Page 8 of 42

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 29 ივლ 2006, 23:49
by Mrs. Robinson
zura N.
მანდ ჩანჩქერის სურათიც გექნება!
:oops:

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 30 ივლ 2006, 00:09
by zura N.
Mrs. Robinson

რომელი ამაზე ამბობ? :wink:
Image

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 30 ივლ 2006, 00:10
by zura N.
ზედა სურათიც ლუგელას ხეობაა

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 30 ივლ 2006, 00:13
by mika
zura N.
http://www.karavi.caucasus.net/viewtopi ... &start=210
აქ სეისეირნე და სენზე გვიამბე რამე

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 31 ივლ 2006, 19:40
by Mrs. Robinson
zura N.
მშვენიერია! :D
არ ვიცი ჩემო კარგო მაგაზე ვამბობ თუ არა. ისე გამიგია, რომ ძალიან ლამაზი ხეობა და ჩანჩქერებია!

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 31 ივლ 2006, 19:55
by zura N.
Mrs. Robinson

მართლაც ძალიან ლამაზია ამ ზაფხულს რო წავალ აუცილებლად გადავიღებ სურათებს და გაჩვენებთ, რამდენჯერაც წავედი ფოტოაპარატი არ მქონდა არცერთხელ. :(
მაგრამ ეს წელს არ განმეორდება :!:

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 31 ივლ 2006, 23:16
by Gvalva
zura N.

ეტყობა რაღაც გამომრჩა, რა ადგილების გიდობა შეგიძლია? სადაა შენი სოფელი და რა პერიოდში ხარ იქეთ?

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 01 აგვ 2006, 01:23
by caucasica
Image

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 01 აგვ 2006, 01:55
by zura N.
Gvalva

ჩხოროწყუს რაიონი სოფელი მუხური, ლუგელას ხეობა, მდ. ხობი იღებს სათავეს იქედან. ლუგელა არის ბუნებრივი კალცი რომელიც მიწიდან ამოედინება ამ ხეობაში ამიტომაც დაარქვეს ლუგელას ხეობა. მდ. ხობის წყალზე მუხური არის ბოლო სოფელი ამიტომ მდინარე აქ ძალიან სუფთაა. მდინარეს აგრეთვე უერთდება სხვა პატარა მდინარეები და ნაკადულები ( მაგ. "გვალაშარა" ( ქართულად " მთის გზა" გვალა-მთა; შარა-გზა ), რომელიც არც ისე პატარაა და ძაან ბობოქარი, წყალი კი ძალიან კამკამაა და ცივი ( თუ გაგიმართლებს შეიძლება კალმახიც დაიჭირო. მე პირადად 1 ცალი მყავს დაჭერილი :D, მაგრამ სამწუხაროდ დენით თითქმის სულ გაწყვიტეს :( ).
ამ სოფელში აგრეთვე არის ერთი გამოქვაბული რომელიც ძალიან გრძელია და მრავალი ოთახებისაგან შედგება ამიტომ ბოლომდე ჯერ არავინ გასულა ( მე გავედი 3 ოთახი), სოფლელები ამბობენ რომ 4 თუ 5 ოთახში არის დიდი ტბა რომელიც ძალიან ცივია და მის იქეთ გადასვლა ძალიან ძნელია ( თან ჰაერიც არაა საკმარისი), ასე რომ იქაურებიც მხოლოდ ტბამდე არიან მისულები.
იქაურები ამბობენ რომ სოფელსი 4-5 წლის წინ ფრანგების ექსპედიცია იყო ჩასული ამ გამოქვაბულის გამოსაკვლევად და ბოლომდე ვერც ისინი გასულან, შემდეგ რაგაც სითხე ჩაუშვიათ ნაპრალებში რათა სიღრმე გაეგოთ გამოქვაბულის და ელოდებოდნენ როდის გამოჟონავდა მდინარეში და 3-4 დღის მერე გამოჟონა მემგონი (აღარ მახსოვს).
მოკლედ ფრანგების ვარაუდით შესაძლოა სიგრძით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი იყოს :shock: , ასე ამბობენ სოფელში ( იმედია ასეც იქნება :D ).

მე ყოველ წელს ჩავდივარ ხოლმე იქ დასასვენებლად 1-2 კვირით დეიდაჩემთან. ისე სოფელს ზაფხულში ბევრი ყავს დამსვენებელი ტურისტები ქართველებიც და უცხოელებიც ხანდახან.
წელს 15 აგვისტოს მერე ვაპირებ ჩასვლას თუკი ვინმე გადაწყვეტთ ჩამოსვლას შემეხმიანეთ და სიამოვნებით დაგათვალიერებინებთ იქაურობას :wink:

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 01 აგვ 2006, 02:13
by guruli
zura N.
ოჰო, საინტერესო რამეებს წერ. ჩანჩქერები თავისთავად და ეგ გამოქვაბულიც მაგარი რამე იქნება. :P

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 01 აგვ 2006, 02:28
by zura N.
guruli

დამიჯერე მართლა მაგარი რაღაცაა. შარშან ვიყავით გამოქვაბულში ნაწვიმარზე, ხოდა გამოქვაბულს რო მივუახლოვდით ერთი პატარა დამშრალი ხევია რომელიც სულ ხავსითაა დაფარული ხოდა ამ ხევზე მაგარი ნისლი იყო რადგან ზემოთ თბილოდა მიწის ქვეშ კი ტბა არის ყინულივით ცივი. ხევში ლოდძე რო ვიდექი და ნახევარი მეტრით ჩამოვიდოდი ლოდიდან დაბლა ფეხებში ისეთი სიცივე მხვდებოდა თუ წარმოგიდგენიათ მაცივარი ვაგონები რომ არის და კარებს რო გააღებ და დაბლა ნისლივით რო მოდის ცივი ჰაერი და ფეხებს მოგაყინავს ეგეთი შეგრძნება იყო, მოკლედ მიწის ქვემოთ მაგარი ცივი ტბა არის. სხვათა შორის სოფელში ისიც მითხრეს ტბაში თევზები დაცურავენ რომლებსაც თვალები არა აქვთ და ბრმები არიანო რადგან იქ უკუნითი სიბნელეა ( არ ვიცი მე არ მინახავს შეიძლება მართალიცაა).

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 03 აგვ 2006, 19:32
by toga
zura N.
საინტერესოა კაი სანახავი იქნება :?

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 04 სექ 2006, 20:59
by caucasica
Mrs. Robinson
ჩანჩქერების სიყვარულის გამო ვათავსებ ამ სურათს, ჩანჩქერები: წურუნგალას "მყინვარიდან მოვდივართ....".... :)
Image

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 04 სექ 2006, 21:11
by caucasica
თეთნულდი....
Image

საქართველოს ყველაზე ლამაზი ადგილები

Posted: 04 სექ 2006, 21:57
by Gvalva
caucasica

ძალიან ლამაზი ყოფილა წურუნგალას მყინვარი... სადმე უფრო ბევრს ხომ არ მოგვიყვებოდი?! :)