ენას აგრესიული მეთოდებით ნამდვილად არ ვიცავ.
ჩემი პოზიცია ყოველთვის გულშემატკივრულია.
არ ვიცი, ზოგი1 ამას რატომ ვერ ხედავს?
ალბათ, არასწორი მეთოდი მაქვს შერჩეული.

შენიშვნებსა და მოსაზრებებს ვიღებ იმიტომ, რომ ვისწავლო, დავიხვეწო, უკეთესი ვიყო არამხოლოდ ქართულ ენაში.
თუ ვინმეს ნიშნისმოგება უნდა, რა პრობლემაა?
წეროს...

1ად1, ვეარფრით მივიღებ შესწორება-შენიშვნებს იმათთგან, რომლებიც 2მაგი სტანდარტით მოქმედებენ.


ARCHILI
guruli
lama
თუ შეიძლება, ლანძღვაზე უარი თქვით, მით უფრო, პირადულს ნუ შეეხებით.
მადლობა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 ივლ 2010, 02:34

paata_ wrote:tamuna_gudarexi

ხო, მარტალი ხარ :)

ქალები ხო გაგვიხდნენ ჩოხოსნები :D

ამაზე რატო არაფერს წერს ჰი გეორგია?


კაია ეროვნულ სამოსში გამოწყობილები, მაგრამ ჩოხოსნები ქალები როგორ უნდა იყვნენ
ჩოხოსნობას ქართულ ენასთან რა შეხება აქვს?
ყველაფერზე რატომ ვწერო?
თუ ვინმეს აწუხებს, დაწეროს და იმჯელოს.

აქვე გეტყვი, რომ ნუ შეეცდები თემიდან გადახვევას
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by LEVANIKO » 02 ივლ 2010, 03:25

მე მიმაჩნია რო რომელი ადამიანიც შეცდომას უშვებს საუბრის დროს ან წერაში ის ხვდება მაგრამ მაინც ისე წერს და საუბრობს ამიტომ უაზრობად მიმაჩნია მითითება და არამიზანშეწონილად მაგალითად მე გოგა 1 იანს და 2 იანს რომ ხმარობ სიტყვებში არმომწონს მაგრამ შენი ნება როგორ დაწერ და ასევე სხვების ნება ვისაც როგორ უნდა ისე წეროს უფრო ჯობია ერთმანეთს არშეუსწოროთ სიტყვები მიტუმეტეს ვისაც სწყინს
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 ივლ 2010, 03:44

LEVANIKO wrote:მიმაჩნია რო რომელი ადამიანიც შეცდომას უშვებს საუბრის დროს ან წერაში ის ხვდება მაგრამ მაინც ისე წერს და საუბრობს
ვინც ხვდება, რომ ქართულ ენაში შეცდომას უშვებს, მაინც შეცდომით წერს ან ლაპარაკობს?
არ მჯერა, რომ ადამიანი ბარბარიზმებს აცნობიერებდეს და მაინც შეცდომით ლაპარაკობდეს.

სამწუხაროდ ის მიმაჩნია, რომ დავა გვაქვს შეცდომის მითითება- არ მითითებაზე, მითითებით
გამოწვეულ წყენაზე და არა ენის დაცვაზე.
არ ვიცი, რა ვთქვა...

ჰო, მართლა, ხელმოწერაში 1ობ საინტერესო ფრაზა გიწერია - :ყველაფერი გამოვა, თუ მოინდომებ:.
აგაშენა ღმერთმა - რატომ არ უნდა მოინდომო ქართულად სწორად მეტყველება?
ისე კი, გულახდილად გეტყვი, შენ ხშირად ხმარობ ბარბარიზმს.
მოდი, რა, მოინდომე ენის გამოსწორება და გამოვა.
მიხვდები, რომ საწყენი სულაც არაფერი ყოფილა...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 ივლ 2010, 04:06

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა აკაკი შანიძემ, როდესაც 100 წლის იუბილეს უხდიდნენ, თქვა,
ვინც ქართული ენას ამახინჯებს, მაგრამ მისი დაცვა სწადია, უფრო მეტი ქართულენოვანი წიგნი წაიკითხოსო.
მართლაც, წიგნი სუფთა მარცვლის მოსაყვანი ნიადაგია...
ვიცი ხალხი, ვინც ბევრ ქართულენოვან წიგნს კითხულობს და სულ უფრო და უფრო ნაკლებ შეცდომას უშვებს.
შესაბამისად, ძნელად თუ იპოვით ისეთს, ვინც მათ შეცდომას მიუთითებს.


1ია, ჩემი აზრით, ადამიანს ის უნდა სწყინდეს, შეცდომას რომ უშვებს და არა ის, რომ მასზე ყურადღებას უმახვილებენ.
ცხადია, ჩემი ეს შეხედულება არ ნიშნავს, რომ სრული ჭეშმარიტებაა და შესაძლოა, ვიღაცისთვის
ჩანს, რომ მართლაც აბეზარასავით და საწყენად ვიქცევი...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 02 ივლ 2010, 09:09

GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა, ძალიან დიდი მადლობა ჩემი თხოვნის გათვალისწინების გამო...

პირადი შეურაცხყოფა კი ნამდვილად აუტანელია... (დამეთანხმები(თ))
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 02 ივლ 2010, 09:14

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
lama
თუ შეიძლება, ლანძღვაზე უარი თქვით, მით უფრო, პირადულს ნუ შეეხებით.
მადლობა.
ლანძღვაზე უარი მაქვს ნათქვამი, კაი ხანია, მაგრამ პირად შეურაცხყოფაზე მწარე გინების ნაცვლად ცინიკური პოსტები ვწერე, ძალიან ბევრი....

და ალბათ ეს ნამდვილად ასევე გაგრძელდება, შესაბამისად თუ შეურაცხყოფას (პირადულს) მომაყენებენ...
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
დავიცვათ ქართული ენა

Post by QEBURIUS » 02 ივლ 2010, 09:53

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა აკაკი შანიძემ, როდესაც 100 წლის იუბილეს უხდიდნენ


რამდენი წელი იცოცხლა?


ისე ვანგა-ცრუ დროა შანიძეების ფანი (უი ქომაგი) ოფიციალურად გახდე. დაისვენებს ყველა შენი -არშემდგარი ქართული ენის გრამატიკის მასწავლებლის კომპლექსებისაგან :twisted:
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]