,,აღარშემიძლიასიცილისგან" ნომინაცია

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
,,აღარშემიძლიასიცილისგან" ნომინაცია

Post by Linda » 12 იან 2009, 01:37

დუმბაძე ბულბული :) აქ სასაცილო რაა?? :D

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
,,აღარშემიძლიასიცილისგან" ნომინაცია

Post by ARCHILI » 12 იან 2009, 02:58

რა ვართ ეს მეგრელები რა...


:oops:

სიამაყისგან გული მევსება...


:lol:


ჩემს ერთ ნათესავს ჭუტა ჰქვია, ერთს - ჭინჭა, ერთის - პანტიკა... კიდევ გამახსენდება...

ბაბუაჩემს კიდევ კალისტრატე ერქვა...

დიდი მადლობა დედა და მამა, მე რომ ბაბუს ხათრით არ დამარქვით მისი სახელი და სხვა სახელი მოიფიქრეთ...

:)

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
,,აღარშემიძლიასიცილისგან" ნომინაცია

Post by teo- » 12 იან 2009, 03:32

:lol:
არა ექსკურსიას! Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
,,აღარშემიძლიასიცილისგან" ნომინაცია

Post by paata_ » 02 თებ 2009, 14:23

ლომიკატამ გამომიგზავნა დღეს

ქართველები და იუმორი განუყოფელია. ამის კიდევ ერთი დასტურია სარედაქციო ფოსტა. "ოჯახის მკურნალში" უამრავი წერილი მოდის. ზოგი მათგანი კურიოზული ფრაზებით არის სავსე. . იცინეთ, ძვირფასო მკითხველებო! იცინეთ ჩვენთან ერთად. სიცილი ხომ სიცოცხლეს ახანგრძლივებს!

”ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო ავად გავხდი საშვილოსნოსგარე ორსულობით!..”
”როგორ უნდა გავხდე კბილის ზოოტექნიკოსი?”
”ვიცი, რომ სიგარეტის მოწევა ავიწროებს ტვინის ნაზ სახსრებს”.
”თქვენი დახმარება მჭირდება, იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე დაავადებულია არასინქრონული სარკაზმით”.
”გთხოვთ, მოგვითხროთ იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც ადამიანს ”გადაედება” (ეს სიტყვა ბრჭყალებში თავად მკითხველმა ჩასვა, ამიტომ მან სულ სხვა შინაარსი შეიძინა) წვრილფეხა საქონლისგან, ცხვარი, თხა და სხვა”.
”გადაედება თუ არა სიფილისი იმ შემთხვევაში, თუ ამ დაავადებით დაავადებულ ადამიანთან სტუმრად მივალთ?”
”ჩემი სიყვარული ქმრისადმი მოკვდა გინეკოლოგიურ სავარძელში”.
”ირგვლივ ყვავის მედიცინა - ხალხი კი კვდება” (ვერაფერს იტყვი, სწორი შენიშვნაა...).
”ჩემი შვილიშვილი ძილის დროს დადის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტუალეტში უნდა”.
”დაავადება გაზაფხულივით მომეპარა”.
”ჩემი ასაკი - 58 წელი, სქესი - მამაკაცი, პროფესია - ერთი დღე ვმუშაობ, ორი დღე ვისვენებ”.
”ცხოვრებაში ერთხელაც კი არ დამსიზმრებია ფერადი სიზმარი. ნორმალურია თუ არა ეს?”
”თქვენი ჟურნალი - სიკვდილისა და სიცოცხლის შესანიშნავი მასწავლებელია”.
”ძალიან გვინდა, უფრო მეტი გავიგოთ სექსუალური შერწყმის შესახებ: როგორ და ვისთან უნდა ჩავატაროთ ის?”
”გიგზავნით ჩემი ცხვირის ფორმას”.
”მართალია თუ არა? მითხრეს, რომ თუ ჭორფლისგან თავის დაღწევა მსურს, 5-6 წუთით თავი უნდა ჩავყო ჭიანჭველების ბუდეში”.
”რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩამოგვიყალიბდეს ლაპარაკის სწორი დეფექტი?”
”იმდენად რამდენადაც არ მივეკუთვნები ჭკვიანთა რიგებს, გადავწყვიტე, მომემართა ”ოჯახის მკურნალისათვის”.
”თქვენი სტატიები სქესობრივი აღზრდის შესახებ სამხედრო დისციპლინის გამყარებაში გვეხმარება” (თუ ასეა, მგონი, ავშენდით! - დ. დ.).
”კარგი მუშაობისთვის საპატიო დაფით დამაჯილდოვეს”.
”საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ვიტანჯები სქესობრივი სისუსტით”.
”ბავშვობიდან და გათხოვებამდე არ ვიცოდი, ავადმყოფობა რა იყო, ჯანმრთელი ვიყავი სიგრძე-სიგანეში”.
”რატომ არის, რომ, როცა გაზიან წყალს ვსვამ, გაზი ცხვირში კი არა, პირდაპირ თავში მირტყამს?”
”სამწუხაროდ, სექსუალური საკითხების მხოლოდ ზედაპირზე ვტივტივებ, რადგან უნივერსიტეტში ამ საკითხში განათლება არ მიმიღია”.
”ავად გავხდი და მთლიანად ავადმყოფობაში გადავეშვი, პროფკავშირის საწევროებსაც კი აღარ ვიხდი”.
”დიდი სიამოვნებით გწერთ ჩემი გაჭირვების შესახებ...”
”მყავს ცოლი, თუ შეიძლება ასე ეწოდოს მას”.
”ჩემი ცოლი შეურაცხყოფას მაყენებს სექსუალური ხასიათის მორალურ-პედაგოგიური შენიშვნებით”.
”არავისთან ანატომიურ სიახლოვეში არ ვყოფილვარ”.
”მინდა ამიხსნათ, რა მომელის სამეცნიერო-პოპულარული მხედველობის თვალსაზრისით”.
”ამბობდნენ, რომ ამ ზაფხულს ძნელი იქნება ზაგარის მიღება, ის კი არა, იმასაც მოვკარი ყური, რომ ამ საკითხზე თბილისში დიდი თათბირიც გამართულა”.
”მე რომ სრულყოფილი მამაკაცი ვიყო, წარმომიდგენია, როგორი სასიამოვნო იქნებოდა ეს ჩემთვის და გარშემომყოფთათვის...”
”ჩემი ქალიშვილი ექიმ-ყელყურისტთან არის აღრიცხვაზე...”
”სქესობრივ საკითხს უსაფრთხოების ტექნიკის გარეშე თავს ვერ დააღწევ”.
”ყურადღებით წავიკითხეთ თქვენი სტატია, მაგრამ ვერაფრით ვერ გავიგეთ, რა არის საშვილოსნოს ყელი. იქნებ, ახლა მაინც გაგვაგებინოთ ზუსტად”.
”მე ავადმყოფობებით სავსე ტომარა ვარ”.
”რა არის აბორტი? ჩემი დაქალი ერთს ამბობს, მე - მეორეს. რომელია ჩვენ შორის მართალი?”
”თავის ქალას ახდის შემდეგ მივედი ექიმთან...”
”რა უნდა გავაკეთოთ სლაბი სექსის დროს?”
”განვიცდი საშინელ ტკივილებს ადამიანობისა და პიროვნების მიდამოებში”
”შეიძლება თუ არა სქესობრივი ურთიერთობის გამო მოხდეს ფეხების გამრუდება?” (ბარემ აქვე გიპასუხებთ: არ შეიძლება - დ. დ.).
”ხშირად მეფხანება ზურგი, ხელით ვერ ვწვდები და ჩანგალს ვიშველიებ”.
”მე ძალიან რთული და ლამაზი ფიგურა მაქვს”.
”ძალიან მაინტერესებს, არის თუ არა თბილისში პროფესორი მთავარი ტვინის საკითხებში?”
”საავადმყოფოდან თვითნებურად გამოვეწერე”.
”როგორ შევიდეთ სექსუალურ ურთიერთობაში ისე, რომ არ გავაბრაზოთ ქალი?”
”ახალგაზრდობაში თვითმომსახურებით ვიყავი დაკავებული, ახლა 40 წლის ვარ და ოჯახური ცხოვრებისათვის ვარგისი ვარ?”
”როგორ ვიცხოვრო ასეთ შემთხვევაში? - ძალიან ჩქარი ვარ ქალებთან ურთიერთობის დროს”.
”როგორ განვიკურნო ხვრინვისაგან? აირწინაღით დაძინებაც კი ვცადე, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი მშველის”.
”ორი კვირის წინ გავიკეთე გლანდების ოპერაცია. როდიდან შეიძლება სექსუალური ურთიერთობების აღდგენა? ჟუჟუნა ბარნაბიშვილი”.

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
,,აღარშემიძლიასიცილისგან" ნომინაცია

Post by teo- » 02 თებ 2009, 14:58

აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
არა ექსკურსიას! Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
,,აღარშემიძლიასიცილისგან" ნომინაცია

Post by namcecuna » 02 თებ 2009, 17:23

paata_

მე და ჩემი თანამშრომელი ვხოხავთ სიცილისაგან :lol:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
,,აღარშემიძლიასიცილისგან" ნომინაცია

Post by paata_ » 08 თებ 2009, 01:27

როგორ გამოიყურება ცნობილი ფირმების ლოგოები ფინანსური კრიზისის შემდეგ :D

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image


User avatar
nikushanikusha
მაწანწალა
Posts: 668
Joined: 01 დეკ 2008, 00:10
,,აღარშემიძლიასიცილისგან" ნომინაცია

Post by nikushanikusha » 08 თებ 2009, 14:30

ძაააან მაგრებიააა :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
,,აღარშემიძლიასიცილისგან" ნომინაცია

Post by burdula » 08 თებ 2009, 22:04

Какая разница между женщинами 8, 18, 28, 38 и 48 лет?
8 Укладываешь ее в постель и рассказываешь ей сказку.
18 Рассказываешь ей сказку и укладываешь ее в постель.
28 Ей не нужно рассказывать сказку, чтобы уложить ее в постель.
38 Она рассказывает тебе сказку и укладывает тебя в постель.
48 Рассказываешь ей сказку, чтобы не ложиться с ней в постель.

User avatar
Sarajistka
მაწანწალა
Posts: 356
Joined: 12 სექ 2008, 00:12
,,აღარშემიძლიასიცილისგან" ნომინაცია

Post by Sarajistka » 10 თებ 2009, 23:35

შრაშანდელი ეროვნული გამოცდების მარგალიტი:
'გრიგოლ ხანძთელმა სთხოვა სიძვის დიაცს ის ღამე მასთან გაეტარებინა, სიძვის დიაცმა ბევრი იტირა, მაგრამ გრიგოლს უარი ვერ გაუბედა და ბოლოს დათანხმდა.'
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით

User avatar
Sarajistka
მაწანწალა
Posts: 356
Joined: 12 სექ 2008, 00:12
,,აღარშემიძლიასიცილისგან" ნომინაცია

Post by Sarajistka » 11 თებ 2009, 00:00

რამდენი ვიცინე, თვქენ გაიხარეთ. ისე ეს თემა არ მქონდა ნანხი და ყველა ერტAდ ბევრი მომივიდა აშკარად. :D
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
,,აღარშემიძლიასიცილისგან" ნომინაცია

Post by paata_ » 18 თებ 2009, 20:49

წყარო www.presa.ge

ზოგი ადამიანი ამ ქვეყნიდან ისე მიდის, რომ ყველას გაღიმებულს ტოვებს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ასეთი ადამიანებისთვის სპეციალური - ”დარვინის” პრემიაც არის დაწესებული. ყველაზე უაზროდ და სასაცილოდ დაღუპულ ადამიანებზე მრავალჯერ დაწერილა, ამჯერად კი ”დარვინის” პრემიის წლევანდელ ლაურეატზე მოგითხრობთ.
წელს გამარჯვება 70 წლის იტალიელს არმანდო პინელის ხვდა, რომელიც დიდხანს ეკამათებოდა მეზობელს იმის თაობაზე, თუ ვინ დაჯდებოდა ერთადერთ სკამზე პალმის ჩრდილში. პინელიმ თავისი მაინც გაიტანა, რის შედეგაც ხე თავზე დაემხო და მოხუცს სული გააფრთხობინა.

ჩეხი ვერა ჩერვაკი ჭორებს აჰყვა და დაიჯერა, რომ ქმარი ღალატობდა, რის გამოც მესამე სართულიდან გადმოხტა და შინ მომავალ მოღალატეს თავზე დაახტა. მოგვიანებით ჰოსპიტალში იგი გონზე მოიყვანეს, მისი მეუღლე კი ადგილზე გარდაიცვალა.
ოთხმა ჩინელმა მოზარდმა ტაივანური ფანტასტიკური ჟანრის სერიალს უყურა და თაგვის წამალი მიიღო, რათა ”ჯოჯოხეთში სამოგზაუროდ წასულიყო”. მათ დატოვეს წერილი სიტყვებით: ”თუ ჯოჯოხეთში უკეთესი არაფერი ხდება, დავბრუნდებით”. ორი მათგანის მობრუნება ექიმებმა შეძლეს, დანარჩენებს კი ეტყობა მოეწონათ.

ვეტერანმა ალპინისტმა ჟერარ ომელმა ევერესტი ექვსჯერ დაიპყრო. იგი გარდაიცვალა მაშინ, როდესაც აბაზანაში ნათურის გამოსაცვლელად კიბეზე ადიოდა და იქიდან გადმოვარდნილმა თავი ნიჟარას დაარტყა.

80 წლის ადელაიდა მაგნოზიმ კარადიდან ასაკეცი ლოგინი გადმოიღო და მასზე სამუდამოდ დაიძინა. საქმე იმაშია, რომ ლოგინი მოულოდნელად საწყის მდგომარეობაში დაბრუნდა და მოხუცებული მოიყოლა.

ჩრდილოეთკორეელი მეთევზე ახალდაჭერილი თევზის მუცლის გაფატვრას აპირებდა. მაგრამ თევზი ცოცხალი აღმოჩნდა, მოულოდნელად კუდი მოიქნია და ცივი იარაღი მეთევზეს მკერდში ჩაარტყმევინა. მებადური ადგილზევე გარდაიცვალა.

50-მდე სეირის მაყურებელი ვიეტნამის ქალაქ ხოშიმინის ერთ-ერთ პატარა ხიდზე შეგროვდა, რათა თვალი ედევნებინა ახალგაზრდა გოგონას თვითმკვლელობისთვის. ხიდმა დატვირთვას ვერ გაუძლო და მდინარეში ჩაინგრა. დაიღუპა 10 კაცი.

32 წლის ასაკში სტივენ ჰაიეტმა რევოლუციური ოპერაცია გადაიტანა. მას გადაუნერგეს კუჭი, ღვიძლი, თირკმელები, თორმეტგოჯა ნაწლავი და კუჭქვეშა ჯირკვალი. ექვსი წლის შემდეგ სკამზე ნათურის გამოსაცვლელად ავიდა, იქიდან გადმოვარდა, თავის მძიმე ტრამვა მიიღო და გარდაიცვალა.

ბონის მცხოვრები პიტერ გრუბერი ხელოვნების მუზეუმის გაძარეცვის მცდელობისას დაიღუპა. ის დაცვის თანამშრომლების დანახვისას გაიქცა და მოსახვევში მდგარ ხმალამოწვდილ ქანდაკებას წამოეგო.

ეგვიპტის ერთ-ერთი სამთავრობო სტრუქტურის თანამშრომელი ადელ ნაზიმ ჯერგეზი სამსახურში დაწინაურებას 8 წლის განმავლობაში ელოდა და როდესაც თავისი გვარი დაწინაურებულთა სიაში ამოიკითხა გულის შეტევით ადგილზე გარდაიცვალა.

ერთ-ერთი კალიფორნიელი მძღოლი ”მფრინავმა ძროხამ” იმსხვერპლა. სავალ ნაწილზე გადასულ პირუტყვს მანქანა შეეჯახა და რამდენიმე მეტრზე გადააგდო. ძროხამ ”ფრენა” შემხვედრი მანქანის კაპოტზე დაასრულა, საქარე მინა ჩალეწა და მძღოლი მოკლა.

უკრაინელმა ბრაკონიერმა მდინარეში ელექტრო სადენი ჩაუშვა. როდესაც დენით მოკლული თევზი ამოტივტივდა, იგი წყალში ჩავიდა, მაგრამ მოწყობილობის გამორთვა დაავიწყდა. შედეგად ბრაკონიერმა თავისი ნადავლის ბედი გაიზიარა. მისი ნათესავების თქმით, მას სიდედრის გარდაცვალების ერთი წლისთავის აღსანიშნავად თევზის შეწვა სურდა.

44 წლის ჯეიმს დინარდიმ ერთ-ერთი ქალბატონი ინტერნეტით გაიცნო და მის უშუალოდ გასაცნობად შტატ მენში გაემგზავრა. როგორც ჩანს ”ლაივში” იგი ქალს არ მოეწონა და შეხვედრაზე უარი მიიღო. გარკვეული დროის შემდეგ დინარდი თავის სატრფოს სახლთან დაბრუნდა და სიყვარულის დასამტკიცებლად ელექტროხერხით კისერი გადაიხერხა.

34 წლის მამაკაცი საკუთარი სახლის სადრაფში გარდაცვლილი იპოვნეს. მისი ჩაცმულობა ბრილად რომ ვთქვათ უცნაური იყო: მოკლე ქვედაბოლო, თეთრი აზღუდი, ტყავის ფეხსაცმელი და ქალის პარიკი. თავზე მას აირწინაღი ეკეთა, რომელიც შლანგის მეშვეობით, ანუსთან იყო შეერთებული, რაც გაგუდვის მიზეზი გახდა. სხეულზე ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა.

სანტიაგო ალვარადომ ველოსიპედების პატარა მაღაზიის გაქურდვა განიზრახა. იგი მაღაზიაში შეღწევას ღამით სახურავიდან აპირებდა და რადგან ხელები დაკავებული ჰქონდა ფარანი კბილებით დაიჭირა. სწორედ ეს ხელსაწყო გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, როდესაც მოუხერხებელი მძარცველი ძირს სახით დაეცა.

საავადმყოფოში ერთდროულად მიიყვანეს ოთხი ადამიანი: შელი მიულერი თავის ტრამვით, ტიმ ვეგასი მსუბუქი კანტუზიით, ბრაიან კორკორანი ღრძილების მსუბუქი დაზიანებით და პამელა კლესიკი ხელის ორი თითის გარეშე... მიულერმა ქმარი სამსახურში მიიყვანა და დასამშვიდობებელ კოცნასთან ერთად რამდენიმე წამით მკერდის დემონსტრირება მოახდინა. ყოველივე ეს ერთ-ერთი ტაქსის მძღოლმა ტიმ ვეგასმა დაინახა.

სანახაობამ ისე გაიტაცა, რომ მანქანის მართვა დაკარგა და ჰოსპიტალის შენობას შეეჯახა, სადაც დანტისტი პამელა კლესიკი, კორკორანის პირის ღრუს ათვალიერებდა. ძლიერი ბიძგის გამო ექიმმა პაციენტის ღრძილები დააზიანა. შოკისგან პაციენტს ყბა ჩაეკეტა და ექიმს ორი თითი მოაკვნიტა. რაც შეეხება ამ შემთხვევის მიზეზს - ქალბატონ მიულერს, მას თავში შენობის ნამსხვრევი მოხვდა.

35 წლის სირიელი ნაჯიფ სადი თავს იმდენად ბედნიერად გრძნობდა, რომ თავის მოკვლა გადაწყვიტა. უკანასკნელ წერილში მან განაცხადა, რომ სრულიად ბედნიერია, მაგრამ მომავალი უბედურების ეშინია.

ჰამბურგის ლუდის ერთ-ერთ ბარში ერთი მოქეიფის ტელეფონი მუდმივად რეკავდა და ძალზე უსიამოვნო ზარით სხვა კლიენტებს გულს უწვრილებდა. მათ არაერთხელ სთხოვეს ტელეფონის გამორთვა, მაგრამ მამაკაცი მათ თხოვნაზე არ რეაგირებდა. საბოლოოდ ბარის ყველაზე ნერვიულმა კლიენტმა იგი ლუდის ბოთლის თავში ჩაცხებით გამოასალმა სიცოცხლეს და პოლიციას ჩაბარდა.

ჰონკონგში 65 წლის ჩაი ვან-ფონგი ღმერთს მადლობას სწირავდა იმისთვის, რომ მისი რძალი ავტოკატასტროფაში ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. მრავალსართულიანი სახლის ეზოში შემოსვლის დროს, მას თავზე ცემენტის ტომარა დაეცა და ადგილზევე მოკლა.


User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
,,აღარშემიძლიასიცილისგან" ნომინაცია

Post by Archil » 05 დეკ 2009, 15:02

დაკავებულ ბრალდებულთა ჩვენებები : ))

…“ჩემი ცოლი,გარეთ შიშველი არ გამიგდია, უბრალოდ, მინდოდა მოვხვეოდი და მეკოცნა. მან კი ეს ვერ გაიგო და ყვირილი ატეხა. ნაჯახით კი კოღოებს დავდევდი. ჩვენ ძალიან კარგი ოჯახი გვაქ“

…“პოლიციას კი არ გავექეცი, არამედ__ჩქარი ნაბიჯით გავასწარი“

…“ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში არ ვმართავდი, ის თავისთვის მიდიოდა. ამიტომ ჩემი დასჯა მართებული არ არის“

…“არ ვიგინებოდი, სულელი ხომ არა ვარ, რომ კონსერვატორიის შენობაში შევიგინო? გთხოვთ ჩემს მიერ დასახელებული მიზეზი სერიოზულად მიიღოთ“

…“ჩვენ მივედით მოქალაქესთან და ვთხოვეთ ასანთი მოეცა. მან გვიპასუხა, რომ 3 წლი კარატეზე დადიოდა.შეგვეშინდა და ტირილი დავიწყეთ.ცრემლის მოწმენდის დროს შემთხვევით მის თვალზე მომიხვდა ხელი და მიტო გაუსივდა თვალი. მოქალაქემ კი ფული თავად მომცა, რომ ცრემლი შემეშრო“

…“გვიან ღამით ჩემი სახლიდან მუსიკის ხმა კიარ ისმოდა არამედ სასიამოვნოდ იღვრებოდა“

…“სამსახურში ნასვამი იმიტომ გამოვცხადდი, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში დამაჯარიმებდნენ“

…“გუშინ სამსახურში სულის საზეიმო მდგომარეობის გამო არ გამოვცხადდი. დილით სიდედრი გავაცილე, რომ გამგზავრება არ გადაეფიქრებინა“

…“პლიაჟზე ქალებს საცურაო ტრუსს იმიტომ ვხდიდი, რომ მათ სხეულებს თავისუფლად ესუნთქა“

…“მეზობლის ქათამი ტალახიანი იყო და გადავწყვიტე, მებანავებინა. საამისოდ ქვაბით წყალი შევათბე და შიგ ქათამი ჩავსვი, მაგრამ საქმეს შევყევი და ქათამი ქვაბში ჩამრჩა.მოვითხოვ !! რომ მეზობელმა თვითონ აბანაოს ქათმები!“

…“მოხუც მეზობელს ცარიელი ბოთლი მცირე ძალით ჩავარტყი და ძალიან გამიკვირდა, რომ ტვინის შერყევა მიიღო, რადგან არ მეგონა, მას საერთოდ ტვინი თუ ქონდა“


ლინკი: http://www.face.ge/clubs_forum/10/143408
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]