Page 8 of 29

ბრძნული აზრები

Posted: 17 ივნ 2009, 13:55
by ZVIOSULI
KSOVRELI
ია ია ნიცშე ის Fანტასტიშ

კარვის მუღამიუსთვის:
ბუნებაში თნამედროვე ადამიანი ისვენებსს თავის არაბუნებრივობისგან - ესეც ფრიდრიხასია :)

ბრძნული აზრები

Posted: 17 ივნ 2009, 20:04
by Tamusia
მაგას ნიცშე თუ მიხვდებოდა, თორემ ჩვენ აბა სად გვაქვს ბუნებაში დასვენების აზრის ამოცნობის ფილტვი

ბრძნული აზრები

Posted: 17 ივნ 2009, 20:18
by pataputina
არაფერი არაადამიანური უცხო არ არის ჩემთვის............ :roll:


(ც) მე


:roll:

ბრძნული აზრები

Posted: 18 ივნ 2009, 09:55
by KSOVRELI
Tamusia wrote:მაგას ნიცშე თუ მიხვდებოდა, თორემ ჩვენ აბა სად გვაქვს ბუნებაში დასვენების აზრის ამოცნობის ფილტვი
გოგო, რა დაგიშავა მაგ კაცმა :D

ბრძნული აზრები

Posted: 18 ივნ 2009, 09:59
by KSOVRELI
- მაშასადამე, გონიერებასა და სიქველეში გამოუცდელი კაცი, მთელ თავის დღეს და მოსწრებას ლხინსა და ღრეობაში რომ ატარებს, თანდათან დაბლა ეშვება, რათა შემდეგ კვლავ შუა ნიშნულამდე ამაღლდეს, და ასე წრიალებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ის ვერასოდეს გასცდება ამ ზღვარს, რადგანაც არასოდეს უხილავს ჭეშმარიტად ამაღლებული და არც არასოდეს ამაღლებულა მის მწვერვალებამდე, არც ნამდვილად ავსებულა ნამდვილით და არ უგემია წმინდა და სანუკვარი სიამოვნება. არა, ის და მისი მსგავსნი პირუტყვებივით თავდახრილნი დასჩერებიან მიწას და სუფრას, პირუტყვებივით ძოვენ, მუცელს აღორებენ ქონმორეულნი, ერთმანეთს თანაეყოფიან, სიხარბით გაშმაგებულნი წიხლებს უშენენ, რკინის რქებით რქენენ და ჩლიქებით სასიკვდილოდ ქელავენ ერთიმეორეს, რათა დაიცხრონ თავიანთი უძღები ჟინი, რადგან ვერც ნამდვილ საზრდოს სთავაზობენ თავიანთ ნამდვილ საწყისს ვერც თავიან ამოუყორავ ფაშვებს ავსებენ.

- დიდებულია, სოკრატე, - თქვა გლავკონმა, - ნამდვილი მისანივით გვისურათხატებ უმრავლესობის ყოფას.

- განა მათში სიამოვნებას გარდუვალად არ ერწყმის ტანჯვა? მაგრამ ყველა ეს სიამოვნება მხოლოდ ფერმკთალი ლანდი და უღიმღამო მონახაზია ჭეშმარიტი სიამოვნებისა, თუმცა მისი მეოხებით იძენენ საიმისო ძალას, რომ სიყვარულის სამხილით აღაგზნონ უგუნურთა გულები, ვნებით აბორგებულნი რომ ერკინებიან ერთმანეთს, რათა დაეუფლონ თავიანთ სურვიელი ლტოლვის საგანს, როგორც, სტესიქორეს მიხედვით, ტროას გალავანთან მშვენიერი ელენეს ლანდისათვის იბრძოდნენ გმირები, რომლებისთვისაც დაფარული რჩებოდა ჭეშმარიტება.

პლატონი, სახელმწიფო

ბრძნული აზრები

Posted: 18 ივნ 2009, 10:04
by KSOVRELI
ეს კი იმავე დიალოგის ბოლო აბზაცია. კონტექსტიდან ამოვარდნილი კი არის, მაგრამ ძალიან მომწონს და ამიტომ ვდებ. არ ვიცი, რაღაცნაირი სითბო გამოსჭვივის ამ სიტყვებიდან:

ასე გადარჩა, გლავკონ, ეს მითი და არ დაიღუპა. თუ ვერწმუნებით, ჩვენც გვიხსნის; ლეთესაც ადვილად გადავლახავთ და არც უწმინდურებით წავიბილწავთ სულს. მერწმუნეთ, სული უკვდავია და უნარი შესწევს აიტანოს ყოველგვარი სიკეთე და ყოველგვარი ბოროტება; თუ ყოველთვის აღმავალი გზით ვივლით, განუხრელად აღვასრულებთ სამართლიანობას და ყურს მივუგდებთ გონების ხმას, რათა, ვიდრე აქა ვართ, ერთმანეთს ვმეგობრობდეთ და გვიყვარდეს ღმერთი. ასე მოვიმკით სამართლიანობის საზღაურს, როგორც ასპარეზობაში გამარჯვებულნი, რომლებსაც უშურველად უძღვნიან ჯილდოს, და ბედნიერი ვიქნებით როგორც ამ ქვეყნად, ისე იმ ათასწლოვან მოგზაურობაშიაც, ზემოთ რომ აღვწერეთ.

ბრძნული აზრები

Posted: 18 ივნ 2009, 10:27
by pataputina
ისაო

ამდენი ბრძნული აზრი თავში საიდან მოგდის

და
მაგას რა უნდა


რამე სისულელეს გავიფიქრებ
და
მერე იმის საწინააღმდეგოს
ვამბობ



:roll:

ჰხოდა ეგრე........ :roll:

ბრძნული აზრები

Posted: 18 ივნ 2009, 17:15
by Tikalo?!
pataputina

:D

ბრძნული აზრები

Posted: 19 ივნ 2009, 18:48
by Tamusia
KSOVRELI

რა დამიშავა და მისი ფილოსოფია კი ღრმაა და სიბრძნის შემცვალია, მაგრამ მე არ მჯერა ადამიანების, რომლებიც მხოლოდ სიტყვით არიან მიხვებრილები და ბრძენნი, აკრიტიკებენ და სულ ეს არის, მათი ცხოვრების ბოლო კი ჩიხია, ისევე, როგორც მათი მიმდევრების.

აი პლატონი მომწონს

ბრძნული აზრები

Posted: 19 ივნ 2009, 18:55
by აცაბაცა
ბოდიში და ჩვენს შორის არ იმალებიან ბრძენნი????

ხელით თლა ჯობია სიტყვით თლას

მთლელი

ბრძნული აზრები

Posted: 19 ივნ 2009, 19:02
by ZVIOSULI
სიბრძნის შედეგი სამყაროსა და საკუტარი ტავისადმი დამოკიდებულებაშია

ხოლო სიტყვები უბრალოდ მიგვანიშნებენ რომ ბრძეენი (ან სხვანი) რაგვარად არიან საკუთარ თავებში და სამყაროსთან მიმართებაში :)

ესეც სიბრძნეებს მიათვალეთ :D

ბრძნული აზრები

Posted: 19 ივნ 2009, 19:05
by აცაბაცა
ZVIOSULI
გ რ ა მ ა ტ ი კ ა

ბრძნული აზრები

Posted: 19 ივნ 2009, 19:09
by Tamusia
სიბრძნის შედეგი შედეგშია

ბრძნული აზრები

Posted: 29 ივნ 2009, 15:50
by tamuna_gudarexi
გზა იკვალება იმგვარად, რომ მას გადიან...

(თარგმანი ვერ გამოვიდა, ორიგინალი:
Die Wege entstehen dadurch, dass man sie geht...)

ფრანც კაფკა

ბრძნული აზრები

Posted: 29 ივნ 2009, 16:24
by tamuna_gudarexi
ვისაც სწორად უყვარს, ის საკუთარ თავს პოულობს.
უმეტესობას კი იმისათვის უყვარს, რომ საკუთარი თავი დაკარგოს.

ჰერმანნ ჰესსე

ჭეშმარიტად, უმჯობესია თავად მართო საკუთარი თავი და ნამსხვრევებადაც კი დაიშალო, ვიდრე განუწყვეტლივ სხვამ გატაროს და გმართოს.

ჰერმანნ ჰესსე