ქვევრიი და "ერთი გიჟი ფრანგი ქალი": )))

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
xaliana21
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 10 სექ 2007, 15:19
ქვევრიი და "ერთი გიჟი ფრანგი ქალი": )))

Post by xaliana21 » 18 ივნ 2011, 23:42

ვეიმეე, ვერ მოვითმინე არ დამეწერა: )
დიდი ხანია ამ გადაცემის რეკლამა გადის "ერთი გიჟი ფრანგი ქალი საქართველოში" (თუ რაღაც მსგავსი სათაურით) და საოცრად მაინტერესებდა, ამბობენ იმდენაგ გიჟი გოგოა, პირდაირ ამბობს რასაც ფიქრობსო.

ჯერ მარტო იმით გავიზარდე ქართული ტრადიციების გულწრფელი (ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს) შეფასებები რომ მოვისმინე და ქვევრში დაწურული ღვინის გემო რომ ვიგრძენი გადაცემის ყურებისას : )

და ჩვენი ქვევრი გამახსენდა, ეს ხომ მისი გადაცემაათქო ვიფიქრე.

და რააააააამხელა სიხარული იყო ვერ წარმოიდგენთ ჩვენი ქვევრი რომ დავინახე გადაცემაში : ))

ქვევრი (გიორგი) , ძალიან მიხარიხარ ქართველო ადამიანო! : )

იხარე!!!

ეს გადაცემის ბმულია:

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ime ... 11%2023:44
Last edited by xaliana21 on 19 ივნ 2011, 22:33, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ქვევრიი და "ერთი გიჟი ფრანგი ქალი": )))

Post by Tamari-ch. » 18 ივნ 2011, 23:47

მეც ვნახე ქვევრი და დავწერე კიდეც ფაცებოკეში
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ქვევრიი და "ერთი გიჟი ფრანგი ქალი": )))

Post by guruli » 18 ივნ 2011, 23:59

ძალიან დიდი სიამოვნებით ვუყურე მაგ ფილმს. ვისიამოვნე და ტან სინანულიც დამეუფლა - ჩვენს ტრადიციებს ბევრი ჩვენგანი დასცინის... მათ შორის - ღვინის დაწურვისასაც და ქვევრის ღვინოზე მეტად ევროპულად დაყენების წესი ურჩევნიათ. :cry:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ქვევრიი და "ერთი გიჟი ფრანგი ქალი": )))

Post by Tamari-ch. » 19 ივნ 2011, 00:14

ფილმის სათაური არ მომეწონა მხოლოდ
რაც არ უნდა გიჟი იყოს
ქალს მაინც არ უნდა უწოდო გიჟი ..

:lol:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ქვევრიი და "ერთი გიჟი ფრანგი ქალი": )))

Post by legenda » 19 ივნ 2011, 00:45

კარგია, საამაყოა!

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ქვევრიი და "ერთი გიჟი ფრანგი ქალი": )))

Post by lama » 19 ივნ 2011, 11:42

სათაური შეასწორე :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრიი და "ერთი გიჟი ფრანგი ქალი": )))

Post by qvevri » 19 ივნ 2011, 12:51

:D
Last edited by qvevri on 19 ივნ 2011, 12:55, edited 3 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრიი და "ერთი გიჟი ფრანგი ქალი": )))

Post by qvevri » 19 ივნ 2011, 12:53

სურათები მაქვს და დავაწყობ ხვალისთვის. ისე კი დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის. :wink:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრიი და "ერთი გიჟი ფრანგი ქალი": )))

Post by qvevri » 19 ივნ 2011, 22:48

იზაბელი თბილისში გავიცანი და გავესაუბრე. მეორე თუ მესამე დღეს ჩემთან ჩამოვიდა 15 წუთით და მერე 3 საათი დარჩა. ბევრი ვისაუბრეთ და ცოტ-ცოტა ვწრუპეთ კიდეც. ჩამოვალო დამპირდა და წავიდა. მერე ჩამოვიდნენ ფილმის გადასაღებად, როდესაც ჩემთAნ გადაღება დამთავრდა ცოტა ხნით ყავაზე შემოვიდნენ, ამ დროს მე ერთ წიგნზე ვმუშაობდი და ჩემი საწერი მაგიდა სავსე იყო გადაშლილი წიგნებითა და ნაწერებით. საერთოდ კალმითA ვწერ და ეს რომ დაინახა გაოცდა :wink: ეს ყველაფერიც უნდა გადავიღოო და მესამე დღეს კიდევ მოვიდა და წერისას გადაიღო ერთი მცირე მომენტი. მერე ფილმის წარდგინებაზე ლონდონში ვიყავით წასულები და იქაც ჩავარტყით თითო ფიალა (მე ფიალები მქონდა წაღებული და იმით გეახლებოდით ქართულ ღვინოს). საინტერესო ქალია, ბევრი უნახავს და გადახდენია, მაგრამ ქვევრებმა მთლად გააოცეს და ესე მითხრა რამდენიც ინტერნეტში სიტყვა ქვევრი ავკრიბე სულ შენ გხედავო :wink: მადლობა ხალიანას თემისათვის. შევეცდები ამ ფილმთAნ დაკავშირებული ბმულები და სურათები აქ დავაწყო ხვალ-ზეგისათვის.
ის კიდევ ჩამოვა :!:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრიი და "ერთი გიჟი ფრანგი ქალი": )))

Post by qvevri » 20 ივნ 2011, 09:41

რამოდენიმე სურათი:
ყველაფერი კი ასე დაიწყო, როდესაც ერთ დღეს ჩემთან მარანში იზაბელი მოვიდა.
Image
ეს კი მთელი გადამღები ჯგუფი. პროდიუსერი, იზაბელი და კამერაქალი.
Image
ამის მერე წავედით ლონდონში ფილმის ჩვენებაზე.
სწორედ ამ ყველაფრისათვის მე წაღებული მქონდა ფიალები. ერთი ცალი ფიალა ვიღAც რუსმა ქალბატონმა წამართვა. მე საქართველოში ნამყოფი ვარ არა ერთხელ და ამ ფიალამ იქაურობა გამახსენაო...
ეს კი მე და იზაბელი საფერავის დასაჭასშნიკებლად ვემზადებით
Image
როგორც იქნა გავინაწილეთ სასმისები. მე ფიალა მერჩივნა, მაგრამ იზაბელის თხოვნით დავუთმე
Image
მერე ისევ გავცვალეთ
Image
მეორე დღეს ღვინის მსოფლიო მუზეუმში-- ვინოპოლისში გავეშურე. როდესაც ამ მუზეუმში შევდივართ პირველი ექსპონატები საქართველოდანაა წაღებული ხოლო სულ მთლად პირველი კი ქვევრია
Image
ეს კი ყველაზე ძველი ღვინის მაღაზიაა ლონდონში
Image
მეორე დღეს საქართველოს საელჩოშიც იყო ფილმის წარდგინება და ამის მერე კი გამოვეშურე სამშობლოში.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ქვევრიი და "ერთი გიჟი ფრანგი ქალი": )))

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 ივნ 2011, 02:08

qvevri wrote:იზაბელი თბილისში გავიცანი და გავესაუბრე. მეორე თუ მესამე დღეს ჩემთან ჩამოვიდა 15 წუთით და მერე 3 საათი დარჩა. ბევრი ვისაუბრეთ და ცოტ-ცოტა ვწრუპეთ კიდეც. ჩამოვალო დამპირდა და წავიდა. მერე ჩამოვიდნენ ფილმის გადასაღებად, როდესაც ჩემთAნ გადაღება დამთავრდა ცოტა ხნით ყავაზე შემოვიდნენ, ამ დროს მე ერთ წიგნზე ვმუშაობდი და ჩემი საწერი მაგიდა სავსე იყო გადაშლილი წიგნებითა და ნაწერებით. საერთოდ კალმითA ვწერ და ეს რომ დაინახა გაოცდა :wink: ეს ყველაფერიც უნდა გადავიღოო და მესამე დღეს კიდევ მოვიდა და წერისას გადაიღო ერთი მცირე მომენტი. მერე ფილმის წარდგინებაზე ლონდონში ვიყავით წასულები და იქაც ჩავარტყით თითო ფიალა (მე ფიალები მქონდა წაღებული და იმით გეახლებოდით ქართულ ღვინოს). საინტერესო ქალია, ბევრი უნახავს და გადახდენია, მაგრამ ქვევრებმა მთლად გააოცეს და ესე მითხრა რამდენიც ინტერნეტში სიტყვა ქვევრი ავკრიბე სულ შენ გხედავო :wink: მადლობა ხალიანას თემისათვის. შევეცდები ამ ფილმთAნ დაკავშირებული ბმულები და სურათები აქ დავაწყო ხვალ-ზეგისათვის.
ის კიდევ ჩამოვა :!:
ეს ფილმი ვერაფრით ვნახე.
იმედია, ეს დღეც დადგება.
მიხარია, რომ ფილმის 1-1 გმირი კაი ქართველი გიორგი ბარისაშვილი იყო.
იმედია, ქართული მეღვინეობა კიდევ უფრო შორს წავა.
თორემ, შემოივლი მთელს ევროპას და მას ვერსად ნახავ, ანდაც ემიგრანტი რუსების მაღაზიაში წააწყდები და ხარისხს დაუწუნებ...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
ქვევრიი და "ერთი გიჟი ფრანგი ქალი": )))

Post by Katy » 28 ივნ 2011, 16:46

მე ვუყურე და ძალიან გამიხარდა! იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი დაინტერესება გამოთქვა ამ ჩვენი ძველი ტრადიციების მიმართ და რაც ყველაზე მეტად მომეწონა, თელავის ერთ-ერთ ქარხანაში გული დამწყდა რომ ღვინოს ევროპული მეთოდით აკეთებენ და დამპირდნენ, რომ აუცილებლად ძველი ქართული ტრადიციებით გავაკთებთო.. ალბათ არც არაფერს გააკეთებენ, მაგრამ არაქართველი რომ ესეთ რამეს იტყვის, სასიამოვნოა..

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ქვევრიი და "ერთი გიჟი ფრანგი ქალი": )))

Post by meleksa » 28 ივნ 2011, 17:30

უცბად მომინდა რომ ქვევრების გაკეთება ვისწავლო :roll:
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქვევრიი და "ერთი გიჟი ფრანგი ქალი": )))

Post by qvevri » 28 ივლ 2011, 12:38

http://www.youtube.com/watch?v=L4Q3vfi0bwU
ეს გახლავთ ფილმის სრული ვერსია, თუმცა რუსული თარგმანით.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ქვევრიი და "ერთი გიჟი ფრანგი ქალი": )))

Post by Mta Mkvarebia » 28 ივლ 2011, 16:37

qvevri
რამდენი ხანია მაგ ფილმის და სიუჟეტების ნახვა მინდა და ვერ ვნახე.:( სამსახურში იუთუბი დაბლოკილი მაქვს და სახლში კიდევ კომპიუტერი აღარ მაქვს :(
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]