რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
- gadmovcurav_zgvas
- ბილიკზე მოარული
- Posts: 62
- Joined: 12 თებ 2010, 03:56
- Location: დუშამბე
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)
გამარჯობა კარაველებო, წინასწარვე მადლობას გიხდით თუ წაიკითხავთ და გამომეხმაურებით, დაახლოებით 3-4 დღეში ვაპირებ რაჭაში წასვლას პირველად მივდივარ, თუ ვინმე ყოფილხართ მაინტერესებს შემდეგი:
რამდენი კილომეტრია იქამდე? მე როგორც ვიცი 270კმ სწორია?
სედანი ავა ნიკორწმინდამდე? როგორი გზაა?
თუ არა და ავიღებ ზურგჩანთას და მარშუტკით მერე კი ფეხით გავუყვები გზას
და კიდევ თუ ვინმეს გაქვთ ისეთი ინფო რაც უნდა ვიცოდე რაჭის შესახებ გისმენთ
პ.ს მე და ჩემი ძმაკაცი მივდივართ ერთი ძალიან კარგი საქმისთვის, რომ ჩამოვალ დავწერ

http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=163880#163880
რ ასოზე ნახე რამდენი რაჭის თემაა, გადახედე, ბევრ ინფოს ნახავ.
ნიკორწმინდამდე ნებისმიერი მანქანა ადის, ჩვეულებრივი გზაა, ასფალტირებული.

Keep Smiling...
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)
gadmovcurav_zgvas
აი ამონარიდი ქეთოს მიერ დადებული ბმულის ერთერთი თემიდან:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 170#257170
მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: დაახლ. 330კმ. თბილისიდან ამბროლაურამდე 270 კმ, ამბროლაურიდან ონამდე- 28 კმ, ონიდან შოვამდე დაახლ. 33 კმ.
ნიკორწმინდამდე თავისუფლად ახვალ. თან ნიკორწმინდა ზედ გზაზეა, ამბროლაურში ისე ვერ ჩახვალ მაგ სოფელი არ გაიარო, ტაძარი კიდევ გზიდანვე ჩანს. ასევე გზიდანვე ჩანს ბარაკონის ეკლესია (სოფელ წესში) და მინდა ციხე ესეც იქვეა. ონის და შოვის გზა 2 წლის წინ ცოტა გაფუჭებული იყო, მაგრამ მსუბუქი მანქანისთვის მაინც გავლადია. აი უძირო ტბის და მაღალმთიანი რაჭის მყინვარების ნახვა თუ მოგინდება, მანდ არც მანქანა ადის და მაგ მარშრუტისთვის საგანგებო მომზადება გჭირდება
სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ
აი ამონარიდი ქეთოს მიერ დადებული ბმულის ერთერთი თემიდან:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 170#257170
მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: დაახლ. 330კმ. თბილისიდან ამბროლაურამდე 270 კმ, ამბროლაურიდან ონამდე- 28 კმ, ონიდან შოვამდე დაახლ. 33 კმ.
ნიკორწმინდამდე თავისუფლად ახვალ. თან ნიკორწმინდა ზედ გზაზეა, ამბროლაურში ისე ვერ ჩახვალ მაგ სოფელი არ გაიარო, ტაძარი კიდევ გზიდანვე ჩანს. ასევე გზიდანვე ჩანს ბარაკონის ეკლესია (სოფელ წესში) და მინდა ციხე ესეც იქვეა. ონის და შოვის გზა 2 წლის წინ ცოტა გაფუჭებული იყო, მაგრამ მსუბუქი მანქანისთვის მაინც გავლადია. აი უძირო ტბის და მაღალმთიანი რაჭის მყინვარების ნახვა თუ მოგინდება, მანდ არც მანქანა ადის და მაგ მარშრუტისთვის საგანგებო მომზადება გჭირდება
სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ
- gadmovcurav_zgvas
- ბილიკზე მოარული
- Posts: 62
- Joined: 12 თებ 2010, 03:56
- Location: დუშამბე
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)
გაიხარეთ დიდი მადლობა, გადავხედავ თემებსაც
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)
აუცილებლად ნახეთ:
1) სორის ტაძარი.
2) ბუგეულის ტაძარი.
3) ზედა კრიხის ტაძარი (აუცილებლად!!!!).
4) ჭელიშის "უდაბნო".
5) ბარაკონი.
6) ნიკორწმინდა.
7) ამბროლაურის კოშკი.
ონის მუზეუმი
1) სორის ტაძარი.
2) ბუგეულის ტაძარი.
3) ზედა კრიხის ტაძარი (აუცილებლად!!!!).
4) ჭელიშის "უდაბნო".
5) ბარაკონი.
6) ნიკორწმინდა.
7) ამბროლაურის კოშკი.
ონის მუზეუმი
- gadmovcurav_zgvas
- ბილიკზე მოარული
- Posts: 62
- Joined: 12 თებ 2010, 03:56
- Location: დუშამბე
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)
ზუსტად ამის კითხვა მინდოდა წეღან რის ნახვას მირჩევთ მეთქი, ვნახავ ფოტოებსაც გადავუღებ და შესაბამის რეპორტსაც დავდებqvevri wrote:აუცილებლად ნახეთ:
1) სორის ტაძარი.
2) ბუგეულის ტაძარი.
3) ზედა კრიხის ტაძარი (აუცილებლად!!!!).
4) ჭელიშის "უდაბნო".
5) ბარაკონი.
6) ნიკორწმინდა.
7) ამბროლაურის კოშკი.
ონის მუზეუმი
Last edited by gadmovcurav_zgvas on 17 ივნ 2011, 13:45, edited 1 time in total.
- gadmovcurav_zgvas
- ბილიკზე მოარული
- Posts: 62
- Joined: 12 თებ 2010, 03:56
- Location: დუშამბე
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)
...
Last edited by gadmovcurav_zgvas on 17 ივნ 2011, 13:45, edited 2 times in total.
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)
gadmovcurav_zgvas
ზედა კრიხში რომ ახვალთ დათვის სვეტისთAვები ნახეთ საკურთხევლის ორივე მხარეს. ასევე ფრესკები და ტაძარის წარწერები. ასევე ვერძისა და არჩვის თAვები და სხვა დასხვა. ესაა შედევრთა შედევრი. სამწუხაროს მიწისძვრამ გაანადგურა, მაგრამ შეძლებისდაგვარად აღადგინეს.
ზედა კრიხში რომ ახვალთ დათვის სვეტისთAვები ნახეთ საკურთხევლის ორივე მხარეს. ასევე ფრესკები და ტაძარის წარწერები. ასევე ვერძისა და არჩვის თAვები და სხვა დასხვა. ესაა შედევრთა შედევრი. სამწუხაროს მიწისძვრამ გაანადგურა, მაგრამ შეძლებისდაგვარად აღადგინეს.
- gadmovcurav_zgvas
- ბილიკზე მოარული
- Posts: 62
- Joined: 12 თებ 2010, 03:56
- Location: დუშამბე
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)
ვეცდები ყველაფრის ნახვა მოვასწრო, ამოვაპრინტერებ აქ ნაწერებს და თან წავიღებ არაფერო რო არ გამომჩესqvevri wrote:gadmovcurav_zgvas
ზედა კრიხში რომ ახვალთ დათვის სვეტისთAვები ნახეთ საკურთხევლის ორივე მხარეს. ასევე ფრესკები და ტაძარის წარწერები. ასევე ვერძისა და არჩვის თAვები და სხვა დასხვა. ესაა შედევრთა შედევრი. სამწუხაროს მიწისძვრამ გაანადგურა, მაგრამ შეძლებისდაგვარად აღადგინეს.
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)
რიცეულას ხეობაა ერთობ სასიამოვნო და საინტერესო. ბოლოში ჰესია, რომელიც საკმაოდ საინტერესოა. იქვე სასტუმროცაა და თავად მდინარე რიცეულაც სასიამოვნო სანახავია. გზად წყაროცაა. ხეობა მთლიანობაში რამოდენიმე კილომეტრია. სადღAც დასაწყისში დგას სამი კოშკი. ერთ-ერთY მათგანს კასრაშვილების კოშკს ეძახიან. კარგი სანახავია რიცეულას ხეობა. კოშკების გადმოსწვრივ დგას ერტი ძალიან საინტერესო ტაძარი, რომელიც ძლიედაა დაზიანებული. რაძარი შირიმითAა ნაგები. მე რომ ვიყავი ერთ-ერთ ქვაზე არქაული ვეფხვის რელოეფი ვიპვე და დავასურათე. მოკლედ უნდა ინახოს.
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)
დამავიწყდა მეთქვა
ზედა კრიხში, ტაძრის ეზოში დგას ტაძრის თანადროული (Xსს) ცაცხვი და უთხოვარი. დავბერდი კაცი და ამგვარი რამ არ მინახავს. ცაცხვს უშველებელი ფუღურო აქვს და უთხოვარს კიდევ ოთხი კაცი თუ შემოაწვდენს ხელებს.

შოვშიც თავისუფლად მიხვალ. ღების და მრავალძალის ნახვა თუ გინდა მაღალი გამავლობის მანქანა დაგჭირდება...

qvevri
კრიხი სად არის ზუსტად?
ძალიან ახლომდებარე სოფელი მაინტერესებს
კრიხი სად არის ზუსტად?
ძალიან ახლომდებარე სოფელი მაინტერესებს
იმეტყველე გამართული ქართულით!!!
- gadmovcurav_zgvas
- ბილიკზე მოარული
- Posts: 62
- Joined: 12 თებ 2010, 03:56
- Location: დუშამბე
რაჭა (ვინც ხართ ნამყოფი შემოდით)
გამარჯობა კარაველებო
დასრულდა ჩემი 10 დღიანი მოგზაურობა, 4 დღე რაჭაში ვიყავი
სამწუხაროდ აქ რაც ჩამოთვალეთ ყველაფრის დათვარიელება ვერ მოვასწარი
თუმცა ყოველ დღე სერიოზული დატვირთვა მქონდა, მაგალითისთვის:
ამბროლაური-ზემო თლუღი-ნიკორწმინდა დაახლოებით 25 კილომეტრია ორივე მხარეს შეიძლება მეტიც იყოს, კიდევ ვნახე 2 გამოქვაბული და რამოდენიმე პატარა მდინარე ზოგან კისრამდეც იყო წყალი მაგრამ ძალიან ცივი..
ახალი და გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვი რომ რაჭა ძალიან ლამაზია
სასიამოვნოდ დავიღალე მის ბუნებაში ხეტიალით
კიდევ მე დამავიწყდა ,,სანდლების'' წაღება ამიტომ თუ ვინმე წავა უეჭველად წაუღოს იმიტო რო იმდენ წყალში მოგიწევთ გატოპვა რო ეგ იდეალური ფეხსაცმელი იქნება
მოგვიანებით რამოდენიმე ფოტოსაც მოვაშველებ
პ.ს ოთახი მქონდა ნაქირავები ამბროლაურში, სახლი-სასტუმროს ტიპის
თუ ვინმეს დაგჭირდებათ დაგაკვალიანებთ საკმაოდ კარგი სახლი და კარგი ოჯხია

Jnosy
ამბროლაურიდან იქნება ასე 15-20 წუთის სავალი.