სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 04 დეკ 2009, 17:53

Nephros
ცულისპირა პარკოსანი მცენარეა, ანუ მისი შეკმაზვა დაახლოებით ისევე შეიზლება როგორც ლობიოსი, ძალიან გემრიელი და ყუათიანია.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 დეკ 2009, 00:35

Ochokochi wrote:GAMARJOBA SAKARTVELO


კარგად იცი, რომელი "პირველი" პოსტიც ვიგულისხმე და შენ კი რომელი მოგყავს ზემოთ? სიტყვებით თამაში არ გამოვა.

მოლანდებებზე როცა ლაპარაკობ, შენსკენ მოიკითხე, როცა თურქული კარტოფილი მოგელანდა და მოთქმაც ჩაგესმა. კორექტულობა დაიცავი მოქალაქევ, თორემ შენი დამრიგებლური ტონიდან გეტყობა ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე.

მეორეც,საიდან დაასკვენი რომ ისე გავიგეთ თითქოს ნაგვის ყიდვისკენ მოუწოდებ ხალხს? მცდარი დასკვნაა!

შენს გარდა ბევრი სხვაც ზრუნავს საქართველოზე და ვინ სიტყვით, ვინ საქმით, მეტად თუ ნაკლებად ეს კიდევ საკითხავია.
რა დიდი პატივია, რომ სულ რაღაც 2 წერილი დაგჭირდა, "ამხანაგიდან" "მოქალაქის" მომართვაზე გადმოსულიყავი.
ძნ აგრესიული ტონი გაქვს და კორექტულობისკენ მომიწოდებ, მაშინ როდესაც ნატამალით მისთვის არ მიღალატია, შენგან განსხვავებით.
რა მოლანდება-მოთქმა და დიდი წარმოდგენა აგიტყდა, შე კაი კაცო?
თუ რამის გამკეთებელი ხარ, გაკიცხვას მოეშვი და შედეგზე 2ენტირებული საქმე გააკეთე.
მართლაც, ძნ შეწუხებული ვარ ჩვენი გლეხების არასათანადო პირობებში ჩაყენების გამო.
როდესაც სახელმწიფოს ჩვენი თანამოქალაქეების სათანადო მხარდაჭერა არ შეუძლია, მაშინ ხელი ჩვენ უნდა გამოვიღოთ.
უ1ლესად, როდესაც კაფე-ბარებში, ბაზრებში შევალთ, მოვითხოვოთ სამამულო ნაწარმი. ცხადია, ხარისხიანს ვგულისხმობ.
როდესაც მომარაგებელი დაინახავს, რომ ქართულ ნაწარმზე მოთხოვნილება იზრდება, ეგებ გამოფხიზლდეს და გლეხის ჭირნახული იყიდოს კიდეც.
ჩემს ამგვარ მცდელობებს შედეგები უკვე აქვს.
ოღონდ, ისევე, როგორც 1 ბარის დარტყმით ორმოს ვერ ამოიღებ, ისე 1 და 2 ადამიანი სურათს ვერ შეცვლის.
ყველა ჩვენგანმა უფრო მეტად უნდა ვიაქტიუროთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 07 დეკ 2009, 16:17

Makena wrote: გლეხებს რაც შეეხება, არ გეთანხმები რომ გლეხები სისაძაგლეს იყენებენ, გლეხები მძიმე მდგომარეობაში არიან, მათ ლანძრვა კი არა მიხედვა და დახმარება სჭირდებათ!
ნება მომეცი არ დაგეთანხმო მეც ჩემი მხრიდან.
ჩემს მიერ გამოთქმული აზრი რომ გლეხები გადაჭარბებულად ხმარობენ ქიმიკატებს სამწუხაროდ ფოტოებზე დაფიქსირებული ფაქტებით შემიძლია დავადასტურო.
მეტ ნაკლებად ჩახედული მეფუტკრეობაში ვარ და თამამად შემიძლია განვაცხადო:
ბიოთაფლი დღეს საქართველოში არ იწარმოება, რადგან ფუტკრის მკურნალობის და მოვლის დღევანდელი მეთოდი ამას გამორიცხავს.
ფუტკარი მუშავდება ძლიერმომქმედი ქიმიური და სხვა არაბიოლოგიური მეთოდებით, რაც ფუტკრის ბიოლოგიურ დეგრადაციას იწვევს და თაფლის არა მარტო ხარისხზე არამედ ქიმიურ შემადგენლბაზეც აისახება.

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Tamusia » 07 დეკ 2009, 21:15

მოვარდისფრო ფერის კარტოფილი კარგია?

რა ვიცი, მე მომწონს
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 08 დეკ 2009, 01:56

Tamusia
ძალიან კარგია, მე პირადად ვარდისფერ კარტოფილს ვარჩევ.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 08 დეკ 2009, 02:07

ლეონტი
გლეხების ნაწილი მართლაც ხმარობს გაურკვეველი წარმოშობის პესტიციდებს, მე პირადად მაქვს ნანახი ლაგოდეხში კომბოსტოსა და კიტრზე როგორ აყრიდნენ დდტ. ჩვენ კი გვგონია რომ ლაგოდეხის კიტრი საუკეთესოა?!
მე ყველაზე ვერ ვისაუბრებ, ელკანას წევრი ფერმერები ქიმიურ საშუალებებს არ იყენებენ, ეს პროცესი კონტროლირებული და რეგულირებულია.

მეფუტკრეობის შემთხვევაშიც იგივე მდგომარეობაა, არის მეფუტკრეთა კატეგორია რომელიც სხვადასხვა სინთეზურ საშუალებებს იყენებს, თუმცა ჩვენი ორგანიზაციის წევრი მეფუტკრეები აწარმოებენ ბიოლოგიურ თაფლს, ანუ არ იყენებენ სინთეზურ საშუალებებს, ეს პროცესი კონტროლდება,სურვილის შემთხვევაში მათ საფუტკრეში ჩასვლა და დათვალიერება შეიძლება.
საერთოდ კი სახელმწიფოს მიერ ასაწყობია კონტროლის სისტემა თუ რა სახის პრეპარატების იმპორტი ხორციელდება ქვეყანაში.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ლეონტი » 09 დეკ 2009, 11:20

Makena wrote:ლეონტი
არის მეფუტკრეთა კატეგორია რომელიც სხვადასხვა სინთეზურ საშუალებებს იყენებს, თუმცა ჩვენი ორგანიზაციის წევრი მეფუტკრეები აწარმოებენ ბიოლოგიურ თაფლს, ანუ არ იყენებენ სინთეზურ საშუალებებს, ეს პროცესი კონტროლდება,.
არ იყენებენ სინთეზურ საშუალებებს სხვა არის და იყენებენ , მხოლოდ დოზირებულად და მკაცრი კონტროლით კიდე სხვა.
მე ვგულისხმობ , ანუ საერთასორისო გაგებით ბიოთაფლი არის ისეთი პროდუქტი, რომელიც მიიღება სრულებით , აბსოლუტურად ქიმიურ სინთეტური პრეპარატების და შაქრით კვების გამოყენების გარეშე.
ხოლო დღეს ასეთი პრაქტიკაში არ გვხვდება.
თუ თქვენ ვინმე გყავთ ასეთი ელკანაში, ეს უნიკალური იშვიათობაა და დღესვე მზად ვარ დავემოწაფო.(რათქმა უნდა საზღაურს გადაუხდი)
ამას მიმალავდით?
Last edited by ლეონტი on 15 დეკ 2009, 21:55, edited 2 times in total.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by Makena » 09 დეკ 2009, 16:37

ლეონტი
საერთასორისო სტანდარტის მიხედვით და ასევე ქართული კანონმდებლობის მიხედვით რომელიც საქარტველოში ეკოლოგიურ აგროწარმოებას და სერტიფიცირებას არეგულირებს (ეს კანონი ჩვენს მიერ იქნა მომზადებული და უკვე ძალაშია გარკვეული შეზღუდვებით, სრულად ამოქმედდება 2012 წელს)მეფუტკრეობასი აკრზალულია სინთეზური პრეპარატების გამოყენება, ასევე რეგულირდება შენახვისა და ტრანსპორტირების საკითხები.

ჩვენ გვყავს წევრი მეფუტკრეები რომლებიც ბიოლოგიურ თაფლს აწარმოებენ, ასევე გვყავს მეფუტკრეობის კარგი სპეციალისტი რომელმაც შესანისნავად იცის ეკოლოგიური მეფუტკრეობა, მის კონსულტაციაში ფულს არ გადაგახდევინებთ :)

საინტერესო წიგნი გამოვეცით ფუტკრის რძის წარმოებასთან დაკავშირებით, როცა გნახავ გადმოგცემ საჩუქრად :)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ARCHILI » 09 დეკ 2009, 16:50

ფუტკარზე გამახსენდა, ხომ არ იცით, სად შეიძლება შევიძინოთ ე.წ. ფუტკრის მტვერი?

:roll:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by qvevri » 09 დეკ 2009, 19:14

ARCHILI wrote:ფუტკარზე გამახსენდა, ხომ არ იცით, სად შეიძლება შევიძინოთ ე.წ. ფუტკრის მტვერი?

:roll:
მოკლედ დახურე რა :lol: :lol: :lol:
ყვავილის მტვერი რათ გინდა და რამდენი გინდა?

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ARCHILI » 09 დეკ 2009, 19:25

qvevri


არ ვიცი, ჩემი ახლობელი კითხულობდა... ოღონდ, ყვავილის კიარა ფუტკრის მტვერს...

როგორც ვიცი, ნაღველისათვის არის კარგი...

თუ არ ვცდები, გამომშრალი ფუტკარია დაფქვილ თუ რაღაცნაირ მდგომარეობაში და ნაღველის ამოსარეცხად გამოიყენება.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by qvevri » 09 დეკ 2009, 19:29

ARCHILI wrote:qvevri


არ ვიცი, ჩემი ახლობელი კითხულობდა... ოღონდ, ყვავილის კიარა ფუტკრის მტვერს...

როგორც ვიცი, ნაღველისათვის არის კარგი...

თუ არ ვცდები, გამომშრალი ფუტკარია დაფქვილ თუ რაღაცნაირ მდგომარეობაში და ნაღველზე გამოიყენება.
ხოოოო :roll:
ასეთ შემთხვევაში მგონი ჯობია პეპლების საჭერი და ტოსტერის აპარატი იყიდოს იმ შენმა ნაცნობმა. :wink:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ARCHILI » 09 დეკ 2009, 19:31

qvevri


გამახსენდა, ფუტკარი კიარა, კრაზანა გამოიყენება მაგისათვის მგონი...

:D :D :D

ან ფუტკარი...

:roll: :roll: :roll:

მოკლედ, რაცაა, მაგისაგან ყენდება ნაყენი და იმას სვამენ და ნაღველს შველის...

:roll:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by qvevri » 09 დეკ 2009, 19:33

ARCHILI wrote:qvevri


გამახსენდა, ფუტკარი კიარა, კრაზანა გამოიყენება მაგისათვის მგონი...

:D :D :D

ან ფუტკარი...

:roll: :roll: :roll:

მოკლედ, რაცაა, მაგისაგან ყენდება ნაყენი და იმას სვამენ და ნაღველს შველის...

:roll:
კრაზანას მტვერზე თუ საუბრობდა იქნებ მცენარე კრაზანას გულისხმობდა? თუ ასეა მაშინ ეგ იოლი საქმეა, ბაზრებში იყიდება ხოლმე ეს მცენარე და მაგისი ყვავილები წამლად გამოიყენება.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სმა-ჭამა დიდად შესარგი ?? ანუ რითი ვიკვებებით...

Post by ARCHILI » 09 დეკ 2009, 19:35

qvevri


კრაზანა მცენარეა?

:roll:

მე კიდევ მწერი მეგონა...

(უპს)

:oops:

ჰო, მაგას ვკითხულობდი მე...

:)

დიდი მადლობა

:)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]