Page 68 of 73

ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Posted: 22 აპრ 2010, 11:39
by zura N.
nusa wrote:zura N.
მასწ, მასწ, მასწ :P
:P :P :P :D

ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Posted: 23 აპრ 2010, 15:00
by qvevri
zura N.
პასუხი :!:

ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Posted: 23 აპრ 2010, 15:16
by zura N.
qvevri wrote:zura N.
პასუხი :!:
ვაი... :D ესეც პასუხი... :D :wink:

ბირთვისები, არსენას ციხე...

Image

ამ ციხეზე შიგნიდან ალბათ ძალიან ცოტას თუ შეუხედია და სულ ტყვილად..
:? ზემოთ თუ აუყვები არის კიდევ ერთი კედლის ნანგრევი, როგორც დედაციხისკენ მიმავალ გზაზე...

Image

ხოლო ბოლომდე თუ ახვალ ერთდროულად შეძლებ შეუპოვარისა და დედაციხის დანახვს...შესანიშნავი ხედებია ორივე მხარეს... ესეც შეუპოვარი... :)

Image

ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Posted: 23 აპრ 2010, 17:04
by qvevri
სად არი :?:
Image

ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Posted: 23 აპრ 2010, 23:36
by ლეონტი
ალაზანს იქითაა?

ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Posted: 24 აპრ 2010, 00:57
by crazygirl
აუ კახა მას სასწრაფოდ ექსკურსიები გვჭირდება (ხელოვნებათმცოდნეებს და რესტავრატორებს) თორემ ასეთი ლამაზი ადგილების დათვალიერებას ვერ მოვასწრებთ :D :D :D :D :D :D

ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Posted: 30 აპრ 2010, 09:55
by Nephros
ძველი ფოტოა, მხოლოდ ამ ხედიდან გადაღებულს მივაკვლიე, ამიტომ დეტალებს ვერ შემოგთავაზებთ. ამ დროს რომ ვნახე, მას მერე არც მინახავს.

Image

ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Posted: 03 მაი 2010, 15:48
by qvevri
Nephros
ვერ გამოვიცანით :(

ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Posted: 03 მაი 2010, 17:19
by Nephros
აგე, მინიშნებასაც შეგაშველებთ, ყოველი შემთხვევისთვის

Image

ეკლესია ზღვის დონიდან დაახლოებით 2600 მეტრზე მდებარეობს.

ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Posted: 03 მაი 2010, 17:24
by zura N.
Nephros wrote: ეკლესია ზღვის დონიდან დაახლოებით 2600 მეტრზე მდებარეობს.
2600მ-ზე ამისთანა ტყეე? :roll: :?

ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Posted: 03 მაი 2010, 18:20
by qvevri
Nephros
სურათის თავზე კოპირებით გადაშლილი ადგილები შევნიშნე და თუ საიდუმლო არ არის რასთან გვაქვს საქმე?
Image

ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Posted: 03 მაი 2010, 18:24
by qvevri
უფრო მეტიც! ეს კოპირებული ადგილები ამ წითელი მართკუთხედიდან არის მონიშნული
Image

ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Posted: 03 მაი 2010, 18:32
by ლეონტი
ეს ხომ ფოტო გაცურებაა?
ხალხო ბოლოს როგორც ადრე ვთქვი, რიყის ქვის სურატებს დადებთ და აბა სად არიო იკითხავთ.
მალადეც(საღოლ)qvevri

ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Posted: 03 მაი 2010, 18:50
by zura N.
ლეონტი wrote:ეს ხომ ფოტო გაცურებაა?
ხალხო ბოლოს როგორც ადრე ვთქვი, რიყის ქვის სურატებს დადებთ და აბა სად არიო იკითხავთ.
მალადეც(საღოლ)qvevri
ხო ვთქვი ამ სიმაღლეზე ამდენ ხეებს რა უნდა თქო... :D :lol: :roll:

ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Posted: 04 მაი 2010, 09:33
by Nephros
qvevri
რა მახვილი თვალი გქონიათ, მაგრამ ასეთ მარტივ რამეებს თვალის ზედმეტი დაძაბვა არ ჭირდება. არ ღირს, იმიტომ რომ არაფრის დამალვას არ ვაპირებდი. აქ მხოლოდ ამ ადგილის ოდესღაც ჩემგან მინაწერი სახელწოდება გადავშალე. აი ფოტო, და თავად გაარჩევთ.

Image

აი, იმ მთას, ზემოთ რომ მიგანიშნეთ, ჩიტიკიბის (ან ჩიტიკიბეები) მთა ჰქვია, ზღვის დონიდან მდებარეობს 2607 მეტრზე, სოფელ ოშორაში, კი ხართ ჩემო ბატონო იქ ნამყოფი. ეს ეკლესიაც ამ მთაზე მდებარეობს. ამიტომ ვთქვი დაახლოებით 2600 მეტრზე-მეთქი. ეკლესია მთლად მთის თავზე არაა, ამიტომ შესაძლოა -100 ან ცოტა მეტი მეტრი იყოს განსხვავება.

zura N.
რა ვიცი, კია ეს ტყე ამ სიმაღლეზე და რა ვქნა.

ლეონტი
რას გულისხმობთ ფოტო გაცურებით? რატომ რიყის ქვები? იმედია გამოცანას არქიტექტურული გეგმა და ლიპიდარული წარწერები არ უნდა მოვაყოლოთ. ისე კი მოგიხდებათ ცოტა ხნით ამ სიმაღლეზე ასვლა, ნიშნის მოგების სურვილისაგან გათავისუფლდებით. :wink:

____________

ეკლესია დათარიღებულია XIV საუკუნით. სამხრეთის მინაშენი დარბაზული ტიპისაა, აღნიშნულია სამხრეთის მინაშენის გადახურვის არაორდინალური გადაწყვეტა.

ცოტა მოშორებით, მთის წვერზე მდებარეობს ციხე, ჩიტიკიბის ციხე. აქედან შესაძლებელია გავაზის (სოფ. ოთა, ასპინძის რ-ნი), ასპინძის, ვარნეთის (ნასოფლარი ვარნეთი, ასპინძის რ-ნი) ციხეების დანახვა. თუ ხილვადობა კარგია, შესაძლებელია ფარავნის ტბის დანახვაც. თავის მხრივ ციხე გადაყურებს ბორჯომის მხარეს. მოკლედ, მიხვდით, რა სტრატეგიული მნიშვნელობაც გააჩნდა თავის დროზე ამ ციხეს.

დადეთ გამოცანები! :)