Tami დაბადებულა

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
Tami დაბადებულა

Post by amigo » 09 აპრ 2012, 23:24

თამუნა,

გილოცავ დაბადების დღეს, გისურვებ ბედნიერებას, ჯანმრთელობას სიხარულს და სიყვარულს. უამრავი ლამაზი ადგილის მოგენახულებინოს :)

ისე სიტყვას მოჰქყვა და ნამეტანი ბევრი სიარულიც არ შეიძლება, რამდენჯერ გითხარი, გაუფრთხილდი თავს მეთქი, თუმცა არ გაქვს არავის ხათრი და გაგონება. ამ ამბის ასე მიშვება არ შეიძლება, სერიოზული და გამოცდილი ხალხი უნდა ჩავრთო საქმეში სანამ ჯერ კიდევ შეიძლება შენი შემობრუნება.

თუ შეიძლება ეს წერილი წააკითხე დედაშენს.


მოგესალებით,

არ ვიცი თქვენი სახელი, თუმცა ვიცი, რომ შესანიშნავად ამზადებთ საჭმელებს. ძალიან კარგად მახსოვს თქვენს მიერ თამუნასთვის გამოტანებული უგემრიელესი კერძი (აი ქართულად “ხალადეცი” რომ ჰქვია), რის გამოც დიდ მადლობას მოგახსენებთ. ეს მადლობა კი დავაბარე თამუნას, თუმცა არ ვიცი თუ მოიტანა სახლამდე.

ახლა საქმეზე გადავალ, ძალიან შეშფოთებული ვარ თამუნას ბოლო დროინდელი გატაცებით. დადის აღმა-დაღმა, ტოპავს მდინარეებში, ძვრება ეკალ-ბარდებში, ძინავს კარავში, იპარავს ხეხილს, ...

კარავი ვახსენე და მივადექით კიდევაც ამ პრობლემის ერთერთ მთავარ კატალიზაროს. კარავი არის ხალხის ერთგვარი დაჯგუფება და სწორედ მათი შემხედვარე გაგარეულდა ჩვენი თამი. უცნაური ხალხია, ოჯახში ყოფნას გარე-გარე წანწალი ურჩევნიათ. შეფიქრიანებული ვარ ამ გარემოცვით, ვშიშობ, არასასურველი ზეგავლენა არ მოახდინოს ბავშვზე.

სულ რამდენიმე კვირით მოვადუნე ყურადღება და სახე დაუწვავს, თვალები უტკენია, მდინარეში შევარდნილა და გუშინ გამოტყდა, რომ ხელებიც სულ დაკაწრული ჰქონია ეკლებისგან.

ამბობენ, “ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფიაო”, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს ვარდის გამო არ შემძვრალა ბუჩქებში - უკაცრავად და ნაგავს და უბედურებას დასდევდა თურმე! დიახ, სწორედ ნაგავს, - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, უნდა შემოვკრათ განგაშის ზარებს.

პირველ რიგში მთებისკენ ლტოლვა არის დასათრგუნი. რამით ხომ არ ჩაგვენაცვლებინა ეს მთები? აი მაგალითად მაღალ კორპუსში რომ გადასულიყავით საცხოვრებლად? კიდევ არ იქნებოდა ურიგო კარვის ფორმის საწოლი - იქნება კარვის ნოსტალგიაც დაეძლია (თორემ, რომ იცოდეთ, მთვრალ ბედუინს შეუვარდა ერთხელ კარავში :( ).

საბედნიეროდ თამის აქვს დადებითი ტენდენციებიც - მას უყვარს წყნარი მუსიკა, ასევე მშვენივრად გამოსდის საოჯახო საქმეები, განსაკუთრებით აღსანიშნავია შოკოლადიანი კექსი ნიგვზით. ეს იმედის საფუძველს გვაძლევს!

ამ თემაზე გავაგძელოთ მსჯელობა მომავალში, ახლა უნდა გავიქცე, ზარია კარზე - მგონი ჩემი სალაშქრო ფეხსაცმელი ჩამოიტანეს და ერთი სული მაქვს როდის მოვიზომებ.

დიდი პატივისცემით,

ამიგო.

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
Tami დაბადებულა

Post by domciko » 09 აპრ 2012, 23:52

თაააამ მუშვან, გილოცავ... მრავალს დაესწარი,გაიხარე და გამრავლდი... :*:*:*

marishka
ბოდიალა
Posts: 246
Joined: 21 აპრ 2008, 19:44
Location: tbilisi
Tami დაბადებულა

Post by marishka » 10 აპრ 2012, 00:03

ამიგოს რას მოვასწრებდი თემის გახსნას, ისეთი ტექსტები ქონია გადმოსალაგებელი, იმდენი რამ ქონია სანერვიულო... მაგრამ ამიგო, ჩემო კარგო, სულ ტყუილად ნერვიულობ! ამ დღეს, ამ საათზე, რომ გოგო სახლში არ იქნება , იმას რაღა შემოაბრუნებს! ;) დედასთვის არ უნდა გეთქვა ამდენი რამე, ისედაც ნერვიულობს ალბათ, რა სექტაში მოხვდა ჩემი შვილიო.
შენ ალბათ არ იცი , ყველა "სიკეთესთან" ერთად ძალიან საშიშია ეს გოგო, არ გჯერა? აი ნახე
Image
აგურის თავში ჩარტყმით უნდოდა ჩაემწარებია ჩემთვის მოგზაურობა.რამაც ძალიან დაგვაფიქრა ორივე.ინანა თავის საქციელი
Image
უფრო მეტიც, დავმეგობრდით კიდეც
Image

და აღმოვაჩინე რომ ანგელოზივით გოგოა თურმე!
Image

ხოდა, ამ ანგელოზივით გოგოს ვულოცავ, ვულოცავ , ვულოცავ, ვულოცავ დაბადების დღეეეეეს! რა სითბოს და ყურადღებას, სიყვარულს და პატივისცემას გასცემს, ყველაფერი ათმაგად დაბრუნებოდეს!
თამიიიი, წითელი ლენტით გაბანტული ყავარჯნების მერე , ორმაგად მიყვარხააარ! ;) :*:*
საინტერესო, მხიარულ, ბედნიერ ცხოვრებას გისურვეეებ!!!



Last edited by marishka on 10 აპრ 2012, 00:34, edited 1 time in total.

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
Tami დაბადებულა

Post by avtokh » 10 აპრ 2012, 00:12

თამიიიიი გილოცავ! იხარე და იარე ამ ქვეყანაზე რამდენიც გაგიხარდეს :)

amigo
რამხელა სიტყვა წარმოთქვი რა ამბავია :))


marishka
ჩამოვიდნენო უკვეე :)
Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5268
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
Tami დაბადებულა

Post by teo- » 10 აპრ 2012, 00:32

გილოცავ თამ
არა ექსკურსია! Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
Tami დაბადებულა

Post by CheLo » 10 აპრ 2012, 01:39

თამიიი გილოცავ გადარეულო დაბადების დღეს.. გისურვებ ჯანმრთელობას ბედნიერებას და ჩანადირივით მთელი საქართველოს შემოვლას. ვიცი შენი ხასიათი და არასოდეს მოგბეზრდება ხეტიალი :* :* ყველაზე მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანი ხარ და ძალიან მიყვარხარ. ახლა ნამდვილად არ ვპათხალიმობ.. ჯერ არ ყოფილა ჩემი გასვლა თამის არ დაერეკოს და არ დაინტერესებულიყოს ჩვენი ბედით.. ერთი სიტყვით ძალიან მიყვარხარ <3 <3

მიყვარს ეს თვალები : ))))))
Image

Image

მეც მინდოდა ამ თემის გახსნა მაგრამ ამიგომ წამი წამზე გახსნა..
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
Tami დაბადებულა

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2012, 09:12

თამუნია!! გილოცავ დაბდღეს!

წარმატებები და ბეევრი სიხარული შენს ცხოვრებაში!!

გაიხარე - კარგი გოგო ხარ და ძალიან მიყვარხარ!!!


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
Tami დაბადებულა

Post by amigo » 10 აპრ 2012, 10:25

marishka
შეენც?
იღუპება საქართველო :(

8)

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
Tami დაბადებულა

Post by stranger » 10 აპრ 2012, 10:30

გილოცავ
Last edited by stranger on 12 აპრ 2012, 11:46, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
Tami დაბადებულა

Post by qvevri » 10 აპრ 2012, 10:59

აქაც გილოცავ... აი ასეთი ბედნიერი მებნახე ყოველთვის... :wink:
http://www.youtube.com/watch?v=Y5qOD_fnqhA

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Tami დაბადებულა

Post by guruli » 10 აპრ 2012, 11:10

მრავალს დაესწარი, გილოცავ.

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
Tami დაბადებულა

Post by QAQUCA » 10 აპრ 2012, 11:18

ჩაჩხიანი გილოცავ სულითა და გულით დაბადების დღეს, გისურვებ ყოველივე კარგსა და საუკეთესოს! :wink:
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

User avatar
datoforesti
მაწანწალა
Posts: 459
Joined: 05 სექ 2011, 22:24
Location: Tbilisi
Contact:
Tami დაბადებულა

Post by datoforesti » 10 აპრ 2012, 12:48

კაცო ეს რომელი თამია? ხათო ანუ?:D:D სამი დღე ერთად ვიყავით და არ ვიცოდით?


მართლა კარგი გოგონაა,, მზუნველი და საყვარელი.

გილოცავ, ულევ სიხარულს გისურვებ...



Image
ხელოვნება ტანჯვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება და გღრღნის
Inside I'm Forrest gump
http://datoforest.blogspot.com/

User avatar
iano
ბოდიალა
Posts: 244
Joined: 28 მაი 2010, 01:30
Tami დაბადებულა

Post by iano » 10 აპრ 2012, 13:12

თამი გილოცავ:*
Last edited by iano on 10 აპრ 2012, 13:15, edited 1 time in total.

User avatar
iano
ბოდიალა
Posts: 244
Joined: 28 მაი 2010, 01:30
Tami დაბადებულა

Post by iano » 10 აპრ 2012, 13:13

თამი გილოცავ:*

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]